სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.02.2005 ძალადაკარგული 06.09.2006
ნომერი
№315
სარეგისტრაციო კოდი
040150000.22.027.007096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 18/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.007.096

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №315

2005 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ

�სახელმწიფო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს თანდართული დებულება.

2. განისაზღვროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორია (№1 დანართი) და სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები (№2 დანართი).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) �საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 4 ივნისის №163 ბრძანება (სსმ III, 1999წ., №27(34), მუხ.510);

ბ) �სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დებულების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების � საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ტიპური დებულებებისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1397 ბრძანების (სსმ III, 2004წ., №1397, მუხ.1162) მე-2 და მე-3 პუნქტები.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის რეგიონალური სამსახურების ბაზაზე შეიქმნას სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის ბრძანება №459 - სსმIII, №31, 18.03.2005წ., მუხ.302

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 მარტის ბრძანება №479 - სსმIII, №32, 22.03.2005წ., მუხ.304

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 მარტის ბრძანება №507 - სსმIII, №32, 22.03.2005წ., მუხ.311

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №813 - სსმIII, №57, 17.05.2005წ., მუხ.629

5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №856 - სსმIII, №57, 17.05.2005წ., მუხ.638

6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 31 მაისის ბრძანება №978 - სსმIII, №66, 01.06.2005წ., მუხ.699

7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1549 - სსმIII, №103, 01.09.2005წ., მუხ.1149

სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულება

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში � ტერიტორიული ორგანოს) უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და სამოქმედო ტერიტორიას.

2. ტერიტორიული ორგანო თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, �საქართველოს მოქალაქეობის შესახებ�, �ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონებით, �სახელმწიფო რეესტრის შესახებ� საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. ტერიტორიული ორგანოს კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში � მინისტრი) და სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით � მინისტრის მოადგილე.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების, ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტები ტერიტორიული ორგანოს ზედამხედველობას ახორციელებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

��� მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს კომპეტენცია

1. ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;

ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ე) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა და შეცვლა;

ვ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და შეცვლა;

ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების შემთხვევაში შესაბამისი პირადობის მოწმობის ჩამორთმევა;

თ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი დასკვნის გაცემა;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის დარღვევით მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების გამოვლენა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება;

კ) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების � კავშირებისა და ფონდების, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაცია და კანონით დადგენილ ფარგლებში მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება.

��� მუხლი 3. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა

1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური;

ბ) მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური.

გ) სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური.

2. საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილებებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია და რეგისტრა�ციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა (შეცვლა);

ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემა და შეცვლა;

გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაცია (მოქმედი უცხოური პასპორტების რეგისტრაცია);

დ) პირადობის დადასტურებისა და პასპორტის გაცემის სფეროში საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ე) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;

ვ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა;

ზ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენა და გაუქმება;

თ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

ი) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;

კ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგის�ტრაციის მოწმობების ბლანკების შენახვისა და გამო�ყენების კონტროლი;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

3. მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქ�ტების რეგისტრაციის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ,,ბ� ქვეპუნქტისა) გათ�ვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

4. სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭებას;

ბ) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათი საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით უზრუნველყოფს სათანადო სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;

გ) �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიული აქტის შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით მიმართავს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს, აგრეთვე, ნორმატიული აქტის (შეჩერებაზე) გაუქმებაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს);

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ე) კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის � კავშირისა და ფონდის, აგრეთვე მათი ფილიალების რეგისტრაციას;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებას.

5. ტერიტორიულ ორგანოს სტრუქტურულ ერ�თეულს შეიძლება ჰქონდეს განყოფილება, რომლის უფ�ლება�მოსილება განისაზღვრება იუსტიციის მინის�ტრის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1549 - სსმIII, №103, 01.09.2005წ., მუხ.1149

��� მუხლი 4. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობა

1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი სამსახურის უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამინისტროს მმართველობის სფეროს განაწილების მიხედვით � მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, იუსტიციის სამინისტროში წარადგენს ინფორმაციას სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვნებლივ აწვდის სამინისტროს დამატებით ინფორმაციას სამსახურის მუშაობის თაობაზე;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

თ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ი) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოდის სასამართლოში სათანადო რწმუნების გარეშე და ასრულებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოქმედებას, მათ შორის შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;

კ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (შემდგომში � მოადგილე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. მოადგილის საშტატო ერთეული განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად.

5. საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის, აგრეთვე მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის უფროსის არყოფ�ნის შემთხვევაში, მოადგილე ხელმძღვანელობს სამსა�ხურის საქმიანობას და ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფ�ლე�ბამოსილებებს ტერიტორიული ორგანოს შესაბა�მი�სი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მრჩე��ველი შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის დეპარ�ტა�მენ�ტის თავმჯდომარის ან ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებ�რივი ინ�ფორ�მატიზაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარ�დგინებით და მინისტრის თანხმობით.

7. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსს შესაბამისი სტრუქ�ტურული ერთეულის თანამშრომელთაგან სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის ან ნორმა�ტიუ�ლი აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სა��მარ���თლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის თავ�მჯდომარის წარდგინებით, კანონმდელობით დადგენი�ლი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

8. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს მოსამსა�ხურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეო�ბების შესრულებას;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმო�წერით ადასტურებს და ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა, შესაბამისი სამსახურის უფროსს წარად�გენს ინფორმაციას განყოფილების მიერ გაწეული მუშაო�ბის შესახებ;

ვ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვ�ნებლივ აწვდის სამინისტროს და სამსახურის უფროსს დამატებით ინფორმაციას განყოფილების მუშაობის თაობაზე;

ზ) წარუდგენს შესაბამისი სამსახურის უფროსს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;

თ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ი) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოდის სასამართლოში სათანადო რწმუნების გარეშე და ასრულებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინის�ტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწი�ნე�ბულ ყველა შესაბამის მოქმედებას, მათ შორის შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვე�ტილება;

კ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამარ�თლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით გან�საზღვრულ ცალკეულ ფუნქციებსა და დავალებებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 18 მარტის ბრძანება №479 - სსმIII, №32, 22.03.2005წ., მუხ.304

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1549 - სსმIII, №103, 01.09.2005წ., მუხ.1149

��� მუხლი 5. ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები

ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

��� მუხლი 6. დასკვნითი დებულება

ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 მარტის ბრძანება №459 - სსმIII, №31, 18.03.2005წ., მუხ.302

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 მარტის ბრძანება №507 - სსმIII, №32, 22.03.2005წ., მუხ.311

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №813 - სსმIII, №57, 17.05.2005წ., მუხ.629

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №856 - სსმIII, №57, 17.05.2005წ., მუხ.638

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №1549 - სსმIII, №103, 01.09.2005წ., მუხ.1149

სახელმწიფო რეესტრის მწარმოე�ბელი ტერიტორიული ორგანოს სამსახურების სამოქმედო ტერიტორია

1. ქ. თბილისის გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა�ციის სამსახურები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

2. საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურებისა და მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ,,ბ� ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლება�მო�სილებებს), სამოქმედო ტერიტორიაა შესაბამისი რაიონის (ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ტერიტორია.

3. საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურების (რომლებიც ახორციელებენ ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლე�ბამოსილებას), აგრეთვე სახელმწიფო რეგისტრა�ციის სამსახურების სამოქმედო ტერიტორიაა:

ა) თელავის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრა�ციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსა�ხური; კახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ა.ა) ახმეტის რ-ნი;

ა.ბ) გურჯაანის რ-ნი;

ა.გ) დედოფლისწყაროს რ-ნი;

ა.დ) თელავის რ-ნი;

ა.ე) ლაგოდეხის რ-ნი;

ა.ვ) საგარეჯოს რ-ნი;

ა.ზ) სიღნაღის რ-ნი;

ა.თ) ყვარლის რ-ნი;

ბ) მცხეთის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური; მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რეგისტრა�ციის სამსახური:

ბ.ა) ახალგორის რ-ნი;

ბ.ბ) დუშეთის რ-ნი;

ბ.გ) თიანეთის რ-ნი;

ბ.დ) მცხეთის რ-ნი;

ბ.ე) ყაზბეგის რ-ნი;

გ) ქვემო ქართლის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

გ.ა) ქ. რუსთავი;

გ.ბ) ბოლნისის რ-ნი;

გ.გ) გარდაბნის რ-ნი;

გ.დ) დმანისის რ-ნი;

გ.ე) თეთრიწყაროს რ-ნი;

გ.ვ) მარნეულის რ-ნი;

გ.ზ) წალკის რ-ნი.

გ​1) რუსთავის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური:

გ​1.ა) ქ. რუსთავი;

გ​1.ბ) გარდაბნის რ-ნი;

გ​1.გ) თეთრიწყაროს რ-ნი;

გ​1.დ) წალკის რ-ნი.

გ​2) მარნეულის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა�ციის სამსახური:

გ​2.ა) მარნეულის რ-ნი;

გ​2.ბ) დმანისის რ-ნი.��

გ​3) ბოლნისის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური:

გ​3.ა) ბოლნისის რ-ნი.

დ) გორის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრა�ციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსა�ხური; შიდა ქართლის სახელმწიფო რეგისტრა�ციის სამსახური:

დ.ა) გორის რ-ნი;

დ.ბ) კასპის რ-ნი;

დ.გ) ქარელის რ-ნი;

დ.დ) ხაშურის რ-ნი;

დ.ე) ჯავის რ-ნი;

დ.ვ) ქ. ცხინვალი;

ე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ე.ა) ადიგენის რ-ნი;

ე.ბ) ასპინძის რ-ნი;

ე.გ) ახალქალაქის რ-ნი;

ე.დ) ახალციხის რ-ნი;

ე.ე) ბორჯომის რ-ნი;

ე.ვ) ნინოწმინდის რ-ნი.

ე​1) ახალციხის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური:

ე​1.ა) ადიგენის რ-ნი;

ე​1.ბ) ასპინძის რ-ნი;

ე​1.გ) ახალციხის რ-ნი;

ე​1.დ) ბორჯომის რ-ნი.

ე​2) ახალქალაქის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა�ციის სამსახური:

ე​2.ა) ახალქალაქის რ-ნი.

ე​3) ნინოწმინდის საპასპორტო, მოსახლეობის რე�გის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა�ციის სამსახური:

ე​3.ა) ნინოწმინდის რ-ნი.

ვ) ამბროლაურის საპასპორტო, მოსახლეობის რე�გის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელ�მწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ვ.ა) ამბროლაურის რ-ნი;

ვ.ბ) ლენტეხის რ-ნი;

ვ.გ) ონის რ-ნი;

ვ.დ) ცაგერის რ-ნი;

ზ) ქუთაისის საპასპორტო, მოსახლეობის რე�გის���ტრა��ციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური; იმერეთის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ზ.ა) ქ. ქუთაისი;

ზ.ბ) ბაღდათის რ-ნი;

ზ.გ) ვანის რ-ნი;

ზ.დ) ზესტაფონის რ-ნი;

ზ.ე) თერჯოლის რ-ნი;

ზ.ვ) სამტრედიის რ-ნი;

ზ.ზ) საჩხერის რ-ნი;

ზ.თ) ტყიბულის რ-ნი;

ზ.ი) წყალტუბოს რ-ნი;

ზ.კ) ჭიათურის რ-ნი;

ზ.ლ) ხარაგაულის რ-ნი;

ზ.მ) ხონის რ-ნი;

თ) ზუგდიდის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური; სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სახელ�მწიფო რეგისტრაციის სამსახური:

თ.ა) ქ. ფოთი;

თ.ბ) აბაშის რ-ნი;

თ.გ) ზუგდიდის რ-ნი;

თ.დ) მარტვილის რ-ნი;

თ.ე) მესტიის რ-ნი;

თ.ვ) სენაკის რ-ნი;

თ.ზ) ჩხოროწყუს რ-ნი;

თ.თ) წალენჯიხის რ-ნი;

თ.ი) ხობის რ-ნი;

ი) ოზურგეთის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური; გურიის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახური:

ი.ა) ლანჩხუთის რ-ნი;

ი.ბ) ოზურგეთის რ-ნი;

ი.გ) ჩოხატაურის რ-ნი;

კ) ბათუმის საპასპორტო, მოსახლეობის რეგის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამ�სახური; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუს�ტიციის დეპარტამენტი:

კ.ა) ქ. ბათუმი;

კ.ბ) ქობულეთის რ-ნი;

კ.გ) ხელვაჩაურის რ-ნი;

კ.დ) ქედის რ-ნი;

კ.ე) ხულოს რ-ნი;

კ.ვ) შუახევის რ-ნი;

ლ) აფხაზეთის ა/რ მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური;

მ) ცხინვალის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსა�ხური.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა � დევნილთა შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული დევნი�ლების, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ�ლიკის გულრიფშის რაიონის აჟარის თემის მოსახ�ლეობაზე პირადობის მოწმობას გასცემენ (შეცვლიან) შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახუ�რები. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის პირებზე პას�პორტის გაცემას (შეცვლას ან/და მოქმედების ვადის გაგრძელებას) ახორციელებენ ამ უფლებამოსილების მქონე, შესაბამისი საპასპორტო, მოსახლეობის რეგის�ტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა�ციის სამსახურები, სადაც დროებით ცხოვრობს ან აპირებს დასახლებას იძულებით გადაადგილებული ან/და აჟარის თემის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

შენიშვნა:

ქურთას თემისა და ერედვის თემის მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრა�ციის სამსახურების სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ცხინ�ვალი, ჯავის რაიონი და ყოფილი ცხინვალის რაიონი.

დანართი №2

ამოღებულია � საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 31 მაისის ბრძანება №978 - სსმIII, №66, 01.06.2005წ., მუხ.699

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“, №315, 17.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.007096 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1348663-7/