საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.10.2000 ძალადაკარგული 03.07.2003
ნომერი
№366
სარეგისტრაციო კოდი
000000010.01(2).004.000468
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 19/10/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

c minda სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.468

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №366

2000 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის  განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში საკადრო რესურსების ცენტრალიზებული მართვის უზრუნველყოფის მიზნით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მინისტრის ბრძანებით დაინიშნონ სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები შემდეგ თანამდებობებზე:

ა) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში – საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა თანამდებობაზე;

ბ) სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებში – თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობაზე – დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით;

გ) სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში – გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეების თანამდებობებზე – გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით;

დ) სამინისტროს საგანგებო ლეგიონში – საგანგებო ლეგიონის უფროსის მოადგილეების თანამდებობებზე – საგანგებო ლეგიონის უფროსის წარდგინებით;

ე) სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურში – ამ სამსახურის უფროსის და მისი წარდგინებით უფროსის მოადგილეების თანამდებობებზე;

ვ) სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში - ბიუროს უფროსის და მისი წარდგინებით უფროსის მოადგილის თანამდებობებზე;

ზ) სამინისტროს სისტემის ტერიტორიული ორგანოს უფროსების და მათი მოადგილეების თანამდებობებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 28 მაისის ბრძანება №395- სსმ III, №56, 30.05.2001 წ., მუხ.420

2. სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში.

3. სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო მოხელეთა დანიშვნა და გათავისუფლება ხორციელდება სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს (მ. ირემაშვილი) წინასწარი თანხმობით.

4. მინისტრის მიერ დასანიშნი საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების მონაცემები და სამინისტროსთან შესათანხმებელი თანამდებობის პირთა მონაცემები შეყვანილ იქნეს სამინისტროს საკადრო რესურსების სამმართველოს კომპიუტერული სისტემის მონაცემთა ბაზაში სათანადო რეაგირებისათვის.

5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე ვივალებ პირადად.

შენიშვნა:

1. შეთანხმება განხორციელდეს სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მიერ საკადრო ბრძანების პროექტზე ვიზირების შემდეგ;

2. დასანიშნი კანდიდატი უნდა პასუხობდეს თანამდებობისათვის კანონმდებლობით წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და პიროვნულ მახასიათებლებს.

მ. მაჭავარიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 28 მაისის ბრძანება №395- სსმ III, №56, 30.05.2001 წ., მუხ.420

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ“, №366, 13.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000468 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.05.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1345416-1/