საქართველო საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №52 „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.12.2003 ძალადაკარგული 28.07.2009
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
310020010.11.115.006249
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ვებგვერდი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.11.115.006.249

საქართველო საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

  ბრძანება №52

2003 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საზღვაო კოდექსის 62-ე მუხლის, „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ” საქართველოს კანონის, „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ” 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ” 1995 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW/95) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1999 წლის 25 ნოემბრის „უსაფრთხო ექსპლოატაციის პრინციპების შესახებ” A 890 (21) რეზოლუციის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცებულ იქნეს „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ” დებულება;

2. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე დ. ცინცაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №47/ა-სსმIII,№111,07.10.2004წ.,მუხ.982

დებულება

„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ”

    მუხლი 1. პრეამბულა

საქართველოს საზღვაო კოდექსის 62-ე მუხლის, „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ” საქართველოს კანონის, „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ” 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის, „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ” 1995 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW/95) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1999 წლის 25 ნოემბრის „უსაფრთხო ექსპლოატაციის პრინციპების შესახებ” A 890 (21) რეზოლუციის შესაბამისად დგინდება მინიმალურად დასაშვები უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის განრიგი.

    მუხლი 2. ტერმინები

1. ნაოსნობის შეზღუდული რაიონი (RESTICTED AREA) – სანაპიროს გასწვრივ ნაოსნობა ნაპირიდან არა უმეტეს 200 საზღვაო მილისა ან მანძილი თავშესაფრის ნავსადგურებს შორის არა უშორეს 600 საზღვაო მილისა;

2. ნაოსნობის შეუზღუდავი რაიონი (NON RESTICTED AREA) – ნაოსნობა შეზღუდული რაიონის ფარგლებს გარეთ;

3. საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა (GMDSS) – საერთაშორისო საზღვაო საძიებო და სამაშველო სისტემა უბედური შემთხვევების არსებობისას;

4. A1 - რაიონი, რომელიც გარშემორტყმულია არაუშორეს 25 საზღვაო მილის ფარგლებში ნებისმიერი საზღვაო სანაპიროს ულტრა მოკლე სიხშირის GMDSS სისტემის რადიოტელეფონის სადგურიდან;

5. A2 – რაიონი, რომელიც გარშემორტყმულია არაუშორეს 100 საზღვაო მილის ფარგლებში ნებისმიერი საზღვაო სანაპიროს ულტრა საშუალო სიხშირის GMDSS სისტემის სადგურიდან;

6. A3 – ნებისმიერი რაიონი, რომელიც A1 და A2 რაიონების ფარგლებს მიღმა მდებარეობს, მაგრამ არ ფარავს A4 – რაიონს;

7. A4 – პოლუსების რაიონები;

8. GOC – შეუზღუდავი რაიონის ოპერატორის სერტიფიკატი;

9. ROC – შეზღუდული რაიონის ოპერატორის სერტიფიკატი;

10. პირველი კლასის რიგითი შემადგენლობა – ნიშნავს ეკიპაჟის რიგით წევრს, რომელსაც STCW/95 კონვენციის შესაბამისად, გააჩნია სანავიგაციო ან სამანქანო ვახტის გაწევის მოწმობა;

11. მეორე კლასის რიგითი შემადგენლობა – ნიშნავს ეკიპაჟის რიგით წევრს, რომელსაც არ გააჩნია სანავიგაციო ან სამანქანო ვახტის გაწევის მოწმობა.

 

მუხლი 3. ეკიპაჟის მინიმალური რაოდენობა

გემთმლობელი ვალდებულია ექსპლუატაციის დროს მუდმივად უზრუნველყოს ეკიპაჟის რაოდენობა არანაკლებ ცხრილში მითითებულისა (იხ. ცხრილი I და II).

                                          ცხრილი I

სანავიგაციო შემადგენლობა

საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრული გემის

საერთო ტევადობა

 

№

თანამდებობა

 

500-999

1000 – 2999

3000 - 4999

5000 – 15 000

> 15000

20 001

1

კაპიტანი

1

1

1

1

1

1

2

უფროსი თანაშემწე

1

1

1

1

1

1

3

შტურმანი/თანაშემწე

 1(ა)

1

1

2

2

2

4

პირველი კლასის მატროსი

2

3

 4

5

6

3

5

მეორე კლასის მატროსი

 

 

 

 

 

3

 

სულ

5

6

7

9

10

10

 

(ა) „ნაოსნობის შეზღუდული რაიონში” ნაოსნობისას შეიძლება შემცირებული იქნეს 1 სავახტო ოფიცერი;

 

                                      ცხრილი II

სამანქანო შემადგენლობა

გემის მთავარი ძრავის სიმძლავრე კვტ-ში

 

 №

თანამდებობა

350-750

751 – 1500

1501 - 3000

3001 – 7450

7451-11200

> 11201

1.

უფროსი მექანიკოსი

1

1

1

1

1

1

2.

მეორე მექანიკოსი

(ბ)1

(ბ)1

1

1

1

1

3.

მესამე მექანიკოსი

 

 

(გ)1

(გ)1

(გ)1

(გ)2

4.

პირველი კლასის მოტორისტი

1

1

(დ)2

 (დ)3

3

3

5.

მეორე კლასის მოტორისტი

 

 

 

 

 

 

 

სულ

3

3

5

6

6

7

 

(ბ) გემებზე, სადაც არსებობს სამანქანო შემადგენლობის ავტომატიზებული მართვის სისტემა შეიძლება შემცირებულ იქნეს მე-2 მექანიკოსი;

(გ) გემებზე, სადაც არსებობს სამანქანო შემადგენლობის ავტომატიზებული მართვის სისტემა შეიძლება შემცირებულ იქნეს ერთი სავახტო მექანიკოსი;

(დ) გემებზე, სადაც არსებობს სამანქანო შემადგენლობის ავტომატიზებული მართვის სისტემა შეიძლება შემცირებული იქნეს სამანქანო შემადგენლობის ერთი მოტორისტი.

შენიშვნა: თუ გემზე არსებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 10-ს და მეტს, მაშინ საჭიროა მზარეულის ვალდებულების შესასრულებლად ერთი დამატებითი ეკიპაჟის წევრის დაშვება.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №47/ა-სსმIII,№111,07.10.2004წ.,მუხ.982

    მუხლი 4. სამგზავრო გემები

სამგზავრო გემებისათვის ეკიპაჟის წევრების მინიმალური უსაფრთხო შემადგენლობა დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გემთმფლობელის მიმართვის სპეციალური შესწავლის შემდეგ.

    მუხლი 5. მოთხოვნები რადიოპერსონალის რაოდენობისათვის, თუ გემი აღჭურვილა GMDSS მოწყობილობებით

1. გემებს, რომლებიც ნაოსნობას ახორციელებენ A 1 რაიონში, უნდა ჰყავდეთ მინიმუმ ორი ოფიცერი GOC სერტიფიკატით.

2. გემებს, რომლებიც ნაოსნობას ახორციელებენ A 1 რაიონის საზღვრებს გარეთ უნდა ჰყავდეთ:

ა) გემებს სანაპირო საბაზო მომსახურებით – ორი ოფიცერი GOC სერტიფიკატებით ან ერთი რადიოელექტროინჟინერი;

ბ) გემებს ბორტზე მომსახურებით – I ან II კლასის ერთი რადიოელექტროინჟინერი და ერთი ოფიცერი GOC სერტიფიკატებით;

გ) გემები, რომლებიც არ არიან აღჭურვილნი GMDSS მოწყობილობებით – ერთი რადიოოპერატორი – რადიოტელეგრაფისტი.

    მუხლი 6. ეკიპაჟის წევრების მომსახურება

თუ გემის ეკიპაჟის რაოდენობა 10 წევრზე მეტია – მაშინ ემატება ერთი ეკიპაჟის წევრი, რომელიც ასრულებს მზარეულის მოვალეობას.

    მუხლი 7. ეკიპაჟის წევრების მინიმალური ოდენობის დადგენა

1. ეს მოთხოვნები ვრცელდება იმ გემებზე, რომელთაც გააჩნიათ სამანქანო განყოფილება ვახტის გაწევის გარეშე მომსახურებით და ახორციელებენ საერთაშორისო ნაოსნობას;

2. სპეციალური „უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის” მოწმობა გაიცემა იმ გემებისათვის, რომლებიც მუშაობენ სპეციალური რაიონებში ან გააჩნიათ სხვა სახის რადიომოწყობილობები. ამ შემთხვევაში შეიძლება დადგენილ იქნეს ეკიპაჟის სხვა შემადგენლობა, რომელიც დამოწმებული იქნება სპეციალური მოწმობით „უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ”.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება „საქართველო საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №52 „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“, №52, 12.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 310020010.11.115.006249 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1378466-1/