თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების და ნებართვის ფასის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.06.2011 ძალადაკარგული 14.09.2011
ნომერი
№89
სარეგისტრაციო კოდი
310150000.35.160.016072
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110602016, 07/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თვითმმართველი ქალაქ რუსთავის   საკრებულო ს

  დადგენილება №89

  2011 წლის 01 ივნისი

ქ. თბილისი

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების და ნებართვის ფასის განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​2 მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 5​2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის კონკურსის ჩატარების წესი თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

1.  თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე კატეგორიების მიხედვით განისაზღვროს:

ა)  M2 კატეგორიისათვის – 30 ლარის ოდენობით;

ბ) M3 კატეგორიისათვის – 40 ლარის ოდენობით.

2.  სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი განისაზღვროს 20 ლარის ოდენობით.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    კ. გურგენიძე

შეტანილი ცვლილებები:

 1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2011 წლის 28 ივნისის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 04.07.2011 წ.

2. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.

დანართი

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის კონკურსის  ჩატარების წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების ზოგად პირობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტობუსი – მგზავრის გადასაყვანი M2 და M3 კატეგორიების ავტობუსები, რომლებიც გადაადგილდებიან ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი საავტობუსო მარშუტების შესაბამისად;

ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს მიერ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით დადგენილი ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიებით) მარშუტების შესაბამისად;

ბ.ა) M 2 კატეგორია – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდატრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული ,,სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა;

ბ.ბ) M3 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული ,,სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია;

გ) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას;

დ) კონკურსში გამარჯვებული – კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ოქმი) საფუძველზე გამოცხადდა გამარჯვებულად;

ე) ლოტი – თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება მარშუტებზე M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით;

ვ) მარშუტი – დანიშნულების პუნქტებს შორის ავტობუსების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი;

ზ) ნებართვა – თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის მიერ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადამზიდველისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს განსაზღვრული ვადით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით სანებართვო წესით დადგენილი პირობების დაცვით;

თ) ნებართვის გამცემი – თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერია;

ი) ნებართვის მაძიებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად;

კ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელისაც ნებართვის გაცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება;

ლ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის უფლების დამადასტურებელი საბუთი;

მ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე, სანებართვო წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;

ნ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე.

    მუხლი 3. ნებართვის გაცემის პირობები

1. თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ხორციელდება ნებართვის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ.

2. თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ნებართვის გარეშე მგზავრთა გადაყვანა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება, რომელიც გაიცემა კონკურსის წესით.

4. კონკურსის მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც ლოტის მიხედვით საკონკურსო შეფასების შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და აიღებს ვალდებულებას მაღალ დონეზე დ ააკმაყოფილოს გამოცხადებული საკონკურსო ყველა სხვა დანარჩენი პირობა. ნებართვის მაძიებლის შეფასაბის კრიტერიუმები და ნებართვის მაძიებელზე ქულების მინიჭების წესი დამტკიცდეს დანართი 2-ის შესაბამისად.

5. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გად ა ყვანის ნებართვის გაცემა წარმოებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილ ლოტებზე.

6. ლოტზე გაიცემა ერთი ნებართვა.

7. ნებართვის გაცემის ფასის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. ნებართვის გაცემის ფასის შემცირება გაცემული ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში არ დაიშვება.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2011 წლის 28 ივნისის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 04.07.2011 წ.

    მუხლი 4. კონკურსის ორგანიზება

1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულო.

2. კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს:

  ა)     M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისთვის ნებართვის გაცემის მიზნით;

  ბ) M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გაცემის მიზნით;

3)  კონკურსის ორგანიზატორია თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერია;

4)  კონკურსში მონაწილეობის პირობებს, მასში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს, ნებართვის მოქმედების ვადას, სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესს ამტკიცებას საკრებულო;

5) ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს მის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი თვით ადრე. თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერია უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

    მუხლი 5. ნებართვის გაცემა

1. ნებართვა გაიცემა კონკურსში გამარჯვებულზე. ნებართვის მფლობელსა და რუსთავის მერიას შორის ფორმდება ხელშეკრულება კონკურსით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

2. ნებართვის მფლობელის ლიკვიდაციის, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის ან და ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, ლოტზე ახალი კონკურსის ჩატარებამდე ნებართვა გაიცემა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიერ დადგენილი ვადით და პირობებით მის მიერ შერჩეულ გადამზიდველზე.

    მუხლი 6. სანებართვო მოწმობა ფორმა და რეკვიზიტები

1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელს გადაეცემა სანებართვო მოწმობა.

2. სანებართვო მოწმობის ფორმასა და რეკვიზიტებს ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერი.

    მუხლი 7. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

2. ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს.

4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ნებართვის გამცემს.

5. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

    მუხლი 8. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის გაუქმება

1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა უზრუნველყოფილი სანებრთვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ნებართვის გამცემმა ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.

4. ნებართვა შეიძლება გაუქმებულ იქნეს აგრეთვე:

ა) ნებართვის სხვა პირებზე გადაცემისათვის;

ბ) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;

გ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;

დ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში.

5. ნებართვის გაცემა სხვა პირებზე შესაძლებელია მხოლოდ ნებართვის გამცემთან წინასწარი შეთანხმებით და მის მერი დადგენილი პირობების შესაბამისად.

6. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს.

8. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შედეგად სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უბრუნდება უკან.

9. სანებართვო მოწმობის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობისას მისი მფლობელი პასუხს აგებს, როგორც ნებართვის გარეშე მოქმედი პირი.

    მუხლი 9. ნებართვის მიმღებთა პასუხისმგებლობა

ნებართვის მიმღები ვადებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები.

   მუხლი 10. უწყებრივი სანებართვო რეესტრი

   1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.

   2. ნებართვის გამცემს ნებართვის გამცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების ან/და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

   3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ: ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მონაცემები. ინდივიდუალური მეწარმისთვის, იურიდიული პირისათვის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის: მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების ორგანიზაციული-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;

დ) ნებართვის    სახე.

4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

    მუხლი 11. დასკვნითი დებულება

     წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი 2

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2011 წლის 28 ივნისის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 04.07.2011 წ.

ნებართვის მაძიებლის შეფასაბის კრიტერიუმები და ნებართვის მაძიებელზე

ქულების მინიჭების წესი

    მუხლი 1

1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ავტობუსის ტექნიკური მონაცემები;

ბ)  საკუთრებაში/სარგებლობაში მყოფი ლიზინგით ან იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობა;

გ) საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობა;

დ) სამგზავრო გადაყვანების მომსახურების მენეჯმენტი.

2.  საერთო შეფასებაში თითეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა და ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.

3.  გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს.

4. საბოლოო ქულათა ჯამი იანგარიშება ფორმულით:

S=0.7C + 0.1L + 0.05G + 0.15N

სადაც:

C  – არის ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა, ხოლო 0.7 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;

L   – არის საკუთრებაში/სარგებლობაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა, ხოლო 0.1 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;

G  – არის საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის შეფასების ქულა, ხოლო 0.05 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი;

N – არის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა, ხოლო 0.15 ამ ქულის პრიორიტეტულობის კოეფიციენტი.

5.  ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:

 

 


სადაც:

Yp – არის შესაფასებელი ავტობუსების გამ           გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის, ტექნიკურ–საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

 

 


სადაც:

Ypmax – არის შესაფასებელი ავტობუსების გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის, ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას ნებართვის მაძიებლებთა მიერ მიღებულ საშუალო ქულათა შორის მაქსიმალური ქულა;

Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn – არის შესაფასებელი თითეული ავტობუსის გამოშვების წლის, მისი EURO სტანდარტთან შესაბამისობის, ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული ქულა;

n – არის თითოეული ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეფასებული ავტობუსების რაოდენობა.

თითოეული ავტობუსის Y1, Y2, Y3 , ა.შ. და Yn – იანგარიშება შემდეგნაირად:

 

Yn = Ayear+Aeuro+Atecn

სადაც:

Ayear – არის თითოეული ავტობუსის გამოშვების წლის შეფასების ქულა;

Aeuro  – თითოეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობის ქულა;

Atecn – თითოეული ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასების ქულა.

6. თითეული ავტობუსის გამოშვების წლის შეფასება ხდება შემდეგი ქულების მიხედვით:

ა) 2010 წლის და მეტი    – 50 ქულა;

ბ) 2005-დან 2010 წლამდე – 40 ქულა;

გ) 2000-დან 2005 წლამდე – 30 ქულა;

დ) 1995 -დან 2000 წლამდე – 10 ქულა;

ე) 1995 წლამდე – 0 ქულა.

7. თითეული ავტობუსის EURO სტანდარტთან შესაბამისობა ფასდება შემდეგი ქულებით:

ა) შეესაბამება:

     EUROO– 5 სტანდარტს – 50 ქულა;

     EURO – 4 სტანდარტს – 45 ქულა;

     EUROO– 3 სტანდარტს – 35 ქულა;

     EUROO– 2 სტანდარტს – 25 ქულა;

     EUROO– 1 სტანდარტს – 15 ქულა;

ბ) არ შეესაბამება EUROO სტანდარტს – 0 ქულა.

8.  თითეული ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებები და სხვა მაჩვენებლები ფასდება ავტობუსის კლასის, მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომების, ეფეტურობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეების შეესაბამისობით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესებთან და ამ წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან – ტენიკურ რეგლამენტებთან, შემდეგი ქულებით:

ა) ავტობუსის ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვისებები და კლასი, მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომები, ეფეqტურობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეები შეესაბამება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ ტენიკურ რეგლამენტებში მოცემული საქალაქო ავტობუსების კლასს და ნორმებს – 50 ქულა;

ბ) ავტობუსის ტექნიკურ–საექსპლუატაციო თვისებები და კლასი, მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების ზომები, ეფექტურობის, უსაფრთხოების და გამოყენების მოხერხებულობის მაჩვენებელი პარამეტრების სიდიდეები შეესაბამება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 36 და 52 წესების საფუძველზე საქართველოში მოქმედ ტენიკურ რეგლამენტებში მოცემული საქალაქთაშორისო ან შორი მიმოსვლის ავტობუსების კლასს და ნორმებს – 25 ქულა.

გ) არ შეესაბამება სტანდარტებს და ტექნიკურ რეგლამენტებს – 0 ქულა.

9. საკუთრებაში/სარგებლობაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით, ლიზინგით/იჯარით აღებული, ავტობუსების რაოდენობის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:

 

 

სადაც:

Rp – არის ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობა;

Rpmax – არის ნებართვის მაძიებელთა შორის მათ საკუთრებაში/სარგებლობაში ან მათ მიერ საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობა.

10. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებლის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი არის მის საკუთრებაში/სარგებლობაში ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული, მაშინ მისი Rp = Rpmax.

11.     საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის შეფასების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:

 

 

 

სადაც:

Mp – არის ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობა;

Mpmax – არის ნებართვის მაძიებლებლთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიების ოდენობათა შორის ყველაზე დიდი ოდენობა.

12.     იმ შემთხვევაში, როცა ნებართვის მაძიებელს საკუთრებაში/სარგებლობაში ლიზინგით ან იჯარით აქვს მიღებული შესაფასებლად წარმოდგენილი ავტობუსების მთლიანი რაოდენობა და ქ. რუსთავის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან სარგებლობაში აქვს მინიმუმ 1 საავტობუსო პარკი, სადაც მოემსახურება მის მიერ შემოთავაზებულ ავტობუსებს, მაშინ მისი Mp = Mpmax.

13.     მგზავრთა გადაყვანის მომსახურების მენეჯმენტის შეფასების ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მომსახურების მენეჯმენტს განახორციელებს თანამედროვე მაინფორმირებელი საკომუნიკაციო ელექტრონული მოწყობილობებით და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომლექტებული ლოგისტიკური ცენტრის გამოყენებით – 50 ქულა;

ბ) არ იყენებს ლოგისტიკურ ცენტრს – 20 ქულა;

გ) არ ახორციელებს მენეჯმენტს  – 0 ქულა.

14.     თუ ორი ან მეტი ნებართვის მაძიებელი შეფასების შედეგად მიიღებს თანაბარ საბოლოო ქულათა ჯამს, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მიიღო უფრო მაღალი ქულა მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შეფასებისას, ხოლო თუ ამ შეფასებათა ქულათა ჯამიც თანაბარია, უპირატესობა მიენიჭება და გამარჯვებულად გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომელმაც მეტი ქულა მიიღო პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმის შეფასებისას.

15.     კონკურსში გამარჯვებულად არ გამოვლინდება ის ნებართვის მაძიებელი, რომლის მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი ავტობუსების გამოშვების წლის, EURO სტანდარტთან შესაბამისობის და თითეული ავტობუსის ტექნიკურ–საექსპლუატაციო თვისებების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისას მიღებული საშუალო ქულა (Yp) არის 10 ან 10-ზე ნაკლები.

16.     დაუშვებელია მომსახურების გასაწევად საკონკურსო განაცხადით ავტობუსის შემოთავაზება, თუ:

ა)  ავტობუსი არ აკმაყოფილებს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45​1 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს;

ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ან გათბობა არ ხორციელდება;

გ) გადაკეთებულია მგზავრთა გადასაყვან ავტოსატრანსპორტო საშუალებად ან/და კუსტარულად აქვს დამატებული სავარძლები მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევით.

17.     (ამოღებულია - 28.07.2011, №105);

18.     ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად, თუ:

ა) წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება სანებართვო პირობებს;

ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2011 წლის 28 ივნისის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 04.07.2011 წ

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.

    მუხლი 2. არშემდგარი კონკურსი

კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:

ა) კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ან წინამდებარე წესის შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული;

ბ) (ამოღებულია - 28.07.2011, №105).

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2011 წლის 28 ივნისის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 04.07.2011 წ.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 01.08.2011 წ.

    მუხლი 3. კონკურსის შედეგების შეჯამება

1. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.

2. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები.

3. კომისიის ოქმი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ცხადდება საჯაროდ და კონკურსის შედეგების შესახებ კომისიის ოქმი ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს და ქ. რუსთავის საკრებულოს.

4.  კონკურსში გამარჯვებულს, ნებართვის მიღებამდე, უფლება არა აქვს განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.

5. ნებართვის მაძიებელს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს, კონკურსში წარმოდგენილი კონკურსში მონაწილეობის საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2011 წლის 28 ივნისის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 04.07.2011 წ.

    მუხლი 4. განმეორებითი კონკურსი

1. ქალაქ რუსთავის საკრებულო ნიშნავს განმეორებით კონკურსს იმ შემთხვევაში, თუ პირველი კონკურსის დროს არ მოხდება ლოტზე გამარჯვებულის გამოვლენა წინამდებარე წესის შესაბამისად.

2. განმეორებითი კონკურსი ცხადდება წინამდებარე წესის შესაბამისად.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2011 წლის 28 ივნისის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 04.07.2011 წ.

    მუხლი 5. სადავო საკითხების მოგვარება

     კონკურსთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2011 წლის 28 ივნისის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 04.07.2011 წ.



 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისათვის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების და ნებართვის ფასის განსაზღვრის შესახებ“, №89, 01.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.160.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352773-2/