საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.108.005.373
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №33
2002 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 261-ე მუხლისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შესახებ” 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს თავმჯდომარე ი. მანაგაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №50-სსმIII,№128,10.11.2003წ.,მუხ.1063
2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება №3-სსმIII, №43,12.04.2005წ.,მუხ.455
3. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
4. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 9 მარტის დადგენილება №13-სსმIII, №35,17.03.2006წ.,მუხ.431
5. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 21 ივნისის დადგენილება №38-სსმIII, №88,30.06.2006წ.,მუხ.1172
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების
წ ე ს ი
1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი ადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკში შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
ამ წესში გამოყენებული ტერმინი „შესყიდვა“ ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი სახის საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შესყიდვას, აგრეთვე იჯარას, ქირავნობას და ლიზინგს. შესყიდვა ხორციელდება მომსახურებისა და საქონლის სახეობებისა და შინაარსის მიხედვით.
2. წესის მიზანია შესყიდვისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის, შესყიდვების საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ამ პროცესში კორუფციული და სხვა სახის ნეგატიური მოვლენების თავიდან აცილება.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად; ხოლო დაქვემდებარებული ფილიალები შესყიდვებს განახორციელებენ დამოუკიდებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით (მათი თანხმობით), იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ფილიალის მიერ განსახორცილებელი შესყიდვის წლიური ჯამი არ აღემატება სატენდერო თანხას. ეროვნული ბანკის მიერ წლის განმავლობაში გაუთვალისწინებელი ობიექტების შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში (ასი ათას ლარამდე), შესყიდვა განხორციელდეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის თანხმობით. მომდევნო წლის გეგმის დამტკიცებიდან ახალი ტენდერის ჩატარებამდე პერიოდში შესყიდვები განხორციელდეს პირდაპირი შესყიდვის წესით. ამ პერიოდში ხა რჯები გაწეულ იქნეს დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისი თანხის 1/12-ის ფარგლებში ყოველთვიურად, ცალკეული შესასყიდი ობიექტის მიხედვით.
3' მრავალწლიანი შესყიდვა შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან და ყოველწლიურად აისახოს შესაბამისი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის შესყიდვების გეგმაში.
4 ეროვნულ ბანკში შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სატენდერო კომისია ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოს წინაშე.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება №3-სსმIII, №43,12.04.2005წ.,მუხ.455
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 9 მარტის დადგენილება №13-სსმIII, №35,17.03.2006წ.,მუხ.431
2. სატენდერო კომისია
1. შესყიდვების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება სატენდერო კომისია. კომისიის შემადგენლობაშია კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები. სატენდერო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
2. სატენდერო კომისია უფლებამოსილია:
ა) შეარჩიოს მიმწოდებელი ამ დებულებით განსაზღვრული წესით;
ბ) დაათვალიეროს (შეამოწმოს) შესყიდვის საგანი;
გ) მოახდინოს შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის დისკვალიფიკაცია დებულებით განსაზღვრულ შემთხვევაში;
დ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, თუ ამის აუცილებლობა იქმნება ეროვნული ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე.
1 სატენდერო კომისია ვალდებულია:
ა) რაციონალურად და ეროვნული ბანკის ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები კონკრეტულ პროდუქტზე არსებული რეალური საბაზრო ღირებულებით, გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
ბ) შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას შესყიდვაში მონაწილე პირების მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
გ) წარუდგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოველკვარტალური ანგარიში განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
3. ტენდერის მიმდინარეობისას სატენდერო კომისიის მიერ ფორმდება შესაბამისი სხდომის ოქმი.
4. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, მის თანამშრომელთაგან 3 კაცის შემადგენლობით იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელიც ექვემდებარება სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს.

3. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები
1. დაუშვებელია შესყიდვისას მასში მონაწილეობის მსურველმა ან/და მონაწილე პირმა თხოვნით მიმართოს სატენდერო კომისიას (მის წევრს) ან ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შუამდგომლობის შესახებ ან მოახდინოს პირდაპირი ან ფარული ზეგავლენა ნებისმიერი გზით, რათა მოიპოვოს შესყიდვის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ხელშეკრულების დადების უფლება.
2. სატენდერო კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. დაუშვებელია შესყიდვაში მონაწილეობა მიიღოს კომისიის წევრმა, თუ იგი ახლო ნათესაურ კავშირშია ან პირადი ან სხვა საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ტენდერში მონაწილე რომელიმე პრეტენდენტთან.
3. შესყიდვის ყველა მონაწილეს უნდა დაუწესდეს თანაბარი მოთხოვნები, დაუშვებელია მათი რაიმე საფუძვლით დისკრიმინაცია ან მათ მიმართ რაიმე უპირატესობის დაწესება, გარდა ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. შესყიდვის მთელი პროცედურის განმავლობაში დაუშვებელია სატენდერო კომისიასა და პრეტენდენტს შორის მოლაპარაკება სატენდერო წინადადებებთან დაკავშირებით.
4. შესყიდვების განხორციელების ფორმები
1. საქართველოს ეროვნულ ბანკში შესყიდვების განხორციელების ფორმებია:
ა) ღია ტენდერი, რომელიც ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 100000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში _ 230000 ლარს;
ბ) დახურული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება ნაკლებია 230000 ლარზე და აღემატება 120000 ლარს;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება წარმოებს, როცა შესყიდვების ობიექტის ღირებულება 100 000 ლარამდეა, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში კი 120 000 ლარამდე.“.
2. ,,სახელმწიფო“ და „პროფესიულ“ საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების საკითხს, რომელიც ექვემდებარება საიდუმლო საქმისწარმოების წესს, ასევე სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათი ღირებულების მიუხედავად, განიხილავს და წყვეტს ეროვნული ბანკის საბჭო.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №50-სსმIII,№128,10.11.2003წ.,მუხ.1063

5. ღია ტენდერი
1. ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით აქვეყნებს განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ შესაბამის ბეჭდვით ორგანოში.
2. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მისამართი და საკონტაქტო ნომერი;
ბ) შესასყიდი საქონლის სახეობა, რაოდენობა, ხარისხი, მიწოდების ადგილი, ფორმა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების სახეობა, ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას ეროვნული ბანკი საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადა და ადგილი;
ე) მოთხოვნები საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;
ვ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების წესი, ვადა, ადგილი, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებული მოსაკრებლის განაკვეთი;
ზ) ტენდერის სხვა პირობები.
3. განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია, რომელიც აქვეყნებს ან გზავნის განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.
4. სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ, ხოლო დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, განცხადებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ყველა პირს, რომელსაც კომისიამ მიმართა თავდაპირველად. ამგვარი ცვლილების შეტანა და გამოქვეყნება (მიწოდება) უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადის დასრულებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.

მუხლი 5'. ორეტაპიანი ტენდერი
1. ორეტაპიანი ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა:
ა) შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა და შემსყიდველ ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკება ტექნიკური მაჩვენებლების, ეკონომიკური და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით;
ბ) შესყიდვის ობიექტია ინტელექტუალური მომსახურება.
2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები წარადგენენ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირველად სატენ-დერო წინადადებებს ღირებულების მითითების გარეშე.
3. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტთან პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების მიზნით.
4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 21 ივნისის დადგენილება №38-სსმIII, №88,30.06.2006წ.,მუხ.1172
6. დახურული ტენდერი
1. დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ უგზავნის წინასწარ შერჩეულ პირებს, რომლებიც არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ახლონათესაური, სხვა პირადი ან ფინანსური ინტერესით.
2. მათგან არანაკლებ ორი სხვადასხვა პირის თანხმობითა და მათგან სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში ჩატარდება დახურული ტენდერი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, დახურული ტენდერის ჩატარება რეგულირდება ღია ტენდერისთვის დადგენილი წესით.
7. საკვალიფიკაციო მონაცემები
1. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან სატენდერო მოსაკრებელს 200 ლარის ოდენობით, ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე.
2. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული პირის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა;
ბ) შესყიდვის დაწყების მომენტისთვის მისი ხელმძღვანელის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის.
3. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი ფიზიკური პირის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნას _ მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების საქმის წარმოება;
4. თუ საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვს ლიცენზიის, სერტიფიკატის ან ნებართვის არსებობას, შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, სერტიფიკატი ან ნებართვა.
თუ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი ან პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატენდერო კომისიას უფლება აქვს მოახდინოს მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე, შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე. თუ ამ მონაცემების სიყალბე გაირკვა ხელშეკრულების დადების შემდეგ, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. ეროვნული ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მიმწოდებელს მოსთხოვოს საბანკო გარანტია ან სხვა სახის უზრუნველყოფა. ასეთი უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება კომისიას აქვს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების დადებამდე.

8. საკვალიფიკაციო შერჩევა
საკვალიფიკაციო შერჩევა უნდა დამთავრდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგად სატენდერო კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პირს.

9. სატენდერო დოკუმენტაცია
1. სატენდერო კომისია ამტკიცებს სატენდერო დოკუმენტაციას, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შემუშავდება ინდივიდუალურად. კომისია ვალდებულია პრეტენდენტს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, მისი მოთხოვნისთანავე, გადასცეს სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესისა და შესყიდვის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების შესახებ.“;
2. სატენდერო დოკუმენტაცია ზოგადად უნდა შეიცავდეს:
ა) ინსტრუქციას პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადებების შედგენის შესახებ;
ბ) პრეტენდენტთა წინადადებების შეფასების წესებს და კრიტერიუმებს, კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მითითებით, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის კომისია;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერას, მათ შორის გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს;
დ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებს და ფორმას, აგრეთვე მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული ღირებულება;
ე) სატენდერო წინადადების წარდგენის ვადას და ადგილს;
ვ) სატენდერო წინადადების გახსნის დროს, ადგილს, წესს;
ზ) სატენდერო აპარატის რეკვიზიტებს. აპარატს უფლება აქვს იქონიოს კავშირი პრეტენდენტთან და მიაწოდოს მათ დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით.
3. რამდენიმე ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოზე ტენდერის გამოცხადებისას, სატენდერო კომისია ვალდებულია დოკუმენტაციაში დაყოს საქონელი, მომსახურება და სამუშაო ნაწილებად (ლოტებად) ერთგვაროვანი ნიშნით ან/და მათი მიწოდების, გაწევისა და შესრულების ადგილის მიხედვით. ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ცალ-ცალკე საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების თითოეული ლოტის შესაბამისად.

10. პრეფერენციული შეღავათი
შესყიდვაში საქართველოსა და უცხო ქვეყნების პრეტენდენტების მონაწილეობისას საქართველოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ღირებულების მიმართ სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამოიყენოს პრეფერენციული შეღავათი არა უმეტეს 15%-ის ფარგლებში, თუ ამით არ შეილახება სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის ინტერესები.
11. (ამოღებულია)

12. სატენდერო წინადადებათა წარდგენის და განხილვის წესი
1. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტით, კონვერტები იხსნება ერთობლივად, პრეტენდენტთა თანდასწრებით, სატენდერო კომისიის სხდომაზე. პრეტენდენტებს უფლება აქვთ გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადებები კონვერტების გახსნამდე.
2. სატენდერო წინადადებათა შეფასება ხდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმის და პრიორიტეტების გათვალისწინებით.
3. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ მიიღება სატენდერო კომისიის წევრთა მიერ შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით და, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენტური სამმართველოს დასკვნის საფუძველზე. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობით მიენიჭა უპირატესობა; ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის ოქმის სახით.

13. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. გამარჯვებულ პრეტენდენტსა და ეროვნულ ბანკს შორის იდება ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ. დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამის შედეგად უარესდება პირობები ეროვნული ბანკისათვის.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში სატენდერო კომისია მიმართავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე; თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა, ტარდება ხელახალი ტენდერი.

14. ერთ პირთან მოლაპარაკება
1. ერთ პირთან მოლაპარაკების ფორმით შესყიდვები განხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 100000 ლარზე ნაკლებია, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120 000 ლარზე ნაკლები.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელების შესახებ ერთ პირთან მოლაპარაკებით, მიუხედავად შესყიდვის ღირებულებისა, თუ:
ა) საქონლის მოწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა ან არ არსებობს სხვა მისაღები ალტერნატიული პირი;
ბ) ფორს-მაჟორული ან სხვა საგანგებო სიტუაციის გამო აუცილებელია დაუყოვნებლივ განხორციელება;
გ) შესყიდვის ხარისხისა და პირობების გაუარესების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისგან, როდესაც შემოთავაზებული პირობები კვლავაც მისაღებია ეროვნული ბანკისთვის.”.
3. ამ მეთოდის გამოყენების დროს სატენდერო კომისია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ერთი პრეტენდენტი და აწარმოოს მასთან მოლაპარაკება.

+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.108.005.373
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №33
2002 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 261-ე მუხლისა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შესახებ” 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს თავმჯდომარე ი. მანაგაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №50-სსმIII,№128,10.11.2003წ.,მუხ.1063
2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება №3-სსმIII, №43,12.04.2005წ.,მუხ.455
3. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
4. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 9 მარტის დადგენილება №13-სსმIII, №35,17.03.2006წ.,მუხ.431
5. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 21 ივნისის დადგენილება №38-სსმIII, №88,30.06.2006წ.,მუხ.1172
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების
წ ე ს ი
1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი ადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკში შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
ამ წესში გამოყენებული ტერმინი „შესყიდვა“ ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი სახის საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შესყიდვას, აგრეთვე იჯარას, ქირავნობას და ლიზინგს. შესყიდვა ხორციელდება მომსახურებისა და საქონლის სახეობებისა და შინაარსის მიხედვით.
2. წესის მიზანია შესყიდვისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის, შესყიდვების საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ამ პროცესში კორუფციული და სხვა სახის ნეგატიური მოვლენების თავიდან აცილება.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად; ხოლო დაქვემდებარებული ფილიალები შესყიდვებს განახორციელებენ დამოუკიდებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით (მათი თანხმობით), იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ფილიალის მიერ განსახორცილებელი შესყიდვის წლიური ჯამი არ აღემატება სატენდერო თანხას. ეროვნული ბანკის მიერ წლის განმავლობაში გაუთვალისწინებელი ობიექტების შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში (ასი ათას ლარამდე), შესყიდვა განხორციელდეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის თანხმობით. მომდევნო წლის გეგმის დამტკიცებიდან ახალი ტენდერის ჩატარებამდე პერიოდში შესყიდვები განხორციელდეს პირდაპირი შესყიდვის წესით. ამ პერიოდში ხარჯები გაწეულ იქნეს დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისი თანხის 1/12-ის ფარგლებში ყოველთვიურად, ცალკეული შესასყიდი ობიექტის მიხედვით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი შესყიდვებს ახორციელებს ცენტრალიზებულად, წინასწარ დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის ფარგლებში, ხოლო დაქვემდებარებული ფილიალები – ადმინისტრაციულ და აქტივების მუხლით გათვალისწინებულ ხარჯებს გასწევენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. მომდევნო წლის ბიუჯეტისდამტკიცებიდან ახალი ტენდერების ჩატარებამდე პერიოდში შესყიდვები განხორციელდეს პირდაპირი შესყიდვის წესით, ამ პერიოდში ხარჯები გაწეულ იქნეს დამტკიცებული ბიუჯეტის 1/12-ის ფარგლებში ყოველთვიურად, ცალკეული შესასყიდი ობიექტის მიხედვით.
4. ეროვნულ ბანკში შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სატენდერო კომისია ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოს წინაშე. სატენდერო კომისია საბჭოს ანგარიშს წარუდგენს არანაკლებ კვარტალში ერთხელ, თუ საბჭო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად; ხოლო დაქვემდებარებული ფილიალები შესყიდვებს განახორციელებენ დამოუკიდებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით (მათი თანხმობით), იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ფილიალის მიერ განსახორცილებელი შესყიდვის წლიური ჯამი არ აღემატება სატენდერო თანხას. ეროვნული ბანკის მიერ წლის განმავლობაში გაუთვალისწინებელი ობიექტების შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში (ასი ათას ლარამდე), შესყიდვა განხორციელდეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის თანხმობით. მომდევნო წლის გეგმის დამტკიცებიდან ახალი ტენდერის ჩატარებამდე პერიოდში შესყიდვები განხორციელდეს პირდაპირი შესყიდვის წესით. ამ პერიოდში ხარჯები გაწეულ იქნეს დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისი თანხის 1/12-ის ფარგლებში ყოველთვიურად, ცალკეული შესასყიდი ობიექტის მიხედვით.
3' მრავალწლიანი შესყიდვა შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან და ყოველწლიურად აისახოს შესაბამისი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის შესყიდვების გეგმაში.
4 ეროვნულ ბანკში შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სატენდერო კომისია ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოს წინაშე.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება №3-სსმIII, №43,12.04.2005წ.,მუხ.455
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 9 მარტის დადგენილება №13-სსმIII, №35,17.03.2006წ.,მუხ.431
2. სატენდერო კომისია
1. შესყიდვების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება სატენდერო კომისია. კომისიის შემადგენლობაშია კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები. სატენდერო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
1. შესყიდვების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით იქმნება დამოუკიდებელი სატენდერო კომისია.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით კომისიაში ექსპერტად ან კონსულტანტად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები (როგორც ეროვნული ბანკიდან, ისე სხვა უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან).
2. სატენდერო კომისია უფლებამოსილია:
ა) შეარჩიოს მიმწოდებელი ამ დებულებით განსაზღვრული წესით;
ბ) დაათვალიეროს (შეამოწმოს) შესყიდვის საგანი;
გ) მოახდინოს შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის დისკვალიფიკაცია დებულებით განსაზღვრულ შემთხვევაში;
დ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის განხორციელება, თუ ამის აუცილებლობა იქმნება ეროვნული ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე.
1 სატენდერო კომისია ვალდებულია:
ა) რაციონალურად და ეროვნული ბანკის ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები კონკრეტულ პროდუქტზე არსებული რეალური საბაზრო ღირებულებით, გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
ბ) შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას შესყიდვაში მონაწილე პირების მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
გ) წარუდგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოველკვარტალური ანგარიში განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
3. ღია ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 70000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში – 230000 ლარს.
4. დახურული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 70000 ლარზე და აღემატება 25000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში ნაკლებია 230000 ლარზე და აღემატება 120000 ლარს.
3. ტენდერის მიმდინარეობისას სატენდერო კომისიის მიერ ფორმდება შესაბამისი სხდომის ოქმი.
4. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, მის თანამშრომელთაგან 3 კაცის შემადგენლობით იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელიც ექვემდებარება სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 8 აპრილის დადგენილება №3-სსმIII, №43,12.04.2005წ.,მუხ.455
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
3. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები
1. დაუშვებელია შესყიდვისას მასში მონაწილეობის მსურველმა ან/და მონაწილე პირმა თხოვნით მიმართოს სატენდერო კომისიას (მის წევრს) ან ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შუამდგომლობის შესახებ ან მოახდინოს პირდაპირი ან ფარული ზეგავლენა ნებისმიერი გზით, რათა მოიპოვოს შესყიდვის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ხელშეკრულების დადების უფლება.
2. სატენდერო კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. დაუშვებელია შესყიდვაში მონაწილეობა მიიღოს კომისიის წევრმა, თუ იგი ახლო ნათესაურ კავშირშია ან პირადი ან სხვა საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ტენდერში მონაწილე რომელიმე პრეტენდენტთან.
3. შესყიდვის ყველა მონაწილეს უნდა დაუწესდეს თანაბარი მოთხოვნები, დაუშვებელია მათი რაიმე საფუძვლით დისკრიმინაცია ან მათ მიმართ რაიმე უპირატესობის დაწესება, გარდა ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. შესყიდვის მთელი პროცედურის განმავლობაში დაუშვებელია სატენდერო კომისიასა და პრეტენდენტს შორის მოლაპარაკება სატენდერო წინადადებებთან დაკავშირებით.
4. შესყიდვების განხორციელების ფორმები
1. საქართველოს ეროვნულ ბანკში შესყიდვების განხორციელების ფორმებია:
ა) ღია ტენდერი;
ბ) დახურული ტენდერი;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება.
2. „სახელმწიფო“ და „პროფესიულ“ საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების ფორმას, მათი ღირებულების მიუხედავად, განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო და იგი ექვემდებარება საიდუმლო საქმის წარმოების წესს.
ა) ღია ტენდერი, რომელიც ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 100000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში _ 230000 ლარს;
ბ) დახურული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება ნაკლებია 230000 ლარზე და აღემატება 120000 ლარს;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება წარმოებს, როცა შესყიდვების ობიექტის ღირებულება 100 000 ლარამდეა, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში კი 120 000 ლარამდე.“.
2. ,,სახელმწიფო“ და „პროფესიულ“ საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების საკითხს, რომელიც ექვემდებარება საიდუმლო საქმისწარმოების წესს, ასევე სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათი ღირებულების მიუხედავად, განიხილავს და წყვეტს ეროვნული ბანკის საბჭო.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №50-სსმIII,№128,10.11.2003წ.,მუხ.1063
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 9 მარტის დადგენილება №13-სსმIII, №35,17.03.2006წ.,მუხ.431
5. ღია ტენდერი
1. ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით აქვეყნებს განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ შესაბამის ბეჭდვით ორგანოში.
2. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
1. ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით აქვეყნებს განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ. განცხადება ქვეყნდება რესპუბლიკური დანიშნულების ერთ გაზეთში მაინც და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
1. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მისამართი და საკონტაქტო ნომერი;
ბ) შესასყიდი საქონლის სახეობა, რაოდენობა, ხარისხი, მიწოდების ადგილი, ფორმა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების სახეობა, ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას ეროვნული ბანკი საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასების კრიტერიუმები და წესი;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადა და ადგილი;
ვ) მოთხოვნები საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;
ზ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების წესი, ვადა, ადგილი, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებული მოსაკრებლის განაკვეთი;
თ) ტენდერის სხვა პირობები.
2. განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია, რომელიც აქვეყნებს ან გზავნის განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.
3. სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ, ხოლო დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, განცხადებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ყველა პირს, რომელსაც კომისიამ მიმართა თავდაპირველად.
ამგვარი ცვლილების შეტანა და გამოქვეყნება (მიწოდება) უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადის დასრულებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
დ) საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადა და ადგილი;
ე) მოთხოვნები საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;
ვ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების წესი, ვადა, ადგილი, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებული მოსაკრებლის განაკვეთი;
ზ) ტენდერის სხვა პირობები.
3. განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია, რომელიც აქვეყნებს ან გზავნის განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.
4. სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ, ხოლო დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, განცხადებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ყველა პირს, რომელსაც კომისიამ მიმართა თავდაპირველად. ამგვარი ცვლილების შეტანა და გამოქვეყნება (მიწოდება) უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადის დასრულებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
მუხლი 5'. ორეტაპიანი ტენდერი
1. ორეტაპიანი ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა:
ა) შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა და შემსყიდველ ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკება ტექნიკური მაჩვენებლების, ეკონომიკური და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით;
ბ) შესყიდვის ობიექტია ინტელექტუალური მომსახურება.
2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები წარადგენენ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირველად სატენ-დერო წინადადებებს ღირებულების მითითების გარეშე.
3. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტთან პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების მიზნით.
4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 21 ივნისის დადგენილება №38-სსმIII, №88,30.06.2006წ.,მუხ.1172
6. დახურული ტენდერი
1. დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ უგზავნის წინასწარ შერჩეულ პირებს, რომლებიც არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ახლონათესაური, სხვა პირადი ან ფინანსური ინტერესით.
2. მათგან არანაკლებ ორი სხვადასხვა პირის თანხმობითა და მათგან სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში ჩატარდება დახურული ტენდერი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, დახურული ტენდერის ჩატარება რეგულირდება ღია ტენდერისთვის დადგენილი წესით.
7. საკვალიფიკაციო მონაცემები
1. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან სატენდერო მოსაკრებელს 200 ლარის ოდენობით, ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე.
1. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან სატენდერო მოსაკრებელს ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში 500 ლარის, ხოლო დახურული ტენდერის შემთხვევაში – 150 ლარის ოდენობით, ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე.
2. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი იურიდიული პირის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა;
ა) მის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა, მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება, იძულებითი სააღსრულებო წარმოება, არ უნდა ხორციელდებოდეს მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ბ) შესყიდვის დაწყების მომენტისთვის მისი ხელმძღვანელის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის.
3. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი ფიზიკური პირის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნას _ მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების საქმის წარმოება;
3. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი ფიზიკური პირის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს ქმედუნარიანი, სათანადო კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირი;
ბ) მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების საქმის წარმოება;
გ) არ უნდა ჰქონდეს შელახული რეპუტაცია ეროვნულ ბანკთან ურთიერთობაში.
4. თუ საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვს ლიცენზიის, სერტიფიკატის ან ნებართვის არსებობას, შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, სერტიფიკატი ან ნებართვა.
თუ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი ან პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატენდერო კომისიას უფლება აქვს მოახდინოს მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე, შესყიდვის ხელშეკრულების დადებამდე. თუ ამ მონაცემების სიყალბე გაირკვა ხელშეკრულების დადების შემდეგ, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. ეროვნული ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მიმწოდებელს მოსთხოვოს საბანკო გარანტია ან სხვა სახის უზრუნველყოფა. ასეთი უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება კომისიას აქვს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების დადებამდე.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 9 მარტის დადგენილება №13-სსმIII, №35,17.03.2006წ.,მუხ.431
8. საკვალიფიკაციო შერჩევა
საკვალიფიკაციო შერჩევა უნდა დამთავრდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგად სატენდერო კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პირს.
საკვალიფიკაციო შერჩევა უნდა დამთავრდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგად სატენდერო კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პირს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
9. სატენდერო დოკუმენტაცია
1. სატენდერო კომისია ამტკიცებს სატენდერო დოკუმენტაციას, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შემუშავდება ინდივიდუალურად. კომისია ვალდებულია პრეტენდენტს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, მისი მოთხოვნისთანავე, გადასცეს სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესისა და შესყიდვის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების შესახებ.“;
1. სატენდერო კომისია ამტკიცებს სატენდერო დოკუმენტაციას ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე (გაგზავნამდე), რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შემუშავდება ინდივიდუალურად.
კომისია ვალდებულია პრეტენდენტს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, მისი მოთხოვნისთანავე გადასცეს სატენდერო დოკუმენტაცია.
2. სატენდერო დოკუმენტაცია ზოგადად უნდა შეიცავდეს:
ა) ინსტრუქციას პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადებების შედგენის შესახებ;
ბ) პრეტენდენტთა წინადადებების შეფასების წესებს და კრიტერიუმებს, კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მითითებით, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის კომისია;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერას, მათ შორის გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს;
დ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებს და ფორმას, აგრეთვე მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული ღირებულება;
ე) სატენდერო წინადადების წარდგენის ვადას და ადგილს;
ვ) სატენდერო წინადადების გახსნის დროს, ადგილს, წესს;
ზ) სატენდერო კომისიის მდივნის ვინაობას და საკონტაქტო მისამართს, რომელსაც უფლება აქვს იქონიოს კავშირი პრეტენდენტებთან და მიაწოდოს მათ დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით.
ზ) სატენდერო აპარატის რეკვიზიტებს. აპარატს უფლება აქვს იქონიოს კავშირი პრეტენდენტთან და მიაწოდოს მათ დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით.
3. რამდენიმე ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოზე ტენდერის გამოცხადებისას, სატენდერო კომისია ვალდებულია დოკუმენტაციაში დაყოს საქონელი, მომსახურება და სამუშაო ნაწილებად (ლოტებად) ერთგვაროვანი ნიშნით ან/და მათი მიწოდების, გაწევისა და შესრულების ადგილის მიხედვით. ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ცალ-ცალკე საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების თითოეული ლოტის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
10. პრეფერენციული შეღავათი
შესყიდვაში საქართველოსა და უცხო ქვეყნების პრეტენდენტების მონაწილეობისას საქართველოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ღირებულების მიმართ სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამოიყენოს პრეფერენციული შეღავათი არა უმეტეს 15%-ის ფარგლებში, თუ ამით არ შეილახება სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის ინტერესები.
11. ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ
1. სატენდერო წინადადებების განხილვის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა პრეტენდენტთან ცალ-ცალკე დებს ხელშეკრულებას განზრახვათა შესახებ, რომლის მიხედვითაც:
ა) პრეტენდენტი ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში და ეროვნული ბანკი იღებენ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით.
2. ხელშეკრულება განზრახვათა თაობაზე უნდა ითვალისწინებდეს მხარეთა პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
11. (ამოღებულია)
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
12. სატენდერო წინადადებათა წარდგენის და განხილვის წესი
1. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით, კონვერტები იხსნება ერთობლივად, პრეტენდენტთა თანდასწრებით, სატენდერო კომისიის სხდომაზე. პრეტენდენტებს უფლება აქვთ გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადებები კონვერტების გახსნამდე.
2. კომისია განიხილავს მხოლოდ იმ პრეტენდენტთა წინადადებებს, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ ბანკთან დადეს ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ და ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე შემოიტანეს ბე, სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრული ოდენობით.
3. სატენდერო წინადადებათა შეფასება ხდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების და პრიორიტეტების გათვალისწინებით.
4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ მიიღება სატენდერო კომისიის წევრთა მიერ შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების საფუძველზე. უპირატესობა უნდა მიენიჭოს პრეტენდენტს, რომელიც წარადგენს ყველაზე დაბალ ფასს იმ პირობით, რომ მის მიერ შეთავაზებული საქონლის, სამუშაოთა და მომსახურების ხარისხი აკმაყოფილებს შესყიდვის შესახებ განცხადებაში აღნიშნულ მოთხოვნებს.
პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობის დასკვნებით მიენიჭა უპირატესობა. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. კომისიის ყველა წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილებას დაურთოს თავისი განსაკუთრებული აზრი, რომელიც არ ეცნობება ტენდერში მონაწილე პირებს.
1. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტით, კონვერტები იხსნება ერთობლივად, პრეტენდენტთა თანდასწრებით, სატენდერო კომისიის სხდომაზე. პრეტენდენტებს უფლება აქვთ გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადებები კონვერტების გახსნამდე.
2. სატენდერო წინადადებათა შეფასება ხდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმის და პრიორიტეტების გათვალისწინებით.
3. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ მიიღება სატენდერო კომისიის წევრთა მიერ შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით და, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენტური სამმართველოს დასკვნის საფუძველზე. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობით მიენიჭა უპირატესობა; ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის ოქმის სახით.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
13. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. გამარჯვებულ პრეტენდენტსა და ეროვნულ ბანკს შორის იდება ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ. დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამის შედეგად უარესდება პირობები ეროვნული ბანკისათვის.
1. საქართველოს კანონმდებლობის და განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და ეროვნულ ბანკს შორის იდება ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ.
დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამის შედეგად უარესდება პირობები ეროვნული ბანკისთვის.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში სატენდერო კომისია მიმართავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე; თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა, ტარდება ხელახალი ტენდერი.
3. გამარჯვებული პირის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ტენდერში მონაწილე დანარჩენ პირებს ეროვნულ ბანკში შემოტანილი ბე უბრუნდებათ სრული ოდენობით.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
14. ერთ პირთან მოლაპარაკება
1. ერთ პირთან მოლაპარაკების ფორმით შესყიდვები განხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 100000 ლარზე ნაკლებია, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120 000 ლარზე ნაკლები.
1. ერთ პირთან მოლაპარაკების ფორმით შესყიდვები განხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 25000 ლარზე ნაკლებია.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელების შესახებ ერთ პირთან მოლაპარაკებით, მიუხედავად შესყიდვის ღირებულებისა, თუ:
ა) საქონლის მოწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა ან არ არსებობს სხვა მისაღები ალტერნატიული პირი;
ბ) ფორს-მაჟორული ან სხვა საგანგებო სიტუაციის გამო აუცილებელია დაუყოვნებლივ განხორციელება;
გ) შესყიდვის ხარისხისა და პირობების გაუარესების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისგან, როდესაც შემოთავაზებული პირობები კვლავაც მისაღებია ეროვნული ბანკისთვის.”.
3. ამ მეთოდის გამოყენების დროს სატენდერო კომისია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ერთი პრეტენდენტი და აწარმოოს მასთან მოლაპარაკება.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №28-სსმIII,№117,07.10.2005წ.,მუხ.1288
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2006 წლის 9 მარტის დადგენილება №13-სსმIII, №35,17.03.2006წ.,მუხ.431
ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა, ან არ არსებობს სხვა მისაღები ალტერნატიული პირი;
ბ) ფორს-მაჟორული ან სხვა საგანგებო სიტუაციის გამო აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება;
გ) შესყიდვის ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისგან, როდესაც შემოთავაზებული პირობები კვლავაც მისაღებია ეროვნული ბანკისათვის.
ამ მეთოდის გამოყენების დროს სატენდერო კომისია უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ერთი პრეტენდენტი და აწარმოოს მასთან მოლაპარაკება.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესის დამტკიცების შესახებ“, №33, 14.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 220090000.10(1).080.005373 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1358773-5/