საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანება №103 „საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
sსახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.286
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №103
2000 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” 29-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცებულ იქნეს „საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესი.”
მ. მაჭავარიანი
შეტანილი ცვლილებები:
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის ბრძანება №124 - სსმ III, №66, 17.07.2000 წ., მუხ.603
დანართი №1
საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა კონკურსის (ტესტირების) ჩატარების საფუძველი და მიზანი
1.„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესი” (შემდგომში – კონკურსის წესი) შემუშავებულია საგადასახადო კოდექსის 2701 მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე.
2. კონკურსის (ტესტირების) მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების შერჩევა საგადასახადო ორგანოებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
3. საქართველოს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა კონკურსი (ტესტირება) შედგება საკვალიფიკაციო გამოცდისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსისაგან.
თავი II. საკვალიფიკაციო გამოცდა
მუხლი 2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები
1. საგადასახდო ორგანოების მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, აგრეთვე პირს, რომელსაც აქვს საშუალო – სპეციალური ეკონომიკური განათლება და სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ფლობს სახელმწიფო ენას.
მუხლი 3. საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნა
1. საგადასახდო ორგანოების მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდას ნიშნავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ქვეყნდება შესაბამისი განცხადება გამოცდის დანიშვნის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის ბრძანება №124 - სსმ III, №66, 17.07.2000 წ., მუხ.603
მუხლი 4. საკვალიფიკაციო გამოცდისა და შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნო
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა, საკვალიფიკაციო გამოცდისა და შესარჩევი კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით იქმნება საკვალიფიკაციო გამოცდებისა და შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).
2. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
3. სამდივნოს ევალება გამოცდების მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება.
მუხლი 5. გამოცდაზე დასაშვებად საბუთების მიღება
1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეთა განცხადებების მიღება იწყება გამოცდის ჩატარების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულ დღეს და მთავრდება გამოცდის ჩატარებამდე 3 დღით ადრე. დაგვიანებით შემოსული განცხადებები არ მიიღება.
2. გამოცდის ჩაბარების მსურველმა სამდივნოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება გამოცდაზე დაშვებისა და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან და იურიდიული ან ეკონომიკური განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, აგრეთვე დიპლომის დედანი, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ სამდივნოს თანამშრომელი დიპლომს უბრუნებს გამოსაცდელს;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3/4 -ზე;
3. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლამდე თითოეულ კანდიდატზე გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღნიშნულია კანდიდატის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები. საგამოცდო ფურცელი წარმოადგენს პირის გამოცდაზე დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი საბუთები არ მიიღება.
5. კანდიდატი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან წარმოდგენილი საბუთები არ შეესაბამება დადგენილ წესს, გამოცდაზე არ დაიშვება.
მუხლი 6. საკვალიფიკაციო გამოცდა
1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური ფორმით.
2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე.
3. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამის მიხედვით
მუხლი 7. საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამა
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
2. საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამა ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში.
3. საგამოცდო ტესტებს შეიმუშავებენ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ განსაზღვრული პირები.
მუხლი 8. საგამოცდო ტესტი
1. საგამოცდო ტესტი შედგება 40 საკითხისაგან.
2. საგამოცდო ტესტის ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი, აღწერილობითი ნაწილი, შეიცავს ფაქტობრივი, ცხოვრებისეული შემთხვევის აღწერას, ხოლო მეორე ნაწილი – აღნიშნული შემთხვევის სამართლებრივი გადაწყვეტის რამდენიმე შესაძლო ვარიანტს (პასუხს). გამოსაცდელს ევალება გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო, როგორც ტესტის რვეულში, ასევე თანდართულ პასუხების ფურცელზე.
3. ტესტის რამდენიმე პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი, გამოსაცდელმა უნდა შემოხაზოს მხლოდ ერთი პასუხი. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი ან თუ შემოხაზული არაა არცერთი პასუხი, ასეთი ამოხსნა შეფასდება 0-ით.
4. თუ საგამოცდო რვეულში და პასუხების ფურცელზე შემოხაზული პასუხი არ ემთხვევა ერთმანეთს, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ პასუხების ფურცელზე აღნიშნული პასუხი.
მუხლი 9. ტესტის შეფასება
1. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.
2. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის – 0, ხოლო მაქსიმალური შეფასებაა – 40.
3. ტესტური გამოცდის შემდეგ, ტესტურ გამოცდაზე გამსვლელ ქულას ადგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, არსებული ვაკანტური ადგილებისა და დაგროვილ ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის ბრძანება №124 - სსმ III, №66, 17.07.2000 წ., მუხ.603
მუხლი 10. საგამოცდო ტესტის დარიგების წესი
1. ტესტური გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ტესტი.
2. კონვერტის გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებული ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, გამოსაცდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი ტესტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.
მუხლი 11. სავალდებულო ინსტრუქტაჟი
ტესტური გამოცდის დაწყებამდე საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, წინსართის შევსების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.
მუხლი 12. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა
1. ტესტური გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0.
2. ტესტურ გამოცდაზე დაუშვებელია პირველ პუნქტში აღნიშნული მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა.
მუხლი 13. საგამოცდო დრო
1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა 2 საათი და 30 წუთი. დროის გადაცილების შემდეგ საგამოცდო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და ნამუშევარი შეფასდება – 0 ქულით.
2. გამოსაცდელები გაფრთხილდებიან საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე და 10 წუთით ადრე. პირველი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის ბრძანება №124 - სსმ III, №66, 17.07.2000 წ., მუხ.603
მუხლი 14. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება
1. ტესტური გამოცდის პასუხი მოწმდება მოწვეული სპეციალისტის მიერ, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.
2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც გამოსაცდელების, ასევე გამომცდელების ანონიმურობა: მოწვეული სპეციალისტისათვის და კომისიის წევრისათვის უცნობია თუ ვის ნაშრომს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.
მუხლი 15. გამოცდაზე გამოცხადების დრო
1. გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს, რომელიც მითითებული იქნება საგამოცდო ფურცელზე. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საგამოცდო ფურცელი.
2. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და საგამოცდო ფურცლის გარეშე, აგრეთვე დაგვიანებით გამოცხადებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
მუხლი 16. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები
გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა გამოცდაზე გამოუცხადებლობის მოტივს.
მუხლი 17. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი
1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები იღებენ ადგილის ბარათებს და ამ ბარათების ნომრის მიხედვით იკავებენ ადგილს საგამოცდო დარბაზში.
2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
მუხლი 18. საჯაროობა გამოცდების ჩატარებისას
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები.
2. მეთვალყურეები აკრედიტაციას გადიან საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადების სამდივნოში.
3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საგამოცდო პროცესში ჩარევის უფლება მათ არ აქვთ, ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვნილი იქნება საგამოცდო დარბაზიდან.
თავი III. საკვალიფიკაციო-საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიები
მუხლი 19. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შემადგენლობა
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის (შემდგომში – კომისია) შემადგენლობას, შესაბამისი გამოცდის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე, ამტკიცებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
2. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს სახელ-მწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3. კომისიის შემადგენლობა ანონიმურია.
4. კომისიის საქმიანობის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში.
მუხლი 20. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მიზანი
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მიზანია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება.
2. გამომცდელთა ნამუშევრების დადგენილი წესით გასწორება.
მუხლი 21. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა
1. საპრეტენზიო კომისია საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ იქმნება საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიისაგან დამოუკიდებლად, შესაბამისი გამოცდის ჩატარების წინ.
2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრი.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია.
მუხლი 22. საპრეტენზიო კომისიის მიზანი
1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე სწორი პასუხების გამოცხადების შემდეგ, მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის თაობაზე.
2. პრეტენზია მიიღება სწორი პასუხების გამოცხადებიდან 3 საათის განმავლობაში. დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება.
3. საპრეტენზიო კომისიისათვის უცნობი უნდა იყოს, თუ ვის ნამუშევარს ასწორებს იგი.
4. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შე-ფასება არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია თავისი გადწყვეტილებით შეცვალოს იგი.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ხელმეორედ გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
თავი IV. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამარჯვებულ კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი
მუხლი 23. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე პირები
საგადასახდო ორგანოების მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.
მუხლი 24. შესარჩევი კონკურსის ჩატარება და კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის დანიშვნა
შესარჩევი კონკურსის ჩატარება და კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 25. შესარჩევი კონკურსის პირობები
1. რეგისტრაციის დამთავრებიდან ერთი თვის ვადაში ტარდება საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსი.
2. საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებულ კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს საკონკურსო ადგილი ან განმეორებით მიიღოს მონაწილეობა საგადასახადო ორგანოების სხვა ვაკანტურ ადგილზე ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში.
3. საკონკურსო საატესტაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
4. საკონკურსო-საატესატაციო კომისიას კონკურსში მონაწილეთა კანდიდატების საკითხის განხილვა შეუძლია, როგორც ამ კანდიდატების დაუსწრებლად, ასევე მათთან უშუალო გასაუბრებით.
მუხლი 26. გარემოებები, რომლებიც კანდიდატის შერჩევისას უნდა იქნეს გათვალისწინებული
კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
ა) სამეცნიერო ხარისხს;
ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილებას;
გ) საგადასახადო ორგანოებში მუშაობის გამოცდილებას;
დ) საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობას;
ე) საქმიან და მორალურ რეპუტაციას.
მუხლი 27. საკვალიფიკაციო გამოცდა და შესარჩევი კონკურსი გარდამავალ პერიოდში
1. 2000 წლის 31 დეკემბრამდე საკვალიფკაციო გამოცდა და შესარჩევი კონკურსი ტარდება საქართველოს რეგიონების მიხედვით.
2. საკვალიფიკაციო გამოცდებისა და შესარჩევი კონკურსის ჩატარების პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
3. საკვალიფიკაციო გამოცდა და შესარჩევი კონკურსი ტარდება საგადასახადო ორგანოების მხოლოდ იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ დამტკიცებული „საგადასახადო ორგანოების სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კანდიდატს გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის უფლება ეძლევა ერთი წლის შემდეგ.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის ბრძანება №124 - სსმ III, №66, 17.07.2000 წ., მუხ.603
+
sსახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.286
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №103
2000 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” 29-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცებულ იქნეს „საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესი.”
მ. მაჭავარიანი
შეტანილი ცვლილებები:
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის ბრძანება №124 - სსმ III, №66, 17.07.2000 წ., მუხ.603
2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
დანართი №1
საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესი
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა კონკურსის (ტესტირების) ჩატარების საფუძველი და მიზანი🔗
1.„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესი” (შემდგომში – კონკურსის წესი) შემუშავებულია საგადასახადო კოდექსის 2701 მუხლისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე.
2. კონკურსის (ტესტირების) მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების შერჩევა საგადასახადო ორგანოებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
3. საქართველოს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა კონკურსი (ტესტირება) შედგება საკვალიფიკაციო გამოცდისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსისაგან.
მუხლი 2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები🔗
1. საგადასახდო ორგანოების მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, აგრეთვე პირს, რომელსაც აქვს საშუალო – სპეციალური ეკონომიკური განათლება და სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ფლობს სახელმწიფო ენას.
მუხლი 3. საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნა🔗
1. საგადასახდო ორგანოების მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდას ნიშნავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ქვეყნდება შესაბამისი განცხადება გამოცდის დანიშვნის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის ბრძანება №124 - სსმ III, №66, 17.07.2000 წ., მუხ.603
მუხლი 4. საკვალიფიკაციო გამოცდისა და შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნო🔗
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა, საკვალიფიკაციო გამოცდისა და შესარჩევი კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით იქმნება საკვალიფიკაციო გამოცდებისა და შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).
2. სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
3. სამდივნოს ევალება გამოცდების მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება.
მუხლი 5. გამოცდაზე დასაშვებად საბუთების მიღება🔗
1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეთა განცხადებების მიღება იწყება გამოცდის ჩატარების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულ დღეს და მთავრდება გამოცდის ჩატარებამდე 3 დღით ადრე. დაგვიანებით შემოსული განცხადებები არ მიიღება.
2. გამოცდის ჩაბარების მსურველმა სამდივნოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება გამოცდაზე დაშვებისა და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან და იურიდიული ან ეკონომიკური განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, აგრეთვე დიპლომის დედანი, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ სამდივნოს თანამშრომელი დიპლომს უბრუნებს გამოსაცდელს;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3/4 -ზე;
3. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლამდე თითოეულ კანდიდატზე გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღნიშნულია კანდიდატის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები. საგამოცდო ფურცელი წარმოადგენს პირის გამოცდაზე დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლამდე თითოეულ კანდიდატზე გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღნიშნულია კანდიდატის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები. საგამოცდო ფურცელი პირადობის მოწმობასთან ერთად წარმოადგენს პირის გამოცდაზე დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი საბუთები არ მიიღება.
5. კანდიდატი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან წარმოდგენილი საბუთები არ შეესაბამება დადგენილ წესს, გამოცდაზე არ დაიშვება.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 6. საკვალიფიკაციო გამოცდა🔗
1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური ფორმით.
2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე.
3. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამის მიხედვით
მუხლი 7. საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამა🔗
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
2. საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამა ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში.
3. საგამოცდო ტესტებს შეიმუშავებენ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ განსაზღვრული პირები.
4. საკვალიფიკაციო-საგამოცდო პროგრამა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცხადებამდე.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 8. საგამოცდო ტესტი🔗
1. საგამოცდო ტესტი შედგება 40 საკითხისაგან.
2. საგამოცდო ტესტის ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი, აღწერილობითი ნაწილი, შეიცავს ფაქტობრივი, ცხოვრებისეული შემთხვევის აღწერას, ხოლო მეორე ნაწილი – აღნიშნული შემთხვევის სამართლებრივი გადაწყვეტის რამდენიმე შესაძლო ვარიანტს (პასუხს). გამოსაცდელს ევალება გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო, როგორც ტესტის რვეულში, ასევე თანდართულ პასუხების ფურცელზე.
2. საგამოცდო ტესტის ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილისაგან. გამოსაცდელს ევალება გამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო, როგორც ტესტის რვეულში, ასევე თანდართულ პასუხების ფურცელზე.
3. ტესტის რამდენიმე პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი, გამოსაცდელმა უნდა შემოხაზოს მხლოდ ერთი პასუხი. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი ან თუ შემოხაზული არაა არცერთი პასუხი, ასეთი ამოხსნა შეფასდება 0-ით.
4. თუ საგამოცდო რვეულში და პასუხების ფურცელზე შემოხაზული პასუხი არ ემთხვევა ერთმანეთს, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ პასუხების ფურცელზე აღნიშნული პასუხი.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 9. ტესტის შეფასება🔗
1. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.
2. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის – 0, ხოლო მაქსიმალური შეფასებაა – 40.
3. ტესტური გამოცდის შემდეგ, ტესტურ გამოცდაზე გამსვლელ ქულას ადგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, არსებული ვაკანტური ადგილებისა და დაგროვილ ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით.
3. ტესტური გამოცდის შემდეგ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს წარმატებულ კანდიდატთა ის რაოდენობა, რაც 30%-ით აღემატება ვაკანტურ თანამდებობათა ოდენობას, რომელზეც გამოცხადებულია კონკურსი, მაგრამ ერთ ვაკანსიაზე არა უმეტეს ორისა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას შეუძლია დაადგინოს განსხვავებული გამსვლელი ქულა, თუ რამდენიმე საგადასახადო ორგანოებისათვის ერთ-დროულად ტარდება საკვალიფიკაციო გამოცდები.
4. საპრეტენზიო კომისიის მიერ ტესტის კითხვების გაუქმების შემთხვევებში ქულათა გამოთვლა ხდება ნორმალიზაციის პრინციპით იმ კანდიდატებისათვის, რომელთა ტესტის კითხვები გაუქმდა.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის ბრძანება №124 - სსმ III, №66, 17.07.2000 წ., მუხ.603
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 10. საგამოცდო ტესტის დარიგების წესი🔗
1. ტესტური გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ტესტი.
2. კონვერტის გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალდებულია შეამოწმოს კონვერტი. თუ კონვერტი გახსნილია ან ლუქი დაზიანებული ან სხვაგვარად იწვევს ეჭვს კონვერტის მთლიანობა, გამოსაცდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი ტესტი. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.
3. გამოსაცდელს უფლება აქვს კონვერტის გახსნამდე უარი თქვას საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობაზე და დატოვოს დარბაზი. აღნიშნული არ ჩაითვლება მის მიერ საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღებად.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 11. სავალდებულო ინსტრუქტაჟი🔗
ტესტური გამოცდის დაწყებამდე საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, წინსართის შევსების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.
მუხლი 12. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა
მუხლი 12. საკანონმდებლო და სხვა დამხმარე მასალის გამოყენების აკრძალვა🔗
1. ტესტური გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალის გამოყენებაში, მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0.
ტესტურ გამოცდაზე დაუშვებელია ნორმატიული აქტე-ბის, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური და დამხმარე მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა. გამოსაცდელს, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მასალისა და საშუალებების გამოყენებასა ან სავალ-დებულო ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დარღვევაში, მიეცემა გაფრთხილება, რომელიც დაფიქსირდება ოქმში. განმეორებით დადგენილი წესების დარღვევისას გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან და დაეწერება ნული ქულა.
2. ტესტურ გამოცდაზე დაუშვებელია პირველ პუნქტში აღნიშნული მასალის, ასევე აუდიო და სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 13. საგამოცდო დრო🔗
1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა 2 საათი და 30 წუთი. დროის გადაცილების შემდეგ საგამოცდო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და ნამუშევარი შეფასდება – 0 ქულით.
2. გამოსაცდელები გაფრთხილდებიან საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე და 10 წუთით ადრე. პირველი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის ბრძანება №124 - სსმ III, №66, 17.07.2000 წ., მუხ.603
მუხლი 14. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება🔗
1. ტესტური გამოცდის პასუხი მოწმდება მოწვეული სპეციალისტის მიერ, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრის თანდასწრებით, კომპიუტერის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.
2. ტესტის გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც გამოსაცდელების, ასევე გამომცდელების ანონიმურობა: მოწვეული სპეციალისტისათვის და კომისიის წევრისათვის უცნობია თუ ვის ნაშრომს ამოწმებს, ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია თუ ვინ გაასწორებს მის ნაშრომს.
მუხლი 15. გამოცდაზე გამოცხადების დრო🔗
1. გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე წინასწარ დადგენილ დროს, რომელიც მითითებული იქნება საგამოცდო ფურცელზე. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საგამოცდო ფურცელი.
2. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და საგამოცდო ფურცლის გარეშე, აგრეთვე დაგვიანებით გამოცხადებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
მუხლი 16. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები🔗
გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა გამოცდაზე გამოუცხადებლობის მოტივს.
მუხლი 17. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი🔗
1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები იღებენ ადგილის ბარათებს და ამ ბარათების ნომრის მიხედვით იკავებენ ადგილს საგამოცდო დარბაზში.
2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
მუხლი 18. საჯაროობა გამოცდების ჩატარებისას🔗
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები.
2. მეთვალყურეები აკრედიტაციას გადიან საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადების სამდივნოში.
3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საგამოცდო პროცესში ჩარევის უფლება მათ არ აქვთ, ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვნილი იქნება საგამოცდო დარბაზიდან.
მუხლი 19. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შემადგენლობა🔗
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის (შემდგომში – კომისია) შემადგენლობას, შესაბამისი გამოცდის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე, ამტკიცებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის (შემდგომში – კომისია) შემადგენლობას, შესაბამისი გამოცდის ჩატარებამდე, ამტკიცებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
2. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს სახელ-მწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი.
2. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
3. კომისიის შემადგენლობა ანონიმურია.
4. კომისიის საქმიანობის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 20. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მიზანი🔗
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მიზანია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება.
1. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის მიზანია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება;
2. გამომცდელთა ნამუშევრების დადგენილი წესით გასწორება.
2. გამოსაცდელთა ნამუშევრების დადგენილი წესით გასწორება. ამ მიზნის მისაღწევად კომისია:
ა. უზრუნველყოფს გამოცდის დადგენილი წესების და პროცედურების დაცვას;
ბ. უზრუნველყოფს გამოსაცდელთა ნაშრომების გასწორებაზე კონტროლის განხორციელებას;
გ. უზრუნველყოფს გამოსაცდელთა მიერ დაგროვილ ქულათა ოდენობის დადასტურებული შეფასებების გადაცემას საპრეტენზიო კომისიისათვის;
დ. ესწრება გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას;
ე. აფიქსირებს გამოსაცდელის მიერ წესების დარღვევის ფაქტებს და იღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის მოხსნის გამოსაცდელს გამოცდიდან;
ვ. ესწრება ტესტების გასწორების პროცესს და ადასტურებს პასუხების ფურცლების ანონიმურობას;
ზ. რეგისტრაციის ვადის გასვლისას ადასტურებს გამოსაცდელთა სიას და მათ რაოდენობას;
თ. გამოცდის ვადის ამოწურვის შემდეგ ადასტურებს გამოსაცდელთა მიერ ტესტური ნამუშევრების ჩაბარების ფაქტს;
ი. ადასტურებს კომპიუტერული შემოწმებისას გამოსაცდელის მიერ დაგროვილ ქულათა საერთო რაოდენობას და საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს;
4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე;
5. კომისიის თავმჯდომარე კომისიის საქმიანობის ანგარიშს და ტესტური გამოცდის შედეგებს წარუდგენს საპრეტენზიო კომისიას და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 21. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა🔗
1. საპრეტენზიო კომისია საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ იქმნება საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიისაგან დამოუკიდებლად, შესაბამისი გამოცდის ჩატარების წინ.
2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის წევრი.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია.
მუხლი 22. საპრეტენზიო კომისიის მიზანი🔗
1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე სწორი პასუხების გამოცხადების შემდეგ, მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის თაობაზე.
2. პრეტენზია მიიღება სწორი პასუხების გამოცხადებიდან 3 საათის განმავლობაში. დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება.
3. საპრეტენზიო კომისიისათვის უცნობი უნდა იყოს, თუ ვის ნამუშევარს ასწორებს იგი.
4. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის შე-ფასება არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია თავისი გადწყვეტილებით შეცვალოს იგი.
4. კომისიის მიზანია ტესტის იმ კითხვების შემოწმება, რომელიც სადავოდ იქნა მიჩნეული გამოსაცდელის მიერ.
5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ხელმეორედ გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
6. კომისიის მუშაობა ფორმდება ოქმით. საპრეტენზიო კომისიის ოქმი გადაეცემა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. ოქმში მითითებულ უნდა იქნეს:
ა. თუ რამდენი კითხვა იქნა გასაჩივრებული გამოსაცდელთა მიერ;
ბ. რამდენი კითხვა იქნა მიჩნეული კომისიის მიერ არასრულყოფილად და შესაბამისად, ტესტის რამდენი კითხვა გაუქმდა.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 23. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე პირები🔗
საგადასახდო ორგანოების მოხელეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.
მუხლი 24. შესარჩევი კონკურსის ჩატარება და კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის დანიშვნა🔗
შესარჩევი კონკურსის ჩატარება და კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 25. შესარჩევი კონკურსის პირობები🔗
1. რეგისტრაციის დამთავრებიდან ერთი თვის ვადაში ტარდება საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსი.
1. ვაკანტურ ადგილზე ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებულ კანდიდატს. პირს, რომელმაც ვერ დააგროვა გამსვლელი ქულა, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სხვა ვაკანტურ ადგილზე ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში, თუ მისი ქულათა რაოდენობა აღნიშნულ ვაკანსიებზე დადგენილი გამსვლელი ქულის ტოლია ან მეტია მასზე.
2. საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებულ კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს საკონკურსო ადგილი ან განმეორებით მიიღოს მონაწილეობა საგადასახადო ორგანოების სხვა ვაკანტურ ადგილზე ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში.
2. საკონკურსო საატესტაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
3. საკონკურსო საატესტაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
3. საკონკურსო-საატესატაციო კომისიას კონკურსში მონაწილეთა კანდიდატების საკითხის განხილვა შეუძლია, როგორც ამ კანდიდატების დაუსწრებლად, ასევე მათთან უშუალო გასაუბრებით.
4. საკონკურსო-საატესატაციო კომისიას კონკურსში მონაწილეთა კანდიდატების საკითხის განხილვა შეუძლია, როგორც ამ კანდიდატების დაუსწრებლად, ასევე მათთან უშუალო გასაუბრებით.
4. კომისიას უფლება აქვს კანდიდატს შესთავაზოს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის ალტერნატიული ვარიანტი.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 26. გარემოებები, რომლებიც კანდიდატის შერჩევისას უნდა იქნეს გათვალისწინებული🔗
კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
1. კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
ა) სამეცნიერო ხარისხს;
ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილებას;
გ) საგადასახადო ორგანოებში მუშაობის გამოცდილებას;
დ) საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობას;
ე) საქმიან და მორალურ რეპუტაციას.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატთა კვალიფიკაციის შეფასება ხდება შემდეგი ქულების გათვალისწინებით:
ა) გამოცდაზე დაგროვილი ქულების რაოდენობა:
მინიმალური – 0;
მაქსიმალური – 40;
ბ) განათლება:
საშუალო ეკონომიკური – 0,5
სხვა უმაღლესი – 1
უმაღლესი იურიდიული – 1,5
უმაღლესი ეკონომიკური – 1,5
უმაღლესი იურიდიული და უმაღლესი ეკონომიკური – 2,5
გ) სამეცნიერო ხარისხი (იურიდიული ან ეკონომიკური მეცნიერებები):
მეცნიერებათა კანდიდატი – 1,5
მეცნიერებათა დოქტორი – 2,5;
დ) საგადასახადო ორგანოებში მუშაობის გამოცდილება:
1 წლამდე – 0,5
1-დან 3 წლამდე – 1
3-დან 5 წლამდე – 1,5
5-დან 10 წლამდე – 2
10 წელი და ზევით – 2,5;
ე) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება:
1 წლამდე – 0.5
1-დან 3 წლამდე – 1
3-დან 5 წლამდე – 1,5
5-დან 10 წლამდე – 2
10-დან ზევით – 2,5.
3. საქმიანი და მორალური რეპუტაციის შეფასება ხდება კომისიის მიერ შედგენილი კითხვარის შესაბამისად მაქსიმუმ 20 ქულით;
4. რეორგანიზაციის შემთხვევაში კანდიდატის შეფასება საქმიანი და მორალური რეპუტაციის ნაცვლად ხდება შრომის ნაყოფიერების გათვალისწინებით, ამასთან მაქსიმუმ 20 ქულით;
5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის ქულებით შეფასება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში. შესარჩევი კონკურსის მომზადების სამდივნოს მიერ თითოეული კანდიდატის საშუალო ქულის დადგენის მიზნით, აღნიშნული შეფასებების კომპიუტერული დამუშავება ხდება კომისიის ერთ-ერთი წევრის თანდასწრებით.
6. ქულების გამოთვლა ხდება შემდეგნაირად:
ა) ყველა კომისიის წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება);
ბ) კომისიის მიერ დადგენილი კანდიდატის საბოლოო ქულას დამატებული ტესტირებისას მიღებული ქულა.
7. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, ყველა დამსწრე წევრები და სხდომის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
მუხლი 27. საკვალიფიკაციო გამოცდა და შესარჩევი კონკურსი გარდამავალ პერიოდში🔗
1. 2000 წლის 31 დეკემბრამდე საკვალიფკაციო გამოცდა და შესარჩევი კონკურსი ტარდება საქართველოს რეგიონების მიხედვით.
1. საკვალიფკაციო გამოცდა და შესარჩევი კონკურსი ტარდება საქართველოს რეგიონების მიხედვით.
2. საკვალიფიკაციო გამოცდებისა და შესარჩევი კონკურსის ჩატარების პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
3. საკვალიფიკაციო გამოცდა და შესარჩევი კონკურსი ტარდება საგადასახადო ორგანოების მხოლოდ იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ დამტკიცებული „საგადასახადო ორგანოების სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კანდიდატს გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის უფლება ეძლევა ერთი წლის შემდეგ.
4. პირს საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს წელიწადში ერთხელ.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 11 ივლისის ბრძანება №124 - სსმ III, №66, 17.07.2000 წ., მუხ.603
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №496 - სსმ III, №113, 04.12.2000 წ., მუხ.931
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანება №103 „საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ“, №103, 15.06.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).004.000286 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1353685-1/