თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.06.2011 ძალადაკარგული 27.03.2015
ნომერი
№7/4
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.157.016047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110616006, 20/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №7/4

2011 წლის 15 ივნისი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​5 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა  და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის  №898   ბრძანებულების შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 27 მარტის დადგენილება № 14 - ვებგვერდი, 03.04.2013 წ.

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება:

ა) ქ. თეთრიწყაროს ა და დაბა მანგლისის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე–დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით;

ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე–დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით;

გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე–დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 03.04.2013 წ.

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“, №7/4, 15.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.157.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1377460-1/