საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.05.2003 ძალადაკარგული 23.03.2007
ნომერი
№91
სარეგისტრაციო კოდი
430210000.11(1).010.005850
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 30/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.11.101.005.850

საქართველოს განათლების მინისტრის

ბრძანება №91

2003 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ

1.  ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის III თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმები და წესი”.

 2. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებმა, სასკოლო ოლქის სამმართველოებმა, ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებებმა:

ა) დროულად დაიყვანონ აღნიშნული ბრძანება ყველა სასწავლო დაწესებულებამდე;

ბ) პრაქტიკული დახმარება და ზედამხედველობა გაუწიონ სასწავლო დაწესებულებებს სასწავლო წლის ორგანიზებულად დამთავრებისა და ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის” შესაბამისად, სახელმწიფო გამოცდების ჩატარების საქმეში.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის 23 მაისის №106 ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ” ჩაითვალოს ძალადაკარგულად.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ თ. ტატიშვილს.

ალ. კარტოზია

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

 

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმები და წესი

I. მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანისა და გამოშვების წესი

1. პირველი კლასის მასწავლებელი სასწავლო წლის ბოლოს ადგენს თითოეული მოსწავლის პედაგოგიურ დახასიათებას, რის საფუძველზეც, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსწავლე გადადის მეორე კლასში.

2.პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, II,    III, IV, V, VI, VII, VIII, IX და X კლასებიდან შემდეგ კლასში გადაჰყავთ მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში აქვთ დადებითი წლიური შეფასება. სასწავლო წლის ბოლოს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო და არასახელმწიფო (კერძო) სკოლებში (გიმნაზიებსა და ლიცეუმებში), გარდა მე-11 კლასისა, გამოცდები არ ტარდება.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

3. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსწავლეთა გათავისუფლება შრომითი სწავლების, ფიზიკური აღზრდისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების გაკვეთილებიდან არ ახდენს გავლენას შემდეგ კლასში გადაყვანასა და სკოლიდან გამოშვებაზე.

4. სემესტრული ნიშნების საფუძველზე, მასწავლებლებს გამოჰყავთ წლიური ნიშნები საგნებში, მოსწავლეთა ცოდნის, უნარისა და ჩვევების ფაქტობრივი დონის გათვალისწინებით, მეცადინეობის შეწყვეტამდე 2-3 დღით ადრე. II-IV კლასებში ნიშნები ყოფაქცევაში გამოჰყავთ ამ კლასების მასწავლებლებს, ხოლო V-XI კლასებში – კლასის ხელმძღვანელებს.

5. მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო (ცხრა კლასი) განათლების საფეხური, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადადიან სხვა ტიპის (სახელობო, დაწყებითი და საშუალო პროფესიული განათლების, სხვა უწყების) სასწავლებლებში, მიდიან სასწავლებლად საზღვარგარეთ, ან გადიან სკოლიდან და სწავლას აღარ აგრძელებენ.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

6. წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში მოსწავლეს დაეწერება მხოლოდ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ შემთხვევაში II, III, IV კლასების მასწავლებლები და V, VI, VII, VIII, IX, X კლასების ხელმძღვანელები პედაგოგიურ საბჭოს წარუდგენენ შესაბამის დასაბუთებას.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

7. მეორიდან მეათე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება ყოფაქცევაში, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით გადაჰყავთ შემდეგ კლასში. მათი ყოფაქცევისა და ამ კლასში დატოვების შესახებ იმსჯელებს პედაგოგიური საბჭო მომავალი სასწავლო წლის პირველ სემესტრში.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

8.(ამოღებულია).

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

9. მოსწავლეებს, რომელთაც წლიური ან საბოლოო არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვთ არა უმეტეს ორ საგანში ან საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, ენიშნებათ საშემოდგომო გამოცდა. ამ მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, დატოვების ან გამოშვების საკითხი წყდება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, საშემოდგომო გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.

10.II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX და X კლასების მოსწავლეები, რომელთაც არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება აქვთ სამ და მეტ საგანში, აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს თუნდაც ერთი საშემოდგომო გამოცდა, დატოვებულ იქნებიან იმავე კლასში.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

11. XI კლასის მოსწავლეები, რომელთაც წლიური ან საბოლოო არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვთ ორზე მეტ საგანში, გადიან სკოლიდან და ეძლევათ ცნობა საშუალო სკოლის კურსის მოსმენის შესახებ. თუ მოსწავლეს გამოცდის შედეგად არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაუგროვდა ორზე მეტ საგანში, საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად იგი მომდევნო წელს გამოცდებს აბარებს იმ საგნებშიც, რომლებშიც არ იქნა დაშვებული წინა წელს.

12. XI კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ავადმყოფობის გამო გააცდინეს 45 დღეზე მეტი, მათი სურვილითა და პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დატოვებულ იქნენ იმავე კლასში.

13. დაწყებითი საფეხურის კლასების 14-ისა და VII-IX კლასების 18 წლის მოსწავლეები, რომლებიც დატოვებულ იქნებიან იმავე კლასში, სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილებასთან შეთანხმებით, გაირიცხებიან სკოლიდან.

14. V-XI კლასების მოსწავლეები, რომელთაც არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება აქვთ მშობლიურ ენაში ან ლიტერატურაში, ან – ორივეში, საშემოდგომო გამოცდას აბარებენ, შესაბამისად, ენაში ან ლიტერატურაში, ან – ორივეში.

15. მოსწავლეთა გადაყვანის, გამოცდებზე დაშვების, იმავე კლასში დატოვების, საშემოდგომო გამოცდების მიცემის საკითხს წყვეტს სკოლის პედაგოგიური საბჭო, რომლის გადაწყვეტილება ამ საკითხებზე ოფიციალურად უნდა ეცნობოს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

16. საშემოდგომო გამოცდები ყველა კლასისათვის ტარდება 21-დან 30 აგვისტოს ჩათვლით.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

17. მოსწავლეები ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო გამოსაშვები გამოცდებიდან, როგორც წესი, არ თავისუფლდებიან. განსაკუთრებულ შემთხვევაში საკითხს წყვეტს განათლების მინისტრი სკოლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობისა და სხვა სათანადო საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

18. XI კლასის მოსწავლეები, რომლებიც საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, სათანადო საბუთების წარმოდგენის შემდეგ გამოცდებზე დაიშვებიან შემოდგომაზე, თუ ისინი იმავე მიზეზების გამო შემოდგომაზეც ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სასწავლო საგანში დადებითი წლიური შეფასების შემთხვევაში, მათ მიეცემათ საშუალო განათლების ატესტატები წლიური ნიშნების საფუძველზე.

19. სკოლის დირექტორი ვალდებულია გამოცდების დაწყებამდე “საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრუტერიუმები და წესი” განიხილოს პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, ხოლო ის პუნქტები, რომლებიც ეხება მოსწავლესა და მშობელს, გააცნოს მათ.

20. XI კლასი გამოსაშვები გამოცდების რაოდენობას, მათი ჩატარების წესს, ფორმასა და ვადებს ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

21. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას XI გამოსაშვებ კლასში, სკოლის დირექტორის წარდგინებით, ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილება გამოცდების დაწყებამდე ორი კვირით ადრე.

22. მასწავლებელი (დირექტორი, მისი მოადგილე), რომელიც მოცემულ კლასში ასწავლის საგამოცდო საგანს, არ შეიძლება იყოს ამ საგანში საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე.

23. საგამოცდო კომისიის წევრებად შეირჩევიან უმაღლესი განათლების, გამონაკლის შემთხვევაში, დაუმთავრებელი უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებლები, მათი ფაქტობრივი კვალიფიკაციის გათვალისწინებით. აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლაში შეიძლება შეიქმნას რამდენიმე საგამოცდო კომისია.

24. გამოცდები ტარდება სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ცხრილით, რომელიც გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გამოიკვრება მოსწავლეთა და მშობელთათვის გასაცნობად. ცხრილში გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

ა) თითოეულ კლასში დღეში არა უმეტეს ერთი გამოცდისა;

ბ) გამოცდებს შორის შუალედების ხანგრძლიობა, თითოეული სასწავლო საგნის კურსის მოცულობის შესაბამისად (არანაკლებ ორი დღისა);

გ) საგამოცდო საგნებში კონსულტაციების ჩატარების დღეები და საათები.

25. მოსწავლეებს ეკრძალებათ გამოცდებზე რვეულების, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების გამოყენება. მათ უფლება ეძლევათ ისარგებლონ რუკებით, ცხრილებით, სტატისტიკური ცნობარებით, მოდელებით, სქემებით, კოლექციებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით. მოსწავლეს, რომელიც გამოცდაზე შემჩნეული იქნება ამ მოთხოვნების დარღვევაში, ჩამოერთმევა გამოცდის გაგრძელების უფლება და დაეწერება “2” (ცუდი), რის შესახებაც შედგება სათანადო აქტი.

26. მოსწავლეები, რომელთაც წერითი სამუშაო შეასრულეს, ნამუშევრებს აბარებენ საგამოცდო კომისიას და გადიან საკლასო ოთახიდან.

27. საგამოცდო წერითი ნამუშევრები ინახება სკოლის დირექტორთან. მასწავლებელი მათ ასწორებს სკოლაში საგამოცდო კომისიის წევრებთან ერთად. ნამუშევრის შემოწმებისას შეცდომებს ხაზი უნდა გაესვას. მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში წერითი ნამუშევრებს გასწორებისას ცალკე (რვეულის არეზე) უნდა იქნეს გამოტანილი და დაჯამებული დაშვებული შეცდომები მათი სახეების მიხედვით.

28. თუ გამოსაცდელთა რიცხვი 20-ს აღემატება, ზეპირი გამოცდისას კლასი ორ ჯგუფად იყოფა, მაგრამ გამოცდა ერთ დღეს ტარდება, თითოეულ ჯგუფს ეძლევა მოცემულ საგანში ბილეთებისა და დამატებითი მასალების სრული კომპლექტი. ნახმარი ბილეთების განმეორებით გამოყენება იმავე ჯგუფში არ შეიძლება. დამატებითი მასალა (ამოცანები, მაგალითები) პარალელური კლასებისათვის სხვადასხვა ვარიანტად უნდა შედგეს, ხოლო იმ კლასისათვის, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა, დამატებით მასალას მასწავლებელი ადგენს ერთ ვარიანტად.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

29. გამოსაცდელ მოსწავლეს პასუხის მოსამზადებლად ეძლევა 15-20 წუთი.

30. მოსწავლეს, რომელიც საგამოცდო ბილეთის აღებისთანავე განაცხადებს, რომ არ შეუძლია უპასუხოს მოცემულ კითხვებზე, საგამოცდო კომისიის ნებართვით, შეუძლია აიღოს მეორე ბილეთი, მაგრამ შეფასებისას აკლდება ერთი ნიშანი.

31. გამოცდას ხელმძღვანელობს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე.

32. საგამოცდო კომისიის წევრები ისმენენ მოსწავლის პასუხს ბილეთის მიხედვით. გამოსაცდელს შეიძლება მიეცეს დამატებითი კითხვები, როგორც წესი, ბილეთით გათვალისწინებული მასალის ფარგლებში. თუ მოსწავლე ბილეთზე პასუხის გაცემისას ვერ გამოამჟრავნებს მასალის დამაკმაყოფილებელ ცოდნას, მას დამატებით შეიძლება დაესვას კითხვები პროგრამული მასალიდან. მოსწავლეებს შეკითხვა შეიძლება მისცეს მხოლოდ გამომცდელმა მასწავლებელმა, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა.

33. გამოცდაზე გარეშე პირთა დაშვება აკრძალულია.

34. ზეპირი გამოცდების დროს მოსწავლეებისათვის წესდება შესვენება ყოველი აკადემიური საათს შემდეგ, ამასთან, გამოძახებული მოსწავლის გამოკითხვა არ წყდება. პასუხის დამთავრების შემდეგ მოსწავლე გადის კლასიდან.

35. გამოცდის დამთავრების შემდეგ კომისია აფასებს მოსწავლეთა პასუხებს, წერს შეფასებებს და შეაქვს საგამოცდო ოქმში, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მოცემული საგნის საგამოცდო კომისიის ყველა წევრი. ზეპირ გამოცდაზე მიღებული შეფასება გამოცდის დამთავრებისთანავე შეიტანება საგამოცდო ოქმში და ეცნობება მოსწავლეს. წერითი გამოცდის შეფასება მოსწავლეს უნდა ეცნობოს მომდევნო გამოცდის ჩატარებამდე. მოსწავლის მიერ ზეპირ (წერით) გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება ეცნობება მშობელს (მეურვეს).

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

36. მოსწავლის წერითი ნამუშევრის ან ზეპირი პასუხის შეფასებისას, საგამოცდო კომისიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, საკითხი წყდება ხმის უმრავლესობით.

37. იმ საგნებში, რომლებშიც ტარდება გამოცდები, მოსწავლეთათვის საბოლოო შეფასებების გამოყვანა ხდება წლიური და საგამოცდო შეფასებათა საფუძველზე.

38. (ამოღებულია).

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

 

II. გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები მეცხრე კლასში და მეათე კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი

                                                        (ამოღებულია)

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

 

III. გამოსაშვები გამოცდები მეთერთმეტე კლასში

57. მე-11 კლასში 2-დან 15 ივნისის ჩათვლით საქართველოს ყველა ტიპის სახელმწიფო და არასახელმწიფო (კერძო) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში ტარდება სავალდებულო სახელმწიფო გამოცდები შემდეგ საგნებში:

ა) არაპროფილურ კლასებში: მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 2 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში (წერა) – 8 ივნისს, საქართველოს ისტორიაში ზეპირი (არაქართულენოვან სკოლებში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში – ზეპირი) და სკოლის მიერ შერჩეულ ერთ საგანში;

ბ) ჰუმანიტარული პროფილის კლასებში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 2 ივნისს, მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – ზეპირი (იმ სკოლებში, სადაც უცხოური ენა გაღრმავებულად ისწავლება – უცხოურ ენაში – ზეპირი), საქართველოს ისტორიაში – ზეპირი (არაქართულენოვან სკოლებში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში – ზეპირი) და სკოლის მიერ შერჩეულ ერთ მაპროფილებელ საგანში;

გ) არაჰუმანიტარული პროფილის კლასებში მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 2 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში (წერა) – 8 ივნისს, სკოლის მიერ შერჩეულ ორ მაპროფილებელ საგანში.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

58. თემებსა და მაგალითებს წერითი გამოცდებისათვის ყველა უწყების სახელმწიფო და არასახელმწიფო სასწავლებლებს XI კლასისათვის ამზადებს და აცხადებს განათლების სამინისტრო.

59. XI კლასისათვის ზეპირი გამოცდების ბილეთებს ამზადებს და აქვეყნებს განათლების სამინისტრო, ხოლო სკოლის მიერ შერჩეულ საგნებში – სკოლა. საგამოცდო მასალა პარალელური კლასებისათვის მზადდება ცალ-ცალკე და იგი წინასწარ არ უნდა იყოს ცნობილი მოსწავლეებისათვის.

60. XI კლასის საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედიან: თავმჯდომარე (დირექტორი, მისი მოადგილე ან მასწავლებელი), მოცემული საგნის მასწავლებელი, კომისიის ორი წევრი (იმავე ან მონათესავე საგნის სპეციალისტები).

61. საშემოდგომო გამოცდას, როგორც წესი, ატარებს იგივე კომისია, რომელიც ღებულობდა გამოცდას გაზაფხულზე. თუ საგანში არ იყო გამოცდა, საგამოცდო კომისია იქმნება ახლად, იმავე წესით, რაც საგაზაფხულო გამოცდებისათვის არის დაწესებული.

62. ცხრაწლიანი სკოლის ბაზაზე მომუშავე XI კლასის მოსწავლეები გამოცდებს, განათლების განყოფილების გადაწყვეტილებით, აბარებენ ერთ-ერთ უახლოეს საშუალო სკოლაში. ატესტატს გასცემს ის სკოლა, რომელშიც მოსწავლეებმა ჩააბარეს გამოცდები.

63. იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე, განმეორებითი გამოცდები ტარდება მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – 18 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში – 21 ივნისს.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

64. საშემოდგომო გამოცდები ჩატარდება სასწავლო წლის დაწყებამდე 21-დან 30 აგვისტოს ჩათვლით. საგამოცდო თემებსა და მაგალითებს XI კლასში საშემოდგომო გამოცდებისათვის შეარჩევენ სკოლები.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

65. წერით გამოცდებზე მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებს ეძლევათ სამი თემა. მათ აქვთ არჩევის უფლება.

66. წერითი სამუშაოს შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში 6 ასტრონომიული საათი, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში – 4 საათი.

67. XI კლასში ენისა და ლიტერატურის წერით გამოცდაზე თხზულება ფასდება ერთი ნიშნით, ხოლო არაქართულენოვან სკოლებში – ორით. საბოლოო ნიშანი მშობლიურ (ქართულ) ენისა და ლიტერატურაში გამოდის ცალ-ცალკე წლიური და საგამოცდო ნიშნების საფუძველზე, ხოლო პროფილურ კლასებში – წლიური, საგამოცდო წერითი და ზეპირი ნიშნების საფუძველზე.

68. საგამოცდო თემები მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში და მაგალითების ნომრები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში ქვეყნის ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებისათვის, აგრეთვე, ცალკე ვარიანტი ალგებრასა და ანალიზის საწყისებში ფიზიკა-მათემატიკის პროფილის კლასებისათვის, ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გადაიცემა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის პირველი პროგრამით გამოცდების ჩატარების დღეს, 8 საათსა და 30 წუთზე (ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზირებული სკოლები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში წერითი გამოცდის საკითხებს პაკეტებით მიიღებენ გამოცდის დაწყებამდე საქართველოს განათლების სამინისტროში).

69.თემები საგამოცდო თხზულებისათვის მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში და მაგალითების ნომრები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში განმეორებითი გამოცდებისათვის გადაიცემა რადიოთი 18 ივნისს და 21 ივნისს.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

70. სკოლის დირექტორს ევალება უზრუნველყოს რადიო (ტელე) გადაცემების შეუფერხებელი მიღება.

71. საგამოცდო თემებს და მაგალითების ნომრებს რადიოთი (ტელევიზიით) მოისმენენ და ჩაიწერენ საგამოცდო კომისიის წევრები ცალკე ოთახში და 9 საათზე გააცნობენ მოსწავლეებს.

72. მოსწავლეებმა საგამოცდო ოთახში ადგილები უნდა დაიკავონ გადაცემის დაწყებამდე. მოსწავლე, რომელიც გამოცდაზე გამოცხადდება გადაცემის დაწყების შემდეგ, გამოცდაზე არ დაიშვება. იგი ამ გამოცდას ჩააბარებს განმეორებითი გამოცდის დღეს.

73. გამოცდების ორგანიზება და სკოლაში წესრიგის დაცვა ევალება სკოლის დირექტორს.

74. გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით განათლების განყოფილებაში იქმნება საგნის სპეციალისტთა ჯგუფი, რომლის ტელეფონის ნომერი უნდა იცოდეს ყველა სკოლის დირექტორმა.

75. ალგებრასა და ანალიზის საწყისებში წერითი გამოცდისათვის ყველა ტიპის ქართული, აგრეთვე, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომუშავე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ კოლმოგოროვის რედაქციით 1988 და შემდგომ წლებში გამოცემული X-XI კლასების სახელმძღვანელოთი “ალგებრა და ანალიზის საწყისები”, ხოლო რუსულ და ზოგიერთ სომხურ ენაზე მომუშავე სკოლები – 1990 და შემდგომ წლებში გამოცემული სახელმძღვანელოთი.

76. XI კლასების საგამოცდო წერითი გამოცდებისათვის სკოლებს სპეციალური შტამპიანი ფურცლებით უზრუნველყოფენ განათლების განყოფილებები.

77. საგამოცდო კომისია ავსებს ოქმს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სკოლაში, მეორე ეგზავნება რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილებას. განათლების სამინისტროში იგზავნება საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა საბოლოო ნიშნის ფურცელი.

78. სასკოლო ოლქის სამმართველო და რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილება, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, პასუხისმგებელია გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებაზე; ისინი უზრუნველყოფენ გამოცდების ჩატარებას საჯაროობის ვითარებაში, ზემოაღნიშნული წესების ზუსტი დაცვით.

79. გამოცდების დამთავრების შემდეგ სკოლის პედაგოგიური საბჭო, საგამოცდო კომისიის ყველა წევრის მონაწილეობით, იხილავს გამოცდების შედეგებს და წყვეტს XI კლასების კურსდამთავრებულთათვის საშუალო განათლების ატესტატის გაცემის საკითხს.

80. ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები, სასკოლო ოლქის სამმართველოები, ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებები, ამ წესდების ზუსტი დაცვით, უზრუნველყოფენ ყველა ტიპის, მათ შორის, არასახელმწიფო (კერძო) სკოლების ინფორმირებას, გამოცდებისათვის მზადებას, სკოლებში საგამოცდო თემებისა და მასალების შეუფერხებელ მიღებას.

81. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულებს ეძლევათ ატესტატი.

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

                                           IV. გარდამავალი დებულებანი

                                                        (ამოღებულია)

საქართველოს   განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 2 ივლისის ბრძანება №102–სსმIII,№66, 02.07.2004წ.,მუხ.580

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ“, №91, 21.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 430210000.11(1).010.005850 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1355730-1/