საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №998 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.09.2003 ძალადაკარგული 07.10.2005
ნომერი
№998
სარეგისტრაციო კოდი
100020020.11.106.006056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 12/09/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.11.106.006.056

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №998

2003 წლის 8 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის                  ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ

„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილე.

     2. ქ. თბილისის №5 საპყრობილის ბაზაზე შეიქმნას  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №1 საპყრობილის სპეციალური საპატიმრო განყოფილება.

3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები ქ. თბილისის №5 და №1 საპყრობილეების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ქ. თბილისის №5 და №1 საპყრობილეების რეორგანიზაციიდან გამომდინარე, უზრუნველყოს აღნიშნულ საპყრობილეებში მოთავსებული მსჯავრდებულებისა და პატიმრების გადანაწილება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ქ. თბილისის №5 და №1 საპყრობილეების პირად შემადგენლობას.

 5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „№1 საპყრობილეში (ქ. თბილისი) საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 29 მარტის №36 ბრძანება.

6. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. კობერიძეს.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 1 თებერვალს.

 

რ. გილიგაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №1081-სსმIII,№113, 01.10.2003წ.,მუხ.921

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №998 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის №5 საპყრობილის გაუქმების შესახებ“, №998, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 100020020.11.106.006056 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1348984-1/