საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.11.2000 ძალადაკარგული 05.05.2006
ნომერი
№327
სარეგისტრაციო კოდი
010320010.11.106.004515
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 110, 27/11/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.11.106.004.515

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №327

2000 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის მე-19 და 81-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №339 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.934

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანდართული საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეყანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 1 დეკემბრი ს ბრძანება №339 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.934

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მინისტრის კაბინეტი

1. მინისტრის კაბინეტის უფროსი – უმაღლესი განათლება; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. მინისტრის კაბინეტის მრჩეველი – უმაღლესი განათლება; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

3. მინისტრის კაბინეტის მდივან-სპეციალისტი – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე).

 

პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

1. პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – უმაღლესი იურიდიული ან ჟურნალისტური განათლება; კონსტიტუციისა და იუსტიციის სისტემის შესახებ კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); ტელევიზიის რომელიმე არხზე ან წამყვან გაზეთში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება.

2. პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე).

 

ნორმატიული აქტების მომზადების, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტი

1. ნორმატიული აქტების მომზადების, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე); „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. ნორმატიული აქტების მომზადების სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. ნორმატიული აქტების მომზადების სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

4. კანონმდებლობის სისტემატიზაციის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

5. კანონმდებლობის სისტემატიზაციის სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

6. სამართლებრივი ინფორმატიზაციის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

7. სამართლებრივი ინფორმატიზაციის სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე).

8. ნორმატიული აქტების მომზადების, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე).

 

სახელმწიფო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. სახელმწიფო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სრულყოფილად); საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. სახელმწიფო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სრულყოფილად); საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

 

საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი

1. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სრულყოფილად); „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. აღსრულების განყოფილების უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; რუსული ენის ცოდნა (სრულყოფილად); „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ” კონვენციისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. აღსრულების განყოფილების მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; რუსული ენის ცოდნა (სრულყოფილად); „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ” კონვენციისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

4. საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სრულყოფილად); „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

5. საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სრულყოფილად); „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

6. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სრულყოფილად); „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლ ო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

7. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სრულყოფილად); „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

8. სახელმწიფო წარმომადგენლის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სრულყოფილად); „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

9. სახელმწიფო წარმომადგენლის განყოფილების მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სრულყოფილად); „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

10. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე).

 

ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი

1. ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე); „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. ნორმატიული აქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. ნორმატიული აქტების ექსპერტიზის სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

4. ნორმატიული აქტების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

5. ნორმატიული აქტების რეგისტრაციის სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

6. ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის სპეციალისტი – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე).

 

მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა, იმიგრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტი

1. მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა, იმიგრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე); „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. მოქალაქეობის განყოფილების უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. მოქალაქეობის განყოფილების მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

4. სამოქალაქო საკითხთა განყოფილების უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

5. სამოქალაქო საკითხთა განყოფილების მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

6. იმიგრაციის საკითხთა განყოფილების უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „იმიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

7. იმიგრაციის საკითხთა განყოფილების მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „იმიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

8. ნოტარიატის განყოფილების უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

 

საკადრო საკითხთა დეპარტამენტი

1. საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. სასჯელაღსრულების ორგანოთა საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

4. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

5. საკადრო საკითხთა დეპარტამენტის სპეციალისტი – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე).

 

საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი

1. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე); „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა.

4. ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს სპეციალისტი – სპეციალური ან უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

5. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

6. მთავარი ბუღალტერი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; ”საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

7. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

9. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

10. საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს უფროსი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

11. საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

12. მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს უფროსი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

13. მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის სამმართველოს მრჩეველი – უმაღლესი საფინანსო ან ეკონომიკური განათლება; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

 

მთავარი კანცელარია

1. მთავარი კანცელარიის უფროსი – უმაღლესი განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

2. მთავარი კანცელარიის მრჩეველი – უმაღლესი განათლება; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

3. მთავარი კანცელარიის სპეციალისტი – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე).

4. მთავარი კანცელარიის არქივარიუსი – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

 

სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი

1. სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე); საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

 

სალიცენზიო სამმართველო

1. სალიცენზიო სამმართველოს უფროსი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 

სამედიცინო დეპარტამენტი

1. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი – უმაღლესი სამედიცინო განათლება; „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. სამედიცინო დეპარტამენტის მრჩეველი – უმაღლესი სამედიცინო განათლება; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

3. სამედიცინო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი – კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (პროფესიულ დონეზე).

 

შიდა კონტროლის სამსახური

1. შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი – უმაღლესი განათლება; ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე); „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. სამსახურებრივი მოკვლევის, სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის განყოფილების უფროსი – უმაღლესი განათლება; „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. სამსახურებრივი მოკვლევის, სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის განყოფილების მრჩეველი – უმაღლესი იურიდიული განათლება; „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

4. კონტროლისა და აუდიტის განყოფილების უფროსი – უმაღლესი განათლება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართელოს კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე); სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №327, 27.11.2000, სარეგისტრაციო კოდი 010320010.11.106.004515 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1346783-1/