საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულის მიღება-გაცემის რეჟიმის განსაზღვრისა და შესაბამის ანგარიშებზე დაუთვლელად ჩარიცხული ფულადი სახსრების კონტროლის მექანიზმის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.03.2002 ძალადაკარგული 19.10.2009
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
220190000.10.008.005190
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 19/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.190

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №63

2002 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულის მიღება-გაცემის რეჟიმის განსაზღვრისა და შესაბამის ანგარიშებზე დაუთვლელად ჩარიცხული ფულადი სახსრების კონტროლის მექანიზმის შემოღების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისა და სხვა კლიენტურის ნაღდი ფულით შეუფერხებელი უზრუნველყოფის, მათ მიერ შემოტანილი თანხების გადათვლა-დახარისხების სამუშაოების სრულყოფის, დაუთვლელად ჩარიცხული ფულადი სახსრების კონტროლის მექანიზმის დანერგვისა და ამ სფეროში სათანადო წესრიგის დამყარების მიზნით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 63-ე, 73-ე მუხლებისა და ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ´´ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისა და სხვა კლიენტურისაგან შესაბამის ანგარიშებზე ჩასარიცხად ნაღდი ფულადი შემოსავლებისა და მათი ანგარიშებიდან თანხების გასაცემად საფულე ჩეკების მიღების დრო განისაზღვროს 9.30-საათიდან 12.30 საათამდე, სალაროდან ფულის ნიშნების გაცემა კი მოხდეს 14.30 საათამდე.

2. ეროვნული ბანკის მომსახურებაში მყოფი კლიენტურის მიერ შემოტანილი და გადაუთვლელი სახსრების 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) პროცენტი დაუყოვნებლივ ჩაირიცხოს შესაბამის ანგარიშებზე, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) პროცენტის ჩარიცხვა მოხდეს ფულის ნიშნების სრულად გადათვლის შემდეგ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 30 მარტის ბრძანება №84-სსმIII,№32, 05.04.2002წ.,მუხ.291

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №249-სსმIII,№133, 18.11.2004წ.,მუხ.1176

3. სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის სისტემაში ფულადი სახსრების მიღება-გაცემასთან დაკავშირებით დადგენილი რეჟიმის შეცვლა განხორციელდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

4. დაევალოს ეროვნული ბანკის უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის სამმართველოს (ა. პასიკაშვილი) უზრუნველყოს ეროვნული ბანკის სისტემაში კლიენტურის სასაშვო რეჟიმის სალაროს მუშაობის დადგენილ რეჟიმთან შესაბამისობა.

5. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოთ ეროვნული ბანკის შიდააუდიტორულ სამსახურს (გ. კაპანაძეს), საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს (ჯ. ბერიკაული) და უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის სამმართველოს (ა. პასიკაშვილი).

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 აპრილიდან და აღნიშნული ინფორმაცია ეცნობოთ კომერციულ ბანკებს და საბიუჯეტო და სახაზინო ორგანიზაციებს.

ი. მანაგაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 30 მარტის ბრძანება №84-სსმIII,№32, 05.04.2002წ.,მუხ.291

2.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №249-სსმIII,№133, 18.11.2004წ.,მუხ.1176

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულის მიღება-გაცემის რეჟიმის განსაზღვრისა და შესაბამის ანგარიშებზე დაუთვლელად ჩარიცხული ფულადი სახსრების კონტროლის მექანიზმის შემოღების შესახებ“, №63, 12.03.2002, სარეგისტრაციო კოდი 220190000.10.008.005190 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.11.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1363010-2/