საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №16 „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.389
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №16
2004 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად ვბრძანებ:
1. თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის დებულება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საშუალო პროფესიული განათლების სამმართველოს. (დ. ლოლაძე)
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ლასხიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით “განათლების შესახებ”, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3.კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები,საქმიანობის საგანი
1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად ან უამისოდ.
4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებნლო პროგრამის სტანდარტს.
5. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
6. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებულ ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. იგი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ საქმიანობას.
მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. საგანმანაძთლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” სხვა კანონებით და კანონმდებარე ნორმატული აქტებით.
მუხლი 4. კოლეჯის დირექტორი
1. დირექტორი არის კოლეჯის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლების მინისტრი.
3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი, პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი.
4. დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით, დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. “განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და დაწესებულების წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს–ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მომსახურე ყველა პირისთვის და განკარგულებებს, რომლებიც ერთჯერადი ხასიათისაა და სავალდებულოა შესასრულებლად მხოლოდ მათში მითითებულ პირთათვის.
6. დირექტორი განკარგავს როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიჯეტო სახსრებს.
მუხლი 5. პედაგოგები
1. კოლეჯის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები: მასწავლებელი, საწარმოოსწავლების ოსტატი, მეთოდისტი.
2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე.
3. პედაგოგთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” და სხვა კანონქვემდებარე ნორმატული აქტებით.
მუხლი 6. მოსწავლეები
1. კოლეჯის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში.
2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან.
3. კოლეჯში სწავლება შეიძლება განხორციელდეს დასწრებული სწავლების ფორმით, რომელსაც აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად.
4. კოლეჯს შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებას შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით.
5. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით”, საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” და წინამდებარე დებულებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი.
3. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
4. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის კოლეჯის ყველა პედაგოგი.
5. პედაგოგიური საბჭო წარადგენს თავის 2-3 წარმომადგენელს კოლეჯის სამეურვეო საბჭოში.
6. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან.
მუხლი 8. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და წევრებისაგან.
3. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და დაწესებულების დირექტორს მიაწოდოს თავისი რეკომენდაციები დაწესებულების წესდებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
ბ) განიხილოს, და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი დაწესებულების მართვის სტრატეგიული გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
გ) განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი დაწესებულების საკადრო არა საბიუჯეტო ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, წარმოადგინოს წინადადებები სტრატეგიაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
დ) განიხილოს, და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი მატერიალური რესურსების გამოყენების გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
ე) მოიზიდოს დამატებითი (არასაბიუჯეტო) ფინანსური და მატერიალური რესურსები;
ვ) მონიტორინგი გაუწიოს დაწესებულების ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენებას და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიში;
ზ) შეიმუშავოს და მონიტორინგი გაუწიოს დებულებებს დაწესებულებაში დისციპლინის დაცვის, მოსწავლეთა ან მშობელთა საჩივრების განხილვის, დაწესებულების ობიექტების გამოყენებისა და სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების შესახებ;
თ) მონიტორინგი გაუწიოს დაწესებულებაში მოსწავლეთა დასწრებას;
ი) დაიცვას მშობელთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა უფლებები.
მუხლი 9. დაწესებულების ადმინისტრაცია
1. დაწესებულების ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილეების, სასწ. ნაწილის გამგის, საფინანსო და სამეურნეო სამსახურის უფროსებისა და კანცელარიის გამგისაგან.
2. დაწესებულების ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი:
ა) დაწესებულების ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს დაწესებულების საქმისწარმოებას, ზედამხედველობს დაწესებულების წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას;
ბ) დაწესებულების ადმინისტრაცია:
ბ.ა.) დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ.ბ.) მოქმედი კანონმდებლობის, დაწესებულების წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმის წარმოებასა და ბუღალტერიას;
ბ.გ.) ახორციელებს დაწესებულების წესდებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10. დაფინანსება
1. კოლეჯი შეიძლება დაფინანსდეს: ცენტრალური, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ყველა იმ წყაროდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონები “განათლების შესახებ”, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” (მუხლი 13) და მოქმედი კანონმდებლობით დადაგენილი წესით.
2. კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს ადგენს დირექტორი, განსაზღვრავს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები და ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.
3. კოლეჯის სახსრები იქმნება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული არასაბიუჯეტო შემოსავლებისაგან.
4. კოლეჯს შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიზიდოს და განკარგოს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსები, იჯარით გასცემს როგორც საკუთარ, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემულ იმ ქონებას, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს.
5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კოლეჯის საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დირექტორი.
მუხლი 11. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია
1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.389
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №16
2004 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №942-სსმIII, №160,29.11.2006წ.,მუხ.2194
თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად ვბრძანებ:
1. ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №942-სსმIII, №160,29.11.2006წ.,მუხ.2194
2. დამტკიცდეს ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯის თანდართული წესდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №942-სსმIII, №160,29.11.2006წ.,მუხ.2194
3. (ძალადაკარგულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №942-სსმIII, №160,29.11.2006წ.,მუხ.2194
1. თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის დებულება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საშუალო პროფესიული განათლების სამმართველოს. (დ. ლოლაძე)
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ლასხიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №942-სსმIII, №160,29.11.2006წ.,მუხ.2194
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯის წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯი“ (შემდგომში – კოლეჯი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიში ბანკში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი).
4. კოლეჯის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. №4.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი🔗
1. კოლეჯი მიზნად ისახავს, მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები ტურიზმის ინდუსტრიისთვის.
2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სწავლის გარეშე.
3. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
4. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო დაფინანსებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან საკუთარი წესდების შესაბამისად.
5. კოლეჯი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.
მუხლი 3. კოლეჯის უფლებამოსილებანი🔗
1. კოლეჯი სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
3. კოლეჯს საქართველოს კანონმდებლობის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
4. კოლეჯს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განახორციელოს ცალკეულ პროფესიებში სწავლების შინაარსის სრულყოფა, აპრობაცია და გამოცდა;
დ) სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საზოგადოების სხვა წევრებთან (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების საფუძველზე);
ე) მოიზიდოს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსები;
ვ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში დაადგინოს კოლეჯის მართვის სტრუქტურა და თანამდებობრივი ფუნქციები.
5. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას.
6. კოლეჯი უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 4. საგანმანათლებლო პროცესი🔗
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას.
2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით “განათლების შესახებ”, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3.კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები,საქმიანობის საგანი
1. კოლეჯი მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
2. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად ან უამისოდ.
4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებნლო პროგრამის სტანდარტს.
5. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.
6. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებულ ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. იგი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ საქმიანობას.
მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესი
1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით.
3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონებით „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 5. საგანმანათლებლო პროგრამები🔗
1. „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კოლეჯი ასრულებს საშუალო პრო-ფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების უფლებით.
2. კოლეჯი ასრულებს:
ა) საშუალო პროფესიული განათლების პროგრამას;
ბ) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამას.
3. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბოლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი – დიპლომი.
4. დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბოლოო ატესტაციით, რომ-ლის წარმატებით გავლის შემთხვევაში კოლეჯის მიერ გაიცემა დამატებითი პროფესიული განათლების (პროფესიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) დამადასტურებელი მოწმობა (სერტიფიკატი).
5. კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.
მუხლი 6. სამეურვეო საბჭო🔗
1. კოლეჯის მართვის, საქმიანობისა და სასწავლო პროცესის კონტროლის, აგრეთვე მატერიალური და ფინანსური რესურსების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. საბჭოს წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისაგან შემდეგი შემადგენლობით:
ა) 1 წევრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი;
ბ) 2 წევრი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან;
გ) 1 წევრი – კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი;
დ) 2 წევრი – ტურიზმის კერძო სექტორიდან;
ე) 1 წევრი – არასამთავრობო სექტორიდან;
ვ) 2 წევრი – მოწვეული პირებიდან.
3. სამეურვეო საბჭო ინიშნება ოთხი წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება დანიშნულ/არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობით აირჩევა. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომების მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
6. სამეურვეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეურვეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს დახურული კენჭისყრით.
7. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები:
ა) ყოველ სამ თვეში ერთხელ ამტკიცებს კოლეჯის სამოქმედო გეგმას დირექტორის ან საკუთარი ინიციატივით;
ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს;
გ) კონტროლს უწევს სამოქმედო გეგმის განხორციელებას და ფინანსური რესურსების მიზნობრივ ხარჯვას;
დ) მინიმუმ სამ თვეში ერთხელ საბჭოს სხდომაზე იბარებს კოლეჯის დირექტორის ანგარიშს განხორ-ციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ, რომლებიც მოიცავს: საგანმანათლებლო პროცესს და სასწავლო პროგრამებს, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და კოლეჯის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;
ე) შეიმუშავებს პროექტს კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.
მუხლი 7. კოლეჯის დირექტორი და ადმინისტრაცია🔗
1. დირექტორი არის კოლეჯის ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. კოლეჯის დირექტორს სამეურვეო საბჭოს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი. პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი.
4. დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
5. „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კოლეჯის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად კოლეჯის მომსახურე ყველა პირისთვის.
6. დირექტორი პედაგოგიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს კოლეჯის შინაგანაწესს და კოლეჯის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად.
7. დირექტორი:
ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის;
გ) ვალდებულია დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრო-მელთა უფლებებს;
დ) ვალდებულია გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
ე) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლს;
ვ) ვალდებულია კოლეჯის სამეურვეო საბჭოს მინიმუმ სამ თვეში ერთხელ მაინც წარუდგინოს ანგარიში განხორციელებული სასწავლო, ფინანსური და სხვა საქმიანობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
8. კოლეჯის ადმინისტრაციას წარმოადგენენ: დირექტორი, დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირები.
მუხლი 8. პედაგოგიური საბჭო🔗
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ“ და წინამდებარე წესდებით.
2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კოლეჯის პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა.
3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს კოლეჯის პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი კოლეჯის პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება კოლეჯის ყველა პედაგოგისაგან.
4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და კოლეჯის ნებისმიერ პედაგოგს.
5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. პედაგოგთა საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია არჩევნები ჩატარდეს ფარული კენჭისყრით.
6. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია დასვას საკითხი ცვლილებების თაობაზე კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი, უფლებამოსილია სრული შემადგენლობით აირჩიოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს.
7. პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო წლის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
8. პედაგოგიური საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევს თავის წარმომადგენელს კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოში.
9. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში, როცა ამის აუცილებლობაა, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი.
მუხლი 9. პედაგოგები🔗
1. კოლეჯში პედაგოგებად ინიშნებიან პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება.
2. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან ატესტაციას.
3. დირექტორი დებს ხელშეკრულებას პედაგოგთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კოლეჯის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებას.
5. სახსრების არსებობის შემთხვევაში, კოლეჯის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე.
6. კოლეჯის ყველა მუშაკი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები;
ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით;
ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილების გათვალისწინებით.
7. პედაგოგს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა;
ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.
მუხლი 10. მოსწავლეები🔗
1. მოსწავლე არის პირი, რომელიც დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი წესით ჩარიცხულია კოლეჯში.
2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 16 წლის ასაკიდან.
3. კოლეჯში სწავლება ხორციელდება დასწრებული სწავლების ფორმით.
4. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ბავშვთა უფლებების კონვენციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონებით „განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 11. კოლეჯის ქონება🔗
1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კოლეჯი ფლობს მისთვის გადაცემულ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კოლეჯს არა აქვს უფლება მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.
მუხლი 12. დაფინანსება🔗
1. კოლეჯის საფინანსო სახსრების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება;
ზ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. კოლეჯის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. კოლეჯის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
3. კოლეჯის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
მუხლი 13. სახელმწიფო კონტროლი🔗
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე-პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. კოლეჯის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და კოლეჯის წესდებას.
6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს კოლეჯის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.
მუხლი 14. წესდებაში ცვლილებების შეტანა🔗
კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის“ უფლებამონაცვლეს.
2. იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასრულებამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და რომლებიც საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, კოლეჯი უფლებამოსილია გასცეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სამეთვალყურეო საბჭოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნამდე და მისი წარდგინებით დირექტორის დანიშვნამდე, კოლეჯის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლები-სა და მეცნიერების მინისტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №942-სსმIII, №160,29.11.2006წ.,მუხ.2194
3. საგანმანაძთლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” სხვა კანონებით და კანონმდებარე ნორმატული აქტებით.
მუხლი 4. კოლეჯის დირექტორი
1. დირექტორი არის კოლეჯის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში.
2. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლების მინისტრი.
3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი, პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი.
4. დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით, დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან.
5. “განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და დაწესებულების წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს–ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მომსახურე ყველა პირისთვის და განკარგულებებს, რომლებიც ერთჯერადი ხასიათისაა და სავალდებულოა შესასრულებლად მხოლოდ მათში მითითებულ პირთათვის.
6. დირექტორი განკარგავს როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიჯეტო სახსრებს.
მუხლი 5. პედაგოგები
1. კოლეჯის პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები: მასწავლებელი, საწარმოოსწავლების ოსტატი, მეთოდისტი.
2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე.
3. პედაგოგთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” და სხვა კანონქვემდებარე ნორმატული აქტებით.
მუხლი 6. მოსწავლეები
1. კოლეჯის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში.
2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან.
3. კოლეჯში სწავლება შეიძლება განხორციელდეს დასწრებული სწავლების ფორმით, რომელსაც აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად.
4. კოლეჯს შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებას შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით.
5. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით”, საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო
1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით “განათლების შესახებ” და წინამდებარე დებულებით.
2. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი.
3. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს.
4. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის კოლეჯის ყველა პედაგოგი.
5. პედაგოგიური საბჭო წარადგენს თავის 2-3 წარმომადგენელს კოლეჯის სამეურვეო საბჭოში.
6. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან.
მუხლი 8. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და წევრებისაგან.
3. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და დაწესებულების დირექტორს მიაწოდოს თავისი რეკომენდაციები დაწესებულების წესდებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
ბ) განიხილოს, და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი დაწესებულების მართვის სტრატეგიული გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
გ) განიხილოს და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი დაწესებულების საკადრო არა საბიუჯეტო ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, წარმოადგინოს წინადადებები სტრატეგიაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
დ) განიხილოს, და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი მატერიალური რესურსების გამოყენების გეგმა, წარმოადგინოს წინადადებები გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით;
ე) მოიზიდოს დამატებითი (არასაბიუჯეტო) ფინანსური და მატერიალური რესურსები;
ვ) მონიტორინგი გაუწიოს დაწესებულების ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენებას და დაამტკიცოს დაწესებულების დირექტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიში;
ზ) შეიმუშავოს და მონიტორინგი გაუწიოს დებულებებს დაწესებულებაში დისციპლინის დაცვის, მოსწავლეთა ან მშობელთა საჩივრების განხილვის, დაწესებულების ობიექტების გამოყენებისა და სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების შესახებ;
თ) მონიტორინგი გაუწიოს დაწესებულებაში მოსწავლეთა დასწრებას;
ი) დაიცვას მშობელთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა უფლებები.
მუხლი 9. დაწესებულების ადმინისტრაცია
1. დაწესებულების ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილეების, სასწ. ნაწილის გამგის, საფინანსო და სამეურნეო სამსახურის უფროსებისა და კანცელარიის გამგისაგან.
2. დაწესებულების ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი:
ა) დაწესებულების ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს დაწესებულების საქმისწარმოებას, ზედამხედველობს დაწესებულების წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას;
ბ) დაწესებულების ადმინისტრაცია:
ბ.ა.) დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ.ბ.) მოქმედი კანონმდებლობის, დაწესებულების წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად წარმართავს საქმის წარმოებასა და ბუღალტერიას;
ბ.გ.) ახორციელებს დაწესებულების წესდებითა და დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10. დაფინანსება
1. კოლეჯი შეიძლება დაფინანსდეს: ცენტრალური, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ყველა იმ წყაროდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონები “განათლების შესახებ”, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” (მუხლი 13) და მოქმედი კანონმდებლობით დადაგენილი წესით.
2. კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს ადგენს დირექტორი, განსაზღვრავს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები და ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.
3. კოლეჯის სახსრები იქმნება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული არასაბიუჯეტო შემოსავლებისაგან.
4. კოლეჯს შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიზიდოს და განკარგოს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსები, იჯარით გასცემს როგორც საკუთარ, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემულ იმ ქონებას, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს.
5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კოლეჯის საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დირექტორი.
მუხლი 11. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია
1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №16 „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №16 „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №16 „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.03.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.11.10.006389.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №16 „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2007.
- სად არის „საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №16 „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №16 „თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, №16, 04.03.2004, სარეგისტრაციო კოდი 430010000.11.10.006389 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1359188/