იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2002 ძალადაკარგული 02.10.2006
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010170000.11(1).080.005517
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 100, 08/10/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.005.517

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №17

2002 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის  (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესი,” რომელიც ემყარება დევნილად ცნობის წესის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის პროცედურასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

2. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს ბატონ თ. ლომაიას.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2001 წლის 28 სექტემბრის №17 ბრძანება „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის შესახებ 2002 წლისათვის”.

5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №16 „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ”.

ვ. ვაშაკიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

 

იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის

(მოწმობის გაცემის) წესი

1. დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტების ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

2. დევნილთა ყოველწლიურ რეგისტრაციას და მათზე მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების (მერიების და გამგეობების) მეშვეობით.

3. დევნილთათვის მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარებისათვის ქალაქებსა და რაიონების გამგეობებში გამგებლები ან მერები ქმნიან მუდმივმოქმედ კომისიას. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება გამგებლის ან მერის მოადგილე, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას.

კომისიის მუშაობას კოორდინაციას უწევენ სამინისტროს რეგიონალური სამმართველოები.

4. აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭო საჭიროების შემთხვევაში კომისიებში სამუშაოდ მიავლენს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომელთა შესახებ წინასწარ წერილობით აცნობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.

5. კომისიების მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის უფლება ეძლევა აფხაზეთის ა/რ სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

6. დევნილის მოწმობები იბეჭდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ქართულ ენაზე და გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

7. მოწმობის პირველ გვერდზე დაისმება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ხელმოწერა.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

8. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილის ახალი ნიმუშის მოწმობებსა და დევნილთა სიებს გადასცემს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი რეგიონალური სამმართველოს ან გამგეობის (მერიის) პასუხისმგებელ პირებს.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

9. მოწმობის გაცემისას გამგეობაში (მერიაში) შექმნილი კომისია ხელმძღანელობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიღებული სიით.

შენიშვნა: ზემოაღნიშნული საბუთების ქსეროასლები არ მიიღება;

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

10. დევნილი, კომისიის მიერ განსაზღვრულ დღეებში, მოწმობის მისაღებად ცხადდება იმ რაიონის (ქალაქის) კომისიაში, სადაც რეგისტრირებულია დროებით საცხოვრებლად. დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლებულ ობიექტებში კომისია ადგილზე აწარმოებს მოწმობების გამოცვლას მის მიერ საამისოდ განსაზღვრულ დღეებში. დევნილი, რომელიც ვერ გამოცვლის მოწმობას აღნიშნულ პერიოდში, ცხადდება კომისიის მუდმივ სამუშაო ადგილზე.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

11. დევნილი (არასრულწლოვანი დევნილის შემთხვევაში – მისი მშობელი) ახალი მოწმობის მისაღებად მიმართავს რაიონულ გამგეობაში (მერიაში) შექმნილ კომისიას და წარუდგენს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (დედანი);

ბ) 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კანონით დადგენილ დაბადების მოწმობას, რომელიც დამოწმებული იქნება აფხაზეთის ა/რ გამგეობებთან არსებული პიროვნების დამდგენი კომისიების მიერ (დედანი);

გ) ბოლო რეგისტრაციისას მიღებულ დევნილის მოწმობას.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

12. თუ დევნილმა ობიექტური მიზეზების გამო (ხანდაზმულობა, მძიმე ავადმყოფობა) ვერ შეძლო პირადად გამოცხადება მოწმობების გამცემ კომისიაში, კომისია ვალდებულია საცხოვრებელ ადგილზე მისვლით გაარკვიოს საქმის ვითარება და მიიღოს გადაწყვეტილება დევნილის მოწმობის გაცემის შესახებ. დევნილი უფლებამოსილია განახორციელოს ურთიერთობა კომისიასთან კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

13. დევნილის მოწმობის ბოლო გვერდზე ხელს აწერს დევნილი, კომისიის პასუხისმგებელი პირი და ისმება გამგეობის ბეჭედი.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

14. დევნილი თავისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრების მოწმობების მიღებას და სიაში შეტანილი მონაცემების სიზუსტეს ადასტურებს ოჯახის თითოეულ წევრზე გაცემულ მოწმობაზე ცალ-ცალკე.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

15. იმ შემთხვევაში, თუ დევნილის რომელიმე საპასპორტო მონაცემი არ ემთხვევა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომპიუტერული ცენტრის ანკეტურ მონაცემებს, კომისიის თავმჯდომარე პირადობის დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე აკეთებს სათანადო ცვლილებებს სიაში, დევნილის მოწმობაში და ადასტურებს გამგეობის ბეჭდით. კომისია პასუხისმგებელია თითოეულ გაცემულ მოწმობაზე.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

16. კომისიამ მოწმობების გამოცვლის კამპანიის დასრულებისას მოწმობის გასაცემ სიაში უნდა გადახაზოს იმ დევნილთა მონაცემები, რომლებმაც დადგენილ ვადაში არ აიღეს ახალი ნიმუშის დევნილის მოწმობა.”

შენიშვნა: მე-13 პუნქტიდან გამომდინარე, რომელიმე მონაცემის ჩასწორება უნდა მოხდეს კომისიის პასუხისმგებელი წევრის მიერ ჩასასწორებელი მონაცემის ზედა მხარეს. მაგალითად, თუ გასასწორებელია სახელი „ელენე”, იგი გადაიხაზება და მის ზემოთ დაიწერება სახელი „ლენა” და ა.შ.

გრაფა „საბუთის სახეობა”: თუ დევნილმა წარმოად-გინა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჩაიწერება სიტყვა „პირადობის მოწმობა”, ხოლო გრაფაში „საბუთის ნომერი” – ჩაიწერება მოწმობის ზედა, პირადი, თერთმეტნიშნიანი ნომერი.

დანარჩენ გრაფაშიც შესწორება მოხდება აღნიშნული წესით. ე.ი. გადაიხაზება შესასწორებელი მონაცემები და მის ზემოთ დაიწერება ახალი მონაცემები.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

17. კომისია ვალდებულია შეადგინოს იმ დევნილთა სია, რომლებმაც გრაფიკით დადგენილ ვადაში არ გამოცვალა მოწმობა. სიის თითოეული ფურცელი დამოწმებული უნდა იყოს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით, გამგეობის ბეჭდით და წარმოდგენილ იქნეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მოწმობების გამოცვლის დამთავრების შემდეგ 5 დღის ვადაში.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

18. დევნილის მოწმობების გამოცვლის კამპანიის დასრულებისას დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები და ესმება გამგეობის ბეჭედი. აქტი დევნილის მოწმობების გასაცემ სიასთან ერთად (სიის თითოეული გვერდი დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერით და გამგეობის ბეჭდით) წარმოდგენილ უნდა იქნეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დევნილთა მოწმობების გამოცვლის ღონისძიების დამთავრებიდან 5 დღის ვადაში.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

19. დევნილი, რომელიც წინასწარ გამოცხადებული გრაფიკის დაცვით გაივლის რეგისტრაციას და გამოცვლის მოწმობას, კუთვნილ ფულად შემწეობას მიიღებს მოქმედი წესის თანახმად, მოწმობის აღების შემდეგ.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

20. დევნილთა მოწმობების გამოცვლის დამთავრების შემდეგ, დევნილთა რაიონული (საქალაქო) კომისია გაუცემელ დევნილთა მოწმობებს შესაბამისი აქტით გადასცემს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებს, სადაც ისინი არ არსებობენ, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

21. დევნილთათვის, რომლებიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წინასწარ გამოცხადებულ ვადებში არ გამოცვლიან დევნილის მოწმობას, მოწმობის გამოცვლა იწარმოებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებში სამინისტროს დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში, ხოლო სადაც ისინი არ არსებობენ – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ყოველი თვის დასაწყისში, პირველიდან ხუთ რიცხვამდე. ამ კატეგორიის დევნილი ყოველგვარ სახელმწიფო დახმარებას მიიღებს დამატებითი რეგისტრაციის გავლისა და ახალი ნიმუშის მოწმობის აღების შემდეგ.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

22. დევნილთა გაცემული მოწმობების დამატებითი სია შესაბამისი აქტით, წარედგინება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოწმობების გამოცვლიდან 5 დღის ვადაში.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 14 მაისის ბრძანება №34-სსმIII,№53,21.05.2004წ.,მუხ.451

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ“, №17, 24.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 010170000.11(1).080.005517 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1365385-1/