იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2007 ძალადაკარგული 31.07.2009
ნომერი
№91
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.010160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 44, 30/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.010.160

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №91

2007 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №541 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №35, მუხ. 361).

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 14 აპრილის ბრძანება №108 - სსმ Ш, №57, 15.04.2008 წ., მუხ.662

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 29 აპრილის ბრძანება №130 - სსმ Ш, №64, 29.04.2008 წ., მუხ.719

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 6 ივნისის ბრძანება №169 - სსმ Ш, №82, 09.06.2008 წ., მუხ.885

იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

თავი I. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები

    მუხლი 1

1. საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პარლამენტის წევრი.

3. საქართველოს მთავრობის წევრი.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

თავი II. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები

    მუხლი 2

1. საქართველოს მინისტრის მოადგილე.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელის მოადგილე.

    მუხლი 3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ფინანსური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ლიცენზირების სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) ბავშვზე ზრუნვის სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) კადრების სამმართველოს ხელმძღვანელი;

მ) სტუდენტთა და მეცნიერთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი;

ნ) კვლევების სამმართველოს ხელმძღვანელი;

ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი;

პ) კანცელარიის ხელმძღვანელი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 6 ივნისის ბრძანება №169 - სსმ Ш, №82, 09.06.2008 წ., მუხ.885

    მუხლი 4

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში:

ა) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) გეოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი;

მ) მიწის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;

ნ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო დეპარტამენტის, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 14 აპრილის ბრძანება №108 - სსმ Ш, №57, 15.04.2008 წ., მუხ.662

    მუხლი 5

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში:

ა) პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ლ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სტატისტიკის დეპარტამენტის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის (არქმშენინსპექცია), ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 6

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 7

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) სარდალი;

ლ) ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 8

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) სააღსრულებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 9

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში:

ა) სამინისტროს სამდივნოს ხელმძღვანელი;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 10

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში:

ა) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) შიდა კონტროლის სამმართველოს ხელმძღვანელი;

თ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 11

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) რუსეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

პ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ჟ) საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი;

რ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;

ს) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი;

ტ) გენერალური კონსული, კონსული, საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 12

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საფინანსო და საბუღალტრო სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) სამელიორაციო პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი;

თ) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი;

ი) მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი.

    მუხლი 13

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში:

ა) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ე) საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გენერალური ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის (საგადასახადო, საბაჟო ორგანოების), სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) ხელმძღვანელები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 14 აპრილის ბრძანება №108 - სსმ Ш, №57, 15.04.2008 წ., მუხ.662

    მუხლი 14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:

ა) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმ-ძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) სამობილიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი;

ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ო) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჟ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ს) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ტ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ფ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ქ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ღ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ყ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

შ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჩ) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ც) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ძ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

წ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჭ) ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები;

ხ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 15

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სა-აგენტოს ხელმძღვანელები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

თავი III. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირები

    მუხლი 16

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.

2. საქართველოს მოსამართლე.

თავი IV. საქართველოს სხვა თანამდებობის პირები

    მუხლი 17

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

3. საქართველოს სახალხო დამცველი.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის მდივანი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 18

1. საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოებში:

ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი;

ბ) (ამოღებულია - 29.04.08 №130).

გ) (ამოღებულია - 02.04.08 №96).

დ) საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 29 აპრილის ბრძანება №130 - სსმ Ш, №64, 29.04.2008 წ., მუხ.719

    მუხლი 19

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

    მუხლი 20

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მისი მოადგილე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 21

საქართველოს კონტროლის პალატაში:

ა) თავმჯდომარე, მისი მოადგილე;

ბ) პრეზიდიუმის წევრი;

გ) დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) I სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) II სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) III სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) IV სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) სპეციალური სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების თავმჯდომარეები;

მ) რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

    მუხლი 22

1. საქართველოს პროკურატურის სისტემაში:

ა) საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი მოადგილე;

ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ზ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

თ) საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი;

ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი;

ო) ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

თავი V. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები

    მუხლი 23

1. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე.

2. ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებში:

ა) მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე;

ბ) თვითმმართველი ქალაქის მერი, მერის პირველი მოადგილე;

გ) ქ. თბილისის რაიონის გამგებელი, მისი პირველი მოადგილე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №96 - სსმ Ш, №50, 03.04.2008 წ., მუხ.586

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“, №91, 30.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.010160 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1351387-4/