სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.06.2011 ბოლო ცვლილება 26.12.2025
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
210020090.21.014.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110623018, 23/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №15

2011 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო​1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 24 ივნისს.

ტ. ურჯუმელაშვილი

სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესი

 მუხლი 1. სატენდერო განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი 
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს.

2. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსებისა და გამოქვეყნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

3. სისტემის მეშვეობით ერთი სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) 50 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება წარმოადგინა სულ მცირე ერთმა პრეტენდენტმა ან როდესაც მიენიჭა სტატუსი ,,ტენდერი შეწყვეტილია ;

ბ) 25 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება არ წარმოუდგენია არცერთ პრეტენდენტს.

4. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge).

5. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდის დანიშნულების ველში უნდა მიეთითოს: „ქვეკოდი – 9001, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური“.

6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობის შესაბამისად.

7. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას შეეზღუდება სისტემით სარგებლობის უფლება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე .

8. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშიდან, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

9. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეცდომით გადახდილია. ზედმეტად გადახდილი თანხის შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და გამოქვეყნების საფასურის განაკვეთს შორის.

10. შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ სააგენტოში წარმოდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას და შესაბამის დოკუმენტაციას. შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო ამ მოთხოვნას ათი სამუშაო დღის ვადაში უგზავნის თანხის დაბრუნებაზე შესაბამის უფლებამოსილ პირს.

11. სააგენტოში მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს შეცდომით გადახდილი თანხის გადახდიდან სამი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ შეცდომით გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 03.01.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 7  სექტემბრის ბრძანება №11 - ვებვერდი, 07.09.2012 წ.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის №19 - ვებგვერდი, 31.12.2013 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 3 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 04.06.2020 წ.


მუხლი 2. საკონკურსო განცხადების და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნები საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

1.  სისტემის მეშვეობით საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს.

1​1. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსებისა და გამოქვეყნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს სააგენტო.

2. სისტემის მეშვეობით ერთი საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) 50 ლარს, როდესაც შესაბამის კონკურსში საკონკურსო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის საკონკურსო წინადადება წარმოადგინა სულ მცირე ერთმა პრეტენდენტმა ან როდესაც კონკურსს მიენიჭა სტატუსი „შეწყვეტილია“;

ბ) 25 ლარს, როდესაც შესაბამის კონკურსში საკონკურსო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის საკონკურსო წინადადება არ წარმოუდგენია არცერთ პრეტენდენტს.

3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge).

4. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდის დანიშნულების ველში უნდა მიეთითოს: „ქვეკოდი – 9002, საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური“.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამის კონკურსში საკონკურსო წინადადების მიღების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული კონკურსების რაოდენობის შესაბამისად.

6.  შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის, ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას შეეზღუდება სისტემით სარგებლობის უფლება საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე.

7. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშიდან, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

8. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეცდომით გადახდილია. ზედმეტად გადახდილი თანხის შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და გამოქვეყნების საფასურის განაკვეთს შორის.

9. შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ სააგენტოში წარმოდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას და შესაბამის დოკუმენტაციას. შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო ამ მოთხოვნას ათი სამუშაო დღის ვადაში უგზავნის თანხის დაბრუნებაზე შესაბამის უფლებამოსილ პირს.

10. სააგენტოში მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს შეცდომით გადახდილი თანხის გადახდიდან სამი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ შეცდომით გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 3 ივნისის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 04.06.2020 წ.


მუხლი 3. გარდამავალი დებულებები

2015 წლის 1 ივლისამდე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გახდაზე მოქმედებს შემდეგი წესები:

ა) საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს 10 ლარს;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამისი კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული კონკურსების რაოდენობის შესაბამისად;

გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას შეეზღუდება სისტემით სარგებლობის უფლება საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე;

დ) საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების შესაბამისად;

ე) საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების ზედმეტად გადახდილი საფასური უკან ბრუნდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-8–მე-10 პუნქტების შესაბამისად.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის №19 - ვებგვერდი, 31.12.2013 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“, №15, 23.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020090.21.014.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1382865-5/