საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.02.2005 ძალადაკარგული 28.12.2007
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
480010000.22.030.007098
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 21/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.007.098

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №28

2005 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს  დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

,,დიპლომატიური სამასახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,პ” ქვეპუნქტისა და 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვროს ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების ორმოცდაათმაგი ოდენობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის ბრძანება №28-სსმIII, №12,30.01.2006წ.,მუხ.137

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ს. ზურაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის ბრძანება №28-სსმIII, №12,30.01.2006წ.,მუხ.137

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრთა პირველადი მოწყობის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“, №28, 16.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 480010000.22.030.007098 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1349440-1/