სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და “საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის” დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.04.2004 ძალადაკარგული 20.12.2006
ნომერი
№481
სარეგისტრაციო კოდი
200220010.11.117.006574
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 75, 26/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.11.117.006.574

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №481

2004 წელი 13 ივლისი

ქ. თბილისი

სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და “საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის” დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს საბაჟო კოდექსის” 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,ინსტრუქცია საბაჟო მონაცემთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ”.

2. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №219-სსმIII,№41,27.03.2006წ, მუხ.474

3. დამტკიცდეს ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორი” თანდართული დანართებითურთ (დანართი №1-13).

3​1. TIR-კარნეტის წიგნაკით გადაადგილებული ტრანზიტული საქონლის შემოსვლის საბაჟო ორგანოში დეკლარირების დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციად ითვლება TIR-კარნეტის წიგნაკი, ხოლო TIR-კარნეტის წიგნაკის არქონის შემთხვევაში სატრანსპორტო ზედდებული, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის დროს აგრეთვე სხვა დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის და/ან შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №219-სსმIII,№41,27.03.2006წ, მუხ.474

3​2. საქართველოს ტერიტორიაზე 30 დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ითვლება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №219-სსმIII,№41,27.03.2006წ, მუხ.474

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.

ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №219-სსმIII,№41,27.03.2006წ, მუხ.474

ინსტრუქცია

საბაჟო მონაცემების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) შესაბამისად გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) ადგენს საქონლისა და სატრასპორტო საშუალებების (შემდგომში – საქონელი) საბაჟო გაფორმებისას სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაციის) შევსების, საბაჟო ორგანოში წარდგენისა და რეგისტრაციის წესს.

    მუხლი 2

ინსტრუქციის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშორისო კონვენციები, სატრანსპორტო წესდებები და კოდექსები, საქართველო საბაჟო და საგადასახადო კოდექსები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.

    მუხლი 3

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:

ა) დეკლარანტი – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ან საბაჟო ბროკერი;

ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზვნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების თანახმად, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა; ერთი ხელშეკრულების თანახმად მილსადენი ტრანსპორტით ერთი კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი; ერთი ხელშეკრულების თანახმად ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი კვარტალის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე საბაჟო რეჟიმში მოქცეული ელექტროენერგია;

გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – სატრანსპორტო ზედდებული, კონოსამანტი ან საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საქონლის საერთაშორისო და\ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ მისი გადაზიდვა;

დ) მოვაჭრე ქვეყანა – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც რეგისტრირებულია (ცხოვრობს) გამგზავნი (მიმღები), მიუხედავად მისი ეროვნული კუთვნილებისა.

ე) ბრუტო წონა – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს;

ვ) ნეტო წონა – საქონლის წონა შესაფუთი მასალის (ტარის) გარეშე, გარდა იმ შესაფუთი მასალისა, რომელიც განუშორებელია საქონლისაგან მის მოხმარებამდე და რომელშიც იგი მიეწოდება საცალო ვაჭრობისათვის.

    მუხლი 4

დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო გაფორმება.

    მუხლი 5

დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. ეს ვადები არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს საქონლის და მისი გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის დღიდან.

    მუხლი 6

გაცხადებულ საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისათვის დეკლარაცია ივსება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის მიხედვით.

    მუხლი 7

1. დეკლარაციის წარდგენით დეკლარირდება საქონელი, რომელიც გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს (ან განსაზღვრულია საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებლად), აგრეთვე საქონელი, რომლის საბაჟო რეჟიმიც იცვლება.

2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ საქონლის ერთი პარტია.

3. დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე, რომელიც საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში (შემდგომში – სეს სნ) კლასიფიცირდება ერთი ცხრანიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.

4. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი სეს სნ-ში კლასიფიცირდება ერთი ცხრანიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.

5. საქონლის ერთ დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 99 დასახელების საქონელი.

იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 99-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ დეკლარაცია ივსება ყოველ 99 საქონელზე.

6. ცარიელი და მგზავრების გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება ხდება საბაჟო ორგანოებში იმ სატრანსპორტო დოკუმენტების წარდგენით, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო კონვეციებით, სატრანსპორტო წესდებებით და კოდექსებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მათ საფუძველზე გამოშვებული წესებით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით.

7. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაიბეჭდოს მე-9 თავში აღნიშნული ცისფერი ეგზემპლარი დამატებით სხვა ენაზეც.

8. დასაშვებია დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვ ა დასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის.

9. სსდ-ების კომპლექტი შედგება 5 სხვადასხვა ფერის (ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ორი თეთრი, ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ყვითელი, ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი და ერთი თეთრი დეკლარანტის მიერ წარდგენილი) ფურცლისაგან (ფურცლებისაგან) და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი თეთრი გერბიანი ფურცელი რჩება გაფორმების საბაჟო ორგანოში;

ბ) მეორე თეთრი გერბიანი ფურცელი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, ხოლო საქონლის შემოტანის შემთხვევაში ინახება გაფორმების საბაჟო ორგანოში;

გ) ყვითელი ფურცელი ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს;

დ) ცისფერი ფურცელი უბრუნდება დეკლარანტს;

ე) თეთრი, დელარანტის მიერ წარდგენილი, ფურცელი რჩება გაფორმების საბაჟო ორგანოში.

10. დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა.

    მუხლი 8

1. დეკლარაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (მიმღები), ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით იღებს დეკლარანტისაგან დეკლარაციას და მისი რეგისტრაციისათვის ამოწმებს წარდგენილი დეკლარაციის ამ ინსტრუქციით დადგენილ ფორმასთან შესაბამისობას.

2. დეკლარაციასთან ერთად თანმხლები საბუთებისა და ცნობების წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დეკლარაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

3. ამ ისტრუქციით დადგენილი დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესის აშკარა დარღვევისას, საბაჟო ორგანო არ ახდენს დეკლარაციის რეგისტრაციას, რაზეც კონკრეტული მიზეზების მითითებით წერილობით ატყობინებს დეკლარანტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში.

    მუხლი 9

1. საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის (აგრეთვე საბაჟო სატვირთო დეკლარაციის თანდართული საბუთებისა და ცნობების) მიღება რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.

2. დეკლარაცია რეგისტრაციის მომენტიდან იქცევა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ საბუთად.

    მუხლი 10

1. დეკლარანტი ვალდებულია დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთები და ცნობები.

 2. საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების წარუდგენლობა გახდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების საფუძველი.

    მუხლი 11

საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის შემოწმების დაწყების შემდეგ, ინსტრუქციით დადგენილი წესით, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დამატებითი საბუთები და/ან ცნობები იმ მონაცემების შემოწმებისათვის, რომელსაც დეკლარაცია შეიცავს.

თავი II

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 12

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს შემდეგ გრაფებს: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 15–ა, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 49, 50, 54, B.

2. გრაფა A

გრაფაში აღინიშნება საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის (შემდგომში – კლასიფიკატორის) დანართი 2-ის შესაბამისად.

3. გრაფა 1. “დეკლარაცია”

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – იმპორტი- ,,იმ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,4”.

4. გრაფა 2. ,,ექსპორტიორი”

გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.

5. გრაფა 3. ,,ფორმები”

გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება ფურცლის რიგითი ნომერი, მეორეში – დეკლარაციის ფურცლების საერთო რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ფურცლების ჩათვლით.

 (მაგალითად, თუ გვაქვს ერთი დეკლარაცია ორი დამატებითი ფურცლით, მაშინ ძირითადი ფურცლის მე-3 გრაფის პირველ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს – 1, მეორე განყოფილებაში – 3, პირველ დამატებით ფურცელში – 2 და 3, მეორეში – 3 და 3).

6. გრაფა 5. ,,საქონლის რაოდენობა”

გრაფაში მიეთითება წარდგენილ დეკლარაციაში დეკლარირებული უკანასკნელი საქონლის რიგითი ნომერი .

7. გრაფა 6. ,,ადგილების რაოდენობა”

გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში.

თუ დეკლარირდება საქონელი მილსადენებით ან ელექტროგადამცემი ხაზებით, გრაფაში ჩაიწერება ,,1”.

საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთებით, ქვეშით (,,პოდონი”) და ა. შ., მიეთითება რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში როგორც სატვირთო ადგილი.

8. გრაფა 7. ,,საცნობარო ნომერი”

გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.

9. გრაფა 8. ,,იმპორტიორი”

გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები.

თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი;

 თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი.

გრაფის ზედა ნაწილში ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირზე საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით:

XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგ. თუ პირადობის მოწმობაში არის №გ0251194, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194.

10. გრაფა 9. “ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი პირი”

გრაფაში აღინიშნება ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები.

თუ ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელია იურიდიული პირი, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი;

თუ ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელია ფიზიკური პირი, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი.

გრაფის ზედა ნაწილში ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირზე საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით:

XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგ. თუ პირადობის მოწმობაში არის №გ0251194, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194.

11. გრაფა 11. ,,მოვაჭრე ქვეყანა”

გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.

12. გრაფა 12. ,,დაწვრილებითი ღირებულება”

გრაფაში აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე.

13. გრაფა 13. ,,მოსაკრებლისაგან განთავისუფლება”

გრაფაში ,,0”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან განთავსუფლებას კლასიფიკატორის დანართი 4-ის მიხედვით.

14. გრაფა 14. ,,დეკლარანტი/წარმომადგენელი”

გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის სრული სახელწოდება და მისამართი.

გრაფის ზედა ნაწილში № ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო ბროკერი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბროკერო საქმიანობის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.

იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო გადამზიდველი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო გადამზიდველის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.

იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს ,,იხ. გრაფა 8”.

15. გრაფა 15. ,,გამომგზავნი ქვეყანა”

გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.

გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას, გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.

16. გრაფა 15- ა. ,,გამომგზავნი ქვეყნის კოდი”

გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.

17. გრაფა 16. ,,წარმოშობის ქვეყანა”

გრაფაში ჩაიწერება საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.

თუ შეუძლებელია საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფაში ჩაიწერება – ,,უცნობია”.

18. გრაფა 18. ,,სატარნსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე”

გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატარნსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება გაფორმების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე”. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.

19. გრაფა 19. ,,კონტეინერი”

გრაფაში აღინიშნება:

თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაციის 31-ე გრაფაში;

თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.

20. გრაფა 20. ,,მიწოდების პირობები”

გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის დანართი 5-ის შესაბამისად. მეორე განყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი.

21. გრაფა 21. ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე”

გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები).

გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე”. სატვირთო – საბაჟო დეკლარაციის ოთხივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.

(მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგ. – იხ. უკანა გვერდზე)

გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.

22. გრაფა 22. ,,ვალუტა და საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება”

გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 6-ის შესაბამისად, ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში.

23. გრაფა 23. ,,ვალუტის კურსი”

გრაფაში აღინიშნება 22-ე გრაფის მარცხენა განყოფილებაში მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის დღისათვის.

24. გრაფა 24. ,,გარიგების სახე”

გრაფაში აღინიშნება გარიგების სახე კოდი კლასიფიკატორის დანართი 7-ის შესაბამისად.

25. გრაფა 25. ,,ტსს კოდი”

გრაფაში ჩაიწერება 21-ე გრაფაში მითითებული სატრ ა ნსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის დანართი 8-ის შესაბამისად .

26. გრაფა 26. ,,სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში”

გრაფაში აღინიშნება მე-18 გრაფაში მითითებული სატარანსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის დანართი 8-ის შესაბამისად.

27. გრაფა 28. ,,ფინანსური და საბანკო მონაცემები”

გრაფაში აღინიშნება მე-9 გრაფაში მითითებული პირის საბანკო რეკვიზიტები:

ა) ფინანსური და საბანკო მონაცემები, კოდი: მიეთითება ბანკის (ან მისი ფილიალის) კოდი, სადაც მე-9 გრაფაში მითითებულ პირს გახსნილი აქვს ანგარიში;

ბ) გადახდის პირობები: მიეთითება გადახდის პირობების აღნიშვნა კლასიფიკატორის დანართი 12-ის შესაბამისად;

გ) ბანკი (ფილიალი): მიეთითება ბანკის (ფილიალის) დასახელება, სადაც მე-9 გრაფაში მითითებულ პირს გახსნილი აქვს ანგარიში.

28. გრაფა 29. ,,საბაჟო საგუშაგო საზღვარზე”

გრაფაში აღინიშნება საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში, კლასიფიკატორის დანართი 2-ის მიხედვით.

29. გრაფა 30. ,,საქონლის ადგილმდებარეობა”

იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გაფორმება წარმოებს დროებითი შენახვის საწყობში, გრაფაში აღინიშნება დროებითი შენახვის საწყობის ნებართვის ნომერი.

იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმში გაფორმებამდე ინახებოდა საბაჟო საწყობში, გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის ნებართვის ნომერი.

სხვა შემთხვევაში აღნიშნული გრაფა არ ივსება.

30. გრაფა 31. ,,საქონლის აღწერა და რაოდენობა”

გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები, მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები;

კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი”; აღინიშნება მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა; აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა: დასახელება, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები (სტანდარტი, ხარისხი, მარკა, მოდელი, არტიკული, საფირმო დასახელება და ა. შ.), რომლებიც იძლევიან საქონელთა საბაჟო მიზნით იდენტიფიცირებისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად 9-ნიშნა ქვესუბპოზიციით კლასიფიცირების შესაძლებლობას. დაუშვებელია დეკლარირებული საქონლის მითითება სასაქონლო პოზიციის საერთო დასახელებით, რომელიც მოცემულია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში.

31. გრაფა 32. ,,საქონელი №”

ამ გრაფაში მიეთითება 31-ე გრაფაში დეკლარირებული საქონლის რიგითი ნომერი.

მაგალითად: თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, მაშინ დეკლარაციის ძირითად ფურცელში ჩაიწერება – 1, პირველ დამატებით ფურცელზე – 2, 3, 4; მეორე დამატებით ფურცელზე – 5, 6, 7 და ა. შ.

ერთი დასახელების საქონლის დეკლარირებისას გრაფაში იწერება – 1.

32. გრაფა 33. ,,საქონლის კოდი”

გრაფაში აღინიშნება საქონლის ცხრანიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით.

33. გრაფა 34. ,,წარმოშობის ქვეყნის კოდი”

გრაფაში ჩაიწერება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.

34. გრაფა 35. ,,ბრუტო (კგ)”

გრაფაში მთელი რიცხვის სახით აღინიშნება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში.

35. გრაფა 36. ,,პრეფერენციები”

იმ შემთხვევაში, თუ საქონელი წარმოშობილია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში, გრაფა არ ივსება.

სხვა ქვეყნებში წარმოშობილი საქონლის შემთხვევაში გრაფაში აღინიშნება კოდი 900.

იმ შემთხვევაში, თუ საქონელი წარმოშობილია ქვეყანაში, რომელთანაც დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებას, გრაფაში აღინიშნება ამ ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.

36. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.

ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,40”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.

სამთანრიგიან კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

37. გრაფა 38. ,,ნეტო (კგ)”

ამ გრაფაში მთელი რიცხვის სახით ჩაიწერება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში.

იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1კგ-ზე ნაკლებია (მაგ. ძვირფასი ლითონები), 38-ე გრაფაში ჩაიწერება 1, ხოლო საქონლის ზუსტი წონა გრამებში აღინიშნება 31-ე გრაფაში.

38. გრაფა 39. ,,კვოტა”

ივსება კვოტირებულ საქონელზე.

ამ გრაფაში აღინიშნება კვოტის ნაშთი მიღებული ნებართვით გათვალისწინებული რაოდენობიდან გამომდინარე.

მაგალითად: ნებართვის თანახმად გამოყოფილი კვოტა შეადგენს 1000000 ცალს.

საქონლის პირველ პარტიად დეკლარირებულია 400000 ცალი. დეკლარაციის 31-ე გრაფაში ჩაიწერება 400000 ცალი; 39-ე გრაფაში – 1000000.

საქონლის შემდგომი პარტიის დეკლარირებისას, რომელიც წარმოებს ამავე ნებართვით გამოყოფილი კვოტის ფარგლებში, 39-ე გრაფაში ჩაიწერება 600000.

39. გრაფა 40. ,,საერთო დეკლარაცია / წინმსწრები დოკუმენტი”

გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში, ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.

40. გრაფა 41. ,,დამატებითი ზომის ერთეული”

გრაფაში აღინიშნება საქონლის რაოდენობა იმ განზომილებაში, რომელიც სეს სნ-ში შეესაბამება საქონლის 9-ნიშნა კოდს.

(მაგალითად: საქონლის დასახელება – ,,წნეხ-ამკრეფები”, საქონლის კოდი – 8433 40 100, მისი ზომის დამატებითი ერთეული დსთ-ს სესსნ-ს მიხედვით – ცალი, რაოდენობა – 10. გრაფაში ჩაიწერება – 10.)

თუ საქონელს შეესაბამება ზომის მხოლოდ ძირითადი ერთეული (კგ), მაშინ გრაფა არ ივსება.

41. გრაფა 42. ,,საქონლის ღირებულება”

ამ გრაფაში აღინიშნება დეკლარაციის 31-ე გრაფაში მოცემული საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით 22-ე გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად.

თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით.

42. გრაფა 43.

გრაფაში ჩაიწერება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი.

43. გრაფა 44. ,,დამატებითი ინფორმაცია”

გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის დანართი 11-ის შესაბამისად.

44. გრაფა 45. ,,კორექტირება”

გრაფაში აღინიშნება საქონლის ღირებულების კორექტირების კოეფიციენტი.

45. გრაფა 46. ,,საბაჟო ღირებულება”

გრაფაში აღინიშნება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში.

გადაანგარიშება ხდება საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში პასუხისმგებელი პირის მიერ რეგისტრირების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით.

46. გრაფა 47. ,,გადასახდელების გამოთვლა”

საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბაჟო გადასახდელების სახეობების მიხედვით დეკლარაციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხადებულ საქონელზე ცალ-ცალკე.

47-ე გრაფის პირველ სვეტში – ,,სახე” – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის დანართი 12-ის შესაბამისად.

გრაფის მეორე სვეტში – ,,დასაბეგრი ბაზა” – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გრაფის მესამე სვეტში – ,,განაკვეთი” – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი.

გრაფის მეოთხე სვეტში – ,,თანხა” – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხა.

გრაფის ქვედა ნაწილში ,,ჯამი”-ის გასწვრივ აღინიშნება მეოთხე სვეტში – ,,თანხა” – გამოანგარიშებული გადასახდელების თანხების ჯამი.

47. გრაფა 49. ,,საწყობის დასახელება”

გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა საბაჟო საწყობის რეჟიმში ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი.

48. გრაფა 50. ,,პრინციპალი”

50-ე გრაფაში, მე-8 გრაფაში აღნიშნული პირი (ან მისი წარმომადგენელი) ხელმოწერით და ბეჭდის დასმით ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.

49. გრაფა 54. ,,ადგილი და თარიღი”

გრაფაში მიეთითება დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი.

54-ე გრაფაში, მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ბეჭდის დასმით ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.

50. გრაფა ,,B”. ,,დაწვრილებითი გამოანგარიშება”

გრაფაში აღინიშნება:

ა) ,,მოსაკრებელი სულ” – აღინიშნება დეკლარირებულ საქონლის პარტიაზე გადასახდელი მოსაკრებელი.

ბ) ,,გადახდილია სულ” – აღინიშნება დეკლარირებულ საქონლის პარტიაზე გადასახდელების ჯამი.

    მუხლი 13

საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი

საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს შემდეგ გრაფებს: A, B, C.

1. გრაფა A.

გრაფაში აღინიშნება რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი. ნომერი მოწმდება საბაჟო სტატისტიკის სამსახურის მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.

2. გრაფა B.

გრაფაში აღინიშნება შეფასების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები.

3. გრაფა ,,C” გამშვები საბაჟო”

გრაფაში უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა – ,,გაშვება ნებადართულია” ან ,,გაშვება აკრძალულია”. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს.

საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე ან არ გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია.

ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.

დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი.

თავი III

ექსპორტის რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 14

გრაფები 3, 5, 6, 7, 9, 11, 13, 16, 19, 20, 22, 23, 24, 25, 26, 28, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 15

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ექსპორტი – ,,ექ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,1”.

2. გრაფა 2. ,,ექსპორტიორი”

გრაფაში აღინიშნება საქონლის გამგზავნის შესახებ მონაცემები.

თუ საქონლის გამგზავნი იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი;

თუ საქონლის გამგზავნი ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი.

გრაფის ზედა ნაწილში ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის გამგზავნის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირზე საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით:

XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგ. თუ პირადობის მოწმობაში არის №გ0251194, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194.

3. გრაფა 8. ,,იმპორტიორი”

გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.

4. გრაფა 14. ,,დეკლარანტი / წარმომადგენელი”

გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის სრული სახელწოდება და მისამართი.

გრაფის ზედა ნაწილში № ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო ბროკერი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბროკერო საქმიანობის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.

იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო გადამზიდველი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო გადამზიდველის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.

იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს ,,იხ. გრაფა 2”.

5. გრაფა 17. ,,დანიშნულების ქვეყანა”

გრაფაში მიეთითება იმ ქვეყნის მოკლე დასახელება, კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა, რომელშიც მოიხმარება, გამოიყენება და/ან გადამუშავდება საქონელი.

6. გრაფა 17 ა. ,,დანიშნულების ქვეყნის კოდი”.

გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.

7. გრაფა 18. ,,სატრანსპორტო საშუალება გაგზავნის ადგილზე”

გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატარნსპორტო საშუალებათა რაოდენობა და შემდეგ აღინიშნება სატარნსპორტო საშუალების მონაცემები, რომლებზეც საქონელი დაიტვირთება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (გამშვებ პუნქტზე) მისატანად.

გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე”. სატვირთო – საბაჟო დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.

(მაგალითად: 01 ა/მ 33-09 ГГА. 23 რკინიგზ. ვაგ. – იხ. უკანა გვერდზე)

გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.

თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ქვეყნის კოდის მაგივრად ჩაიწერება ნულები ,,000”.

8. გრაფა 21. ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე”

გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატარნსპორტო საშუალებათა რაოდენობა და შემდეგ აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი ფაქტიურად გადაკვეთს საბაჟო საზღვარს (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, საგზაო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები).

გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება ,,000”.

გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე”. სატვირთო – საბაჟო დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.

9. გრაფა 29. ,,საბაჟო საგუშაგო საზღვარზე”

გრაფაში აღინიშნება საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდანაც უნდა გავიდეს საქონელი საქართველოდან, კლასიფიკატორის დანართი 2-ის შესაბამისად.

10. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.

ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,10”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.

სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

თავი IV

რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 16

გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 17

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – რეექსპორტი – ,,რექ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,1”.

2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,11”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

თავი V

რეიმპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 18.

გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 19

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – რეიმპორტი – ,,რიმ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,4”.

2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.

ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,41”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად.

სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

თავი VI

საბაჟო საწყობში მოთავსების საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 20

გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 45, 46, 47, 48, 54, A, B და C ივსება საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 21

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,სხვ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,7”.

2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.

ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,74”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”

სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

3. გრაფა 44. ,,დამატებითი ინფორმაცია”

გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის დანართი 11-ის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია ,,7474” მაშინ 44 მეოთხე გრაფაში მიეთითება იმ საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა;

4. გრაფა 49. ,,საწყობის დასახელება”

გრაფის პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი. გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის საბაჟო საწყობში განთავსების ვადა დღეებში.

თავი VII

უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 22

გრაფები 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 23

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.

ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,72”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”

სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

თავი IX

განადგურების საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 24

გრაფები 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 25

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.

ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,76”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.

სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

თავი X

დროებითი შემოტანის/გატანის რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 26

1. საქონლის დროებითი გატანისას გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

2. საქონლის დროებითი შემოტანისას გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 27

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”

ა) საქონლის დროებითი გატანისას გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,დრე”, მეორეში – ციფრული კოდი ,,3”.

 ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,დრი”, მეორეში – ციფრული კოდი ,,3”.

2. გრაფა 24. “გარიგების სახე”

ა) საქონლის დროებითი გატანისას გრაფაში აღინიშნება გარიგების ხასიათის კოდი კლასიფიკატორის დანართი 7-ის შესაბამისად. გრაფის პირველ ნაწილში უნდა ჩაიწეროს ციფრი ,,6”;

ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას გრაფაში აღინიშნება გარიგების ხასიათის კოდი კლასიფიკატორის დანართი 7-ის შესაბამისად. გრაფის პირველ ნაწილში უნდა ჩაიწეროს ციფრი ,,6”;

3. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.

ა) საქონლის დროებითი გატანისას ოთხთანრიგიანი კოდის პირველ ორ ციფრად ჩაიწერება – ,,31”. მეორე ორ ციფრად წინმსწრები საბაჟო რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.

თუ ხდება დროებითი შემოტანის რეჟიმში გაცხადებული საქონლის დაბრუნება, მაშინ ამ გრაფაში ჩაიწერება 3134;

ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას ოთხთანრიგიანი კოდის პირველ ორ ციფრად ჩაიწერება – ,,34”. მეორე ორ ციფრად წინმსწრები საბაჟო რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.

თუ ხდება დროებითი გატანის რეჟიმში გაცხადებული საქონლის დაბრუნება, მაშინ ამ გრაფაში ჩაიწერება 3431;

გ) სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

თავი XI

საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 28

გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 29

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,იმ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,5”.

2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,51”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”; გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში პირველი ორი ციფრი ჩაიწერება ,,10”, ხოლო მეორე ორი ციფრი ,,51”. თუ აღნიშნული საქონელი გაცხადდება სხვა საბაჟო რეჟიმში, პირველ ორ ციფრად იწერება გაცხადებული საბაჟო რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად, ხოლო მეორე ორ ციფრად – ,,51”; სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

თავი XII

საბაჟო კონტროლის ქვეშ გადამუშავების საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 30

გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 31

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,იმ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,5”.

2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,52”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”; გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის სხვა საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას, პირველ ორ ციფრად იწერება გაცხადებული საბაჟო რეჟიმის კოდი კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად, ხოლო მეორე ორ ციფრად – ,,52”; სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

თავი XIII

საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 32.

გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.

    მუხლი 33

დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი

1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,ექ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,6”.

2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”

გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.

ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,61”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.

სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.

თავი XIV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 34

1. დეკლარაციის შემოწმების დასრულების შემდეგ, დეკლარაციის მესამე ფურცელი საბაჟო ორგანოს მიღებულ გადაწყვეტილების აღნიშვნებით (გაცხადებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, საქონლის გაშვების (პირობითი გაშვების) ან საქონლის გაშვების აკრძალვის თაობაზე) გადაეცემა დეკლარაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.

2. მიღებულ გადაწყვეტილებაზე მონაცემები შეიტანება დეკლარაციის სარეგისტრაციო ჟურნალში.

3. გაფორმებული დეკლარაცია თანმხლები საბუთებითა და ცნობებით ინახება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

 

ინსტრუქცია
საბაჟო მონაცემთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ

(ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №219-სსმIII,№41,27.03.2006წ, მუხ.474

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და “საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის” დამტკიცების თაობაზე“, №481, 13.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 200220010.11.117.006574 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1353040-1/