,,ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული კომბინირებული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის” თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.868
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №284
2003 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია “ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული კომბინირებული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ”
2. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2004 წლის 1 იანვრამდე.
მ. გოგიაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №83-სსმIII,№21,26.02.2004წ., მუხ.196
ინსტრუქცია ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული კომბინირებული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
ზოგადი დებულებები
მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლისა და 273-ე მუხლის 50–59-ე ნაწილების შესაბამისად და განსაზღვრავს ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის წესს.
მუხლი 1. გადასახადის გადამხდელები
ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ბაზრების ორგანიზებას, მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების გადასახადის, მოგების (ფიზიკური პირის შემთხვევაში საშემოსავლო) და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ნაცვლად დაიბეგრებიან ერთიანი ფიქსირებული, კომბინირებული გადასახადით ბაზრის ორგანიზებისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №83-სსმIII,№21,26.02.2004წ., მუხ.196
მუხლი 2. დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრა
1. ამ გადასახადის მიზნებისათვის ბაზარი არის სასოფლო-სამეურნეო (გარდა ცოცხალი ცხოველებისა და ფრინველებისა), სასურსათო და სამრეწველო პროდუქციის სავაჭრო კომპლექსი, რომელიც შედგება ამ მიზნისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სტაციონარული და არასტაციონარული სავაჭრო ადგილებისაგან, ცენტრალიზებული სამეურნეო მომსახურებითა და მართვით, რომლის საქმიანობის ძირითად სახეს სავაჭრო ადგილების გაქირავება წარმოადგენს.
2. ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის გამოანგარიშებისას, ამ გადასახადის მიზნებისათვის სავაჭრო ადგილად ითვლება ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი გაქირავებული (ან გაქირავებისათვის განკუთვნილი) სავაჭრო ფართობი ან/და ობიექტი, რომელიც გამოიყენება საქონლის მისაწოდებლად. ერთ სტაციონა რ უ ლ სავაჭრო ადგილად (მათ შორის, ავტომანქანებიდან ვაჭრობის შემთხვევაში) ითვლება 6 მ2-მდე, 6 მ2-დან 10 მ2-მდე, 10 მ2-დან 15 მ2-მდე, 15 მ2-დან 20 მ2-მდე, 20 მ2 და მეტი ფართობი, რომელზედაც დამონტაჟებულია დახლი ან განთავსებულია სხვა სახის სავაჭრო ობიექტი (მაღაზია, საწყობი, ფარდული, ჯიხური). დახლის შემთხვევაში პირობით სავაჭრო ადგილად ითვლება 3 მ2-მდე ფართობი, 2 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სარეალიზაციო მხარით, ხოლო ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ვაჭრობის შემთხვევაში – 2მ2-მდე ფართობი, არა უმეტეს ერთი მეტრი სიგრძის მონაკვეთის სარეალიზაციო მხარით. სავაჭრო ადგილი, რომელიც ამ ნაწილის მიხედვით არ ითვლება სტაციონარულ სავაჭრო ადგილად ან დახლად, ჩაითვლება არასტაციონარულად. არასტაციონარულ პირობით სავაჭრო ადგილად ითვლება 30 მ2 ფართობი.
3. ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადი გამოიანგარიშება იმ რაიონის, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ბაზრის ორგანიზება.
4. ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის გადამხდელი პირების ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტს (შემოსავლები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სავაჭრო ადგილების გაქირავებასთან), დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მაგალითი:
პირს ორგანიზებული აქვს ბაზარი, რომელიც ვაჭრობს როგორც სასოფლო-სამეურნეო, აგრეთვე სამრეწველო პროდუქციით. მასში განლაგებულია 150 სტაციონა რ უ ლ ი და 100 არასტაციონარული სავაჭრო ადგილი.
გარდა ამისა, ბაზარში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი კვების და მომსახურების სფეროს ობიექტები (საპარიკმახერო, ფეხსაცმელების შემკეთებელი, სამკერვალო და ა. შ.) აღნიშნული ობიექტები იმყოფება ბაზრის ორგანიზატორის საკუთრებაში (კანონიერ სარგებლობაში) და მის მიერ არ ქირავდება და არ არის განკუთვნილი გასაქირავებლად.
ამ შემთხვევაში ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული კომბინირებული გადასახადით დაბეგვრის ობიექტი იქნება მხოლოდ 150 სტაციონარული და 100 არასტაციონარული სავაჭრო ადგილი, ხოლო რაც შეეხება დანარჩენი ობიექტებიდან მიღებულ შემოსავლებს, იგი შეიტანება ბაზრის ერთობლივ შემოსავალში და გადასახადებით დაიბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 3. გადასახადის განაკვეთები
1. გადასახადი ბაზრის ორგანიზებისათვის განისაზღვროს ყოველთვიურად ერთ სავაჭრო ადგილზე შემდეგი ოდენობით:
| დასახელება | მოსახლეობის რაოდენობა | |||
| 30000-მდე | 30000-დან 100000-მდე | 100000-დან 1000000-მდე | 1000000 და მეტი | |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| ბაზრების ერთ სტაციონარულ სავაჭრო ადგილზე: 15მ2-დან 20მ2–ის ჩათ. 10მ2-დან 15მ2-მდე 6მ2-დან 10მ2-მდე 6მ2-მდე |
15 10 10 5 |
30 25 25 20 |
50 45 40 35 |
80 70 60 45 |
| ბ) დახლი | 5 | 15 | 25 | 35 |
| გ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი | 5 | 10 | 20 | 30 |
2. ბაზრები (გარდა ქ. თბილისში განლაგებულისა), რომელთა სავაჭრო ადგილების საერთო რაოდენობა 300-ზე მეტია, მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობისა, იბეგრება ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-4 სვეტში მოცემული განაკვეთებით. თუ ბაზრის ორგანიზატორი რამდენიმე პირია ან ბაზრები ერთმანეთს ესაზღვრება, მაშინ ამ მუხლის მიზნებისათვის სავაჭრო ადგილების რაოდენობა განისაზღვრება ამ ბაზრების სავაჭრო ადგილების საერთო რაოდენობით.
3. 20მ2-ზე მეტი ფართობის სტაციონარული სავაჭრო ადგილის გადასახადი გამოანგარიშებულ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ცხრილში მითითებული 20მ2 ფართობის სავაჭრო ადგილის ძირითადი გადასახადის პროპორციულად.
მაგალითი:
ბაზარს გააჩნია 100 სტაციონარული სავაჭრო ადგილი, რომელთაგან 5 სავაჭრო ადგილის ფართი აღემატება 20მ2-ს და თითოეულის ფართი შესაბამისად შეადგენს 24, 33, 54, 67 და 88 კვადრატულ მეტრს. მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე გადასახადის განაკვეთი 20 მ2-ის ჩათვლით დაწესებულია 50 ლარი თვეში.
ამ შემთხვევაში 20 მ2-ზე მეტი ფართობის მქონე სტაციონარული სავაჭრო ადგილების მიხედვით გადასახადების გაანგარიშებისათვის სავაჭრო ადგილების ფაქტობრივი ფართი იყოფა 20-ზე და მრავლდება 50-ზე (24+33+54+67+88):20X50=665 ლარი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №83-სსმIII,№21,26.02.2004წ., მუხ.196
მუხლი 4. საგადასახადო შეღავათები
მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, სამშენებლო, სანტექნიკური და ნახმარი ნივთებით ვაჭრობისას სავაჭრო ადგილი გადასახადით დაიბეგრება ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლში მოცემული განაკვეთების მიმართ შემასწორებელი კოეფიციენტით 0.6.
მაგალითი:
შპს „ორიონს”, რომელიც ორგანიზებულია ქ. თბილისში, გააჩნია 50 სავაჭრო ადგილი, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, სამშენებლო, სანტექნიკური და ნახმარი ნივთების სარეალიზაციოდ. მათ შორის 20 სავაჭრო ადგილი 6 მ2-მდე ფართობის და 30 სავაჭრო ადგილი 6მ2-დან 10მ2-მდე ფართობის.
ამ შემთხვევაში 6მ2-მდე ფართობის მქონე 20 სავაჭრო ადგილისათვის გადასახადის განაკვეთი თითოეული სავაჭრო ადგილისათვის იქნება 27 ლარი თვეში (45X0.6), ხოლო 6მ2-დან 10მ2-მდე 30 სავაჭრო ადგილისათვის კი – 36 ლარი თვეში (60X0,6).
2. ავტომანქანების ბაზარი და ბაზარი, რომელიც მდებარეობს რაიონის (ქალაქის) დასახლებულ პუნქტში, სადაც 30 ათასამდე მცხოვრებია და მუშაობს არასრულ თვეს (მხოლოდ კვირის განსაზღვრულ დღეებში) ასეთ შემთხვევაში გადასახადი გადაიხდევინება ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლში მოცემული გადასახადიდან გამომდინარე საანგარიშო პერიოდში ნამუშევარი დღეების შესაბამისად.
მაგალითი:
ინდივიდუალურ მეწარმე „სოლომონ ინწკირველს” ორგანიზებული აქვს ბაზრობა დასახლებულ პუნქტ ,,ა”-ში, სადაც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 25 ათას კაცს. ბაზრობა მუშაობს მხოლოდ კვირა დღეს. ბაზრობას გააჩნია შემდეგი რაოდენობის სავაჭრო ადგილები:
15 მ2-დან 20 მ2-მდე ჩათვლით – 5 ადგილი;
10მ2-დან 15 მ2-მდე – 12 ადგილი;
6მ2-დან 10 მ2-მდე – 15 ადგილი;
6მ2- მდე – 25 ადგილი;
დახლი – 45 ადგილი;
არასტაციონარული სავაჭრო ადგილი – 7 ადგილი;
გადასახადის თანხა სრული დატვირთული თვის მუშაობის პირობებში ტოლი იქნება:
5 ადგილი X 15 ლარი = 75 ლარი;
12 ადგილი X 10 ლარი = 120 ლარი;
15 ადგილი X 10 ლარი =150 ლარი;
25 ადგილი X 5 ლარი = 125 ლარი;
45 ადგილი X 5 ლარი = 225 ლარი;
7 ადგილი X 5 ლარი = 35 ლარი;
სულ 730 ლარი.
იმის გამო, რომ ბაზარი მუშაობს მხოლოდ კვირა დღეს და თვეში დატვირთულია მხოლოდ 4 სამუშაო დღის განმავლობაში, გადასახადი გამოანგარიშებულ უნდა იქნეს ფაქტ ობრივად ნამუშევარი დღეების შესაბამისად, რისთვისაც სრული განაკვეთი იყოფა 30-ზე და მრავლდება თვეში ნამუშევარი დღეების რაოდენობაზე. კერძოდ:
(730 : 30) X 4 = 97 ლარი.
3. მოქმედ ბაზარზე განლაგებული უმოქმედო სავაჭრო ადგილი ან უმოქმედო ბაზარი მისი ადმინისტრაციის მოთხოვნით ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის გამოანგარიშების მიზნებისათვის ექვემდებარება კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანას. ასეთ შემთხვევაში ის აღარ იქნება გათვალისწინებული მომავალი თვის ფიქსირებული გადასახადის გამოანგარიშებისას. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ბაზარი, მაღაზია, საწყობი, კონტეინერი, ფარდული და ჯიხური დაილუქება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ლუქით. ცალკეული სავაჭრო ადგილის კონსერვაციის შემთხვევაში კონსერვირებული სავაჭრო ადგილი ექვემდებარება დემონტაჟს (გარდა კაპიტალურად ნაგები სავაჭრო ადგილისა, რომლის დემონტაჟი საჭიროებს სოლიდურ თანხებს). კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანა ან მოხსნა ხორციელდება ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რის შესახებაც იგი ვალდებულია აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს წინასწარ, დეკლარაციის წარდგენისას.
მუხლი 5. გადასახადის გამოანგარიშება
1. ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული კომბინირებული გადასახადის გამოანგარიშებას ახორციელებს გადამხდელი, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა გადასახადის გამოანგარიშების სისწორესა და ბიუჯეტში ჩარიცხვაზე.
2. პირი, რომელიც ექვემდებარება ზემოაღნიშნული გადასახადით დაბეგვრას, ვალდებულია საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა აწარმოოს დადგენილი წესით. ამასთან, სავაჭრო ადგილების გაქირავებით მიღებული შემოსავლები და მასთან დაკავშირებული ხარჯები (ანუ შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ფიქსირებული გადასახადის დაბეგვრის ობიექტს), უნდა აღირიცხოს ცალკე.
3. ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის ადმინისტრირების დროს გადამხდელის საფინანსო ეკონომიკური მდგომარეობა მხედველობაში არ მიიღება.
4. ბაზრების ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული კომბინირებული გადასახადი და ბიუჯეტში შესატანი ან შეტანილი ჯარიმებისა და საურავების თანხები გადამხდელს ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოექვითება.
მუხლი 6. დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა ბიუჯეტში
1. გადასახადი ბაზრის ორგანიზებისათვის გადაიხდება ბაზრის ორგანიზატორის მიერ ყოველთვიურად შესაბამისი თვის 25 რიცხვამდე, რისთვისაც გადამხდელი საგადასახადო ორგანოში ამავე თარიღისათვის წარადგენს დეკლარაციას. გადასახადის გადახდა და დეკლარაციის წარდგენა ხდება გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. გადამხდელის მიერ დეკლარაციაში სავაჭრო ადგილების რაოდენობა, გარდა არსებული წესის მიხედვით კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი სავაჭრო ადგილებისა, აისახება საანგარიშო თვის მიხედვით მათი საერთო რაოდენობიდან გამომდინარე.
3. ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული გადასახადის თანხის 74% ჩაითვალოს დამატებული ღირებულების, 22% - მოგების (ფიზიკური პირის შემთხვევაში - საშემოსავლო) და 4% - საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ანგარიშში. ამ გადასახადების განაწილებას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №83-სსმIII,№21,26.02.2004წ., მუხ.196
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგადასახადო დეპარტამენტი
ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია
| დასახელება | მოსახლეობის რაოდენობა | |||
| 30000-მდე | 30000-დან 100000-მდე
| 100000-დან 1000000-მდე | 1000000 და მეტი
| |
|
|
|
|
|
|
| ა) ბაზრის ერთ სტაციონარულ სავაჭრო ადგილზე: 15მ2-დან 20მ2–ის ჩათ. 10მ2-დან 15მ2-მდე 6მ2-დან 10მ2-მდე 6მ2-მდე |
18 12 12 6 |
39 33 33 26 |
70 63 56 49 |
120 105 90 68 |
| ბ) დახლი | 6 | 20 | 35 | 53 |
| გ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი | 6 | 13 | 28 | 45 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგადასახადო დეპარტამენტი
ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია
| საგადასახადო პერიოდი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||
| 1 | თვე | წელი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||
|
|
|
|
|
| სერიული ნომერი კომპიუტერისათვის | |||||||||||||||||||||||||||
| 2 | ფირმის დასახელება (იურიდიული პირი) | 3 | გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი | |||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||
| 4 | გვარი (ფიზიკური პირი) სახელი, მამის სახელი | 5 | ეკ.საქმ. კოდი |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||
| 6 | მისამართი ქუჩა სახლის ნომერი ქალაქი რაიონი | ტელეფონის № | ||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||
| 7 | ბაზრის მდებარეობა ქალაქი (რაიონი) მისამართი | |||||||||||||||||||||||||||||||
8. ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის განაკვეთები ერთ სავაჭრო ადგილზე თვეში
(ლარი)
| დასახელება | მოსახლეობის რაოდენობა | |||
| 30000-მდე | 30000-დან 100000-მდე | 100000-დან 1000000-მდე | 1000000 და მეტი | |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| ა) ბაზრის ერთ სტაციონა რ უ ლ სავაჭრო ადგილზე: |
|
|
|
|
| 15 მ2-დან 20 მ2-მდე | 18 | 39 | 70 | 120 |
| 10მ2-დან 15მ2-მდე | 12 | 33 | 63 | 105 |
| 6მ2-დან 10მ2-მდე | 12 | 33 | 56 | 90 |
| 6მ2-მდე | 6 | 26 | 49 | 68 |
| ბ) დახლი | 6 | 20 | 35 | 53 |
| გ) არასტაციონა რ უ ლ ი სავაჭრო ადგილი | 6 | 13 | 28 | 45 |
|
5311 ნაწილის მიხედვით გათვალისწინებული გადასახადის განაკვეთები
(შეიტანება მე-8 ცხრილის შესაბამისი სვეტის ნომერი);
|
(ივსება იმ ბაზრის მიხედვით, რომელიც მდებარეობს დასახლებულ პუნქტში,
სადაც 30 ათასამდე მცხოვრებია და მუშაობს მხოლოდ კვირის განსაზღვრულ დღეებში)
11. გადასახადის გაანგარიშების ცხრილი
| დასახელება | სავაჭრო ადგილები | საგადასახადო ვალდებულება (ლარი) | ||||||
| სულ | მოქმედი | უმოქმედო (კონსერვაციის რეჟიმში მყოფი) | გადასახადის განაკვეთი (9 პუნქტის გათვალისწინებით) | მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საამშენებლო, სანტექნიკური და ნახმარი ნივთებით ვაჭრობისათვის (სვტ.7Xსვტ.4X0,6) | სხვა (სვტ.7Xსვტ.5) | |||
| საამშენებლო, სანტექნიკური და ნახმარი ნივთების | სხვა | |||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| სტაც. სავაჭრო ადგილები: | 6 მ2-მდე |
|
|
|
|
|
|
|
| 6 მ2-დან 10 მ2-მდე; |
|
|
|
|
|
|
| |
| 10 მ2-დან 15 მ2-მდე; |
|
|
|
|
|
|
| |
| 15 მ2-დან 20 მ2-ის ჩათვლით; |
|
|
|
|
|
|
| |
| 20 მ2-ზე მეტი: ა)რაოდენობა |
|
|
|
| X | X | X | |
| ბ) ფართი (მ2) |
|
|
|
| X |
|
| |
| დახლი | ა) 3 მ2-მდე (2 მეტრი სრ. მხარით) |
|
|
|
|
|
|
|
| ბ) 2 მ2-მდე (საიუველირო ვაჭრობის შემთხვევაში) 1 მეტრი სრ. მხარით |
|
|
|
|
|
|
| |
| არასტაციონა რ უ ლ ი სავაჭრო ადგილები |
|
|
|
|
|
|
| |
| ჯამი |
|
|
|
| X |
|
| |
გამოანგარიშებული გადასახადი (11 ცხრილის åსვტ.8+åსვტ.9)
კორექტირებული საგადასახადო ვალდებულება საგადასახადო
კოდექსის 273-ე მუხლის 56-ე ნაწილის გათვალისწინებით
(სტრ.12 : 30 X სტრ.10)
| ექვემდებარება გადახდას საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე (ლარი) მათ შორის: | 14 |
| ||
| დამატებული ღირებულების გადასახადი (სტრ.12X74%) | 15 |
|
| |
| მოგების (საშემოსავლო) გადასახადი (სტრ.12X22%) | 16 |
|
| |
| საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადი (სტრ.12X4%) | 17 |
| ||
გადამხდელის ხელმოწერა --------------------------- ----------------------------------------
თარიღი (დღე, თვე, წელი)
საგადასახადო ინსპექციის აღნიშვნა:
შემოწმების თარიღი: -----------------------------------------------------------------------
(თვე, რიცხვი, წელი)
შენიშვნა: – 20მ2-ზე მეტი ფართობის მქონე სტაციონა რ უ ლ ი სავაჭრო ადგილების მიხედვით გადასახადის გაანგარიშებისათვის სავაჭრო ადგილის ფაქტობრივი ფართი იყოფა 20-ზე და მრავლდება მე-11 ცხრილის მე-7 სვეტის მიხედვით 20მ2 ფართობის სავაჭრო ადგილისათვის გათვალისწინებული ძირითადი გადასახადის განაკვეთზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 20 თებერვლის ბრძანება №83-სსმIII,№21,26.02.2004წ., მუხ.196
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული კომბინირებული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის” თაობაზე“, №284, 03.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 200250000.11.117.005868 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1366749-1/