საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.06.2011 ძალადაკარგული 28.03.2013
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.029.016017
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110613018, 16/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება № 78

201 1 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 14 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში _ მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;

გ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;

დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;

ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

თ) საკადრო რესურსების მართვის ორგანიზება; სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზება;

ი) (ამოღებულია - 14.08.2012, №95);

კ) (ამოღებულია - 14.08.2012, №95);

ლ) (ამოღებულია - 14.08.2012, №95);

მ) (ამოღებულია - 14.08.2012, №95);

ნ) (ამოღებულია - 14.08.2012, №95);

ო) (ამოღებულია - 14.08.2012, №95);

პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 14 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებსა და მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ვ) ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

თ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;

ი) წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ლ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

მ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ნ) წარუდგენს ანგარიშს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) კადრების სამმართველო;

გ) (ამოღებულია - 14.08.2012, №95);

დ) (ამოღებულია - 14.08.2012, №95).

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროში შემოსული პრეზიდენტის განკარგულებებისა და ბრძანებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, მთავრობის განკარგულებებისა და დადგენილებების, მთავრობის სხდომის ოქმების რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ შემსრულებლებისთვის გადაცემა;

ბ) სამინისტროდან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, აგრეთვე მოქალაქეებთან გასაგზავნი წერილების რეგისტრაცია და გაგზავნის უზრუნველყოფა, მათი კომპიუტერული ბაზის შექმნა;

გ) ადრესატისათვის სასწრაფოდ გადასაცემი წერილის ადგილზე მიტანა;

დ) გაგზავნილი წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში შემსრულებლის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე;

ე) სამინისტროში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული წერილების რეგისტრაცია და მათი კომპიუტერული ბაზის შექმნა;

 ვ) შემოსული წერილების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და კომპიუტერში მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის შეტანა;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის შემოსული წერილების შესრულების თაობაზე შეხსენებების დარიგება;

თ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების რეგისტრაცია: თანდართული დოკუმენტაციის შემოწმება, განცხადებისათვის საჭირო დოკუმენტების ასლის გადაღება;

ი) განცხადებების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და კომპიუტერში მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის შეტანა;

კ) სამინისტროში შემოსული დევნილთა განცხადებების კომპიუტერული ბაზის შექმნა;

ლ) რეზოლუციებით დაბრუნებული წერილების შემსრულებლებისათვის გადაცემა;

მ) ყოველი დღის ბოლოს გასული წერილების რეესტრის ამობეჭვდა;

ნ) სამინისტროს შიდა მიმოწერის განხორციელება: მოხსენებითი ბარათებისა და სამსახურებრივი ბარათების რეგისტრაცია და მათი კომპიუტერული ბაზის შექმნა; ადრესატებისათვის გადაცემა;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეგისტრაცია და შემსრულებლებამდე დაყვანა;

პ) დევნილთა საკითხების და მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობების რეგისტრაცია;

ჟ) სამინისტროს საქმიანი კორესპონდენციის საარქივო წარმოება; საჭიროების შემთხვევაში არქივიდან დოკუმენტების გაცემა და მათზე პასუხისმგებლობა;

რ) სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ მოქალაქეებზე დაშვებული საშვების კომპიუტერული ბაზის შექმნა; მოქალაქეებზე (დევნილებზე) საშვის გამოწერა;

ს) საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთათვის (დევნილთათვის) ახსნა-განმარტების მიცემა;

ტ) პერიოდულად ანალიზის გაკეთება საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე;

უ) სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

5. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

 ა) სამინისტროს კადრების განვითარების პოლიტიკის განხორციელება. შესაბამისად, კადრების განვითარების გეგმის შემუშავება, გეგმის განხორციელების კოორდინაცია;

ბ) საკადრო რესურსების მართვის სისტემის ორგანიზება, ამ მიზნით შესაბამისი პროცედურების, პროგრამებისა და პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების მონიტორინგის კონტროლი;

გ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

დ) დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ზ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;

თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

ი) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

კ) სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;

მ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შემადგენლობის აღრიცხვა;

ო) შრომითი ხელშეკრულებების დადების უზრუნველყოფა;

პ) ყოველკვარტალურად საჯარო სამსახურის ბიუროსთვის სამინისტროს თანამშრომელთა შესახებ მონაცემების ელექტრონული ბაზის მიწოდება;

ჟ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

6. (ამოღებულია - 14.08.2012, №95);

7. (ამოღებულია - 14.08.2012, №95).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 14 აგვისტოს ბრძანება №95 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

    მუხლი 5. დეპარტამენტის მოსამსახურეები

დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №78, 13.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.016017 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372503-1/