საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №33 „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.461
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №33
2004 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და „საჯარო სმართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის წესდება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საშუალო პროფესიული განათლების სამმართველოს.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის სახელწმიფო კოლეჯი წესდება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი
1. თბილისის ეკონომიკისა და სამართლის უმაღლესი პროფესიული სასწავლებელი (კოლეჯი), (შემდგომში – „კოლეჯი”) არის „განათლების შესახებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი განსაკუთრებული სტატუსის მქონე სასწავლო – საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო ზოგადი და საშუალო პროფესიული განათლების პროგრამებს.
2. კოლეჯის სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო კოლეჯი”.
3. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობის, განათლების მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის საგანამანათლებლო შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
4. კოლეჯს გააჩნია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფოსაგან გადაცემული უძრავი ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი სახელწმიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. კოლეჯი კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს. თავისი საქმიანობის განსახორციელებლად შეუძლია ააშენოს, დაიქირავოს საჭირო უძრავი და მოძრავი ქონება, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, აიღოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში.
6. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, მუხიანის დასახლება, II მიკრორაიონი, კორპუსი 32,
თავი II. მიზნები, ფუნქციები, ამოცანები და საქმიანობის საგანი, კოლეჯის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 2. მიზნები და საქმიანობის საგანი
1. კოლეჯის მიზნები, ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მოიზიდოს მოსწავლე ახალგაზრდობა, შეუქმნას მათ თავიანთი ნიჭისა და უნარის, მიდრეკილების სრული წარმოჩენისა და განვითარების შესაძლებელობები, იზრუნოს მათ მაღლაკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებისათვის სათანდო პირობების შექმნაზე. შესაბამისი საგანამანათლებლო პროგრამების საფუძველზე მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
ბ) მოზარდებში ჰუმანიტარული და ტექნიკური დისციპლინების პოპულარიზაციის გაწევა, სწავლების მეთოდების სრულყოფა და მოზარდთა ზნეობრივი მოთხოვნილებებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებისათვის ზრუნვა.
2. კოლეჯის საქმიანობის საგანია:
ა) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება კოლეჯში არსებული სპეციალობების მიხედვით.
ბ) მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ურთიერთ თანამშრომლობა გამოცდილების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება.
გ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნვეყოფენ ამ დებულებით დასახული მიზნების მიღწევას.
მუხლი 3. კოლეჯის უფლება-მოვალეობანი
კოლეჯი უფლებამოსილია:
ა) საშუალო პროფესიული განათლების პროგრამების საფუძველზე გახანგრძილებული სპეციფიკური სასწავლო გეგმებით სრული თეორიული კურსის დამთავრებისა და სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გასცეს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი). ფრიადოსან კურსდამთავრებულს უფლება აქვს გასაუბრების წესით ჩაირიცხოს და სწავლა გააგრძელოს უმაღლესი სასწავლებლის II ან III კურსზე შესაბამისი სპეციალობით.
ბ) წარმართოს თავისი საქმიანობა განათლების სფეროში სახელწმიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, რისთვისაც სახელმწიფოსაგან იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას.
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაადგინოს კოლეჯის ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური.
დ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას და დახუროს ფილიალები;
ე) განსაზღვროს საგანმანათლებლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებანი;
შეიმუშაოს საბიუჯეტო სექტორზე სპეციალობების მიხედვით მისაღები კონტინგენტის რაოდენობის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ზ) შეიმუშაოს კოლეჯის შინაგანაწესი, სადაც დეტალურად აისახება კოლეჯის სამუშაო რეჟიმი, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორის მუშაობის წესი, სტუდენტთა და პედაგოგთა ძირითადი უფლება – მოვალეობანი;
თ) დაადგინოს თანამშრომელთა დატვირთვის მოცულობა, რაც აისახება კონკრეტულ შრომით ხელშეკრულებაში.
ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი. დაადგინოს შრომითი ანაზღაურების და მატერიალური წახალისების ფორმები და სისტემები, თანამდებობრივი სარგოები.
კ) აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთის სასწავლებლებთან სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლის, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე.
ლ) უცხო სახელმწიფოს მოქალქეთა მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება კოლეჯის მიერ ამ ქვეყნების შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი კომპენსაციის ან იმ სახსრების ხარჯზე, რომელთაც გადარიცხავენ ეს იურიდიული ან ფიზიკური პირები კოლეჯის ანგარიშზე;
მ) აწარმოოს სტუდენტთა მიღება და სწავლება არასაბიუჯეტო სექტორზე იმ სპეციალობათა ნუსხის მიხედვით, რომლებიც საბიუჯეტო სექტორითაა გათავალისწინებული, აგრეთვე ამ სპეციალობებში შემავალი ცალკეული საგნების შესწავლის მიზნით. სწავლების საფასურს განსაზღვრავს კოლეჯის ადმინისტრაცია რომელის რაოდენობაც სხვა პირობებთან ერთად აისახება კოლეჯსა და სტუდენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ოლეჯის კურსდამთავრებულები სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფო სტანდარტებით დადგენი დიპლომს;
ნ) კოლეჯის ფინანსური მდომარეობიდან გამომდინარე, წლიური აკადემიური შედეგების მიხედვით, არასაბიუჯეტო სექტორიდან ფრიადოსან სტუდენტებს შეიძლება შეუმცირდეთ ან საერთოდ გათავისუფლდნენ სწავლის საფასურის გადახდისაგან.
ო) კოლეჯის ნებისმიერი კურსის საბიუჯეტო სექტორიდან კურსზე დატოვებული სტუდენტი განმეორებითი სწავლისათვის იხდის სწავლების საფასურს არასაბიუჯეტო სექტორზე სწავლისათვის განსაზღვრული ოდენობით. სტუდენტთა გადაყვანის, აღდგენისა და გარიცხვის საკითხს წყვეტს კოლეჯის დირექცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამსად.
პ) კოლეჯი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებები. ამასთანავე, კოლეჯი დამოუკიდებელია იმ გადაწყვეტილებათა მიღებასა და განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ჟ) კოლეჯის პედაგოგები და სტუდენტები სარგებლობენ „განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
რ) კოლეჯი ვალდებულია წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ს) საქმიანობას, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური თანხმობა კოლეჯი განახორციელებს მხოლოდ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსაგან სათანადო თანხმობის შემდეგ.
თავი III. კოლეჯის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 4.
1. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) პედაგოგიური საბჭო;
გ) საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორი;
დ) ბუღალტერია;
ე) სამეურნეო განყოფილება.
2. ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედიან: დირექტორი, დირექტორის 4 მოადგილე და ადმინისტრაციული პერსონალი (მათ შორის მთავარი ბუღალტერი).
3. კოლეჯის საქმიანობას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლების მინისტრი.
4. დირექტორი:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კოლეჯის მართვას და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს კოლეჯს ყველა ინსტანციაში, განაგებს მის ქონებას, კოლეჯის ინტერესებიდან გამომდინარე დებს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ გარიგებებს;
ბ) საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ქმნის კოლეჯის ფილიალებს;
გ) განსაზღვრავს და ამტკიცებს კოლეჯის საშტატო განრიგს.
დ) საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად დებს შრომის ხელშეკრულებებს კოლეჯის და მისი ფილიალის თანამშრომლებთან;
ე) ნიშნავს და ათავისუფლებს დირექორის მოადგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს;
ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა კოლეჯის და მისი ფილიალების ყველა თანაშრომლისა და სტუდენტისათვის.
ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს კოლეჯის შინაგანწესს (შინაგანწესში აისახება სტუდენტთა მიღების, სპეციალობიდან სპეციალობაზე, კურსიდან კურსზე გადაყვანა – დატოვებისა და გარიცხვის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურეობის სახეები, სასწავლო წლისა და არდადეგების ხანგრძლივობა და განრიგი, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში– კერძოდ, გაუთვალისწინებელი კლიმატური პირობები, ქვეყანაში არსეული ექსტრემალური სიტუაციები და ა.შ. კვირისა და სემესტრების ხანგრძლივობა), აკონტროლებს მის დაცვას.
თ) წარადგენს წამყვან პედაგოგებს ჯილდოებზე;
ი) უშუალოდ ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს;
კ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კოლეჯის ეფექტურად მუშაობისათვის საჭირო სხვა საქმიანობას.
5. დირექტორი ანგარიშვალდებულია კოლეჯის მთელ საქმიანობაზე.
6. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად კოლეჯში არსებობს პედაგოგიური საბჭო, რომელიც წარმოადგენს არჩევით ორგანოს. მას ხელმძღვანელობს დირექტორი.
7. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.
8. პედაგოგიური საბჭოს შემადგებლობაში შედიან: დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, განყოფილების გამგეები და პედაგოგთა მიერ თავის შემადგენლობიდან არჩეულ წევრებისაგან, რომელთაც გამოცდილების, დამსახურების და სტაჟის გათვალიწინებით წარადგენს დირექტორი.
9. პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ერთი წლით.
10. პედაგოგიური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს კოლეჯის სასწავლო გეგმები და პროგრამები, სასწავლო ცხრილი;
ბ) დაადგინოს მისაღები გამოცდების წესები და კონტინგენტი;
გ) შეიმუშაოს საკურსო გამოცდების და ჩათვლების წესი, ასევე საკურსო გამოცდების რეგლამენტი;
დ) დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა.
12. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით;
13. კოლეჯის ადმინისტრაცია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით:
ა) ადგენს ხარჯთაღრიცხვის პროექტს;
ბ) ადგენს მოსწავლეთათვის სტიპენდიის დანიშვნის წესსა და პირობებს.
თავი IV. სწავლება
მუხლი 5.
1. კოლეჯში სწავლების ენა არის ქართული;
2. კოლეჯში სწავლება მიმდინარეობს, როგორც უფასო (სახელმწიფო დაკვეთა), ასევე ფასიანი საგანამნათლებლო პროგრამებით.
3. კოლეჯის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფასიანი და უფასო პროგრამით განსაზღვრული სასწავლო ადგილების დაკავება ხდება საკონკურსო შერჩევის წესით, რომლის პირობებს და წესს ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით.
4. კოლეჯში სწავლება შესაძლებელია მომდინარეობდეს როგორც დასწრებული ასევე ექსტერნატის ფორმით
5. სასწავლო წელი მოიცავს 2 სემესტრს. სემესტრები სრულდება ჩათვლებით და გამოცდებით.
6. კოლეჯში მეცადინეობის ძირითადი სახეებია: ინდივიდუალური, ჯგუფური, ლექაცია – სემინარები, სასწავლო პრაქტიკა, სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა, კონსულტაცია, დამოუკიდებელი მუშაობა.
7. კოლეჯის კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი).
მუხლი 6. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში შემოსავლების მოზიდვისა და სახსრების რაციონალური მოზიდვის მიზნით იქმნება მზრუნველთა საბჭო.
2. მზრუნველთა საბჭოს წევრები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაინტერესებულია კოლეჯის საქმიანობით და სურს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება.
3. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას პედაგოგიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დირექტორი.
4. სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს დირექტორი ან დირექციის წარმომადგენელი.
5. სამეურვეო საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევს თავმჯდომარესა და მოადგილეებს.
6. სამეურვეო საბჭო:
ა) ხელს უწყობს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვას.
ბ) აკონტროლებს მის მიერ მოზიდული სახსრების დანიშნულებისამებრ გამოყენებას.
თავი V. კოლეჯის ქონება, ფინანსური სახსრები და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
მუხლი 7. კოლეჯის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა.
1. კოლეჯის ქონება შედგება სახელწმიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული, შენობა-ნაგებობების, ინვენტარისა და მის ბალანსზე რიცხული სხვა ქონებისაგან.
2. კოლეჯს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ოქნება, აწარმოოს დამხმარე სამეურნეო (კომერციული) საქმიანობა, რომლის შედეგადაც მიღებული შემოსავალი, საგადასახადო უწყებებთან ანგარიშსწორების შემდეგ, მთლიანად მოხმარდება კოლეჯის საქმიანობის გაუმჯობესებას.
3. კოლეჯის ფინანსურ წყაროს წარმოადგენს:
ა) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნები;
ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;
გ) სამეურნეო (კომერციული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს და საზღვარგარეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან საჩუქრად, გრანტისა და შემოწირულობის სახით მიღებული სახსრები.
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
ვ) ზემოთჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება კოლეჯის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი შესათანხმებლად საქართველოს განათლების სამინისტროს.
2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლების სამისნისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი VI. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.
2. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალების და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. კოლეჯი უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანანო მოქმედება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. კოლეჯის რეორგანიზაცია დალიკვიდაცია
1. კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. კოლეჯის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კოლეჯის ლიკვიდაციას ახორციელებენ განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები, ლიკვიდატორი შეიძლება იყოს კოლეჯის დირექტორი.
4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი კოლეჯის ქონება გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
+

3. (ამოღებულია).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №235-სსმIII,62,20.05.2005წ.,მუხ.660

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის ბრძანება №109-სსმIII,№38,04.04.2005წ.,მუხ.384
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №235-სსმIII,№62,20.05.2005წ.,მუხ.660
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №786-სსმIII,№125,12.09.2006წ.,მუხ.1668
საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის ეკონომიკისა და სამართლის სახელწმიფო კოლეჯი წესდება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი🔗
1. თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯი არის ,,განათლების შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო პროფესიული განათლების პროგრამებს.
მუხლი 1. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი
1. თბილისის ეკონომიკისა და სამართლის უმაღლესი პროფესიული სასწავლებელი (კოლეჯი), (შემდგომში – „კოლეჯი”) არის „განათლების შესახებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი განსაკუთრებული სტატუსის მქონე სასწავლო – საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო ზოგადი და საშუალო პროფესიული განათლების პროგრამებს.
2. კოლეჯის სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო კოლეჯი”.
3. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებისა და ამ წესდების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს საგანმანათლებლო და სამეურნეო საქმიანობას.
3. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობის, განათლების მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის საგანამანათლებლო შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
4. კოლეჯს გააჩნია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფოსაგან გადაცემული უძრავი ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი სახელწმიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. კოლეჯი კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს, უფლებამოსილია იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
5. კოლეჯი კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს. თავისი საქმიანობის განსახორციელებლად შეუძლია ააშენოს, დაიქირავოს საჭირო უძრავი და მოძრავი ქონება, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, აიღოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში.
6. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, მუხიანის დასახლება, II მიკრორაიონი, კორპუსი 32,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №235-სსმIII,62,20.05.2005წ.,მუხ.660
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №786-სსმIII,125,12.09.2006წ.,მუხ.1668
თავი II. მიზნები, ფუნქციები, ამოცანები და საქმიანობის საგანი, კოლეჯის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 2. მიზნები და საქმიანობის საგანი🔗
მუხლი 2. მიზნები და საქმიანობის საგანი
1. კოლეჯის მიზნები, ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მოიზიდოს მოსწავლე ახალგაზრდობა, შეუქმნას მათ თავიანთი ნიჭისა და უნარის, მიდრეკილების სრული წარმოჩენისა და განვითარების შესაძლებელობები, იზრუნოს მათ მაღლაკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებისათვის სათანდო პირობების შექმნაზე. შესაბამისი საგანამანათლებლო პროგრამების საფუძველზე მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები.
ბ) მოზარდებში ჰუმანიტარული და ტექნიკური დისციპლინების პოპულარიზაციის გაწევა, სწავლების მეთოდების სრულყოფა და მოზარდთა ზნეობრივი მოთხოვნილებებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებისათვის ზრუნვა.
2. კოლეჯის საქმიანობის საგანია:
ა) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება კოლეჯში არსებული სპეციალობების მიხედვით.
ბ) მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან ურთიერთ თანამშრომლობა გამოცდილების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება.
გ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნვეყოფენ ამ დებულებით დასახული მიზნების მიღწევას.
მუხლი 3. კოლეჯის უფლება-მოვალეობანი🔗
მუხლი 3. კოლეჯის უფლება-მოვალეობანი
კოლეჯი უფლებამოსილია:
ა) საშუალო პროფესიული განათლების პროგრამების საფუძველზე გახანგრძლივებული სპეციფიკური სასწავლო გეგმით სრული თეორიული კურსის დამთავრებისა და სახელმწიფო გამოცდების ჩატარების შემდეგ გასცეს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი);
ა) საშუალო პროფესიული განათლების პროგრამების საფუძველზე გახანგრძილებული სპეციფიკური სასწავლო გეგმებით სრული თეორიული კურსის დამთავრებისა და სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გასცეს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი). ფრიადოსან კურსდამთავრებულს უფლება აქვს გასაუბრების წესით ჩაირიცხოს და სწავლა გააგრძელოს უმაღლესი სასწავლებლის II ან III კურსზე შესაბამისი სპეციალობით.
ბ) წარმართოს თავისი საქმიანობა განათლების სფეროში სახელწმიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, რისთვისაც სახელმწიფოსაგან იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას.
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაადგინოს კოლეჯის ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური.
დ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას და დახუროს ფილიალები;
ე) განსაზღვროს საგანმანათლებლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებანი;
შეიმუშაოს საბიუჯეტო სექტორზე სპეციალობების მიხედვით მისაღები კონტინგენტის რაოდენობის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
ზ) შეიმუშაოს კოლეჯის შინაგანაწესი, სადაც დეტალურად აისახება კოლეჯის სამუშაო რეჟიმი, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორის მუშაობის წესი, სტუდენტთა და პედაგოგთა ძირითადი უფლება – მოვალეობანი;
თ) დაადგინოს თანამშრომელთა დატვირთვის მოცულობა, რაც აისახება კონკრეტულ შრომით ხელშეკრულებაში.
ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი. დაადგინოს შრომითი ანაზღაურების და მატერიალური წახალისების ფორმები და სისტემები, თანამდებობრივი სარგოები.
კ) აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთის სასწავლებლებთან სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლის, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე.
ლ) უცხო სახელმწიფოს მოქალქეთა მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება კოლეჯის მიერ ამ ქვეყნების შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი კომპენსაციის ან იმ სახსრების ხარჯზე, რომელთაც გადარიცხავენ ეს იურიდიული ან ფიზიკური პირები კოლეჯის ანგარიშზე;
მ) აწარმოოს სტუდენტთა მიღება და სწავლება არასაბიუჯეტო სექტორზე იმ სპეციალობათა ნუსხის მიხედვით, რომლებიც საბიუჯეტო სექტორითაა გათავალისწინებული, აგრეთვე ამ სპეციალობებში შემავალი ცალკეული საგნების შესწავლის მიზნით. სწავლების საფასურს განსაზღვრავს კოლეჯის ადმინისტრაცია რომელის რაოდენობაც სხვა პირობებთან ერთად აისახება კოლეჯსა და სტუდენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ოლეჯის კურსდამთავრებულები სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფო სტანდარტებით დადგენი დიპლომს;
ნ) კოლეჯის ფინანსური მდომარეობიდან გამომდინარე, წლიური აკადემიური შედეგების მიხედვით, არასაბიუჯეტო სექტორიდან ფრიადოსან სტუდენტებს შეიძლება შეუმცირდეთ ან საერთოდ გათავისუფლდნენ სწავლის საფასურის გადახდისაგან.
ო) კოლეჯის ნებისმიერი კურსის საბიუჯეტო სექტორიდან კურსზე დატოვებული სტუდენტი განმეორებითი სწავლისათვის იხდის სწავლების საფასურს არასაბიუჯეტო სექტორზე სწავლისათვის განსაზღვრული ოდენობით. სტუდენტთა გადაყვანის, აღდგენისა და გარიცხვის საკითხს წყვეტს კოლეჯის დირექცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამსად.
პ) კოლეჯი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებები. ამასთანავე, კოლეჯი დამოუკიდებელია იმ გადაწყვეტილებათა მიღებასა და განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ჟ) კოლეჯის პედაგოგები და სტუდენტები სარგებლობენ „განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
რ) კოლეჯი ვალდებულია წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ს) საქმიანობას, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური თანხმობა კოლეჯი განახორციელებს მხოლოდ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსაგან სათანადო თანხმობის შემდეგ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 22 მარტის ბრძანება №109-სსმIII,38,04.04.2005წ.,მუხ.384
თავი III. კოლეჯის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 4.🔗
მუხლი 4.
1. კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) პედაგოგიური საბჭო;
გ) საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორი;
დ) ბუღალტერია;
ე) სამეურნეო განყოფილება.
2. ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედიან: დირექტორი, დირექტორის 4 მოადგილე და ადმინისტრაციული პერსონალი (მათ შორის მთავარი ბუღალტერი).
3. კოლეჯის საქმიანობას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. კოლეჯის საქმიანობას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლების მინისტრი.
4. დირექტორი:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კოლეჯის მართვას და მინდობილობის გარეშე წარმოადგენს კოლეჯს ყველა ინსტანციაში, განაგებს მის ქონებას, კოლეჯის ინტერესებიდან გამომდინარე დებს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ გარიგებებს;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ქმნის კოლეჯის ფილიალებს;
გ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს თანხმობით განსაზღვრავს და ამტკიცებს კოლეჯის საშტატო განრიგს;
ბ) საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ქმნის კოლეჯის ფილიალებს;
გ) განსაზღვრავს და ამტკიცებს კოლეჯის საშტატო განრიგს.
დ) საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად დებს შრომის ხელშეკრულებებს კოლეჯის და მისი ფილიალის თანამშრომლებთან;
ე) ნიშნავს და ათავისუფლებს დირექორის მოადგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს;
ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა კოლეჯის და მისი ფილიალების ყველა თანაშრომლისა და სტუდენტისათვის.
ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს კოლეჯის შინაგანწესს (შინაგანწესში აისახება სტუდენტთა მიღების, სპეციალობიდან სპეციალობაზე, კურსიდან კურსზე გადაყვანა – დატოვებისა და გარიცხვის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურეობის სახეები, სასწავლო წლისა და არდადეგების ხანგრძლივობა და განრიგი, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში– კერძოდ, გაუთვალისწინებელი კლიმატური პირობები, ქვეყანაში არსეული ექსტრემალური სიტუაციები და ა.შ. კვირისა და სემესტრების ხანგრძლივობა), აკონტროლებს მის დაცვას.
თ) წარადგენს წამყვან პედაგოგებს ჯილდოებზე;
ი) უშუალოდ ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს;
კ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კოლეჯის ეფექტურად მუშაობისათვის საჭირო სხვა საქმიანობას.
5. დირექტორი ანგარიშვალდებულია კოლეჯის მთელ საქმიანობაზე.
6. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად კოლეჯში არსებობს პედაგოგიური საბჭო, რომელიც წარმოადგენს არჩევით ორგანოს. მას ხელმძღვანელობს დირექტორი.
7. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.
8. პედაგოგიური საბჭოს შემადგებლობაში შედიან: დირექტორი, დირექტორის მოადგილეები, განყოფილების გამგეები და პედაგოგთა მიერ თავის შემადგენლობიდან არჩეულ წევრებისაგან, რომელთაც გამოცდილების, დამსახურების და სტაჟის გათვალიწინებით წარადგენს დირექტორი.
9. პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ერთი წლით.
10. პედაგოგიური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს კოლეჯის სასწავლო გეგმები და პროგრამები, სასწავლო ცხრილი;
ბ) დაადგინოს მისაღები გამოცდების წესები და კონტინგენტი;
გ) შეიმუშაოს საკურსო გამოცდების და ჩათვლების წესი, ასევე საკურსო გამოცდების რეგლამენტი;
დ) (ამოღებულია).
დ) დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა.
12. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით;
13. კოლეჯის ადმინისტრაცია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით:
ა) ადგენს ხარჯთაღრიცხვის პროექტს;
ბ) ადგენს მოსწავლეთათვის სტიპენდიის დანიშვნის წესსა და პირობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №235-სსმIII,62,20.05.2005წ.,მუხ.660
თავი IV. სწავლება
მუხლი 5.🔗
მუხლი 5.
1. კოლეჯში სწავლების ენა არის ქართული;
2. კოლეჯში სწავლება მიმდინარეობს, როგორც უფასო (სახელმწიფო დაკვეთა), ასევე ფასიანი საგანამნათლებლო პროგრამებით.
3. კოლეჯის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფასიანი და უფასო პროგრამით განსაზღვრული სასწავლო ადგილების დაკავება ხდება საკონკურსო შერჩევის წესით, რომლის პირობებს და წესს ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით.
4. კოლეჯში სწავლება შესაძლებელია მომდინარეობდეს როგორც დასწრებული ასევე ექსტერნატის ფორმით
5. სასწავლო წელი მოიცავს 2 სემესტრს. სემესტრები სრულდება ჩათვლებით და გამოცდებით.
6. კოლეჯში მეცადინეობის ძირითადი სახეებია: ინდივიდუალური, ჯგუფური, ლექაცია – სემინარები, სასწავლო პრაქტიკა, სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა, კონსულტაცია, დამოუკიდებელი მუშაობა.
7.კოლეჯის კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი).
მუხლი 6. სამეურვეო საბჭო🔗
1. კოლეჯში შემოსავლების მოზიდვისა და სახსრების რაციონალურად განკარგვის მიზნით, მოქმედებს სამეურვეო საბჭო.
2. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაინტერესებულია კოლეჯის საქმიანობით და სურს აღმოუჩინოს მას ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება.
3. (ამოღებულია).
7. კოლეჯის კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი).
მუხლი 6. სამეურვეო საბჭო
1. კოლეჯში შემოსავლების მოზიდვისა და სახსრების რაციონალური მოზიდვის მიზნით იქმნება მზრუნველთა საბჭო.
2. მზრუნველთა საბჭოს წევრები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც დაინტერესებულია კოლეჯის საქმიანობით და სურს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა სახის დახმარება.
3. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას პედაგოგიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დირექტორი.
4. სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს დირექტორი ან დირექციის წარმომადგენელი.
5. სამეურვეო საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევს თავმჯდომარესა და მოადგილეებს.
6. სამეურვეო საბჭო:
ა) ხელს უწყობს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვას.
ბ) აკონტროლებს მის მიერ მოზიდული სახსრების დანიშნულებისამებრ გამოყენებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №235-სსმIII,62,20.05.2005წ.,მუხ.660
მუხლი 7. კოლეჯის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა.🔗
თავი V. კოლეჯის ქონება, ფინანსური სახსრები და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
მუხლი 7. კოლეჯის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა.
1. კოლეჯის ქონება შედგება სახელწმიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული, შენობა-ნაგებობების, ინვენტარისა და მის ბალანსზე რიცხული სხვა ქონებისაგან.
2. კოლეჯს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ოქნება, აწარმოოს დამხმარე სამეურნეო (კომერციული) საქმიანობა, რომლის შედეგადაც მიღებული შემოსავალი, საგადასახადო უწყებებთან ანგარიშსწორების შემდეგ, მთლიანად მოხმარდება კოლეჯის საქმიანობის გაუმჯობესებას.
3. კოლეჯის ფინანსურ წყაროს წარმოადგენს:
ა) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნები;
ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;
გ) სამეურნეო (კომერციული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს და საზღვარგარეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან საჩუქრად, გრანტისა და შემოწირულობის სახით მიღებული სახსრები.
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
ვ) ზემოთჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება კოლეჯის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება🔗
1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული აუდიტორი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №235-სსმIII,62,20.05.2005წ.,მუხ.660
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №235-სსმIII,62,20.05.2005წ.,მუხ.660
მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი🔗
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის არამართლზომიერი აქტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №235-სსმIII,62,20.05.2005წ.,მუხ.660
მუხლი 10. კოლეჯის რეორგანიზაცია დალიკვიდაცია🔗
მუხლი 8. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი შესათანხმებლად საქართველოს განათლების სამინისტროს.
2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლების სამისნისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი VI. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი
1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.
2. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალების და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. კოლეჯი უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანანო მოქმედება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. კოლეჯის რეორგანიზაცია დალიკვიდაცია
1. კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. კოლეჯის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კოლეჯის ლიკვიდაციას ახორციელებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს კოლეჯის დირექტორი.
3. კოლეჯის ლიკვიდაციას ახორციელებენ განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები, ლიკვიდატორი შეიძლება იყოს კოლეჯის დირექტორი.
4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი კოლეჯის ქონება გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №235-სსმIII,62,20.05.2005წ.,მუხ.660
მუხლი 11. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი🔗
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 17 მაისის ბრძანება №235-სსმIII,62,20.05.2005წ.,მუხ.660
მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №33 „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №33 „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №33 „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.04.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.11.101.006461.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №33 „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2009.
- სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №33 „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №33 „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“, №33, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 430010000.11.101.006461 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1361865/