საქართველოს იუსტიციის მიისტრის ბრძანება №20 „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.02.2000 ძალადაკარგული 16.05.2002
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
000000010.01(2).004.000082
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 22/02/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 101.012.004.082

საქართველოს იუსტიციის მიისტრის

ბრძანება №20

2000 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმებისდამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ„ საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების (მკაცრი აღრიცხვის გერბიანი ბლანკების) ფორმები თანდართული ნიმუშების მიხედვით:

ა) ქორწინების მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია           „2365U„ (ვარდისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 1.

ბ) მამობის დადგენის მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „283 U„ (ცისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 2.

გ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 mm); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „2635U „ (იასამნისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207 „ ფერით (შინდისფერი). დანართი 3.

დ) განქორწინების მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „4675U„ (ღია ყავისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U „ ფერით (შინდისფერი). დანართი 4.

ე) გარდაცვალების მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „435U„ (რუხი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 5.

ვ) შვილად აყვანის მოწმობა – შესრულებულია A4 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 292X200 მმ (ცდომილება ±0,7მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „585U„ (ღია სალათისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207 U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 6.

2. დამტკიცდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების დასამზადებელი ქაღალდის ნიმუში. ქაღალდის სიმკვრივეა 140 გ/მ2. დანართი 7.

3. ამ ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების მოსახლეობაზე გაცემა მოხდეს დღემდე მოქმედი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ამოწურვის შემდეგ.

ჯ. ხეცურიანი