ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.08.2003 ძალადაკარგული 04.12.2008
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
300280000.14.011.006035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 96, 01/09/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.006.035

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №15

2003 წლის 26 აგვისტო

  ქ. თბილისი

ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ

“ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 15 აგვისტოს №14 დადგენილების, “ქ. თბილისის, მცხეთისა და გარდაბნის რაიონების სასმელ-სამეურნეო წყლით უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 თებერვლის №111 განკარგულების, “საქართველოს დედაქალაქის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №157 ბრძანებულების, “თბილისის და მისი შემოგარენის სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების ხარჯების ოპტიმიზაციის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 10 იანვრის №19 განკარგულების, “ქ. თბილისის მერიის ცალკეული საწარმოების მიერ ელექტროენერგიის შპს “ჟინერიდან” შესყიდვის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2001 წლის 15 მარტის №04.02.72 დადგენილების, ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 12 აპრილის №305.32.127 დადგენილების, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მომართვის (№14/1850 03.07.1996 წ. და №5436/4-7 18.05.1999 წ.), საქართველოს პრეზიდენტის დავალებების (№202/23 03.06.1998 წ; №150/20 13.07.1999 წ; №2398/8 01.11.2000 წ.), საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მომართვის (№202/23 08.07.1998 წ; №150/20 25.08.1999 წ; №651/8 01.04.2000 წ.), “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მელიორაციული დანიშნულების სატუმბი სადგურების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად დროებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №729 განკარგულების, სს “რუსთავის მეტალურგიული კომბინატის” 2002 წლის 14 ნოემბრის №01-12-403, სს “ქუთაისის ავტოქარხნის” 2002 წლის 11 ნოემბრის №982, შპს “ფორტეს” 2002 წლის 29 ნოემბრის №64, ფოთის საზღვაო ნავსადგურის 2002 წლის 9 დეკემბრის, სს “რუსთავცემენტის” 2002 წლის 9 დეკემბრის №18/736, შპს “თბილწყალკანალის” 2002 წლის 4 ნოემბრის და 12 ნოემბრის №№1-19/937, 1-19/952, შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 2002 წლის 6 დეკემბრის №03/181 განაცხადების, ასევე “ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესების და პროცედურების დამტკიცების შესახებ” სემეკის 1998 წლის 1 ივლისის №3 დადგენილების გათვალისწინებით, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1. 35-110-220 კვ ძაბვის ცალკეული პირდაპირი მომხმარებლების მიერ სესბიდან შესასყიდი ტარიფები

35-110-220 კვ ძაბვის ცალკეული პირდაპირი მომ-ხმარებლების მიერ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები - დანართი №1.

    მუხლი 2. შპს “ჟინერიდან” ქ. თბილისის განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტებისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები

1. შპს “თბილწყალკანალის” შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №2;

2. შპს “თბილისის მეტროპოლიტენის” შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №3;

3. შპს “ტრამვაიტროლეიბუსების საწარმოს” შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №4;

4. შპს “თბილგანათების” შესასყიდი ტარიფები ძაბვების მიხედვით – დანართი №9 და №5.

    მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მელიორაციული დანიშნულების სატუმბი სადგურების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მელიორაციული დანიშნულების სატუმბი სადგურების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები – დანართი №6.

    მუხლი 4. დასკვნითი დებულებანი

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) ამ დადგენილების პირველ, მეორე და მესამე მუხლებში აღნიშნული მომხმარებელების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება ხორციელდება 2003 წლის 1 სექტემბრიდან ამ დადგენილების პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დანართებში გათვალისწინებული ტარიფებით.

2. ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს “ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ” სემეკის 2003 წლის 22 აპრილის №5 დადგენილება.

    მუხლი 5. დადგენილების ამოქმედების ვადა

ეს დადგენილება ძალაშია “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” მისი გამოქვეყნების მე-15 დღიდან.

თავმჯდომარე     დ. მირცხულავა

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულ ი კომისიის 2003 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №29-სსმIII,№2,07.01.2004წ.,მუხ.42

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის 35-110-220კვ ძაბვის ცალკეულ პირდაპირ მომხმარებლებელთა შესასყიდი ტარიფები 3,897 თეთრი/კვტსთ დღგ-ს გარეშე

1. სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგური”

2. სს “ქუთაისის ავტოქარხანა”

3. სს “ქუთაისის პურის მიმღები”

4. სს “კასპიცემენტი”

5. შპს “კასტელი-საქართველო”

6. სს “მადნეული”

7. სს “ქიმბოჭკო”

8. სს “რუსთავცემენტი”

9. სს “რუსთავის მეტალურგიული კომბინატი”

10. შპს “საქართველოს რკინიგზა”

11. შპს “ფორტე”

12. შპს წყალტუბოს “წყალკანალი”

13. სს “აზოტი”

14. შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”

 

№

დასახელება

თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე

1

2

3

1

ელექტროენერგიის წარმოების საშუალო შეწონილი ტარიფი

2.667

2

გადაცემის ტარიფი (სს “საქრუსენერგო”)

0.18

3

გადაცემის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”)

0.70

4

დისპეტჩერიზაციის ტარიფი (შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”)

0.15

5

მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასური

0.10

6

მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტი

0.10

 

 

სულ

3.897

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნულ ი კომისიის 2003 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №29-სსმIII,№2,07.01.2004წ.,მუხ.42

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ“, №15, 26.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 300280000.14.011.006035 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1365733-1/