სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საქმიანობის ცალკეულ სახეობებზე სახელმწიფო ლიცენზიის გაცემის ორგანიზაციის სრულყოფა-ოპტიმიზაციის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.10.2000 ძალადაკარგული 21.12.2006
ნომერი
№132/ნ
სარეგისტრაციო კოდი
000000470.01(2).004.000454
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 17/10/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.012.004.454

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის ა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №132/ნ

2000 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საქმიანობის ცალკეულ სახეობებზე სახელმწიფო ლიცენზიის გაცემის ორგანიზაციის სრულყოფა-ოპტიმიზაციის შესახებ

სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების პროცესის სრულყოფის მიზნით, „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (24.02.2000 რედაქციით) მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობებს სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთით გაუთანაბრდნენ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის შემდეგი სუბიექტები:

ა) სამკურნალო საშუალებათა დამზადებაზე (ოთხასი ლარი) – ფარმაცევტული წარმოება;

ბ) ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებების დამზადებაზე (ოთხასი ლარი) – ფარმაცევტული წარმოება;

გ) აფთიაქის საქმიანობაზე (სამასი ლარი) – პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის აფთიაქი;

დ) აფთიაქის ფილიალის საქმიანობაზე (ორმოცდაათი ლარი) – ყველა კატეგორიის აფთიაქის ფილიალი;

ე) ფარმაცევტული ბაზის საქმიანობაზე (ოთხასი ლარი) – ფარმაცევტული ბაზა;

ვ) საფერშლო-საბებიო ამბულატორიის საქმიანობაზე (ოცი ლარი) – საფერშლო, საბებიო და საფერშლო-საბებიო ამბულატორიები;

ზ) საექიმო ამბულატორიის საქმიანობაზე (ორმოცი ლარი) – ის სამედიცინო დაწესებელებები (განურჩევლად მათი განთავსების ადგილისა), სადაც ამბულატორიულ სამედიცინო დახმარებას მოსახლეობას უწევენ ექიმები არა უმეტეს ოთხი ძირითადი სპეციალობით (შინაგანი მედიცინა, ზოგადი ქირურგია, ზოგადი პედიატრია, მეანობა-გინეკოლოგია), ან ერთი რომელიმე სპეციალობით (მაგალითად, მოზრდილთა და ბავშვთა თერაპიული/ქირურგიული სტომატოლოგია – სტომატოლოგიური კაბინეტი, მოზრდილთა და ბავშვთა ტრავმატოლოგია – ტრავმ-პუნქტი, ტრავმატოლოგიური კაბინეტი), ან დაწესებულებები, სადაც ხორციელდება მხოლოდ სადიაგნოზო საქმიანობები (მაგალითად, სადიაგნოზო ლაბორატორია და კაბინეტი), ან ხორციელდება მხოლოდ სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ტრანსპორტირებისას სამედიცინო თანხლება (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური), ან ხორციელდება მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო საექსპერტო საქმიანობა (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო), ან ხორციელდება მხოლოდ პათოლოგანატომიური საქმიანობა (პათოლოგანატომიური ცენტრი, განყოფილება, ლაბორატორია), ან ხორციელდება მხოლოდ სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა მომსახურეობა ან/და რეალიზაცია (მაგალითად, სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა სერვისის ცენტრი), ან ხორციელდება მხოლოდ საპროფილაქტიკო ღონისძიებები (მაგალითად, პროფილაქტიკურ-სადეზინფექციო სადგური, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სანიტარულ-ჰიგიენური დაწესებულებები) ან ლაბორატორიები, რომლებიც აწარმოებენ კვლევას ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენის მიზნით;

თ) პოლიკლინიკის, დისპანსერის საქმიანობაზე (ასი ლარი) – ის სამედიცინო დაწესებულებები (განურჩევლად მათი განთავსების ადგილისა), სადაც ამბულატორიულ სამედიცინო დახმარებას მოსახლეობას უწევენ ექიმები წინამდებარე ბრძანების I პუნქტის „ზ” ქვეპუნქტში მოყვანილ ერთზე მეტ საქმიანობაში;

ი) სოფლად მდებარე საავადმყოფოს საქმიანობაზე (ორმოცდაათი ლარი) – ყველა ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც განთავსებულია სოფელში, დაბაში, რაიონულ ცენტრში (არა ქალაქად) და სადაც ხორციელდება მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო დახმარება (მაგალითად, საავადმყოფო, საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება, სანატორიუმი და ა.შ.);

კ) ქალაქად მდებარე საავადმყოფოს საქმიანობაზე (ორასი ლარი) – ყველა ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც განთავსებულია ქალაქში და სადაც ხორციელდება მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო დახმარება (მაგალითად, საავადმყოფო, საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება, სანატორიუმი, საუნივერსიტეტო კლინიკა და ა.შ.).

 ლ) წარმოდგენილი სამედიცინო სახეობების შესატყვისი სამედიცინო ტიპების განსაზღვრა გამონაკლის შემთხვევაში მოხდეს კომისიური წესით, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედ კომისიაზე განხილვის საფუძველზე.

2. დამტკიცდეს, სამედიცინო დაწესებულების ტიპის განურჩევლად, ყველა სახის სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად აუცილებელი საბუთების ნუსხა (დანართი 1, 2, 3, 4).

3. სამკურნალო-პროფილაქტიკურმა დაწესებულებამ სპეცკონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მოხმარებაზე საქმიანობის ნებართვის მისაღებად, უნდა წარადგინოს პასუხისმგებელი პირის დოკუმენტაცია დანართი 3-ის მიხედვით.

4. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა (დანართი 5).

5. პირები, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო საქმიანობას 1999 წლის 1 ივლისამდე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე:

 ა) ვალდებულნი არიან 2000 წლის 1 ოქტომბრამდე წერილობით მიმართონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად, სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

 ბ) უვადო ლიცენზიის მისაღებად სათანადო განცხადებას, ორ ეგზემპლარად, თან უნდა ერთვოდეს დადგენილი წესით რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების და წესდების ასლები, სალიცენზიო დოკუმენტები (მათ შორის დედანი), საგანგებო მდგომარეობის დროს ოპერატიული მოქმედების გეგმა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითარი) ასლი, დამატებითი საქმიანობის მოთხოვნის შემთხვევაში – დანართი 1-ის მიხედვით (ფორმა 1, 2, 3, 5) განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტების პაკეტი.

6. დაევალოს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტს (ი. კალანდაძე):

ა) ლიცენზიის მაძიებლებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო მუშაობის ორგანიზაცია;

ბ) ლიცენზიის მაძიებლისაგან ლიცენზიის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების აკინძული ორი ეგზემპლარის მიღება, აღრიცხვა, შენახვა;

გ) ლიცენზიის მაძიებლის დოკუმენტების ექსპერტიზის ორგანიზაცია;

დ) ლიცენზიის მაძიებლის დოკუმენტების ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე დასკვნის მომზადება და მისი წარდგენა ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე, გადაწყვეტილების მისაღებად;

ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმის, სალიცენზიო დოკუმენტების პაკეტის და ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მომზადება;

ვ) ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა შეტყობინება მაძიებლისათვის;

ვ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სალიცენზიო დოკუმენტების შენახვა, შევსება და გაცემა;

ზ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობების უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება და დადგენილი წესით სათანადო ცნობების მიწოდება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსათვის.

7. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებს ლიცენზიის მაძიებელთა დოკუმენტების ექსპერტიზის ჩატარება სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტში ერთი კვირის განმავლობაში, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

8. დამტკიცდეს სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების პროცედურის თანდართული სქემა (დანართი 6)

9. ბრძანების ძალაში შესვლიდან გაცემული ლიცენზიების ვადა განუსაზღვრელია დროში და მოქმედებს კანონით დადგენილი წესით მათი შეჩერების ან გაუქმების შემთხვევამდე.

10. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილოს ლიცენზიის გაცემის, შეჩერების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ ყოველი განცხადება და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. კომისიის სხდომებზე განხილულ იქნას, აგრეთვე, უწყებრივი რეესტრის წარმოების შესახებ ინფორმაცია და სხვა მიმდინარე საკითხები.

11. დამოწმდეს კომისიის სხდომის ოქმები და გადაწყვეტილებები სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მიერ.

12. შეიკრიბოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისია საჭიროების მიხედვით.

13. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შ.პ.ს. “საქმეთა მმართველობა ს” (თ. ქრისტესიაშვილი) ლიცენზირების პროცესის და დაარქივების უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარითა და საკანცელარიო მასალით.

14. დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტს (ა. ზურაბაშვილი) სალიცენზიო პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება.

15. ბრძანების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 18 ნოემბრის ბრძანება № 445/ო „ჯანდაცვის სფეროში სამედიცინო საქმიანობის ცალკეულ სახეებზე სახელმწიფო ლიცენზიის გაცემის ორგანიზაციის სრულყოფის შესახებ”.

16. ბრძანება გამოქვეყნდეს პრესაში.

17. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ა. გამყრელიძეს.

ა. ჯორბენაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მინისტრის 2002 წლის 19 თებერვლი ს ბრძანება №41/ნ - სსმ III, №17, 15.05.2002 წ.,მუხ.431

დანართი №1

სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის ლიცენზირებისათვის წარმოსადგენი საბუთების ნუსხა

1. განცხადება ლიცენზიის გაცემაზე (დანართი №1, ფორმა 1);

2. დამფუძნებელი დოკუმენტები (რეგისტრაცია სასამართლოში და სასამართლოს დადგენილება);

3. ცნობები სალიცენზიო სამედიცინო საქმიანობის შემსრულებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ (დანართი 1 ფორმა 2);

4. სალიცენზიო სამედიცინო საქმიანობის შესაბამისი შიდა სტანდარტები, თავისი კალკულაციით, იმ სასწავლო, მეთოდური, ნორმატიული და სხვა სახის ლიტერატურისა და დოკუმენტების სავალდებულო მითითებებით, რომლებიც გამოყენებული იყო ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული სტანდარტის შედგენისას (დანართი 1, ფორმა 5);

5. სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების (სტნ) აღწერის ფორმა (დანართი 1 ფორმა 3, 3.1);

6. სალიცენზიო სამედიცინო საქმიანობის ორგანიზაციის დახასიათება საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა მონაწილეობისა და მოვალეობების მითითებით;

7. შენობის ან/და ტერიტორიის დახასიათება (აღჭურვა ინვენტარით და აპარატურით დანართი 1 ფორმა 4-ის შესაბამისად);

8. კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ცნობა ობიექტის ჰიგიენური პირობების შესაბამისობის შესახებ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც საჭიროა მოცემული საქმიანობის წარმართვისათვის;

9. სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

10. საგანგებო მდგომარეობის დროს ოპერატიული მოქმედების გეგმა, დამტკიცებული დადგენილი წესის მიხედვით.

11. დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი დასტური სალიცენზიო პირობებისა და დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გაცნობის და მათ შესრულებაზე მზადყოფნის შესახებ.

 

დანართი 1

 ფორმა 1

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

დაწესებულების დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა ––––––––––––––––––––––––––––––––––

 იურიდიული მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გთხოვთ მოგვცეთ შემდეგი სახის სამედიცინო საქმიანობის წარმოების ლიცენზია:

 

                                                                                           დაწესებულების ხელმძღვანელი

 

ბ.ა.

 

განცხადებას თან ერთვის დებულებით გათვალისწინებული სათანადო

საბუთები –––––––––– გვერდზე.

 

200 –––– წ. „–––––” ––––––––––

 

დანართი 1

ფორმა №2

ც ნ ო ბ ე ბ ი

სალიცენზიო სამედიცინო საქმიანობის შემსრულებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ

ლიცენზიის მაძიებელი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სალიცენზიო სამედიცინო საქმიანობა–––––––––––––––––––––––––––––––––––

 

№

გვარი, სახელი,

მამის სახელი

 

სპეცია-ლობა

მოცემული

სპეციალო-ბით

მუშაობის სტაჟი

უმაღლესი

(საშუალო)

სასწავლებ-ლის

დიპლომი №,

ფაკულტეტი

სპეციალიზაციის

და კვალიფი-კაციის

ამაღლების

დამადასტურე-ბელი საბუთი №

წელი,

სპეციალობა

სერტიფიკატი

№, წელი,

სპეციალობა

მოქმედების ვადა

სამეცნიერო

ხარისხი,

დიპლომის

№, წელი

სამეცნიერო

წოდება,

დიპლომის №  წელი

 შენიშვნა

 

დანართი 1

ფორმა 3.1

სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა აღნიშვნის პირობითი კოდები

კოდი

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობის დასახელება

01

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ლაბორატორიული კვლევებისათვის

02

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ფუნქციური დიაგნოსტიკისათვის

03

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკისათვის

04

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისათვის

05

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკისათვის

06

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები სხვა სახის დიაგნოსტიკისათვის

07

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები რეანიმაციისათვის და ინტენსიური თერაპიისათვის

08

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობანი საოპერაციო და სამშობიარო ბლოკებისათვის

09

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ენდოსკოპიისათვის

10

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები სტომატოლოგიისათვის

11

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ორგანოთა ფუნქციის დროებითი ჩანაცვლებისათვის

12

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები ფიზიოთერაპიისათვის და რეაბილიტაციისათვის

13

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები სტერილიზაციისათვის და დეზინფექციისათვის

14

სამედიცინო ინსტრუმენტები

15

სამედიცინო ავეჯი

16

ტექნიკური საშუალებები, სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების მომსახურეობისათვის

17

სხვა

 

დანართი 1

 ფორმა 3

სამედიცინო დაწესებულების

დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობების (სტნ) აღწერის ფორმა

 

 

განყოფი-ლების

(კაბინე-ტის)

დასახე-ლება

 

 

სტნ-ს

კოდი

 

რიგითი

№

 

სტნ-ს სრული

დასახე-ლება

 

 

მოდელი, ტიპი

(პასპორ-ტის მიხედვით)

 

ქვეყანა,

ფირმა

 

გამოშვე-ბის

წელი

 

საქარხნო

№

 

საბალანსო

ღირებუ-ლება

(ლარი)

მიმდინარე

ფუნქცი-ური

მდგომა-რეობა

(1-მუშაობს; 2- შესაკე-თებელია;

3-უვარგი-სია)

რა მიზეზით არის შესაკეთე-ბელი ან უვარგისი

(მიზეზის ზუსტი მითითე-ბით)

 

შენიშ-ვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი (დირექტორი, მთავარი ექიმი) /გვარი, სახელი/

 

 

 

 

დანართი 1

ფორმა 4

ლიცენზირებისათვის საჭირო ძირითადი მონაცემები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობის შესახებ

1. ტერიტორიის ფართობი;

2. შენობა-ნაგებობის დახასიათება – მიეთითოს კაპიტალური, ნახევრად კაპიტალური, ხის და ა.შ. რომელ წელს აშენდა, სართულიანობა თითოეული მათგანის;

– ფართობი – საერთო და სამუშაო თითოეულის;

– რა ფუნქციონალური დანიშნულება აქვს – თითოეულს ამ შენობათაგან.

3. წყალსადენ-კანალიზაცია (ცენტრალური თუ ადგილობრივი).

4. ელექტრომომარაგება (ძირითადი, სარეზერვო და ავტონომიური, თუ გააჩნია).

5. სუსტი დენები (ტელეფონი, სიგნალიზაცია – სახანძრო დამცავი, თუ მხოლოდ დამცავი და ა.შ.).

6. სალიფტე მეურნეობა (თუ არსებობს – მუშაობს თუ არა). რამდენი ლიფტია და რა ტიპის (სამგზავრო, მცირე სატვირთო).

7. გათბობა (ცენტრალური, ინდივიდუალური, ღუმელები, ნავთქურები) მუშაობს თუ არა ამჟამად.

8. შრომის დაცვის, საწარმოო სანიტარიის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკითხები – როგორ აქვთ მოგვარებული – მიუთითონ.

9. როდის ჩატარდა უკანასკნელად კაპ. შეკეთების (ან რეკონსტრუქციის) სამუშაოები და ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალი (გამსხვილებულად).

10. ვინ დააფინანსა კაპ. შეკეთების სამუშაოები და რომელმა სამშენებლო ორგანიზაციამ შეასრულა ისინი.

11. თუ აქვთ დაყენებული ელექტრომრიცხველები და წყალმზომები. თუ არა აქვთ, დააყენონ სასწრაფოდ.

 

დანართი 1

ფორმა №5

დაწესებულების ლიცენზირებისათვის საჭირო შიდა სტანდარტების შედგენის წესი

1. სტანდარტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ზონრით აკინძული და დალუქული (შესაბამისი ხელმოწერით და თარიღის ფიქსირებით) 2 ეგზემპლარად;

2. გარეკანზე მიეთითოს დაწესებულების დასახელება, მედიცინის ის დარგი (სამედიცინო საქმიანობა), რომელშიც შესრულებულია სტანდარტები, სტანდარტის შემდგენელი, დამოწმებული დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით;

3. სტანდარტები დამუშავებული უნდა იქნეს ავადმყოფობათა საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის ICD-10-ის მიხედვით. წარმოდგენილ თითოეულ ნოზოლოგიასა და სინდრომს საჭიროა, მიენიჭოს შესაბამისი კოდი;

4. სტანდარტში უნდა განისაზღვროს მკურნალობის სტანდარტული ვადა, დიაგნოსტიკურ-სამკურნალო ღონისძიებების, სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი და რაოდენობა;

5. სტანდარტებს თან უნდა ახლდეს მაძიებლის განცხადება სამედიცინო საქმიანობების ჩამონათვალის მითითებით.

 

 

 

დანართი 2

ფარმაცევტული ბაზის ლიცენზირებისათვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი

 

1. ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება თანდართული ფორმის მიხედვით;

2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:

ა) ლიცენზიის მაძიებლის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ) ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის დიპლომის ასლი;

გ) შენობის ნახაზი (დამტკიცებული რაიონის არქიტექტორის მიერ);

დ) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ცნობა ობიექტის ჰიგიენური პირობების შესაბამისობის შესახებ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც საჭიროა მოცემული საქმიანობის წარმართვისათვის;

ე) სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

3. სპეცკონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ბრუნვის შემთხვევაში, პასუხისმგებელი ფარმაცევტის:

ა) ბრძანება დანიშვნის შესახებ;

ბ) ფარმაცევტის დიპლომის ასლი;

გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

დ) ცნობა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში მისი აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ.

 

განცხადება

საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალო საშუალებების და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბითუმად რეალიზაციაზე ლიცენზიის მიღების შესახებ

ლიცენზიის მაძიებელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––          

ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი, სახელწოდება

         

იურიდიული მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

      

ტელეფონი––––––––––––––––––––––––––––– ფაქსი––––––––––––––––––––––––––––––––––

რეგისტრირებული––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელმწიფო რეგისტრაციის მოწ. №, თარიღი

 

ბანკის დასახელება–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ანგარიშსწორების ანგარიში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაწესებულების ხელმძღვანელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                          გ.ს.მ.ს., თანამდებობა

 

ითხოვს ლიცენზიას ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქმიანობის დასახელება

 

სალიცენზიო პირობებს და მოთხოვნებს, ასევე კანონებს, დებულებებსა და წესებს, რომლებიც არეგულირებენ სამკურნალო საშუალებების ბითუმად რეალიზაციას, გავეცანი და ვიღებ ვალდებულებას შევასრულო.

 

განცხადებას თან ერთვის სათანადო საბუთები ----------------- გვერდზე

 

დაწესებულების ხელმძღვანელი                                                                        ---------------------------

                                                                                                                               ხელის მოწერა

ბ.ა.

                                                                               ------- ------------------- 200—წ.

 

დანართი 3

აფთიაქის და მისი ფილიალის ლიცენზირებისათვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი

1. ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება თანდართული ფორმის მიხედვით.

2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:

ა) ლიცენზიის მაძიებლის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ) ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის დიპლომის ასლი;

გ) შენობის ნახაზი (დამტკიცებული რაიონის არქიტექტორის მიერ);

დ) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ცნობა ობიექტის ჰიგიენური პირობების შესაბამისობის შესახებ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც საჭიროა მოცემული საქმიანობის წარმართვისათვის;

ე) სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

სპეცკონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ბრუნვის შემთხვევაში, პასუხისმგებელი ფარმაცევტის:

ა) ბრძანება დანიშვნის შესახებ;

ბ) ფარმაცევტის დიპლომის ასლი;

გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

დ) ცნობა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში მისი აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ.

 

განცხადება

საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალო საშუალებების და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საცალო რეალიზაციაზე ლიცენზიის მიღების შესახებ

ლიცენზიის მაძიებელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––      

ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი, სახელწოდება                            

იურიდიული მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

      

ტელეფონი––––––––––––––––––––––––––––––––– ფაქსი––––––––––––––––––––––––––––––––

რეგისტრირებული–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                          სახელმწიფო რეგისტრაციის მოწ. №, თარიღი

 

ბანკის დასახელება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ანგარიშსწორების ანგარიში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაწესებულების ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                               გ.ს.მ.ს., თანამდებობა

 

ითხოვს ლიცენზიას –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 საქმიანობის დასახელება

 

სალიცენზიო პირობებს და მოთხოვნებს, ასევე კანონებს, დებულებებსა და წესებს, რომლებიც არეგულირებენ სამკურნალო საშუალებების საცალო რეალიზაციას, გავეცანი და ვიღებ ვალდებულებას შევასრულო.

 

განცხადებას თან ერთვის სათანადო საბუთები ----------------- გვერდზე

 

დაწესებულების ხელმძღვანელი                                                                        ---------------------------

 ხელის მოწერა

 ბ.ა.

 

 ------- ------------------- 200—წ.

 

 

დანართი 4

ფარმაცევტული წარმოების ლიცენზირებისათვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი

1. ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება თანდართული ფორმის მიხედვით.

2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:

ა) ლიცენზიის მაძიებლის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ) ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის დიპლომის ასლი;

გ) შენობის ნახაზი (დამტკიცებული რაიონის არქიტექტორის მიერ);

დ) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ცნობა ობიექტის ჰიგიენური პირობების შესაბამისობის შესახებ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც საჭიროა მოცემული საქმიანობის წარმართვისათვის;

ე) სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

3. სპეცკონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ბრუნვის შემთხვევაში, პასუხისმგებელი ფარმაცევტის:

ა) ბრძანება დანიშვნის შესახებ;

ბ) ფარმაცევტის დიპლომის ასლი;

გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

დ) ცნობა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში მისი აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ.

 

განცხადება

საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალო საშუალებების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებების წარმოებასა რეალიზაციაზე ლიცენზიის მიღების შესახებ

ლიცენზიის მაძიებელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––        

ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი, სახელწოდება            

 

იურიდიული მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

      

ტელეფონი––––––––––––––––––––––––––––– ფაქსი––––––––––––––––––––––––––––––––––

რეგისტრირებული––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელმწიფო რეგისტრაციის მოწ. №, თარიღი

 

ბანკის დასახელება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ანგარიშსწორების ანგარიში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაწესებულების ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გ.ს.მ.ს., თანამდებობა

 

ითხოვს ლიცენზიას –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                          საქმიანობის დასახელება

 

სალიცენზიო პირობებს და მოთხოვნებს, ასევე კანონებს, დებულებებსა და წესებს, რომლებიც არეგულირებენ სამკურნალო საშუალებების წარმოებასა და რეალიზაციას, გავეცანი და ვიღებ ვალდებულებას შევასრულო.

 

განცხადებას თან ერთვის სათანადო საბუთები ---------------- გვერდზე

 

დაწესებულების ხელმძღვანელი                                                                        -------------------------

                                                                                                                          ხელის მოწერა

                                                                               ბ.ა.

 ------- ------------------- 200—წ.

 დანართი 5

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა

მარინა ღუდუშაური – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

იაგორ კალანდაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ქეთევან კავთიაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

თემურ ჯაფარიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

ზაზა თოფურია – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

თემურ კალანდაძე – სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დირექტორი, კომისიის წევრი;

რამაზ ურუშაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

თემურ ჩხეტია – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული და ნარკოტიკების ბრუნვის ინსპექციის უფროსი, კომისიის წევრი;

ნატა ყაზახაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ლევან ლაზარაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ალექსანდრე ჭილაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ალექსანდრე თომაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

დავით პავლიაშვილი – თბილისის მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

ლირა თოფურიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

თამაზ დანელია – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

ზაზა ჩიქოვანი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

მამუკა მარგველაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი ორთოპედ-სტომატოლოგი, კომისიის წევრი;

გურამ ლასხიშვილი – საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესი, საშუალო პროფესიული განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის წევრი;

ლალი ებანოიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ალექსანდრე მინდორაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარ ი ულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

ზაზა კოპლატაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის ლიცენზირებისა და სერ ტ იფიცირების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

კახა ხელაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის სტანდარტებისა და რეესტრის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

ზურაბ დეკანოიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მინისტრის 2002 წლის 19 თებერვლი ს ბრძანება №41/ნ - სსმ III, №17, 15.05.2002 წ.,მუხ.431

 დანართი №6

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების სქემა

1. ლიცენზიის მაძიებელთა კონსულტაცია ლიცენზირების პროცედურასთან და სათანადო საბუთების მომზადებასთან დაკავშირებით.

2. ლიცენზიის მაძიებელთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია.

3. სალიცენზიო დოკუმენტების ექსპერტიზა.

4. მუდმივმოქმედი სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.

5. მუდმივმოქმედი სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილებით ლიცენზიის მაძიებლის შემოწმება.

6. მუდმივმოქმედი სალიცენზიო კომისიის სხდომის დღის წესრიგის მომზადება.

7. მუდმივმოქმედი სალიცენზიო კომისიის სხდომა.

8. მუდმივმოქმედი სალიცენზიო კომისიის სხდომის ოქმისა და გადაწყვეტილებათა შესაბამისი შეტყობინებების მომზადება.

9. სალიცენზიო დოკუმენტების გაფორმება და გაცემა, რეესტრის წარმოება.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საქმიანობის ცალკეულ სახეობებზე სახელმწიფო ლიცენზიის გაცემის ორგანიზაციის სრულყოფა-ოპტიმიზაციის შესახებ“, №132/ნ, 05.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000470.01(2).004.000454 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1345081-1/