საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.03.2005 ძალადაკარგული 17.03.2008
ნომერი
№430
სარეგისტრაციო კოდი
010240010.22.027.007129
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 15/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.22.027.007.129

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №430

2005 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” №70 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს თანდართული დებულება.

2. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 18 მარტის №158 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანება №141 – სსმIII, №8, 23.01.2006წ., მუხ.75

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ბრძანება №676 – სსმIII, №101, 01.08.2006წ., მუხ.1380

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიურო (შემდგომში – მინისტრის ბიურო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 2.

მინისტრის ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ცალკეული დავალებებით.

    მუხლი 3.

მინისტრის ბიურო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

    მუხლი 4.

მინისტრის ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე, რომელიც თავის მხრივ წარმართავს მინისტრის ბიუროს საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5.

მინისტრის ბიუროს აქვს ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, რომელსაც იგი იყენებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთობისას.

თავი II

მინისტრის ბიუროს ამოც ანები და ფუნქციები

    მუხლი 6. მინისტრის ბიუროს ამოცანებია:

ა) (ამოღებულია – 31.07.2006, №676);

ბ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკურ, საინფორმაციო და სამართლებრივი მომსახურების გაწევა;

დ) სამინისტროს საქმიანობის რეპრეზენტირება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ბრძანება №676 – სსმIII, №101, 01.08.2006წ., მუხ.1380

    მუხლი 7. მინისტრის ბიუროს ფუნქციებია:

ა) მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;

ბ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის მომზადება სამინისტროს წარმოსაჩენად და მისი ფუნქციების საზოგადოებისათვის გასაცნობად, სამინისტროს რეპრეზენტირება;

გ) მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენება;

დ) პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პარლამენტის აპარატთან, მთავრობის კანცელარიასთან და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კონკრეტული დეპარტამენტის ფუნქციებს სცილდება;

ე) (ამოღებულია – 31.07.2006, №676);

ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო პირობების შექმნა და თანამშრომელთა სამუშაო ოთახებით უზრუნველყოფა. ცენტრალური აპარატის შენობაში ღონისძიებების ორგანიზება;

ზ) შიდა საინფორმაციო მუშაობა;

თ) მონაცემთა დაცვის კუთხით მუშაობის კოორდინაცია. დოკუმენტთა დაარქივებასა და არქივის მუშაობაზე კონტროლი;

ი) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის კოორდინაცია;

კ) იუსტიციის მინისტრის საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;

ლ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა პროფესიულ გაერთიანებებთან და კავშირებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

მ) (ამოღებულია – 31.07.2006, №676);

ნ) საჯარო ინფორმაციის გაცემის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

ო) სამინისტროს ცენტრალური საინფორმაციო სამსახურის ფუნქციების განხორციელება. მოქალაქეთა მიღება. მოქალაქეთა საჩივრების განხილვა. მინისტრისა და მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება. მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხის გაცემა, თუკი ეს არ მიეკუთვნება კონკრეტულ დეპარტამენტზე დაკისრებულ ფუნქციებს;

პ) (ამოღებულია – 31.07.2006, №676);

ჟ) მინისტრის უშუალო დავალებების შესრულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ბრძანება №676 – სსმIII, №101, 01.08.2006წ., მუხ.1380

თავი III

მინისტრის ბიუროს სტრუქტურა

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ბრძანება №676 – სსმIII, №101, 01.08.2006წ., მუხ.1380

    მუხლი 9.

1. მინისტრის ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი.

2. მინისტრის ბიუროს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. მინისტრის ბიუროს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.

    მუხლი 10.

მინისტრის ბიუროს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ბიუროს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს მისადამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) წარუდგენს მინისტრს კანდიდატურებს მინისტრის ბიუროში დასანიშნად;

დ) აკონტროლებს მინისტრის ბიუროს მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს მინისტრის ბიუროში მომზადებულ დოკუმე ნ ტებს;

ვ) ანგარიშს აბარებს მინისტრს მინისტრის ბიუროს მუშაობის შესახებ;

ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მინისტრის ბიუროს სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მინისტრის ბიუროს მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მინისტრის ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;

ი) ასრულებს მინისტრის უშუალო დავალებებს;

კ) პასუხისმგებელია მინისტრის ბიუროზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი გარემოების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეების მიღებას;

მ) მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან წინასწარ ათანხმებს მოქალაქეთა მიღების საკითხს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანება №141 – სსმIII, №8, 23.01.2006წ., მუხ.75

    მუხლი 11.

მინისტრის ბიუროს უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი თანაშემწე, ბიუროს უფროსის დავალებითა და მინისტრთან შეთანხმებით.

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ბრძანება №676 – სსმIII, №101, 01.08.2006წ., მუხ.1380

    მუხლი 13.

მინისტრის თანაშემწე მოქალაქეებთან ურთიერთობის სფეროში:

ა) (ამოღებულია – 23.01.2006, №141);

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობის საფუძველზე;

გ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 იანვრის ბრძანება №141 – სსმIII, №8, 23.01.2006წ., მუხ.75

    მუხლი 14.

მინისტრის თანაშემწე პროტოკოლის სფეროში:

ა) მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;

ბ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის მომზადება სამინისტროს წარმოსაჩენად და მისი ფუნქციების საზოგადოებისათვის გასაცნობად, სამინისტროს რეპრეზენტირება;

გ) შიდა საინფორმაციო მუშაობა – სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შესაბამისი ინფორმაციის სისტემატური გავრცელება. ოპერატიული თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა. თათბირზე მიღებულ დავალებათა რეგისტრაცია და კონტროლი;

დ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის კოორდინაცია;

ე) იუსტიციის მინისტრის საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია: შესაბამისი ბილატერალური და მულტილატერალური შეხვედრების ორგანიზება;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა პროფესიულ გაერთიანებებთან და კავშირებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ზ) მინისტრისა და მინისტრის ბიუროს უფროსის უშუალო დავალებების შესრულება.

    მუხლი 15.

მინისტრის თანაშემწე:

მინისტრისა და მინისტრის ბიუროს უფროსის უშუალო დავალებების შესრულება.

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ბრძანება №676 – სსმIII, №101, 01.08.2006წ., მუხ.1380

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ბრძანება №676 – სსმIII, №101, 01.08.2006წ., მუხ.1380

    მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 31 ივლისის ბრძანება №676 – სსმIII, №101, 01.08.2006წ., მუხ.1380

    მუხლი 19.

1. მინისტრის ბიუროს მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მინისტრის ბიუროს მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 20.

მინისტრის ბიუროს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 21.

მინისტრის ბიუროს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №430, 14.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010240010.22.027.007129 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1350841-2/