„ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.12.223.005.280
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების
მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №3
2002 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №13 (20), 1999 წელი) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ითონიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 18 ივნისის ბრძანება №9-სსმIII,№61,24.06.2003წ.,მუხ.541
ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მოცემული დებულება მიღებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს რეგულირების საფასურის დადგენისა და მისი განკარგვის წესს.
მუხლი 2. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციები – ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები;
ბ) სააგენტო – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო;
გ) ინვესტორი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იურიდიული პირები ან იურიდიული პირების ერთობლიობა (კონსორციუმი), რომლებიც მონაწილეობენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაში და ამისათვის იყენებენ საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს;
დ) ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ;
ე) ეროვნული მარეგულირებელი წესები – სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვით წარიმართება ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას წარმოქმნილი საქმიანობა და ურთიერთობები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს კონტინენტური შელფის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით;
ვ) რეგულირების საფასური – საფასური, რომელსაც ნავთობისა და გაზის ოპერაციების მწარმოებელი კომპანია (შემდგომში – ინვესტორი) უხდის სააგენტოს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული მარეგულირებელი წესებითა და სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსათვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად;
ზ) საანგარიშო წელი – ნიშნავს თორმეტი (12) თვის პერიოდს, რომელიც იწყება 1 იანვარს და მთავრდება იმავე წლის 31 დეკემბერს.
თ) სასაქონლო ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი – სალიცენზიო ფართობზე მოპოვებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი, რომელიც ექვემდებარება განაწილებას ხელშეკრულების თანახმად;
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 18 ივნისის ბრძანება №9-სსმIII,№61,24.06.2003წ.,მუხ.541
მუხლი 3. რეგულირების საფასურის გადამხდელები
1. რეგულირების საფასურის გადამხდელია ინვესტორი.
2. სააგენტოს აქვს სპეციალური ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, სადაც ინვესტორი რიცხავს რეგულირების საფასურს.
მუხლი 4. რეგულირების საფასურის დადგენა
1. სააგენტო ყოველწლიურად ადგენს რეგულირების საფასურის ოდენობას.
2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება:
ა) ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 3,0 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში;
ბ) ინვესტორის მიერ სასაქონლო ნავთობის ყოველ ტონაზე ან/და ბუნებრივი გაზის ყოველ მეტრიკულ ტონაზე 0,5 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდა წარმოებს ლარებში გადახდის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
4. ინვესტორის მიერ რეგულირების საფასურის სახით გადახდილი თანხები წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე მის მიერ გაწეულ ხარჯებსა და დანახარჯებს.
5. ამ მუხლით განსაზღვრული მარეგულირებელი საფასურის დადგენის წესი და ოდენობა ძალაშია შესაბამისი საკანონმდებლო აქტით რეგულირების საფასურის ზღვრული ოდენობის დადგენამდე.
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 18 ივნისის ბრძანება №9-სსმIII,№61,24.06.2003წ.,მუხ.541
მუხლი 5. რეგულირების საფასურის გადახდის ვადები
ინვესტორი ვალდებულია ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგულირების საფასური ჩარიცხოს სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში კვარტალურად, თანაბარი ოდენობით, საანგარიშო წლის ყოველი კვარტალის პირველი თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა.
მუხლი 6. რეგულირების საფასურის განკარგვა
1. რეგულირების საფასური წარმოადგენს სააგენტოს ბიუჯეტის შევსების წყაროს. სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხულ რეგულირების საფასურის თანხებს განკარგავს მხოლოდ სააგენტო.
2. სააგენტოს მიერ რეგულირების საფასურის განკარგვა წარმოებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე დებულებისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
3. სააგენტოს მიერ რეგულირების საფასური წარიმართება შემდეგი ძირითადი ხარჯების დასაფარავად:
ა) სააგენტოს მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთო ხელმძღვანელობის, კოორდინაციის, მართვის, მონიტორინგის, კონტროლისა და ზედამხედველობის, ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის დამტკიცების და გაცემის ან გაცემის გარანტიის მიცემის და მათი მომზადებისათვის აუცილებელი ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები, რომლებიც მათ შორის შეიცავენ მივლინების, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპუალუტაციის, ოფისისა და კომუნალური მომსახურების, სხვა მსგავს ხარჯებს, აგრეთვე სააგენტოს დაკვეთით ანაზღაურებად საფუძველზე შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და ხელშეკრულებით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ხარჯებს;
ბ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების (მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობის შეძენა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ოფისის შეკეთება და სხვა მსგავსი კაპიტალური ხარჯები), აგრეთვე სააგენტოს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები.
4. სააგენტოს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე არსებული რეგულირების საფასურის თანხის წლის ბოლოსათვის აუთვისებლობის შემთხვევაში ნაშთი რჩება სააგანტოს განკარგულებაში მასზე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული მარეგულირებელი წესებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების გასაწევად, წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 7. რეგულირების საფასურის გადამხდელთა პასუხისმგებლობა
1. რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის ინვესტორი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ინვესტორის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ან დამტკიცებული წლიური სამუშაო პროგრამით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხული რეგულირების საფასური რჩება სააგენტოს განკარგულებაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორის საანგარიშო წლის რეგულირების საფასური არაა საკმარისი დამტკიცებული წლიური სამუშაო პროგრამით გაუთვალისწინებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის სააგენტოს მიერ დამატებითი სამუშაოების გაწევის ხარჯების დასაფარად, ასეთი ხარჯები დაიფარება ინვესტორის მომავალი წლის რეგულირების საფასურიდან.
მუხლი 8. ანგარიშგება
ანგარიშგება რეგულირების საფასურის ფაქტობრივი ხარჯვის შესახებ წარმოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა
წინამდებარე დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
შესაბამისი საკანონმდებლო აქტით რეგულირების საფასურის ზღვრული ოდენობის დადგენამდე რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, წინამდებარე დებულების თანახმად.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.12.223.005.280
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების
მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №3
2002 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ნავთობის გადამუშავების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №13-სსმIII,№114,03.10.2003წ.,მუხ.950
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №13 (20), 1999 წელი) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ითონიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 18 ივნისის ბრძანება №9-სსმIII,№61,24.06.2003წ.,მუხ.541
ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულება
2.საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №13-სსმIII,№114,03.10.2003წ.,მუხ.950
ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ნავთობის გადამუშავების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ” დებულება
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №13-სსმIII,№114,03.10.2003წ.,მუხ.950
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
მოცემული დებულება მიღებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს რეგულირების საფასურის დადგენისა და მისი განკარგვის წესს.
მუხლი 2. დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება🔗
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციები – ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები;
ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციები – ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები;
ა1)ნავთობის გადამუშავება – ნედლი ნავთობის დისტილაცია, გადამუშავება, ნავთობის პროდუქტების სხვაგვარად გამოყოფა, ნავთობის პროდუქტების გადამუშავება, რაფინირება, შემდგომი გამოყოფა ან შერევა (კომპაუნდირება), აგრეთვე შესაბამისი საშუალებების მშენებლობა და ექსპლუატაცია;
ა2) ნავთობის პროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) – ნავთობის გადამუშავება სტანდარტული სასაქონლო ბენზინისა და დიზელის საწვავის მისაღებად მხოლოდ შეძენილი კომპონენტების – ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიური დანამატების მექანიკური შერევით;“;
ბ) სააგენტო – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო;
გ) ინვესტორი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იურიდიული პირები ან იურიდიული პირების ერთობლიობა (კონსორციუმი), რომლებიც მონაწილეობენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაში და ამისათვის იყენებენ საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს;
დ) ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ;
დ1) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის ლიცენზია;
ე) ეროვნული მარეგულირებელი წესები – სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვით წარიმართება ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას წარმოქმნილი საქმიანობა და ურთიერთობები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს კონტინენტური შელფის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით;
ვ) რეგულირების საფასური – საფასური, რომელსაც ნავთობისა და გაზის ოპერაციების მწარმოებელი კომპანია (შემდგომში – ინვესტორი) უხდის სააგენტოს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული მარეგულირებელი წესებითა და სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსათვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად;
ვ) რეგულირების საფასური – – საფასური, რომელსაც ინვესტორი და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი უხდიან სააგენტოს „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოსათვის მინიჭებული ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად;
ზ) საანგარიშო წელი – ნიშნავს თორმეტი (12) თვის პერიოდს, რომელიც იწყება 1 იანვარს და მთავრდება იმავე წლის 31 დეკემბერს.
ზ) საანგარიშო წელი – ნიშნავს თორმეტი (12) თვის პერიოდს, რომელიც იწყება 1 იანვარს და მთავრდება იმავე წლის 31 დეკემბერს;
თ) სასაქონლო ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი – სალიცენზიო ფართობზე მოპოვებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი, რომელიც ექვემდებარება განაწილებას ხელშეკრულების თანახმად;
ზ1) საანგარიშო კვარტალი – სამი მომდევნო თვის პერიოდი, რომელიც იწყება ყოველი საანგარიშო წლის 1 იანვარს, 1 აპრილს, 1 ივლისს და 1 ოქტომბერს.”.
თ) სასაქონლო ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი – სალიცენზიო ფართობზე მოპოვებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი.
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 18 ივნისის ბრძანება №9-სსმIII,№61,24.06.2003წ.,მუხ.541
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №13-სსმIII,№114,03.10.2003წ.,მუხ.950
მუხლი 3. რეგულირების საფასურის გადამხდელები🔗
1. რეგულირების საფასურის გადამხდელია ინვესტორი.
1. რეგულირების საფასურის გადამხდელია ინვესტორი და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი.
2. სააგენტოს აქვს სპეციალური ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, სადაც ინვესტორი რიცხავს რეგულირების საფასურს.
2. სააგენტოს აქვს სპეციალური ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, სადაც ინვესტორი და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი რიცხავენ რეგულირების საფასურს, რომელიც არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №13-სსმIII,№114,03.10.2003წ.,მუხ.950
მუხლი 4. რეგულირების საფასურის დადგენა🔗
1. სააგენტო ყოველწლიურად ადგენს რეგულირების საფასურის ოდენობას.
1. სააგენტო ადგენს ინვესტორისათვის და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის რეგულირების საფასურის ოდენობას.
2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება:
2. ინვესტორისათვის რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება:
ა) ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 3,0 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში;
ბ) ინვესტორის მიერ სასაქონლო ნავთობის ყოველ ტონაზე ან/და ბუნებრივი გაზის ყოველ მეტრიკულ ტონაზე 0,5 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში;
ბ) სასაქონლო ნავთობის ყოველ ტონაზე ან/და ბუნებრივი გაზის ყოველ მეტრიკულ ტონაზე 0,5 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდა წარმოებს ლარებში გადახდის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
21. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება:
4. ინვესტორის მიერ რეგულირების საფასურის სახით გადახდილი თანხები წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე მის მიერ გაწეულ ხარჯებსა და დანახარჯებს.
ა) ნავთობის გადამუშავებაზე – 997,0 აშშ დოლარი თვეში;
ბ) ნავთობის პროდუქტების შერევაზე (კომპაუნდირება) – 1,2 აშშ დოლარი, შერევის შედეგად გამოშვებული სასაქონლო პროდუქციის ყოველ ტონაზე.
3. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდა წარმოებს ლარებში გადახდის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
4. ინვესტორის და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის სახით გადახდილი თანხები წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე ან/და ნავთობის გადამუშავებაზე გაწეულ ხარჯებსა და დანახარჯებს.
5. ამ მუხლით განსაზღვრული მარეგულირებელი საფასურის დადგენის წესი და ოდენობა ძალაშია შესაბამისი საკანონმდებლო აქტით რეგულირების საფასურის ზღვრული ოდენობის დადგენამდე.
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 18 ივნისის ბრძანება №9-სსმIII,№61,24.06.2003წ.,მუხ.541
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №13-სსმIII,№114,03.10.2003წ.,მუხ.950
მუხლი 5. რეგულირების საფასურის გადახდის ვადები🔗
ინვესტორი ვალდებულია ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგულირების საფასური ჩარიცხოს სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში კვარტალურად, თანაბარი ოდენობით, საანგარიშო წლის ყოველი კვარტალის პირველი თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა.
1. ინვესტორი ვალდებულია ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგულირების საფასური ჩარიცხოს სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში კვარტალურად, ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა.
2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ამ დებულების მე-4 მუხლის 21 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირების საფასური ჩარიცხოს სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში კვარტალურად, ყოველი საანგარიშო კვარტალის მეორე თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა, ხოლო ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულირების საფასურისა – ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №13-სსმIII,№114,03.10.2003წ.,მუხ.950
მუხლი 6. რეგულირების საფასურის განკარგვა🔗
1. რეგულირების საფასური წარმოადგენს სააგენტოს ბიუჯეტის შევსების წყაროს. სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხულ რეგულირების საფასურის თანხებს განკარგავს მხოლოდ სააგენტო.
2. სააგენტოს მიერ რეგულირების საფასურის განკარგვა წარმოებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე დებულებისა და სხვა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
3. სააგენტოს მიერ რეგულირების საფასური წარიმართება შემდეგი ძირითადი ხარჯების დასაფარავად:
ა) სააგენტოს მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთო ხელმძღვანელობის, კოორდინაციის, მართვის, მონიტორინგის, კონტროლისა და ზედამხედველობის, ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის დამტკიცების და გაცემის ან გაცემის გარანტიის მიცემის და მათი მომზადებისათვის აუცილებელი ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები, რომლებიც მათ შორის შეიცავენ მივლინების, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპუალუტაციის, ოფისისა და კომუნალური მომსახურების, სხვა მსგავს ხარჯებს, აგრეთვე სააგენტოს დაკვეთით ანაზღაურებად საფუძველზე შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და ხელშეკრულებით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ხარჯებს;
ა) სააგენტოს მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საერთო ხელმძღვანელობის, კოორდინაციის, მართვის, მონიტორინგის, კონტროლისა და ზედამხედველობის, ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის დამტკიცებისა და გაცემის ან გაცემის გარანტიის მიცემის და მათი მომზადებისათვის აუცილებელი ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები, რომლებიც მათ შორის შეიცავენ მივლინების, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის, ოფისისა და კომუნალური მომსახურების სხვა მსგავს ხარჯებს, აგრეთვე სააგენტოს დაკვეთით ანაზღაურებად საფუძველზე შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და ხელშეკრულებით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ხარჯებს;
ა1) სააგენტოს მიერ „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობის გადამუშავების საქმიანობისათვის სახელმწიფოს სახელით ყველა საჭირო ნებართვის გაცემის და ფონდის დამტკიცების, საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების ზედამხედველობის და კონტროლის, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის გათვალისწინებული საჭირო პირობების უზრუნველყოფის, ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნის და მართვის ხარჯები, რომლებიც მათ შორის შეიცავენ მივლინების, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის, ოფისისა და კომუნალური მომსახურების, სხვა მსგავს ხარჯებს, აგრეთვე სააგენტოს დაკვეთით ანაზღაურებად საფუძველზე შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და ხელშეკრულებით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ხარჯებს;
ბ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების (მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობის შეძენა, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ოფისის შეკეთება და სხვა მსგავსი კაპიტალური ხარჯები), აგრეთვე სააგენტოს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები.
4. სააგენტოს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე არსებული რეგულირების საფასურის თანხის წლის ბოლოსათვის აუთვისებლობის შემთხვევაში ნაშთი რჩება სააგანტოს განკარგულებაში მასზე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, ეროვნული მარეგულირებელი წესებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების გასაწევად, წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით.
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №13-სსმIII,№114,03.10.2003წ.,მუხ.950
მუხლი 7. რეგულირების საფასურის გადამხდელთა პასუხისმგებლობა🔗
1. რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის ინვესტორი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის ინვესტორი და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ინვესტორის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ან დამტკიცებული წლიური სამუშაო პროგრამით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხული რეგულირების საფასური რჩება სააგენტოს განკარგულებაში.
2. ინვესტორის და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის ან დამტკიცებული წლიური სამუშაო პროგრამით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხული რეგულირების საფასური რჩება სააგენტოს განკარგულებაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორის საანგარიშო წლის რეგულირების საფასური არაა საკმარისი დამტკიცებული წლიური სამუშაო პროგრამით გაუთვალისწინებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის სააგენტოს მიერ დამატებითი სამუშაოების გაწევის ხარჯების დასაფარად, ასეთი ხარჯები დაიფარება ინვესტორის მომავალი წლის რეგულირების საფასურიდან.
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2003 წლის 29 სექტემბრის ბრძანება №13-სსმIII,№114,03.10.2003წ.,მუხ.950
მუხლი 8. ანგარიშგება🔗
ანგარიშგება რეგულირების საფასურის ფაქტობრივი ხარჯვის შესახებ წარმოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა🔗
წინამდებარე დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები🔗
შესაბამისი საკანონმდებლო აქტით რეგულირების საფასურის ზღვრული ოდენობის დადგენამდე რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, წინამდებარე დებულების თანახმად.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №3, 08.05.2002, სარეგისტრაციო კოდი 300380000.12(2).230.005280 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352681-1/