სს "საპარტნიორო ფონდის" წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (19)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (17)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №230
2011 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ
მუხლი 1
„სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სს „საპარტნიორო ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) თანდართული წესდება.
მუხლი 2. ფონდის კაპიტალის ფორმირების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) სს „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100%-ის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
ბ) შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელებამდე კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების გადახედვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ;
გ) სს „ჯორჯიან რეილვეი კონსთრაქშენის“ კაპიტალიდან ამოღე ბული სამეწარმეო იურიდიული პირის ფონდის კაპიტალში ინვეს ტირება.
დ) სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ კაპიტალიდან მისი შვილობილი საწარმოს – შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის“ ამოღება და ფონდის კაპიტალში ინვესტირება.
2 . საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრომ უზრუნველყონ:
ა ) სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“აქციათა 100% ფონდის კა პიტალში ინვესტირება;
ბ ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
გ ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
დ) სს „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 24,52902%-ის (27 577 837 (ოცდაშვიდი მილიონ ხუთას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქცია) ფონდის კაპიტალში ინვესტირება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა “, „ბ “, „გ “და „დ “ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებისთანავე სს „საპარტნიორო ფონდმა “უზრუნველყოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის “, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის “, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა “და სს „თელასის “აქციონერის ყველა უფლებამოსილების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემა (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა “, „ბ “, „გ “და „დ “ქვეპუნქტებში მითითებულ აქციათა მართვის უფლებით გადაცემა ), გარდა აქციების გასხვისების , დივიდენდის განაწილების , სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის , გაუქმების , წევრთა არჩევისა და გამოწვევის უფლებამოსილებისა , საზოგადოების კაპიტალში შენატან (ებ )ის (მათ შორის , ფულადი შენატან (ებ )ი ) შეტანა და საზოგადოების კაპიტალიდან ქონების ამოღება .
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საზოგადოების კაპიტალში შენატან(ებ)ის (მათ შორის, ფულადი შენატან(ებ)ის) შეტანა და საზოგადოების კაპიტალიდან ქონების ამოღება ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სს „საპარტნიორო ფონდი“ (შემდგომში – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი .
2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან .
3. საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება – სს „საპარტნიორო ფონდი“.
4. საწარმოს სამართლებრივი ფორმა – სააქციო საზოგადოება .
5. საწარმოს იურიდიული მისამართი – ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6, თბილისი, საქართველო.
6. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის.
7. სააქციო საზოგადოების საქმიანობის მიზნებია:
ა) მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;
ბ) ინვესტიციების მოზიდვა;
გ) სამუშაო ადგილების შექმნა;
დ) შეფერხებული პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;
ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.
8. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები და ფორმებია:
ა) პროექტის დაფინანსება კერძო სექტორის თანადაფინანსებით, მათ შორის, კაპიტალშენატანებით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად. კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. პროექტის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს თანადაფინანსების გარეშეც;
ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების გამოყენებით, მიუკერძოებლად, საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით;
გ) პროექტში მონაწილეობის მსურველმა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა წარადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10 პროცენტის ოდენობით ;
დ) ფონდის მონაწილეობა პროექტში, რომელიც განხორციელდება კაპიტალშენატანით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად, ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს კერძო ინვესტორ(ებ)ის მიერ პროექტში კაპიტალშენატანის სახით განხორციელებული პროექტის დაფინანსების მთლიან მოცულობას, თუ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სამეთვალყურეო საბჭოს ამგვარი გადაწყვეტილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწონებულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ.
9. ფონდი მოიზიდავს სახსრებს და განკარგავს მათ. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თვითონ არის პასუხისმგებელი;
გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;
ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;
ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
10. ფონდს უფლება აქვს თავის მიერ მოზიდული სახსრებით პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული მოგება მოიხმაროს საკუთარი მიზნებისათვის.
11. ფონდის საქმიანობის საგანია მოგების მიღების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ინვესტიციების მოზიდვით, პროექტების განხორციელებით და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ნებისმიერი სხვა საქმიანობით. ის საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების მომენტიდან.
მუხლი 2. აქციათა რეესტრი
1. საზოგადოების განცხადებული (ნებადართული) საწესდებო კაპიტალი შეადგენს 100,000,000 (ასი მილიონი) ლარს. საზოგადოების განცხადებული (ნებადართული) კაპიტალი დაყოფილია 100,000,000 (ასი მილიონი) ცალ ჩვეულებრივ აქციად. თითოეული აქციის ნომინალური ღირებულებაა 1 (ერთი) ლარი.
2. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში.
3. აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი.
4 . აქციების გადაცემა ხდება აქციათა რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს რეესტრის წარმოებ ისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.
5 . საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია ჩვეულებრივი სახის აქციებად .
6. ერთი კლასის აქციები თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფენ მათ მფლობელებს.
7. აქციის გადაცემა შესაძლოა განხორციელდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით .
8 . სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები.
მუხლი 3. სააქციო საზოგადოების დამფუძნებლები
1. სააქციო საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი არის სახელმწიფო, წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სახით.
2. პარტნიორის წილი კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად:
სახელმწიფო – 100 %.
მუხლი 4. ფონდის მმართველობის სტრუქტურა
1. ფონდის მმართველობის ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო.
2. ფონდის საკონსულტაციო ორგანოა საინვესტიციო საბჭო.
მუხლი 5. სამეთვალყურეო საბჭო
1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი წესით კერძო სექტორიდან მოწვეული არაუმეტეს 4 პირისა.
2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
3. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია:
ა) საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ, განსაზღვროს/ მოიწონოს პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი და მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილება;
ბ) განახორციელოს დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგი;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის კაპიტალში არსებული კომპანიების წილების გირავნობის შესახებ;
დ) მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ აქციათა რეესტრის წარმოებისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;
ე) მისცეს გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) ამა თუ იმ პირს. პროკურა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ცალ-ცალკე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა);
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორულ უფლებამოსილებათა გადანაწილების, პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და წილის ოდენობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი შესათანხმებლად წარუდგინოს პარტნიორს;
ზ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის საკუთრებაში არსებული წილის/აქციების გასხვისების შესახებ, ხოლო ფონდის საკუთრებაში არსებული იმ წილის/აქციების გასხვისების შესახებ, რომელიც ფონდის კაპიტალში შეტანილია სახელმწიფოს მიერ ამ წესდების ან/და საქართველოს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღოს პარტნიორთან შეთანხმებით.
4. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს სხდომაზე განხილვის შემდეგ. სხდომა შესაძლებელია, ჩატარდეს აგრეთვე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით ან გადაწყვეტილების პროექტის შემოტარების გზით. სამეთვალყურეო საბჭოს ამ წესდებით განსაზღვრული წესით, აგრეთვე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებით საჭიროა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება.
5. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – ინიციატორი) უფლებამოსილია, მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. მოწვევა ხდება წერილობით ან „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხორციელებული შეტყობინების ფორმით, რომელშიც მიეთითება სავარაუდო დღის წესრიგი. შემოტარების წესით სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოწვევის წერილობითი შეტყობინება არ ხორციელდება. სხდომის ჩატარების ფორმას ირჩევს ინიციატორი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ შეიძლება იქნენ წარმოდგენილი სხვა პირებით, მათ შორის, სხვა წევრებით.
6. შემოტარების წესით სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის შემოტარების გზით ხელმოწერით. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ოქმის ხელმოწერის დღეს. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ოქმი წარდგენილ, უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა (გარდა თავმჯდომარისა) რაოდენობის არანაკლებ ნახევრის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია საბჭოს მოქმედ წევრთა რაოდენობის ნახევარი მაინც, სადაც გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების უმრავლესობით, გარდა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევისა, როდესაც გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. წერილობითი შეტყობინებით მოწვევის გარეშე სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარებისას, გადაწყვეტილების ელექტრონული წესით ან შემოტარების წესით მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისია საბჭოს მოქმედი წევრების რაოდენობის ნახევარზე მეტის ხელმოწერა (ელექტრონული დასტური – „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით გადაწყვეტილების მიღებისას). წევრის ხელმოწერა შესაძლებელია შესრულდეს აგრეთვე ფაქსიმილეს გამოყენებით. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს შეუძლია, არა უგვიანეს 8 დღისა მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა რაოდენობის მესამედი მაინც. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა.
8. სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის კონტროლი;
ბ) ფონდის ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი და შემოწმება;
გ) ფონდის მთავარი აღმასრულებლის (აღმასრულებელი დირექტორის) თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება, ამასთან, აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურისა და წევრთა რაოდენობის შეთანხმება;
დ) აღმასრულებელი ორგანოს წევრ(ებ)ისთვის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მინიჭება და გაუქმება, უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრა.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ამოცანები და კომპეტენცია შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს მთავრობის მიერ.
მუხლი 51. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ელექტრონული წესით გადაწყვეტილების მიღების წესი
1. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გამოყენების შემთხვევაში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან მისი მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების პროექტს (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის – პროექტი) ელექტრონული ფორმით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის – წევრები) შესათანხმებლად უგზავნის „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით გათვალისწინებული „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. ამ პროგრამის გამოყენების მიზნებისთვის პროგრამაში იქმნება ცალკე ჯგუფი, რომელთან წვდომაც მომხმარებლის სახით ექნებათ შემდეგ პირებს:
ა) ფონდის აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეს;
ბ) წევრებს;
გ) მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ პირ(ებ)ს.
2. წევრები ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“. წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:
ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები;
ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ მიიჩნევა მასთან შეთანხმებულად.
4. პროექტი შეთანხმებულად მიიჩნევა, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ნახევარზე მეტი რაოდენობის წევრთა დადებითი პოზიცია. ამ პროცედურის გაუვლელობა არ ზღუდავს უფლებას, ხელახლა აიტვირთოს იგივე პროექტი.
5. წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ფონდი, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, დააკორექტიროს პროექტი, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, ატვირთოს პოზიცია, რომელშიც აისახება ფონდის არგუმენტები და რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა წევრისთვის.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პროექტი განიხილება და მიიღება ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით, რა დროსაც წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ამ პუნქტის შესაბამისად პროექტის ატვირთვიდან 48 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“).
7. წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი მიიჩნევა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებულად და იგი წარედგინება პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ხელმოსაწერი დედანი სამ ეგზემპლარად, მატერიალური ფორმით (წერილს თან უნდა დაერთოს გადაწყვეტილების განხილვის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, წარდგენილი პროექტები), რომელიც ამოიბეჭდება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამიდან) წარედგინება პრემიერ-მინისტრს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ან მისი მოადგილის მიერ ხელმოწერილი წერილით. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მატერიალურ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მისი მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში. ხელმოწერილ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას ფონდი რეკვიზიტებს (გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი) ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს და წერილობით უგზავნის მთავრობის ადმინისტრაციასა და წევრებს. ამასთან, ფონდი იტოვებს გადაწყვეტილების ორ დედანს, მესამე დედანი ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ხოლო წევრებს ეგზავნებათ გადაწყვეტილების ასლი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე შესაძლებელია, გამოისახოს აგრეთვე ფონდის ლოგო. გადაწყვეტილების გამოცემის სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესით.
მუხლი 6. აღმასრულებელი ორგანო
1. აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია :
ა ) პროექტების შემუშავება და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა ;
ბ ) დამტკიცებული პროექტების მართვა ;
გ ) ფონდის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი /არსებული საწარმოების პარტნიორის /აქციონერის უფლებამოსილების განხორციელება , მათ შორის , შეუზღუდავად , კაპიტალშენატანებისა და კაპიტალში ცვლილებების განხორციელება , სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა /გაუქმება , სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა /გამოწვევა , წმინდა მოგების განაწილებასა და გამოყენებაზე , აგრეთვე , წლიური და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება , წესდების დამტკიცება და მათში ცვლილებების განხორციელების მოწონება , დამტკიცებული წესდებით პარტნიორის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ;
დ ) მოწონებული პროექტების განხორციელების მიზნით შვილობილი კომპანიების დაარსება ;
ე ) ამ წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .
11. აღმასრულებელი ორგანო გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგი წესით:
ა) აღმასრულებელი ორგანო იკრიბება აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ;
ბ) აღმასრულებელი ორგანოს სხდომაზე თითოეულ წევრს აქვს თითო ხმა. ყოველი გადაწყვეტილება აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორი სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით;
გ) აღმასრულებელი ორგანოს დღის წესრიგს განსაზღვრავს აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის წინასწარი გადაწყვეტილებით აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები სხდომის ჩატარების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით არის მიღებული და მას ეთანხმება აღმასრულებელი ორგანოს წევრთა საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ასეთი ფორმით მიღებული გადაწყვეტილებები აისახება მომდევნო სხდომის ოქმში;
დ) აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს დამატებითი წესები და რეგულაციები აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც არსებითად შეესაბამება წესდებაში განსაზღვრულ გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს;
ე) აღმასრულებელი ორგანოს სხდომის ოქმს აკეთებს სხდომის მდივანი. სხდომის ოქმს ხელს აწერს აღმასრულებელი დირექტორი და სხდომის მდივანი;
ვ) აღმასრულებელი ორგანოს მიერ სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაფორმდეს აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით და აისახება აღმასრულებელი ორგანოს სხდომის ოქმში;
ზ) აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი საკითხი გაიტანოს აღმასრულებელი ორგანოს სხდომაზე განსახილველად ან შესათანხმებლად, მიუხედავად იმისა შედის თუ არა ეს საკითხი უშუალოდ აღმასრულებელი ორგანოს გამგებლობაში.
2. აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მთავარი აღმასრულებელი , აღმასრულებელი დირექტორის სახით , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო და რომელიც ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს და წარმოადგენს ფონდს , უძღვება ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას ამ წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით .
21. აღმასრულებელი დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ საკითხებთან დაკავშირებით , რომლებიც ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს ან პარტნიორის უფლებამოსილებას . აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღმასრულებელი ორგანოს წევრებისა და შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის ბონუსების ან /და საბონუსე სისტემის დამტკიცების შესახებ .
3. აღმასრულებელი ორგანო თავის სტრუქტურასა და თავის წევრ თა რაოდენობას უთანხმებს სამეთვალყურეო საბჭოს.
4. მთავარი აღმასრულებელი უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტის განხორციელებას.
მუხლი 7. საინვესტიციო საბჭო
1. საინვესტიციო საბჭო არის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ფონდის საკონსულტაციო ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქციაა პროექტის ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა.
2. საინვესტიციო საბჭო შედგება ექსპერტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან.
3. საინვესტიციო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 8. აქციონერის უფლებები და მოვალეობები
1. აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, უზრუნველყოს შე ნა ტანი ს განხორციელება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ის თანახმად .
2. აქციონერს უფლება აქვ ს , მოითხოვო ს სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ მიიჩნევ ს , რომ ადგილი აქვს დარღვევებს.
მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება
ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს, წლის განმავლობაში ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ფონდი ვალდებულია, ყოველ წელს გამოაქვეყნოს აუდიტის მიერ შემოწმებული წლიური ფინანსური ანგარიშგება.
მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია
ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
საქართველოს მთავრობისდადგენილება №230
2011 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებმუხლი 1.🔗
მუხლი 2. ფონდის კაპიტალის ფორმირების მიზნით:🔗
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) სს „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100%-ის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;ბ) შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელებამდე კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების გადახედვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ;
გ) სს „ჯორჯიან რეილვეი კონსთრაქშენის“ კაპიტალიდან ამოღებული სამეწარმეო იურიდიული პირის ფონდის კაპიტალში ინვესტირება.
დ) სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ კაპიტალიდან მისი შვილობილი საწარმოს – შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის“ ამოღება და ფონდის კაპიტალში ინვესტირება.2 . საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრომ უზრუნველყონ:
ა ) სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციათა 100% ფონდის კა პიტალში ინვესტირება;
ბ ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
გ ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
დ) სს „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 24,52902%-ის (27 577 837 (ოცდაშვიდი მილიონ ხუთას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქცია) ფონდის კაპიტალში ინვესტირება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა “, „ბ “, „გ “ და „დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებისთანავე სს „საპარტნიორო ფონდმა “ უზრუნველყოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის “, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის “, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა “ და სს „თელასის “ აქციონერის ყველა უფლებამოსილების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემა (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა “, „ბ “, „გ “ და „დ “ ქვეპუნქტებში მითითებულ აქციათა მართვის უფლებით გადაცემა ), გარდა აქციების გასხვისების , დივიდენდის განაწილების , სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის , გაუქმების , წევრთა არჩევისა და გამოწვევის უფლებამოსილებისა , საზოგადოების კაპიტალში შენატან (ებ )ის (მათ შორის , ფულადი შენატან (ებ )ი ) შეტანა და საზოგადოების კაპიტალიდან ქონების ამოღება .
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საზოგადოებების კაპიტალში შენატან (ებ )ის (მათ შორის , ფულადი შენატან (ებ )ი ) შეტანა და საზოგადოებების კაპიტალიდან ქონების ამოღება , ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით .
მუხლი 3.🔗
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდება მუხლი 1. ზოგადი დებულებები1. სს „საპარტნიორო ფონდი“ (შემდგომში – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი .
2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან .
3. საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება – სს „საპარტნიორო ფონდი“ .
4. საწარმოს სამართლებრივი ფორმა – სააქციო საზოგადოება .
5. საწარმოს იურიდიული მისამართი – თამარ მეფის გამზ. №15, თბილისი, საქართველო .
6. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის.
7. სააქციო საზოგადოების საქმიანობის მიზნებია: ა) მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა; ბ) ინვესტიციების მოზიდვა; გ) სამუშაო ადგილების შექმნა;დ) შეფერხებული პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;
ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.
8. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები და ფორმებია:
ა) პროექტის დაფინანსება კერძო სექტორის თანადაფინანსებით, მათ შორის, კაპიტალშენატანებით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად. კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. პროექტის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს თანადაფინანსების გარეშეც;
ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების გამოყენებით, მიუკერძოებლად, საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით;
გ) პროექტში მონაწილეობის მსურველმა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა წარადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10 პროცენტის ოდენობით ;
დ) ფონდის მონაწილეობა პროექტში, რომელიც განხორციელდება კაპიტალშენატანით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად, ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს კერძო ინვესტორ(ებ)ის მიერ პროექტში კაპიტალშენატანის სახით განხორციელებული პროექტის დაფინანსების მთლიან მოცულობას, თუ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სამეთვალყურეო საბჭოს ამგვარი გადაწყვეტილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწონებულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ.9. ფონდი მოიზიდავს სახსრებს და განკარგავს მათ. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თვითონ არის პასუხისმგებელი;
გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;
ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;
ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
10. ფონდს უფლება აქვს თავის მიერ მოზიდული სახსრებით პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული მოგება მოიხმაროს საკუთარი მიზნებისათვის.
11. ფონდის საქმიანობის საგანია მოგების მიღების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ინვესტიციების მოზიდვით, პროექტების განხორციელებით და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ნებისმიერი სხვა საქმიანობით. ის საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების მომენტიდან.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №152 - ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 04.03.2013წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №458 – ვებგვერდი, 08.09.2015წ.2. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში.
3. აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი.4 . აქციების გადაცემა ხდება აქციათა რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს რეესტრის წარმოებ ისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.
5 . საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია ჩვეულებრივი სახის აქციებად .
6. ერთი კლასის აქციები თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფენ მათ მფლობელებს.
7. აქციის გადაცემა შესაძლოა განხორციელდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით .
8 . სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №173 - ვებგვერდი, 10.05.2012წ. მუხლი 3. სააქციო საზოგადოების დამფუძნებლები1. სააქციო საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი არის სახელმწიფო, წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სახით.
2. პარტნიორის წილი კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად: სახელმწიფო – 100 %. მუხლი 4. ფონდის მმართველობის სტრუქტურა 1. ფონდის მმართველობის ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო. 2. ფონდის საკონსულტაციო ორგანოა საინვესტიციო საბჭო. მუხლი 5. სამეთვალყურეო საბჭო1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ‑მინისტრი. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს მთავრობის 4 წარმომადგენელი და კერძო სექტორიდან მოწვეული 4 პირი.
2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეყვანის მიზნით, სსიპ – საქართველოს სავაჭრო‑სამრეწველო პალატა და ა(ა)იპ – საქართველოს ბანკების ასოციაცია ერთობლივად საქართველოს მთავრობას წარუდგენენ 4 შეთანხმებულ კანდიდატს საბანკო‑საფინანსო სფეროდან.
3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია:
ა) საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ, განსაზღვროს/მოიწონოს პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი და მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილება;
ბ) განახორციელოს დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგი;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის კაპიტალში არსებული კომპანიების წილების გირავნობის შესახებ ;
დ) მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ აქციათა რეესტრის წარმოებისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;
ე) მისცეს მინდობილობა ამა თუ იმ პირს. მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი – ორივე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა);
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორულ უფლებამოსილებათა გადანაწილების, პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და წილის ოდენობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი შესათანხმებლად წარუდგინოს პარტნიორს;
ზ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის საკუთრებაში არსებული წილის/აქციების გასხვისების შესახებ, ხოლო ფონდის საკუთრებაში არსებული იმ წილის/აქციების გასხვისების შესახებ, რომელიც ფონდის კაპიტალში შეტანილია სახელმწიფოს მიერ ამ წესდების ან/და საქართველოს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღოს პარტნიორთან შეთანხმებით.“.
5. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე , რომელიც ტარდება ინიციატორის მიერ განსაზღვრულ ადგილას , უშუალოდ შეკრების ან ელექტრონული წესით , „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამის მეშვეობით . სამეთვალყურეო საბჭოს ამ წესდებით განსაზღვრული სხდომის მოწვევისა და მიმდინარეობის შედეგად , აგრეთვე , „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამის მეშვეობით მიღებული სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად როგორც ფონდისთვის , ისე მესამე პირთათვის .
6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც . სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – ინიციატორი ) უფლებამოსილია მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა . მოწვევა ხდება წერილობით ან „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამის მეშვეობით განხორციელებული შეტყობინების ფორმით , სავარაუდო დღის წესრიგით . სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი , ოღონდ ერთი წევრი – ერთი სხვა წევრით . ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი .
7. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საბჭოს სულ მცირე 5 წევრი მაინც. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს შეუძლია, არა უგვიანეს 8 დღისა, მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება 3 წევრი მაინც. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ სამეთვალყურეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება.
8. სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენციაა :
ა) აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის კონტროლი;
ბ ) ფონდის ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი და შემოწმება;
გ) პროექტის მთავარი აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება, ამასთან აღმას რულებელი ორგანოს სტრუქტურისა და წევრთა რაოდენობის შეთანხმება;
დ) აღმასრულებელი ორგანოს წევრ(ებ)ისთვის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მინიჭება და გაუქმება, უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრა.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ამოცანები და კომპეტენცია განსაზღვრულია „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №113 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №152 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №423 - ვებგვერდი, 10. 10 .2012წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 30.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 იანვრის დადგენილება №15 – ვებგვერდი, 17.01.2018წ.
მუხლი 51. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ელექტრონული წესით გადაწყვეტილების მიღების წესი🔗
1. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამის მეშვეობით ელექტრონულ ფორმატში სხდომის წარმართვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით , ინიციატორი შეიმუშავებს სხდომის დღის წესრიგს , დღის წესრიგით განსახილველ საკითხ (ებ ) სა და მათზე შემოთავაზებული გადაწყვეტილების პროექტს (შემდ გომში – პროექტი ), სხდომის დახურვის დღეს და წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველად „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამით , ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით . „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამით შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია განახორციელოს ინიციატორის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა .
1. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გამოყენების შემთხვევაში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან მისი მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების პროექტს (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის – პროექტი) ელექტრონული ფორმით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის – წევრები) შესათანხმებლად უგზავნის „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით გათვალისწინებული „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. ამ პროგრამის გამოყენების მიზნებისთვის პროგრამაში იქმნება ცალკე ჯგუფი, რომელთან წვდომაც მომხმარებლის სახით ექნებათ შემდეგ პირებს:
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საკითხის განსახილველად წარდგენის შესახებ ელექტრონული შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დაწკაპუნებით აფიქსირებენ მზადყოფნას , მიიღონ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამის მეშვეობით სხდომაში მონაწილეობა .
3. თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დადგენილ ვადა ში არ დააფიქსირებს პოზიციას , ჩაითვლება , რომ იგი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას მიიღებს . ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაუნარიანობა განისაზღვრება წესდების მე -5 მუხლის მე -7 პუნქტის შესაბამისად . თუ სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის , მაშინ პროექტის ინიციატორი უფლებამოსილია განმეორებით წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს პროექტი განსახილველად არა უგვიანეს 8 სამუშაო დღისა .
4. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა 51 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , ელექტრონული შეტყობინების მიღების დღიდან გახსნილად ითვლება და გრძელდება სხდომის დახურვის დღემდე , მაგრამ არა უადრეს შეტყობინების მიღებიდან მე-9 დღისა , რაც უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა „მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უფლებას .
5. სხდომის მიმდინარეობისას სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები უფლებამოსილი არიან გააკეთონ შენიშვნები და კომენტარები წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით , ელექტრონულ რეჟიმში „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამის მეშვეობით .
6. იმ შემთხვევაში , თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ აქვს შენიშვნები და /ან კომენტარები სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ საკითხ (ებ )სა და გადაწყვეტილების პროექტ (ებ ) თან დაკავშირებით , იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს საკუთარი გადაწყვეტილება შესაბამის ველში დაწკაპუნებით ნებისმიერ დროს , მაგრამ არა უგვიანეს სხდომის დახურვის დღის 24 საათისა . ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიიჩნევა საბოლოოდ , გარდა იმ შემთხვევისა , თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრ (ებ ) ის კომენტარების და /ან შენიშვნების საფუძველზე ინიციატორმა არ წარადგინა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების სახეცვლილი პროექტი .
7. იმ შემთხვევაში , თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები სხდომის დახურვის დღემდე დააფიქსირებენ გადაწყვეტილებას სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ საკითხზე გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით , მაშინ სხდომა დასრულებულად /დახურულად და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება , სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დამსწრე ბოლო წევრის მიერ გადაწყვეტილების დაფიქსირების დღეს .
8. ინიციატორს უფლება აქვს , სხდომის დახურვამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს თავის მიერ ინიციირებული პროექტი მოხსნასგან ხილვიდან .
9. საკითხი /პროექტი მიღებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობა , მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა .
10. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა .
11. მიღებულად ჩაითვლება პროექტის ის რედაქცია , რომელიც „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამაში აიტვირთა 51 მუხლის პირველი და მე -6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ .
12. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამის მეშვეობით ელექტრონულ ფორმატში წარმართული სხდომის მეშვეობით 51 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების პროექტი ავტომატურად გადადის შემდეგ ველში – „სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ხელმოსაწერი გადაწყვეტილება /ოქმი “ ან – უფლებამოსილი პირი უგზავნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად , რომელიც ხელს აწერს ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით ან უშუალოდ 3 სამუშაო დღის ვადაში .
13. „ელექტრონული საბჭოს “ პროგრამა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ოქმზე ელექ ტრონულად ხელმოწე რისთანავე გამოსახავს სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის შტრიხ-კოდს , სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის /გადაწყვეტილების ნომერს , მიღების ადგილს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ელექტრონულ ხელმოწერას .
14. ელექტრონული ფორმით ხელმოწერილი დოკუმენტი მესამე პირებთან წარსადგენად შესაძლებელია დამოწმდეს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ე . წ . სველი ხელმოწერით .
15. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება წესდების 51 მუხლით დადგენილი პროცედურების შემდეგ , ძალაში შესულად ითვლება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების დღეს , თუ თვითონ გადაწყვეტილებაში სხვა რამ არ იქნა მითითებული .
16. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნებათ შესაბამის თანამდებობის პირებს შესასრულებლად .
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №423 - ვებგვერდი, 10. 10 .2012წ.
1. აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია :
ა ) პროექტების შემუშავება და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა ;
ბ ) დამტკიცებული პროექტების მართვა ;
გ ) ფონდის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი /არსებული საწარმოების პარტნიორის /აქციონერის უფლებამოსილების განხორციელება , მათ შორის , შეუზღუდავად , კაპიტალშენატანებისა და კაპიტალში ცვლილებების განხორციელება , სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა /გაუქმება , სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა /გამოწვევა , წმინდა მოგების განაწილებასა და გამოყენებაზე , აგრეთვე , წლიური და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება , წესდების დამტკიცება და მათში ცვლილებების განხორციელების მოწონება , დამტკიცებული წესდებით პარტნიორის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ;
დ ) მოწონებული პროექტების განხორციელების მიზნით შვილობილი კომპანიების დაარსება ;
ე ) ამ წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .
11. აღმასრულებელი ორგანო გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგი წესით:
ა) აღმასრულებელი ორგანო იკრიბება აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ;
ბ) აღმასრულებელი ორგანოს სხდომაზე თითოეულ წევრს აქვს თითო ხმა. ყოველი გადაწყვეტილება აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორი სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით;
გ) აღმასრულებელი ორგანოს დღის წესრიგს განსაზღვრავს აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის წინასწარი გადაწყვეტილებით აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები სხდომის ჩატარების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით არის მიღებული და მას ეთანხმება აღმასრულებელი ორგანოს წევრთა საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ასეთი ფორმით მიღებული გადაწყვეტილებები აისახება მომდევნო სხდომის ოქმში;
დ) აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს დამატებითი წესები და რეგულაციები აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც არსებითად შეესაბამება წესდებაში განსაზღვრულ გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს;
ე) აღმასრულებელი ორგანოს სხდომის ოქმს აკეთებს სხდომის მდივანი. სხდომის ოქმს ხელს აწერს აღმასრულებელი დირექტორი და სხდომის მდივანი;
ვ) აღმასრულებელი ორგანოს მიერ სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაფორმდეს აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით და აისახება აღმასრულებელი ორგანოს სხდომის ოქმში;
ზ) აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი საკითხი გაიტანოს აღმასრულებელი ორგანოს სხდომაზე განსახილველად ან შესათანხმებლად, მიუხედავად იმისა შედის თუ არა ეს საკითხი უშუალოდ აღმასრულებელი ორგანოს გამგებლობაში.
2. აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მთავარი აღმასრულებელი , აღმასრულებელი დირექტორის სახით , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო და რომელიც ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს და წარმოადგენს ფონდს , უძღვება ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას ამ წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით .
21. აღმასრულებელი დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ საკითხებთან დაკავშირებით , რომლებიც ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს ან პარტნიორის უფლებამოსილებას . აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღმასრულებელი ორგანოს წევრებისა და შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის ბონუსების ან /და საბონუსე სისტემის დამტკიცების შესახებ .
3. აღმასრულებელი ორგანო თავის სტრუქტურასა და თავის წევრთა რაოდენობას უთანხმებს სამეთვალყურეო საბჭოს.
4. მთავარი აღმასრულებელი უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტის განხორციელებას.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №423 - ვებგვერდი, 10. 10 .2012წ.
1. საინვესტიციო საბჭო არის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ფონდის საკონსულტაციო ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქციაა პროექტის ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა.
2. საინვესტიციო საბჭო შედგება ექსპერტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან.
3. საინვესტიციო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 8. აქციონერის უფლებები და მოვალეობები1. აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, უზრუნველყოს შენატანის განხორციელება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ის თანახმად .
2. აქციონერს უფლება აქვს , მოითხოვოს სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ მიიჩნევს , რომ ადგილი აქვს დარღვევებს.
მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს, წლის განმავლობაში ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ფონდი ვალდებულია, ყოველ წელს გამოაქვეყნოს აუდიტის მიერ შემოწმებული წლიური ფინანსური ანგარიშგება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №458 – ვებგვერდი, 08.09.2015წ. მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაციაფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №152 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №230
2011 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ
მუხლი 1🔗
„სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სს „საპარტნიორო ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) თანდართული წესდება.
მუხლი 2. ფონდის კაპიტალის ფორმირების მიზნით:🔗
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) სს „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 100%-ის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
ბ) შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელებამდე კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების გადახედვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ;
გ) სს „ჯორჯიან რეილვეი კონსთრაქშენის“ კაპიტალიდან ამოღებული სამეწარმეო იურიდიული პირის ფონდის კაპიტალში ინვესტირება.
დ) სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ კაპიტალიდან მისი შვილობილი საწარმოს – შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის“ ამოღება და ფონდის კაპიტალში ინვესტირება.
2 . საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრომ უზრუნველყონ:
ა ) სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციათა 100% ფონდის კა პიტალში ინვესტირება;
ბ ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
გ ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “ აქციათა 100% ფონდის კაპიტალში ინვესტირება;
დ) სს „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 24,52902%-ის (27 577 837 (ოცდაშვიდი მილიონ ხუთას სამოცდაჩვიდმეტი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქცია) ფონდის კაპიტალში ინვესტირება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა “, „ბ “, „გ “ და „დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებისთანავე სს „საპარტნიორო ფონდმა “ უზრუნველყოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის “, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის “, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა “ და სს „თელასის “ აქციონერის ყველა უფლებამოსილების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემა (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა “, „ბ “, „გ “ და „დ “ ქვეპუნქტებში მითითებულ აქციათა მართვის უფლებით გადაცემა ), გარდა აქციების გასხვისების , დივიდენდის განაწილების , სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის , გაუქმების , წევრთა არჩევისა და გამოწვევის უფლებამოსილებისა , საზოგადოების კაპიტალში შენატან (ებ )ის (მათ შორის , ფულადი შენატან (ებ )ი ) შეტანა და საზოგადოების კაპიტალიდან ქონების ამოღება .
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საზოგადოების კაპიტალში შენატან(ებ)ის (მათ შორის, ფულადი შენატან(ებ)ის) შეტანა და საზოგადოების კაპიტალიდან ქონების ამოღება ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის დადგენილება №241 – ვებგვერდი, 16.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №257 – ვებგვერდი,29.06.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №367 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №421 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ივლისის დადგენილება №232 - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №326 - ვებგვერდი, 07.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №335 - ვებგვერდი, 21.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 04.03.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის დადგენილება №265 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. სს „საპარტნიორო ფონდი“ (შემდგომში – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი .
2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან .
3. საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება – სს „საპარტნიორო ფონდი“ .
4. საწარმოს სამართლებრივი ფორმა – სააქციო საზოგადოება .
5. საწარმოს იურიდიული მისამართი – ვუკოლ ბერიძის ქუჩა №6, თბილისი, საქართველო.
6. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის.
7. სააქციო საზოგადოების საქმიანობის მიზნებია:
ა) მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;
ბ) ინვესტიციების მოზიდვა;
გ) სამუშაო ადგილების შექმნა;
დ) შეფერხებული პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;
ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.
8. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები და ფორმებია:
ა) პროექტის დაფინანსება კერძო სექტორის თანადაფინანსებით, მათ შორის, კაპიტალშენატანებით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად. კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. პროექტის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს თანადაფინანსების გარეშეც;
ბ) საინვესტიციო ან სხვა სახის საქმიანობის განხორციელება გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურების გამოყენებით, მიუკერძოებლად, საუკეთესო ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით;
გ) პროექტში მონაწილეობის მსურველმა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა წარადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10 პროცენტის ოდენობით ;
დ) ფონდის მონაწილეობა პროექტში, რომელიც განხორციელდება კაპიტალშენატანით, სესხის, გარანტიის (თავდებობის) გაცემით ან სხვაგვარად, ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს კერძო ინვესტორ(ებ)ის მიერ პროექტში კაპიტალშენატანის სახით განხორციელებული პროექტის დაფინანსების მთლიან მოცულობას, თუ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სამეთვალყურეო საბჭოს ამგვარი გადაწყვეტილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწონებულ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ.
9. ფონდი მოიზიდავს სახსრებს და განკარგავს მათ. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თვითონ არის პასუხისმგებელი;
გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;
ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;
ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
10. ფონდს უფლება აქვს თავის მიერ მოზიდული სახსრებით პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული მოგება მოიხმაროს საკუთარი მიზნებისათვის.
11. ფონდის საქმიანობის საგანია მოგების მიღების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ინვესტიციების მოზიდვით, პროექტების განხორციელებით და ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ნებისმიერი სხვა საქმიანობით. ის საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების მომენტიდან.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №152 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის დადგენილება №48 – ვებგვერდი, 04.03.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №458 – ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის დადგენილება №265 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
მუხლი 2. აქციათა რეესტრი🔗
1. საზოგადოების განცხადებული (ნებადართული) საწესდებო კაპიტალი შეადგენს 100,000,000 (ასი მილიონი) ლარს. საზოგადოების განცხადებული (ნებადართული) კაპიტალი დაყოფილია 100,000,000 (ასი მილიონი) ცალ ჩვეულებრივ აქციად. თითოეული აქციის ნომინალური ღირებულებაა 1 (ერთი) ლარი.
2. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში.
3. აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი.
4 . აქციების გადაცემა ხდება აქციათა რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს რეესტრის წარმოებ ისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.
5 . საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია ჩვეულებრივი სახის აქციებად .
6. ერთი კლასის აქციები თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფენ მათ მფლობელებს.
7. აქციის გადაცემა შესაძლოა განხორციელდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით .
8 . სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესით გამოუშვას აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის დადგენილება №173 - ვებგვერდი, 10.05.2012წ.
მუხლი 3. სააქციო საზოგადოების დამფუძნებლები🔗
1. სააქციო საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი არის სახელმწიფო, წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სახით.
2. პარტნიორის წილი კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად:
სახელმწიფო – 100 %.
მუხლი 4. ფონდის მმართველობის სტრუქტურა🔗
1. ფონდის მმართველობის ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო.
2. ფონდის საკონსულტაციო ორგანოა საინვესტიციო საბჭო.
მუხლი 5. სამეთვალყურეო საბჭო🔗
1. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ე) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი წესით კერძო სექტორიდან მოწვეული არაუმეტეს 4 პირისა.
2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
3. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია:
ა) საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ, განსაზღვროს/ მოიწონოს პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი და მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილება;
ბ) განახორციელოს დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგი;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის კაპიტალში არსებული კომპანიების წილების გირავნობის შესახებ;
დ) მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ აქციათა რეესტრის წარმოებისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ;
ე) მისცეს გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) ამა თუ იმ პირს. პროკურა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ცალ-ცალკე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა);
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორულ უფლებამოსილებათა გადანაწილების, პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და წილის ოდენობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი შესათანხმებლად წარუდგინოს პარტნიორს;
ზ) მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის საკუთრებაში არსებული წილის/აქციების გასხვისების შესახებ, ხოლო ფონდის საკუთრებაში არსებული იმ წილის/აქციების გასხვისების შესახებ, რომელიც ფონდის კაპიტალში შეტანილია სახელმწიფოს მიერ ამ წესდების ან/და საქართველოს მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღოს პარტნიორთან შეთანხმებით.
4. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს სხდომაზე განხილვის შემდეგ. სხდომა შესაძლებელია, ჩატარდეს აგრეთვე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით ან გადაწყვეტილების პროექტის შემოტარების გზით. სამეთვალყურეო საბჭოს ამ წესდებით განსაზღვრული წესით, აგრეთვე „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებით საჭიროა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება.
5. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – ინიციატორი) უფლებამოსილია, მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. მოწვევა ხდება წერილობით ან „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით განხორციელებული შეტყობინების ფორმით, რომელშიც მიეთითება სავარაუდო დღის წესრიგი. შემოტარების წესით სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოწვევის წერილობითი შეტყობინება არ ხორციელდება. სხდომის ჩატარების ფორმას ირჩევს ინიციატორი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ შეიძლება იქნენ წარმოდგენილი სხვა პირებით, მათ შორის, სხვა წევრებით.
6. შემოტარების წესით სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის შემოტარების გზით ხელმოწერით. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ოქმის ხელმოწერის დღეს. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ოქმი წარდგენილ, უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა (გარდა თავმჯდომარისა) რაოდენობის არანაკლებ ნახევრის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია საბჭოს მოქმედ წევრთა რაოდენობის ნახევარი მაინც, სადაც გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების უმრავლესობით, გარდა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევისა, როდესაც გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. წერილობითი შეტყობინებით მოწვევის გარეშე სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარებისას, გადაწყვეტილების ელექტრონული წესით ან შემოტარების წესით მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისია საბჭოს მოქმედი წევრების რაოდენობის ნახევარზე მეტის ხელმოწერა (ელექტრონული დასტური – „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით გადაწყვეტილების მიღებისას). წევრის ხელმოწერა შესაძლებელია შესრულდეს აგრეთვე ფაქსიმილეს გამოყენებით. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს შეუძლია, არა უგვიანეს 8 დღისა მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა რაოდენობის მესამედი მაინც. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება, დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა.
8. სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის კონტროლი;
ბ) ფონდის ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი და შემოწმება;
გ) ფონდის მთავარი აღმასრულებლის (აღმასრულებელი დირექტორის) თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება, ამასთან, აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურისა და წევრთა რაოდენობის შეთანხმება;
დ) აღმასრულებელი ორგანოს წევრ(ებ)ისთვის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მინიჭება და გაუქმება, უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრა.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ამოცანები და კომპეტენცია შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს მთავრობის მიერ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის დადგენილება №113 - ვებგვერდი, 29.03.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №152 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №423 - ვებგვერდი, 10.10.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 30.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 იანვრის დადგენილება №15 – ვებგვერდი, 17.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის დადგენილება №265 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
მუხლი 51. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ელექტრონული წესით გადაწყვეტილების მიღების წესი🔗
1. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გამოყენების შემთხვევაში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან მისი მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების პროექტს (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის – პროექტი) ელექტრონული ფორმით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის – წევრები) შესათანხმებლად უგზავნის „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით გათვალისწინებული „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. ამ პროგრამის გამოყენების მიზნებისთვის პროგრამაში იქმნება ცალკე ჯგუფი, რომელთან წვდომაც მომხმარებლის სახით ექნებათ შემდეგ პირებს:
1. „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გამოყენების შემთხვევაში, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ან მისი მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების პროექტს (შემდგომში, ამ მუხლის მიზნებისთვის − პროექტი) ელექტრონული ფორმით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს (შემდგომში, ამ მუხლის მიზნებისთვის − წევრები), გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა, შესათანხმებლად უგზავნის „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით გათვალისწინებული „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით. ამ პროგრამის გამოყენების მიზნებისთვის, პროგრამაში იქმნება ცალკე ჯგუფი, რომელთან წვდომაც მომხმარებლის სახით ექნებათ შემდეგ პირებს:
ა) ფონდის აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეს;
ბ) წევრებს;
გ) მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ პირ(ებ)ს.
2. წევრები, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა, ვალდებულნი არიან, პროექტის ინიციირებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში სპეციალურ ველში დააფიქსირონ პროექტის თაობაზე წევრის პოზიცია: „თანახმა ვარ“ ან „არ ვეთანხმები“. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს მაშინაც, როდესაც წევრი იმყოფება მივლინებაში. წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთონ პროექტის თაობაზე საკუთარი დასაბუთებული შენიშვნა (შენიშვნები), თუ:
ა) ეთანხმებიან პროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული შენიშვნები;
ბ) არ ეთანხმებიან პროექტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ მიიჩნევა მასთან შეთანხმებულად.
4. პროექტი შეთანხმებულად მიიჩნევა, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ნახევარზე მეტი რაოდენობის წევრთა დადებითი პოზიცია. ამ პროცედურის გაუვლელობა არ ზღუდავს უფლებას, ხელახლა აიტვირთოს იგივე პროექტი.
5. წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას, ფონდი, ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია, დააკორექტიროს პროექტი, ხოლო შენიშვნების ნაწილობრივ გათვალისწინების/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ვალდებულია, ატვირთოს პოზიცია, რომელშიც აისახება ფონდის არგუმენტები და რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა წევრისთვის.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, პროექტი განიხილება და მიიღება ელექტრონულ სხდომაზე, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით, რა დროსაც წევრები ვალდებულნი არიან, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ამ პუნქტის შესაბამისად პროექტის ატვირთვიდან 48 საათში მისცენ ხმა საკითხის მიღებას („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“). ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ყველა წევრის (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა) დადებითი პოზიცია (არ იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც წევრი, მართალია, ეთანხმება პროექტს, მაგრამ აქვს გარკვეული შენიშვნები).
7. წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტი მიიჩნევა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებულად და იგი წარედგინება პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ხელმოსაწერი დედანი სამ ეგზემპლარად, მატერიალური ფორმით (წერილს თან უნდა დაერთოს გადაწყვეტილების განხილვის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, წარდგენილი პროექტები), რომელიც ამოიბეჭდება „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამიდან) წარედგინება პრემიერ-მინისტრს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ან მისი მოადგილის მიერ ხელმოწერილი წერილით. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მატერიალურ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მისი მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში. ხელმოწერილ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას ფონდი რეკვიზიტებს (გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი) ანიჭებს იმავე ან მეორე სამუშაო დღეს და წერილობით უგზავნის მთავრობის ადმინისტრაციასა და წევრებს. ამასთან, ფონდი იტოვებს გადაწყვეტილების ორ დედანს, მესამე დედანი ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ხოლო წევრებს ეგზავნებათ გადაწყვეტილების ასლი. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე შესაძლებელია, გამოისახოს აგრეთვე ფონდის ლოგო. გადაწყვეტილების გამოცემის სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №423 - ვებგვერდი, 10.10.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის დადგენილება №265 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №481 – ვებგვერდი, 04.10.2019წ.
მუხლი 6. აღმასრულებელი ორგანო🔗
1. აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია :
ა ) პროექტების შემუშავება და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა ;
ბ ) დამტკიცებული პროექტების მართვა ;
გ ) ფონდის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი /არსებული საწარმოების პარტნიორის /აქციონერის უფლებამოსილების განხორციელება , მათ შორის , შეუზღუდავად , კაპიტალშენატანებისა და კაპიტალში ცვლილებების განხორციელება , სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა /გაუქმება , სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა /გამოწვევა , წმინდა მოგების განაწილებასა და გამოყენებაზე , აგრეთვე , წლიური და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება , წესდების დამტკიცება და მათში ცვლილებების განხორციელების მოწონება , დამტკიცებული წესდებით პარტნიორის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ;
დ ) მოწონებული პროექტების განხორციელების მიზნით შვილობილი კომპანიების დაარსება ;
ე ) ამ წესდებითა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება .
11. აღმასრულებელი ორგანო გადაწყვეტილებებს იღებს შემდეგი წესით:
ა) აღმასრულებელი ორგანო იკრიბება აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ;
ბ) აღმასრულებელი ორგანოს სხდომაზე თითოეულ წევრს აქვს თითო ხმა. ყოველი გადაწყვეტილება აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორი სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით;
გ) აღმასრულებელი ორგანოს დღის წესრიგს განსაზღვრავს აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის წინასწარი გადაწყვეტილებით აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები სხდომის ჩატარების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით არის მიღებული და მას ეთანხმება აღმასრულებელი ორგანოს წევრთა საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ასეთი ფორმით მიღებული გადაწყვეტილებები აისახება მომდევნო სხდომის ოქმში;
დ) აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს დამატებითი წესები და რეგულაციები აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც არსებითად შეესაბამება წესდებაში განსაზღვრულ გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს;
ე) აღმასრულებელი ორგანოს სხდომის ოქმს აკეთებს სხდომის მდივანი. სხდომის ოქმს ხელს აწერს აღმასრულებელი დირექტორი და სხდომის მდივანი;
ვ) აღმასრულებელი ორგანოს მიერ სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაფორმდეს აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით და აისახება აღმასრულებელი ორგანოს სხდომის ოქმში;
ზ) აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი საკითხი გაიტანოს აღმასრულებელი ორგანოს სხდომაზე განსახილველად ან შესათანხმებლად, მიუხედავად იმისა შედის თუ არა ეს საკითხი უშუალოდ აღმასრულებელი ორგანოს გამგებლობაში.
2. აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მთავარი აღმასრულებელი , აღმასრულებელი დირექტორის სახით , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო და რომელიც ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს და წარმოადგენს ფონდს , უძღვება ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას ამ წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით .
21. აღმასრულებელი დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ საკითხებთან დაკავშირებით , რომლებიც ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით არ მიეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს ან პარტნიორის უფლებამოსილებას . აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღმასრულებელი ორგანოს წევრებისა და შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის ბონუსების ან /და საბონუსე სისტემის დამტკიცების შესახებ .
3. აღმასრულებელი ორგანო თავის სტრუქტურასა და თავის წევრთა რაოდენობას უთანხმებს სამეთვალყურეო საბჭოს.
4. მთავარი აღმასრულებელი უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტის განხორციელებას.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №423 - ვებგვერდი, 10. 10.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 11.02.2013წ.
მუხლი 7. საინვესტიციო საბჭო🔗
1. საინვესტიციო საბჭო არის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ფონდის საკონსულტაციო ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქციაა პროექტის ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა.
2. საინვესტიციო საბჭო შედგება ექსპერტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან.
3. საინვესტიციო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 8. აქციონერის უფლებები და მოვალეობები🔗
1. აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, უზრუნველყოს შენატანის განხორციელება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ის თანახმად .
2. აქციონერს უფლება აქვს , მოითხოვოს სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ მიიჩნევს , რომ ადგილი აქვს დარღვევებს.
მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება🔗
ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს, წლის განმავლობაში ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ფონდი ვალდებულია, ყოველ წელს გამოაქვეყნოს აუდიტის მიერ შემოწმებული წლიური ფინანსური ანგარიშგება.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №458 – ვებგვერდი, 08.09.2015წ.
მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია🔗
ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის დადგენილება №152 - ვებგვერდი, 30.04.2012წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სს "საპარტნიორო ფონდის" წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“, №230, 02.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016390 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1364424-17/