„ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№246
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.016406
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110624014, 24/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №246

2011 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების   მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილების (სსმ, 13.12.2010 წ.) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წინადადებების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი  აქტით დამტკიცებული საკონკურსო პირობების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილმა კომისიამ კონკურსის წესით გამოავლინოს გამარჯვებული ამ დადგენილებით შესყიდული ან დონორების მიერ რეაბილიტირებული ობიექტების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                  ნ. გილაური