„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.06.2011 ძალადაკარგული 10.01.2014
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.025.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110624023, 24/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №96

2011 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2011 წლის 17 მაისის №4677 კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართულ დანართებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის №566 ბრძანება;

ბ) ,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანება;

გ) „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის 2000 წლის 1 ივნისის №10/37 ბრძანება;

დ) ,,ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბერის №806 ბრძანება;

ე) ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური  რეგლამენტების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული მე-5 დანართი.

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე 2011 წლის პირველი იანვრიდან გაცემულ ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ 2011 წლის 1 აგვისტომდე, საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მათ შეცვლამდე.

4. ეს ბრძანება, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა, ძალაში შევიდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ძალაში შევიდეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

ა. ხეთაგური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №167- ვებგვერდი, 25.08.2011წ.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №234- ვებგვერდი, 11.11.2011წ.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №253- ვებგვერდი, 06.12.2011წ.

4. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

5. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

6. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.

 

საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

წინამდებარე საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებით და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომში – დებულება) რეგულირდება საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე დამზადებული ხე-ტყის მოძრაობის, მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის (დანართი 12) შევსების, გაცემისა და გამოყენების წესები, მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დადგენისა და პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ანგარიშგების წესები.

    მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა

1. ხე-ტყით მოსარგებლე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ხე-ტყის მოპოვების უფლება ან/და კანონიერად ფლობს ხე-ტყეს, ასევე სახელმწიფო , თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებულ მერქნულ რესურსს.

2.  ხე-ტყის მფლობელი – პირი, რომელიც კანონიერად ფლობს ხე-ტყეს.

3. დამზადების ადგილი – შესაბამისი მუნიციპალიტეტი, სოფელი, დასახლება და სხვა ტერიტორია ან საქართველოს ტყის ფონდის შესაბამისი სატყეო უბნი ს შესაბამისი სატყეო ს შესაბამისი კვარტალი ს ლიტერი, სადაც მოხდა ხე-ტყის  ან  ხე-მცენარეები ს ჭრა .

3​1. ხე-ტყის დატვირთვის ადგილი – ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელისათვის ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სხვა (გარდა სოციალური ჭრისა) ტყითმოსარგებლისათვის საქართველოს ტყის ფონდში საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემული სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.

4. ლიცენზიანტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ფლობს ტყით სარგებლობის გენერალურ ან ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიას.

5. ხე-ტყის /ხე-მცენარი ს ტრანსპორტირება – ხე-ტყის /ხე-მცენარი ს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება (მოძრაობა).

6. გადამზიდავი პირი – პირი, რომელიც ახორციელებს ხე-ტყის ან ხე-მცენარ ის მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებას.

7. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ხე-ტყის ან ხე-მცენარი ს ტრანსპორტირება ამ დებულებით დადგენილი წესით.

8. პირველადი გადამუშავების პროდუქტი – მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე -მცენარის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, შავად ნამზადი დეტალი, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ფანერა (შპონი).

 9. ფიცარი – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი.

10.   ძელი – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი, ხოლო ფორმის მიხედვით მახვილ და ბლაგვკუთხიანი.

11.   ძელაკი – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო სიგანე არ აღემატება ორმაგ სისქეს.

12.   შპალი – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის მშენებლობისთვის რკინიგზის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი.

13. შავად ნამზადი დეტალი – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი.

13.​1 სახერხი საამქროს მფლობელი –  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში ან/და მფლობელობაშია ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახერხი საამქრო.

13​2. ფანერა (შპონი) –  სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი.

13​3 . მოქმედი სახერხი დანადგარი –  სახერხი დანადგარი, რომლის უძრავი ან/და მოძრავი ნაწილები დამონტაჟებულია და დანადგარს მიეწოდება ელექტროენერგია.

13​4 . უმოქმედო სახერხი დანადგარი –  სახერხი დანადგარი, რომლის უძრავი ნაწილი ადგილზეა, ხოლო მოძრავი ნაწილები დაშლილია ან გატანილია ადგილიდან და დანადგარს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

13​5 . სახერხი საამქროს სრული დემონტაჟი –  სახერხი დანადგარი, ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის , რომლის უძრავი და მოძრავი ნაწილები(მათ შორის , სამაგრი მოწყობილობა) არ არის დამაგრებული საქმიანობის განხორციელების ადგილზე.

13​6. ელექტრონული ანგარიში –  ყოველი დღის 12:00 საათიდან მომდევნო დღის 12:00 საათამდე „ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში –  ელექტრონული ჟურნალი) ასახული მონაცემები.

14. საპარკეტე ფრიზა –  მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი.

15. ნაგვერდული – სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის გადამუშავების (დახერხვის) დროს ნაპირზე ჩამოთლილი მორის ნაწილი, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ორი გვერდი: ერთი სწორი (ჩანახერხი მხარე) და მეორე დაუმუშავებელი (ამობურცული მხარე).

16. დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა – სათბობი შეშა, რომელიც მიიღება     ხე-ტყის ან ხე-მცენარის დაპობისა და გაჩეხვის შედეგად.

17. სახერხი დანადგარი – მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების სახერხი ტექნოლოგიური საშუალებები (დაზგა-დანადგარები და მოწყობილობები, მათ შორის, მათი სამაგრი მოწყობილობები).

18. გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები – სახერხი საამქროს  მიერ   მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე ხე-მცენარის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ხის ნაფოტი, ბურბუშელა, ნახერხი. ასევე ხის სხვა ისეთი ნარჩენები, რომელთა განთავსების ადგილიდან გადაადგილება/გაფანტვა შესაძლებელია ქარის მეშვეობით.

19.   ბუნკერი – სახერხი საამქრ ო ს ტერიტორიაზე სხვადასხვა მოყვანილობისა და ფორმის ფოლადის, რკინაბეტონის, ხის ან სხვა მყარი ნაკეთობის სათავსი (საცავი) ან ნაგებობა, რომელიც გამოიყენება  გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განსათავსებლად.

2 0. მდინარის ან ხევის კალაპოტი – მდინარის ან ხევის ის ნაწილი, სადაც გაედინება მდინარის ან ხევის წყალი მაქსიმალური დონის (წყალუხვობის) პერიოდში.

21.   მაღალმთიანი რეგიონი – ,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოფლების, თემების და დაბების ჩამონათვალში არსებული დასახლება.

22.   ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლი – წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული (მაქსიმალური დონის) შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან 300 მეტრის ფარგლებში არსებული ტერიტორია.

23.   შავი ზღვის სანაპირო ზოლი – ზღვის ნაპირიდან 300 მეტრის ფარგლებში არსებული ტერიტორია.

24. სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

25. მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

26. ბუნებრივი რესურსების სააგენტო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №167- ვებგვერდი, 25.08.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

თავი II

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა, დოკუმენტის გაცემა, მათ გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

    მუხლი 3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გამოყენების ზოგადი მოთხოვნები

1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილზე ხე-ტყის ტრანსპორტირებამდე ან/და შესაძლებელია ამავე წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ელექტრონული ფორმით შევსება ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან შეთანხმებული სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით. ელექტრონული ფორმით წარდგენილ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დოკუმენტს. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას.

2. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის (შეუვსებელი ფორმა) დამზადებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონი.

3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე გარკვევით ლურჯი ან შავი ფერის ბურთულიანი კალმით, დოკუმენტში ღიად დარჩენილი რეკვიზიტები აღინიშნება ,,Z”-ით.

4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა აფხაზეთში დადგენილი წესით ივსება აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის მიღებისა და გაცემის რეგისტრაცია, ასევე დაზიანებული ან/და უკან დაბრუნებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დალუქულ ამ დებულების №2 და №3 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში დოკუმენტის ფორმის გამცემი ორგანოს მიერ.

6. სპეციალური ფირნიშის მიღებისა და გაცემის რეგისტრაცია, ასევე დაზიანებული ან/და უკან დაბრუნებული სპეციალური ფირნიშის აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დალუქულ ამ დებულების №4 და №5 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში მისი გამცემი ორგანოს მიერ.

7. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოები, რომელთაც ამ დებულების საფუძველზე მინიჭებული აქვთ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, ვალდებულნი არიან გამოყონ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმებისა და სპეციალური ფირნიშის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები.

8. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა იბეჭდება სამ ეგზემპლარად.

9. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოსათვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების წარდგენისას ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემები, დოკუმენტის გაცემიდან (შევსებიდან) არა უგვიანეს 48 საათისა ასახოს ბუნებრივი რესურსების მართვის მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში –  მონაცემთა ბაზა) და ატვირთოს მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი;

ბ) შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი სააგენტოში წარადგინოს თვეში 2-ჯერ, თვის 1-ლი რიცხვიდან 15 რიცხვის ჩათვლით შევსებული – 18 რიცხვამდე, ხოლო 16 რიცხვიდან თვის ბოლომდე შევსებული –  მომდევნო თვის 3 რიცხვამდე.

10. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებისას, მისი პირველი ეგზემპლარი გაცემიდან არა უმეტეს 72 საათისა უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს, რომელიც დოკუმენტში არსებულ მონაცემებს ჩაბარებიდან 72 საათში დადგენილი წესით ასახავს მონაცემთა ბაზაში და მატერიალური სახი თ ატვირთ ავ ს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველ ეგზემპლარ ს .

11. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ფორმის სტამბური წესით დაბეჭდვას უზრუნველყოფს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე უფლებამოსილი ორგანო. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაბეჭდვისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნუმერაციის განსაზღვრა ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების ურთიერთშეთანხმებით.

12. დაუშვებელია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის ან მისი შევსებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ივსება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელიც გაუქმების მიზეზების მითითებით, შესაბამისად ამ მუხლის მე-9 ან მე-10 პუნქტით დადგენილ ვადებში, ბარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს.

13. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება ხორციელდება მორის გადანაჭრელზე. მარკირების პროცესში სპეციალური ფირნიშის დაზიანების შემთხვევაში იგი ბარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს, მისი დაზიანებიდან არა უგვიანეს 72 საათისა.

14. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერა შესაძლებელია შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან ფიზიკური დაზიანების გამო ჩამოწერის აქტის (დანართი №6) მიხედვით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის ნომრისა და ჩამოწერის მიზეზების მითითებით. გამოსაყენებლად უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

15. ყველა ჩანაწერი ამ მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალში უნდა გაკეთდეს გარკვევით ლურჯი ან შავი ფერის ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერების ამოშლა, გადაშლა. აუცილებლობიდან გამომდინარე, შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი მკრთალად გადაიხაზება ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა. ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში ,,შენიშვნა” პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალების წარმოებაზე, აკეთებს შემდეგ ჩანაწერს: ,,შესწორება (რეკვიზიტ ის ნომერი) რეკვიზიტში გაკეთებულია (თარიღი), ხელმოწერა (გვარი, სახელი)”.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №167- ვებგვერდი, 25.08.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.

    მუხლი 4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოებია:

ა) ბუნებრივი რესურსების სააგენტო;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდეგში – დაცული ტერიტორიების სააგენტო);

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო (შემდეგში – აჭარის სატყეო სააგენტო);

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო სამმართველო.

2. ამ მუხლით განსაზღვრული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სოციალური ჭრების განხორციელების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე გასცემენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს.

    მუხლი 5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო, ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული  ხე-ტყის შემდგომი რეგულირების მიზნით, ხე-ტყით მოსარგებლეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა ბუნებრივი რესურსების სააგენტო.

2. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის საფუძველია შესაბამისი ტყით სარგებლობის გენერალური ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და დადგენილი წესით ტყეკაფის გამოყოფა.

3. ბუნებრივი რესურსების სააგენტო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და შესაბამისი სპეციალური ფირნიშების გაცემას უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადიდან (მიმართვიდან) არა უმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყით მოსარგებლეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის გაცემის რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დალუქულ და ამ დებულების №7 და №8 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში.

5. ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემული უკან დაბრუნებული, მათ შორის, დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ან სპეციალური ფირნიშის აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დალუქულ და ამ ბრძანების №9 და №10 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალში.

6. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემული, ასევე უკან დაბრუნებული და დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის შესახებ ინფორმაცია, ასევე დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში არსებული მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, უნდა აისახოს შესაბამის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

7. თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება არ ხორციელდება უშუალოდ  ხე-ტყით მოსარგებლის მიერ, მან ამისთვის ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წინასწარ უნდა წარმოადგინოს სხვა პირისთვის დოკუმენტის შევსების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ან საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებაზე უფლებამოსილ პირებზე ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების განაწილების შესახებ ინფორმაცია აისახება ამ დებულების №11 დანართით დადგენილი ფორმის ზონარგაყრილ, დანომრილ, ხე-ტყით მოსარგებლის ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.

9. ყველა ჩანაწერი ამ დებულების №11 დანართით დადგენილი ფორმის ჟურნალში უნდა გაკეთდეს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. სრულად შევსებული ჟურნალი ინახება ხე-ტყის მოსარგებლის მიერ  ტყითსარგებლობის ვადის განმავლობაში.

10. ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა დაცული იყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი, ასევე მისთვის გადაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმები და სპეციალური ფირნიშები დაკარგვის ან სხვაგვარი ზემოქმედებისგან. მათი შენახვის ადგილები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

11. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემიდან არა უმეტეს 72 საათისა ან/და სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით ელექტრონული ფორმით შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ამავე ვადაში დადგენილი წესით ელექტრონულად წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის მონაცემთა ერთიან ბაზაში.

12. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის დაკარგვის შემთხვევაში ხე-ტყით მოსარგებლემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს.

13. გაუხარჯავი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმები ან/და ხე–ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშები ტყითსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ 30 კალენდალური დღის ვადაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოში.

14. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის და სპეციალური ფირნიშების შენახვაზე და დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყით მოსარგებლეს.

    მუხლი 6. სოციალური ჭრებით მოპოვებულ ხე-ტყეზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ შესაბამისი წარმოშობის დოკუმენტის გაცემა, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირთა უფლება-მოვალეობანი

1. სოციალური ჭრებით მოპოვებულ ხე-ტყეზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ხე-ტყის დამზადების ბილეთი;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი);

გ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი (სათბობი შეშის ვაუჩერი).

2. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე სავალდებულოა I ხარისხის ხიდან მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მერქნული რესურსისა, რომლის მარკირებაც განხორციელდება ხე-ტყის მოსარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე სავალდებულოა II ხარისხის ხიდან მიღებული ხე-ტყე ხე-ტყის მოსარგებლის მიერ დაკოტრილ იქნეს სიგრძით არა უმეტეს ერთი მეტრისა.

3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) მოითხოვოს ხე-ტყის დამზადების ბილეთი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი მონაცემების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალებისა და ხე-ტყის გადამზიდავი პირის შესახებ);

ბ) შეამოწმოს ფაქტობრივად დამზადებული რესურსისა და მისი ოდენობის შესაბამისობა ხე-ტყის დამზადების ბილეთში ასახულ მონაცემებთან;

გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ:

გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი;

გ.ბ) დარღვეულია ხე-ტყის დამზადების ადგილი და ხე-ტყის ათვისების ვადები;

გ.გ) მოპოვებული რესურსის სახეობა არ შეესაბამება, ხოლო ოდენობა აღემატება ხე-ტყის დამზადების ბილეთში ასახულ მონაცემებს.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში:

ა) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების ადგილიდან გამოსვლამდე;

ბ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:

ბ.ა) სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის შევსება;

ბ.ბ) ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, მე-2 რეკვიზიტში ხორციელდება მითითება სოციალური ჭრის თაობაზე;

ბ.გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ყველაზე ბოლოს;

გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, გარდა მე-7 რეკვიზიტში ,,დანიშნულების ადგილში“ მისათითებელი ინფორმაციისა, რომელიც ივსება ხე-ტყით მოსარგებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

5. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის თანახმად   ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ეგზემპლარის ხე-ტყით მოსარგებლეზე გადაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტების სრულად შევსების შემდეგ.

6. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის შევსებისა და გაცემის შემდეგ,  მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს დადგენილი წესით ელექტრონული ფორმით სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით.

7. სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული სპეციალური ფირნიშებით დაუმარკირებელი წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა და ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება მისი გაცემიდან არა უმეტეს 24 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხე-ტყის მოსარგებლის მიერ მისი შემდგომი ტრანსპორტირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დაჩეხილ-დაპობილი მერქნის (სათბობი შეშის) სახით და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში ,,დანიშნულების ადგილის” მიხედვით შესაბამისი მუნიციპალიტეტის ან შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის საზღვრებში. აკრძალულია ამ პუნქტით გათვალიწინებული ხე-ტყის სახერხ საამქროში შეტანა (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და ნებისმიერი ფორმით გასხვისება.

8. სოციალური ჭრის განხორციელების შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით მოპოვებულ ხე-ტყეზე (მათ შორის II ხარისხის ხიდან მიღებულ ხე-ტყეზე) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე და სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე სავალდებულოა მისი დაკოტვრა სიგრძით არა უმეტეს ერთ მეტრამდე (გარდა ცოცხალი გამწევი ძალით ხე-ტყის მორთრევით ტრანსპორტირებისა).

9. ხე-ტყის მოსარგებლე უფლებამოსილია სოციალური ჭრის ფარგლებში მის მიერ მოპოვებული II ხარისხის ხიდან მიღებული ან/და ძირნაყარი ხე-ტყე შეიტანოს სახერხ საამქროში პირველადი  გადამუშავების მიზნით.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №167- ვებგვერდი, 25.08.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №234- ვებგვერდი, 11.11.2011წ.

    მუხლი 7. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის შევსების წესი და პასუხისმგებლობა მასში ასახული ინფორმაციის სისწორეზე

1. ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე, ხე-ტყით მოსარგებლის (ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის) მიერ სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა.

2. ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის სახერხ საამქროში გადამუშავების მიზნებიდან გამომდინარე, ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ასევე სავალდებულოა მათი მარკირება სპეციალური ფირნიშებით და დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.

3. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება ხორციელდება შემდეგი წესების დაცვით:

ა) სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება;

ბ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყით მოსარგებლის ან ამ დებულების შესაბამისად, მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ;

გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ყველა რეკვიზიტის შევსების შემდეგ;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მარკირებული მერქნული რესურსის მოცულობა და საერთო მოცულობა (მ​3) ჯიშების მიხედვით, ასევე შესაბამისი სპეციალური ფირნიშის ნომრები აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-4 რეკვიზიტში მოცემულ ცხრილში. ცხრილის შეუვსებელ თითოეულ რეკვიზიტში დაისმევა – Z. ამასთან, ამავე რეკვიზიტში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მსხვილი ბოლოს დიამეტრის მითითება სავალდებულო არ არის;

ე) წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა და ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოცულობა ჯიშების მიხედვით აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტში, მისი არარსებობისას აღნიშნულ რეკვიზიტში დაისმევა – Z.

4. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ამ მუხლის თანახმად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ.

5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების შევსებაზე და სისწორეზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყით მოსარგებლეს.

    მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, დადგენილ შემთხვევებში მათზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა

1. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარის, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართი ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);

ბ) ხე- მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის – ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე- მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში: მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა;

გ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ.

2. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული, ხე-მცენარეებიდან, მათ შორის კაკლის, ბალამწარის, წაბლისა და თუთის სახეობებიდან (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა ) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით  მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით  მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე სხვა ხილ-კენკროვანი სახეობები დან ) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის  ხე-ტყე. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი ვალდებულია მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ადილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებულ ინფორმაციას. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან, არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამავდროულად, დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემისთვის შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესისა და ოდენობის შესაბამისად.

4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი ვალდებულია:

ა) მოითხოვოს წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი მონაცემების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალების, გადამზიდავი პირისა და დანიშნულების ადგილის შესახებ);

ბ)  შეამოწმოს ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, დამზადებული ხე-მცენარეების ოდენობა და სახეობა;

გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე თუ ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, ჯიში (სახეობა) და სხვა მონაცემები არ შეესაბამება წარმოდგენილ ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობაში ასახულ მონაცემებს.

4​1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დაინტერსებული მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) შესაბამისად.

5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:

ა) სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება, გარდა დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტისა, რომელიც გადაიხაზება – Z-ით;

ბ) ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ;

გ) დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ყველაზე ბოლოს;

დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.

6. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტების სრულად შევსების შემდეგ.

7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების რეგულირების მიზნით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება აჭარის სატყეო სააგენტო ს მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი მიმართავს აჭარის სატყეო სააგენტო ს.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №167- ვებგვერდი, 25.08.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №253- ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

    მუხლი 9. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ხე-ტყეზე, სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე ან სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-მცენარეებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა

1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ხე-ტყის, სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის ან სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების ტრანსპორტირების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ხე-ტყეზე  ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა ან/ და სპეციალურ ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) საფუძველზე. მიმართვას თან უნდა ახლდეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

2​1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მერქნული რესურსის განკარგვის შემდეგ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ  ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა  ან/ და სპეციალურ ი ფირნიშებით მარკირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მიმართვისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი   შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე;

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სპეციალური ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალურ ი ფირნიშებით   მარკირების თვის სპეციალური ჭრების განმახორციელებელი პირი წერილობით (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) მიმართავს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის სატყეო სააგენტოს .

4. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ მიწაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ჭრების განხორციელებისას მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალურ ი ფირნიშებით მარკირების თვის ჭრების განმახორციელებელი პირი წერილობით (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) მიმართავს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის სატყეო სააგენტოს .

4​1. სახელმწიფო საკუთრებაში (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-მცენარეებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მიმართვის ან აღნიშნული ხე-მცენარეების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვის შემთხვევაში შესაბამისი ხე-ტყით მოსარგებლის მოთხოვნის (განაცხადის) საფუძველზე. წერილობით მიმართვაში ან მოთხოვნაში ასევე მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა (მ​3) ჯიშების მიხედვით, ასევე მათი დამზადების ან/და განთავსების ადგილი.

5. სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი მართვის ორგანოს უფლებამოსილი პირი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და 41  პუნქტებში ასახული შესაბამისი დოკუმენტების (წერილობითი მიმართვის ან მოთხოვნის) გათვალისწინებით, ვალდებულია:

ა) შეამოწმოს ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა შესაბამის დოკუმენტში (წერილობითი მიმართვაში ან მოთხოვნაში) ასახულ მონაცემებთან;

ბ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი;

გ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია;

დ) თუ ხე-ტყის ჯიში ან/და ოდენობა არ შეესაბამება აღნიშნული დოკუმენტის (წერილობით მიმართვაში ან მოთხოვნაში არსებულ) მონაცემებს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაიცემა აღნიშნული მონაცემების დაზუსტების შემდეგ.

6. ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ სავალდებულოა ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა, რაც აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სათანადო რეკვიზიტებში, შეუვსებელი რეკვიზიტები გადაიხაზება – Z-ით.

7. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის თანახმად   ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ.

8. ამ მუხლის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტში მითითებული თავისებურებების გათვალისწინებით:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება. ამ მუხლის 2​1 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ მუხლის  მე-2 და 2​1 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის სხვა რეკვიზიტები ივსება შემდეგი წესით: დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მიმართვის რეკვიზიტები, შეუვსებელი მე-3 ან მე-4 რეკვიზიტი გადაიხაზება  –  Z-ით. მე-5 რეკვიზიტში მიეთითება დოკუმენტის გაცემის (ხე-ტყის განთავსების) ადგილის  მისამართი (თუ ხე-ტყის დამზადების ადგილი უცნობია).

ბ) ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება „ბუნებრივი რესურსების სააგენტო ს” სახელწოდება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის სატყეო სააგენტოს სახელწოდება, მე-2 რეკვიზიტში ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტების საფუძველზე წერილობითი მიმართვის რეკვიზიტები. მე-8 რეკვიზიტში ხე-ტყის გადამზიდავი პირის მონაცემები. სხვა რეკვიზიტები ივსება ჩვეულებრივი წესით.

გ) ამ მუხლის 4​1 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:

გ.ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მიმართვის შემთხვევაში დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი შესაბამისი ორგანოს სახელწოდება, მე-2 რეკვიზიტში შესაბამისი ორგანოს წერილობითი მიმართვის რეკვიზიტები. დანარჩენი რეკვიზიტები ივსება დადგენილი წესით. შეუვსებელი რეკვიზიტები გადაიხაზება – ძ-ით.

გ.ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგვის შემთხვევაში ხე-ტყით მოსარგებლის მოთხოვნის (განაცხადის) შემთხვევაში, რომელსაც თან უნდა ახლდეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) და ხე-მცენარეების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება აღნიშნული პირის საინდეტიფიკაციო მონაცემები, მე-2 რეკვიზიტში შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის (განაცხადის) მონაცემები. დანარჩენი რეკვიზიტები ივსება ჩვეულებრივი წესით. შეუვსებელი რეკვიზიტები გადაიხაზება – ძ-ით.

9. ამ მუხლის მე-2 და 4​1 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა შესაბამის ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის გადამზიდავ პირს, ხოლო პირველი და მე-3 ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №167- ვებგვერდი, 25.08.2011წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 31.01.2012 წ.

    მუხლი 10. საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული ხე-ტყის რეგულირება

1. იმპორტირებული ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია იმპორტირებული ხე-ტყის (წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის) სახერხ საამქროში შეტანამდე უზრუნველყოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღება და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. იმპორტიორი ვალდებულია ამისთვის მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღებისთვის და მიაწოდოს ინფორმაცია ხე-ტყის შემოტანის თარიღის, შემოტანილი რესურსის მოცულობის (მ​3), დასამარკირებელი მერქნული რესურსის რაოდენობის ჯიშის მიხედვით და მათი პირველადი დასაწყობების ადგილის შესახებ.

2. ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს     ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსზღვრული შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი, ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით, ვალდებულია:

ა) შეამოწმოს იმპორტირებული ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა იმპორტის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში ასახულ მონაცემებთან;

ბ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია.

გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ:

გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი;

გ.ბ)  იმპორტირებული ხე-ტყის ჯიში არ შეესაბამება ან/და ოდენობა აღემატება იმპორტის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში გათვალისწინებულ მონაცემებს.

გ.გ) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი);

დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.

6. თუ იმპორტიორის მიერ დარღვეულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, იმპორტიორზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტების ფარგლებში განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ.

    მუხლი 11. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოყენებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სიგრძის გაზომვის ზოგადი დებულებები

1. ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისას თითოეული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით გათვალისწინებული ხე-ტყე არ უნდა განთავსდეს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.

2. ხე-ტყის ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი.

3. ხე-ტყე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ახლავს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (გარდა სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით ელექტრონული ფორმით შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა, რომელიც ამ დებულებით დადგენილ ვადებში მიწოდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში) ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მრგვალი ხე-ტყის (მორის) სიგრძის გაზომვის დროს დასაშვებია ცდომილება არა უმეტეს 5 სმ-ით, ხოლო დიამეტრის გაზომვის დროს არა უმეტეს 2 სმ-ით.          

    მუხლი 12.  სპეციალური ფირნიშების მოქმედების ვადა და მისი გაუქმების საფუძვლები 

1. დაუშვებელია სპეციალური ფირნიშის ხელმეორედ გამოყენება, აგრეთვე სპეციალური ფირნიშის გამოყენება, რომელზეც შეუძლებელია ნომრების ამოკითხვა.

2. სპეციალური ფირნიშის მოქმედების ვადა წყდება:

ა) სპეციალური ფირნიშით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ საამქროში გადამუშავებისთანავე;

ბ) თუ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირების შემდგომ, სახერხ საამქროში ხე-ტყის გადამუშავებამდე დარღვეულია მისი მთლიანობა;

გ) საკონტროლო ფირნიშის არარსებობისას.

3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან „ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის“ (შემდგომში – ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის შემდეგ მარკირებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშის დაზიანების ან დაკარგვისას, ხე-ტყით მოსარგებლე ან ხე-ტყის მფლობელი ვალდებულია მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს განცხადებით და წარუდგინოს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციას მრგვალი ხე-ტყის (მორის) ოდენობისა და განთავსების ადგილის შესახებ;

ბ) დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის მონაცემების თაობაზე;

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების სააგენტო განცხადების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში გასცემს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს ან დასაბუთებულ უარს აცნობებს განმცხადებელს. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) მოითხოვოს შესაბამისი დაზიანებული სპეციალური ფირნიში, თუ იგი არ არის წარმოდგენილი;

ბ) შეამოწმოს მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის შესაბამისობა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტსა ან ანგარიშ-ფაქტურას და ბუნებრივი რესურსების სააგენტოში მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) არსებულ მონაცემებთან და მხოლოდ მათი თანხვედრის შემთხვევაში გასცეს ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;

გ) ხე-ტყის წარმოშობის ახალი დოკუმენტი შეავსოს ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად, გარდა დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტისა, რომელშიც უნდა მიუთითოს დაზიანებული ან დაკარგული სპეციალური ფირნიშის და შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ანგარიშ-ფაქტურის ნომერი;

დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს ან ხე-ტყის მფლობელს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც ამ დებულების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა ჩაბარდეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას სავალდებულოა თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით აკრძალულია ხე-ტყის ტრანსპორტირება, თუ კანონმდებლობით ასეთი ტრანსპორტირებისათვის აუცილებელია ანგარიშ-ფაქტურა.

7. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ხე-ტყის ტრანსპორტირების პროცესში ან/და შემდგომ პერიოდში მარკირებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში აკრძალულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავება სპეციალური ფირნიშის ამ მუხლით დადგენილი წესით შეცვლამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

თავი III

ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

    მუხლი 13. ზოგადი მოთხოვნები

1. სახერხი საამქრო, მიუხედავად იმისა, ა ხორციელებს თუ არა ხე-ტყის პირველად გადამუშავებას, უნდა აკმაყოფილებდეს ამ თავით დადგენილ მოთოხვნებს.

2. აკრძალულია სახერხი დანადგარის განთავსება/მონტაჟი:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

ბ) დაცულ ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა);

გ) მდინარის კალაპოტის, ხევის ან მაგისტრალური სარწყავი არხის კიდიდან ორივე მხარეს – 50 მეტრის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში და მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 20 მეტრის ფარგლებში;

დ) ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში;

ე) შავი ზღვის სანაპირო ზოლის ფარგლებში.

3. აკრძალულია ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში.

4. სავალდებულოა სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის, მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ტერიტორიის შემოღობვა არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის, ბეტონის, ხის ან სხვა მყარი კონსტრუქციით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ”, „დ”, „ე” ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი მანძილი იანგარიშება შესაბამისი ობიექტის უახლოესი წერტილიდან სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის და ნარჩენების განთავსების ადგილის უახლოეს წერტილამდე.

6. აკრძალულია ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება სახერხი საამქროს შემოღობილი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (დატვირთვისა და ჩამოცლის პროცესის მიმდინარეობის გარდა).

7. სახერხი საამქროს საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა სახერხი დანადგარის მთლიანი ან მისი ნაწილი უძრავად იყოს დამაგრებული საქმიანობის ადგილზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

    მუხლი 14. სახერხ საამქროში დაბინძურების თავიდან აცილების მოთხოვნები

1. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ქიმიური დამუშავების მიზნით, სახერხი საამქროების ტერიტორიაზე გამოყოფილი სპეციალური მოედნები, აგრეთვე ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები აუცილებლად უნდა აღიჭურვოს მყარი მონოლითური (წყალგაუმტარი) დამცავი საფარით, ქიმიკატების ნიადაგსა და გრუნტის წყლებში გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, ასევე შესაბამისი წყალშემკრები სისტემით, ასევე, ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები უნდა იყოს დაცული და მიუწვდომელი უცხო პირთათვის.

2. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შენახვა სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას – ბუნკერში, ხოლო ნაგვერდულების განთავსება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

3. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გაიტანოს ნარჩენები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნკერის გადავსებამდე.

4. იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს ტერიტორია შემოღობილია რკინა-ბეტონის ან ბეტონის არანაკლებ 2,5 მეტრი და მეტი სიმაღლის მყარი კონსტრუქციით, სახერხი საამქროს მფლობელი უფლებამოსილია გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შენახვა განახორციელოს ბუნკერის გარეშე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს გამორიცხული ქარის მიერ ნარჩენების შემოღობილი ტერიტორიის გარეთ გადატანა, ამასთან, გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი და დასაწყობებული ნარჩენების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდესღობის კონსტრუქციის სიმაღლეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

    მუხლი 15. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნები

1. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის განთავსება/მონტაჟის დაწყებისთანავე ელექტრონულად დარეგისტრირდეს სამინისტროს ვებგვერდზე ( www.menr.gov.ge → სერვისები → ავტორიზაცია ).

2. არარეგისტრირებულ სახერხ საამქროს ეკრძალება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება და გადამუშავება.

3. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ სახერხ საამქროს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და ეძლევა შესაძლებლობა ელექტრონული ფორმით მიიღოს ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) რეგისტრაციის მოწმობა (შემდგომში –  რეგისტრაციის მოწმობა), რომელიც წარმოადგენს სახერხი საამქროს საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

4. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია რეგისტრაციის მოწმობა გამოაკრას სამუშაო ტერიტორიაზე, თვალსაჩინო ადგილზე.

5. სახერხი საამქროს რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემებია:

ა) სახერხი საამქროს ადგილმდებარეობა;

ბ) სახერხი საამქროს მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) სახერხი საამქროს ფუნქციონირებისათვის დაკავებული მიწის ნაკვეთის/ფართის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სახერხი დანადგარის სიმძლავრე, რაოდენობა;

ე) სახერხი საამქროს, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლის, სააბონენტო ნომერი (მისი არსებობისას);

ვ) საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმძღვანელი და საკონტაქტო პირის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი.

6. სახერხი საამქროს მფლობელი უფლებამოსილია სახერხი საამქროს რეგისტრაცია განახორციელოს დამოუკიდებლად ან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მეშვეობით.

7. იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს მფლობელს სურს სახერხი საამქროს რეგისტრაცია განახორციელოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მეშვეობით, განცხადებით უნდა მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით. განცხადების წარდგენის შემდეგ, ამ თავით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახდენს სახერხი საამქროს დარეგისტრირებას.

 8. თუ სახერხი საამქრო რეგისტრაციის გარეშე ეწევა მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღებასა და პირველად გადამუშავებას, ბუნებრივი რესურსების სააგენტო უზრუნველყოფს მის იძულებით რეგისტრაციას, თუ იგი აკმაყოფილებს ამ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და დადგენილი წესით წარუდგენს სამართალდამრღვევს სავალდებულო ადმინისტრაციულ მიწერილობას სახერხი საამქროს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

9. სახერხი საამქრო ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას, თუ შეიცვალა:

ა) სახერხი საამქროს მფლობელი;

ბ) სახერხი საამქროს ადგილმდებარეობა;

გ) სახერხი საამქროს მფლობელის საფირმო სახელწოდება;

დ) სახერხი საამქროს მფლობელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახერხი საამქროს მფლობელმა სახერხი საამქროს ხელახალი რეგისტრაცია უნდა განახორციელოს შესაბამისი ცვლილების განხორციელების მომენტიდან არა უგვიანეს 48 საათისა.

11. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია სახერხი საამქროს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ განახორციელოს ცვლილება, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.

12. სახერხი საამქროს მფლობელი პასუხს აგებს სარეგისტრაციო მონაცემებისა და შესაბამისი დოკუმენტების სისწორესა და უტყუარობაზე, არასწორი მონაცემების წარმოდგენისათვის მას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. თუ ბუნებრივი რესურსების სააგენტო დაადგენს , რომ რეგისტრაციის დროს   არასწორედ  განხორციელდა დოკუმენტების ატვირთვა ან ატვირთული დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ  მოთხოვნებს , იგი  სახერხი საამქროს მფლობელს უგზავნის შეტყობინებას არსებული ხარვეზის შესახებ და მის გამოსასწორებლად აძლევს 30 დღის ვადას, რომლის დინებაც იწყება შეტყობინების ჩაბარების დღიდან. თუ სახერხი საამქროს მფლობელი ამ  ვადაში შეავსებს შეტყობინებაში მითითებულ ხარვეზს,  ბუნებრივი რესურსების სააგნეტო არ აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას . წინააღმდეგ შემთხვევაში  ის საკუთარი ინიციატივით  აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.

    მუხლი 16. სახერხ საამქროში ხე-ტყის მიღების, ხე-ტყის გადამუშავებისა და სახერხი საამქროდან ხე-ტყის გატანის ზოგადი მოთხოვნები

1. სახერხ საამქროში გადასამუშავებლად მიიღება მხოლოდ:

ა) სპეციალური ფირნიშებით მარკირებული ხე-ტყე;

ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ხე-ტყე.

2. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ხე-ტყის მიღებისა და გადამუშავების, საჭიროების შემთხვევაში, მისი გატანის ოპერაციების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში.

3. სახერხი საამქროს მფლობელის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/შეტყობინება/ანგარიში და მათში ასახული ინფორმაცია არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს.

5. სახერხი საამქროს მფლობელი პასუხისმგებელია სახერხი საამქროს მართვის ელექტრონული ჟურნალის დადგენილი წესით წარმოებაზე.

6. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სახერხი საამქროს შემოწმება/დათვალიერების პროცესში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია:

ა) ხელი არ შეუშალოს ბუნებრვი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირს სახერხი საამქროს დათვალიერება/შემოწმებაში;

ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ელექტრონული ჟურნალის წარდგენა მოთხოვნისთანავე;

გ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების გადაგზავნა მონაცემთა ბაზაში.

7. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. სახერხ საამქროში ხე-ტყის (მორის) მიღება ხორციელდება ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის საფუძველზე.

8. ელექტრონულ ჟურნალში ხე-ტყის მიღების რეგისტრაცია სავალდებულოა ხე-ტყის სახერხი საამქროს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე (განთავსებისთანავე), გარდა 00:00 საათიდან –  10:00 საათამდე პერიოდში განხორციელებული ხე-ტყის მიღებისა, რომლის რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს იმავე დღის არა უგვიანეს 12.00 საათისა.

9. ხე-ტყის მიღების რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემებია –  ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტის (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ანგარიშ-ფაქტურა) ნომერი, ტყითმოსარგებლის და შემომტანი პირის მონაცემები, მიღებული მარკირებული მორების ოდენობა ან არამარკირებული ხე-ტყის მოცულობა (მ​3) და სატრანსპორტო საშუალების საინდეტიფიკაციო მონაცემები.

10. სახერ საამქროში რეგისტრირებული მიღებული ხე-ტყე ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხული უნდა იქნეს მოცულობის (მ​3), სახეობის (ჯიშის) ან/და სპეციალური ფირნიშების მიხედვით.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აღრიცხვისას, თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში ასახული მონაცემები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) მონაცემები ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით არ შეესაბამება ერთმანეთს, დაუშვებელია ასეთი სახის ხე-ტყის (მორის) როგორც გადამუშავება, ისე მის სახერხი-საამქროს ტერიტორიიდან გატანა.

12. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს დღის 12 საათის შემდეგ ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრირებული მიღებული ხე-ტყის აღრიცხვის დასრულება მომდევნო დღის 12 საათამდე.

13. სახერხ საამქროში აკრძალულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავება, თუ მონაცემთა ბაზაში ასახული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტსა და სახერხ საამქროდან ბუნებრივი რესურსების სააგენტოში გადაგზავნილი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები არ შეესაბამება ერთმანეთს.

14. სახერხ საამქროში ხე-ტყის სახერხ დანადგარზე განთავსებისთანავე ან თერმული დამუშავების დაწყებამდე სავალდებულოა სპეციალური ფირნიშიდან ამოღებულ იქნეს საკონტროლო ფირნიში, რომელიც შენახული უნდა იქნეს ამ დებულების მე-18 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

15. სახერხ საამქროში ხე-ტყის პირველადი გადამუშავების დაწყებისთანავე ელექტრონულ ჟურნალში ასახული უნდა იქნეს მონაცემები გადასამუშავებელი ხე-ტყის შესახებ.

16. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს მიმდინარე თვის მანძილზე ხე-ტყის პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის შესახებ დეტალური მონაცემების (პროდუქტის ტიპი და მოცულობა) ასახვა ელექტრონულ ჟურნალში სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მის გატანამდე, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქცია არ იქნა გატანილი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან, მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე. პირველადი გადამუშავების პროდუქტის ზომის ერთეულად გამოიყენება –  „მ​3” გარდა ფანერის (შპონის) აღრიცხვისა, რომლის დროსაც ზომის ერთეულად გამოიყენება –  „მ​2”.

17. სახერხ საამქროში სხვადასხვა პირის მიერ შეტანილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი უნდა დასაწყობდეს ერთმანეთისგან განცალკევებით.

18. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ხე-ტყის გატანისას საჭიროა ხე-ტყე დარეგისტრირდეს და აღირიცხოს ელექტრონულ ჟურნალში.

19. სახერხი საამქროდან ხე-ტყის გატანის რეგისტრაციისას ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი უნდა იქნეს იმ შესაბამისი დოკუმეტის ნომერი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სახერხ საამქროში ხე-ტყის მიღება, ხე-ტყის გამტანი პირის მონაცემები, გასატანი მარკირებული მორების ოდენობა ან არამარკირებული ხე-ტყის მოცულობა და სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები.

20. სახერხი საამქროდან გასატანი ხე-ტყის აღრიცხვისას რეგისტრირებული ხე-ტყე ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხული უნდა იქნეს მოცულობის, სახეობის (ჯიშის) ან/და სპეციალური ფირნიშების მიხედვით. აღრიცხვის დასრულებისთანავე სავალდებულოა გასატანად აღრიცხული ხე-ტყე გატანილ იქნეს სახერხი საამქროს ტერიტორიიდან.

21. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონული ანგარიშის წარდგენა ბუნებრივი რესურსების სააგენტოში ყოველი დღის 12:00 საათამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

    მუხლი 17. ელექტრონული ჟურნალის წარმოების მოთხოვნები

1. ელექტრონულ ჟურნალს სახერხი საამქროს მფლობელი აწარმოებს პირადად ან ხელმძღვანელის ან საკონტაქტო პირის მეშვეობით.

2. ჟურნალში არასწორი ჩანაწერების შეტანისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება სახერხი საამქროს მფლობელს.

3. ელექტრონული ჟურნალის მწარმოებელი პირი უფლებამოსილია ელექტრონულ ჟურნალში დააფიქსიროს ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას დაშვებული ტექნიკური შეცდომა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემების გადამოწმების საფუძველზე გაასწოროს ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას დაშვებული ტექნიკური შეცდომა. შეცდომის გასწორებამდე აკრძალულია შესაბამისი ხე-ტყის გადამუშავების ან ხე-ტყის უკან გატანის პროცესის გაგრძელება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანხმობის გარეშე.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება ინტერნეტ-კავშირი მონაცემთა ბაზასთან და შეუძლებელია ელექტრონული ანგარიშის გადაგზავნა დადგენილ ვადებში, ელექტრონულ ჟურნალში ივსება შეტყობინების ფორმა და მასში დაფიქსირებული დრო და თარიღი ითვლება ელექტრონული ანგარიშის გადაგზავნის დროდ და თარიღად. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, რის თაობაზეც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შესაბამისი აქტი.

6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მონაცემების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში, პირი, რომელიც აწარმოებს ელექტრონულ ჟურნალს ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ გააგზავნოს ინფორმაცია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე help@anr.ge-ზე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე გასაგზავნ ინფორმაციაში უნდა მიეთითოს ელექტრონული ჟურნალის პროგრამის ვერსიის ნომერი და აღიწეროს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების ვერასახვის მიზეზი.

8. იმ შემთვევაში, თუ ელექტრონულ ჟურნალში მონაცემები ვერ აისახა კომპიუტერული მოწყობილობის პროგრამული ან ტექნიკური დაზიანების გამო, პირი ვალდებულია კომპიუტერული მოწყობილობა დაუყოვნებლივ წარადგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოში.

9. ამ მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ელექტრონული ანგარიშის წარდგენამდე ვალდებულია:

ა) შეწყვიტოს სახერხ საამქროში ხე-ტყის მიღება;

ბ) შეწყვიტოს ხე-ტყის პირველადი გადამუშავება;

გ) არ დაუშვას სახერხი საამქროდან ხე-ტყის გატანა.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

    მუხლი 18. ანგარიშგების მოთხოვნები

1. სახერხი საამქროს მფლობელი ანგარიშვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წინაშე.

2. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის:

ა) ელექტრონული ანგარიშის ყოველდღიურად წარდგენა;

ბ) ყოველი თვის 15 რიცხვამდე საკონტროლო ფირნიშის ჩაბარება.

3. მონაცემთა ბაზაში ელექტრონული ანგარიშის წარუდგენლობა ავტომატურად გულისხმობს, რომ სახერხ საამქროში ხე-ტყის მიღება, პირველადი გადამუშავება ან/და სახერხი საამქროდან ხე-ტყის გატანა არ განხორციელებულა.

4. ელექტრონული ანგარიშის ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარდგენის დროდ და თარიღად ითვლება მონაცემთა ბაზაში მისი გადაგზავნის დრო და თარიღი.

5. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს საკონტროლო ფირნიშის შენახვა სახერხი საამქროს ტერიტორიაზე –  სათანადოდ დაცულ ადგილას ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის დადგენილი წესით გადაცემამდე. საკონტროლო ფირნიში მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს. მათი დაზიანება ან დაკარგვა სახერხი საამქროს მფლობელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.

6. საკონტროლო ფირნიში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მისი სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით ბარდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერენ სახერხი საამქროს მფლობელი ან ხელმძღვანელი ან სახერხი საამქროს „საკონტაქტო პირი” და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი.

7. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალური ან/და საკონტროლო ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტის ელექტრონულ ჟურნალში დაუყოვნებლივ ასახვა, რაც ითვლება ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის შეტყობინების გაგზავნად.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

    მუხლი 18​1. სახერხი საამქროს რეგისტრაციის გაუქმება

1. სახერხი საამქროს მფლობელი მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის სრული დემონტაჟის შემდგომ უფლებამოსილია მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. სახერხი საამქროს რეგისტრაცია გაუქმებულად ითვლება მონაცემთა ბაზაში მისთვის „გაუქმებულია“ სტატუსის მინიჭებისთანავე.

2. სახერხი საამქროს მფლობელის განცხადების საფუძველზე, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახერხი საამქროს რეგისტრაცია უქმდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) განხორციელდა სახერხ საამქროში არსებული ყველა სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის სრული დემონტაჟი;

ბ) შეიცვალა სახერხი საამქროს ადგილმდებარეობა;

გ) შეიცვალა სახერხი საამქროს მფლობელის საფირმო სახელწოდება;

დ) შეიცვალა სახერხი საამქროს მფლობელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ან განხორციელდა სახერხი საამქროს მფლობელის ლიკვიდაცია;

ე) შეიცვალა სახერხი საამქროს მფლობელი;

3. ბუნებრივი რესურსების სააგენტო საკუთარი ინიციატივით აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ სახერხი საამქროს რეგისტრაციის მონაცემები არ შეესაბამება სახერხი საამქროს რეალურ მონაცემებს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, გარდა მე-15 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია სახერხი საამქროს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახერხი დანადგარის სრული დემონტაჟის დამთავრებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, ბუნებრივი რესურსების სააგენტო აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას მონაცემების ადგილზე დაზუსტების საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია განცხადება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგინოს შესაბამისი პროცესის დაწყებიდან 7 კალენდალურ ვადაში;

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია განცხადებას თან დაურთოს სახერხი საამქროს სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა შემოწმების საფუძველზე მომდევნო სამუშაო დღის 12 საათამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტო აუქმებს სახერხი საამქროს რეგისტრაციას.

7. ბუნებრივი რესურსების სააგენტო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სახერხი საამქროს რეგისტრაციას აუქმებს განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №190 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.

თავი IV

გარდამავალი რეგულირება 

    მუხლი 19.  გარდამავალ პერიოდში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის რეგულირება

1. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე 2011 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის პირველ ივლისამდე გაცემული დოკუმენტების (დედნის) საფუძველზე ფაქტ ობრივ ად არსებული მრგვალი  ხე-ტყის (მორის) შემდგომი სამართლებრივი რეგულირებისთვის, ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე 2011 წლის პირველი იანვრიდან მათზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან/და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით ჩანაცვლების მიზნით, აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული ხე-ტყით მოსარგებლე უფლებამოსილია 2011 წლის 1 ივლისიდან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიმართოს განაცხადით და წარმოადგინოს ამ დებულებით დამტკიცებული №15 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთან, ხე-ტყის მოსარგებლე ვალდებულია განაცხადთან ერთად წარმოადგინოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე 2011 წლის პირველი იანვრიდან მათზე გაცემული შესაბამისი (რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შეცვლა) ,,ხე-ტყის წარმოშობის ან/და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ხე-ტყით მოსარგებლეს მისი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა შესაბამისი ოდენობის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა და სპეციალური ფირნიში. ამასთან, იგი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გაცემისთვის შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გადაცემის შემდეგ, ხე-ტყით მოსარგებლე დადგენილი წესით ახორციელებს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა (შევსებას) და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირებას 2011 წლის 1 აგვისტომდე.

4. ამ მუხლის შესაბამისად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შემდეგ  ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია 2011 წლის 1 აგვისტოდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს გამოწერილი, №12 დანართით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შეცვლა ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) განთავსების ადგილის მიუხედავად, გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიისა, სადაც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემის მიერ ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, რაც აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სათანადო რეკვიზიტებში, შეუვსებელი რეკვიზიტები გადაიხაზება – Z-ით, ხოლო სახერხში საამქროში შეტანის მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ნებისმიერი მერქნული რესურსის (მათ შორის ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრ ზე მეტი დიამეტრის ხე-ტყის).

7. იმ შემთხვევაში თუ 2011 წლის 1 ივლისამდე მრგვალი ხე-ტყე განთავსებულია სახერხ საამქროში, აკრძალულია ამ მუხლის შესაბამისად აღნიშნული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშებით მარკირებამდე და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე სახერხი საამქროს მიერ მისი გადამუშავება.

8. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის თანახმად    ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. ამასთან დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტის და მე-5 რეკვიზიტის ,,ტყეკაფის ნომრის” ადგილი გადაიხაზება – Z-ით, ასევე თუ არ ხორციელდება ხე-ტყის ტრანსპორტირება დოკუმენტის მე-6, მე-7 და მე-8 რეკვიზიტები გადაიხაზება – Z-ით.

9. ამ მუხლის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში  ,,დოკუმენტის გაცემის საფუძველ ში” მიეთითება ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე 2011 წლის პირველი იანვრიდან გაცემული შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის ან/და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები (სახელწოდება, გაცემის თარიღი და ნომერი).

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შეცვლა ხორციელდება ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელების მიერ.

11. გარდა ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების შემთხვევებისა, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შეცვლა ხორციელდება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიმართავს ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ამავდროულად იგი ვალდებულია წარადგინოს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემისთვის და მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). 

12. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მერქნულ  რესურსზე, რომელიც რეალიზებულ ან/და განაწილებულ იქნა 2011 წლის პირველ ივლისამდე, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება ხე-ტყით მოსარგებლის მოთხოვნის (განაცხადის) საფუძველზე. მოთხოვნაში მითითებულ უნდა იქნეს მერქნული რესურსის მოცულობა (მ​3) ჯიშების (სახეობების) მიხედვით, მათი განთავსების ადგილი, მათ შორის, მარკირებას დაქვემდებარებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) რაოდენობა. განაცხადს თან უნდა ახლდეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) და ხე-ტყის კანონიერად ფლობის  დამადასტურებელი შესაბამისი  დოკუმენტი.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და ხე-ტყის  მარკირებისას  ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირი:

ა) ამოწმებს ხე-ტყის მონაცემების (ოდენობა, ჯიში) შესაბამისობას ხე-ტყის კანონიერად ფლობის  დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში ასახულ მონაცემებთან;

ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია;

გ) განაცხადებს უარს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე და ხე-ტყის მარკირებაზე:

 გ.ა) თუ არ არის წარმოდგენლი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის და ხე–ტყის  მარკირების  საფუძვლები;

გ.ბ) თუ შესაბამისი ხე-ტყის ჯიში (სახეობა) არ შეესაბამება ხე-ტყის კანონიერად ფლობის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში ასახულ მონაცემებს;

დ) თუ შესაბამისი ხე-ტყის ოდენობა აღემატება ხე-ტყის კანონიერად ფლობის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში ასახულ მონაცემებს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს აღნიშნული მონაცემების დაზუსტების შემდეგ; 

ე) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემას ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ახორციელებს დაინტერსებული მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითარის)  შესაბამისად;

ვ) ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე, ახორციელებს მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირებას სპეციალური ფირნიშით (ხე-ტყის სახერხ საამქროში არსებობისას ან სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის, სავალდებულოა ნებისმიერი მერქნული რესურსის მარკირება, მათ შორის ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის ხე-ტყისა).

14. ამ მუხლის მე-12–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებისას, დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება ხე-ტყის მოსარგებლის საინდეტიფიკაციო მონაცემები, მე-2 რეკვიზიტში შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის (განაცხადის) და ხე-ტყის კანონიერად ფლობის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტის მონაცემები. დანარჩენი რეკვიზიტები ივსება დადგენილი წესით. შეუვსებელი რეკვიზიტები გადაიხაზება – ძ-ით. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა შესაბამის ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №167- ვებგვერდი, 25.08.2011წ.

    მუხლი 20. სახერხი საამქროს მოთხოვნების გარდამავალი რეგულირება  

1. სახერხი საამქროს მფლობელი მეწარმე სუბიექტი ვალდებულია სახერხი საამქრო შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დებულების III თავით დადგენილ მოთხოვნებთან   ამ დებულების ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 30 კალენდალური დღისა, ხოლო საწარმოს რეკონსტრუქცია ან მისი ადგილმდებარეობის შეცვლა/გადატანა განახორციელოს ამ დებულების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 60 კალენდალური დღისა.

2. იმ სახერხი საამქროს მფლობელი მეწარმე სუბიექტი, რომელსაც გააჩნია ამ დებულების ამოქმედებამდე არსებული მოთხოვნების დაცვით სათანადო წესით დამოწმებული ჟურნალი, უფლებამოსილია ამ დებულების III თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აწარმოოს აღნიშნული ჟურნალი მის დამთავრებამდე.

თავი V

კონტროლი წინამდებარე დებულების მოთხოვნების შესრულებაზე

    მუხლი 21. კონტროლის განმახორციელებელი ორგანო

ამ დებულების გათვალისწინებული წესების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი №2

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის ტერიტორიულ ორგანოებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

№

I

II

III

1

ტერიტორიული ორგანოს დასახელება

მომართვის №, თარიღი

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის

გაცემის თარიღი

№...დან №...მდე

რაოდენობა

2

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

გაგრძელება –

 

IV

V

VI

გაცემაზე პასუხისმგებელი პირის

მიღებაზე პასუხისმგებელი პირის

 

შენიშვნა

სახელი, გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

სახელი, გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტის გამცემ პასუხისმგებელ პირზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის, ასევე დაზიანებული, უკან დაბრუნებული ან/და გაუქმებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

№

გაცემის თარიღი

დოკუმენტის ნომერი

გაცემაზე პასუხისმგებელი პირის

მიღებაზე პასუხისმგებელი პირის

სახელი, გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

სახელი, გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

 

უკან დაბრუნებული დაზიანებული ან/და გაუქმებული დოკუმენტის

შენიშვნა

დაბრუნების თარიღი

დოკუმენტის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის ტერიტორიულ ორგანოებზე სპეციალური ფირნიშის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

№

I

II

III

1

ტერიტორიული ორგანოს დასახელება

მომართვის №, თარიღი

სპეციალური ფირნიშის

გაცემის თარიღი

№...დან №...მდე

რაოდენობა

2

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

           გაგრძელება

 

IV

V

VI

გაცემაზე პასუხისმგებელი პირის

მიღებაზე პასუხისმგებელი პირის

 

შენიშვნა

სახელი, გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

სახელი, გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №5

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტის გამცემ პასუხისმგებელ პირზე სპეციალური ფირნიშის გაცემის, ასევე დაზიანებული ან/და გაუქმებული სპეციალური ფირნიშის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

№

გაცემის თარიღი

სპეციალური ფირნიშის ნომერი

გაცემაზე პასუხისმგებელი პირის

მიღებაზე პასუხისმგებელი პირის

სახელი, გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

სახელი, გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნებული დაზიანებული ან/და გაუქმებული სპეციალური ფირნიშის

შენიშვნა

დაბრუნების თარიღი

ნომერი

გვარი

სახელი

თანამდებობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №6

აქტი №––––

,,-----” ,,--------------” 201–– წელი

გამოსაყენებლად უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერის შესახებ

№

დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის ნომერი

ჩამოწერის მიზეზი

1

 

 

2

 

 

3

 

 

4

 

 

5

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერის სისწორეს:

 

ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი

სტრუქტურული ქვედანაყოფის

უფროსი:                                      /---------------- ---------/

 

ადმინისტრაციული ორგანოდან

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან

სპეციალური ფირნიშის

განაწილებაზე

პასუხისმგებელი პირი:              /--------------------- -------/

 

 

დანართი №7

ხე-ტყით მოსარგებლეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

№

I

II

1

ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი, მეწარმე სუბიექტის  შემთხვევაში დასახელებ)

ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკრულების ნომერი

საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი

მომართვის №,

თარიღი

მინდობი -ლობის №,

თარიღი

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის

2

 

 

 

 

 

გაცემის თარიღი

ნომერი

რაოდენობა

3

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

            გაგრძელება

 

III

IV

V

გაცემაზე პასუხისმგებელი პირის

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის მიმღების

შენიშვნა

სახელი

გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №8

ხე-ტყით მოსარგებლეზე სპეციალური ფირნიშის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

№

I

II

1

ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი,  მეწარმე სუბიექტის  შემთხვევაში დასახელება)

ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკ -რულების ნომერი

საიდენტიფი -კაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი

მომართვის №, თარიღი

მინდობილო -ბის №, თარიღი

სპეციალური ფირნიშის

2

 

 

 

 

 

გაცემის თარიღი

ნომერი

რაოდენობა

3

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება

 

III

IV

V

გაცემაზე პასუხისმგებელი პირის

სპეციალური ფირნიშის მიმღების

შენიშვნა

სახელი

გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №9

ხე-ტყით მოსარგებლის მიერ უკან დაბრუნებული ან/და დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 

I

II

1

ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი,  მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში დასახელება)

ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკრულების ნომერი

საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი

მინდობილობის №, თარიღი

(მისი არსებობისას)

უკან დაბრუნებული ან/და დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის

2

 

 

 

 

დაბრუნების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი)

ნომერი

რაოდე ნობა

3

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 - გაგრძელება-

 

III

IV

V

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მიმღები პასუხისმგებელი პირის

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის წარმომდგენი პირის

შენიშვნა

სახელი

გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება № 167 - ვებგვერდი, 25.08 .2011წ.

დანართი №10

უკან დაბრუნებული დაზიანებული სპეციალური ფირნიშის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

 №

 

I

II

1

ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი,  მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში დასახელება)

ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკრულების ნომერი

საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი

მომართვის №, თარიღი

მინდობი -ლობის №, თარიღი

უკან დაბრუნებული დაზიანებული სპეციალური ფირნიშის

2

 

 

 

 

 

დაბრუნების თარიღი

ნომერი

რაოდენობა

3

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

  გაგრძელება

 

III

IV

V

სპეციალური ფირნიშის მიმღები პასუხისმგებელი პირის

სპეციალური ფირნიშის წარმომდგენი პირის

 

შენიშვნა

სახელი

გვარი

თანამდებობა

ხელმოწერა

სახელი

გვარი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №11

ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების განაწილების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

№

I

 

II

1

ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი,  მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში დასახელება)

ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკრულების ნომერი

საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი

მითითება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის თაობაზე

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშების

გაცემის თარიღი

ნომერი,  ან №-დან №-მდე

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება –

 

III

IV

V

გაცემაზე პასუხისმგებელი პირის

მიღებაზე პასუხისმგებელი პირის

შენიშვნა

სახელი

გვარი

მინდობილობის №, თარიღი

ხელმოწერა

სახელი

გვარი

მინდობილობის №, თარიღი

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება № 167 - ვებგვერდი, 25.08 .2011წ.

დანართი №12

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი

№ 0000000000

1. ხე-ტყით მოსარგებლე: --------------------------------------------------------------------------------

​                      იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება/ვინაობა, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი (არსებობის შემთხვევაში) ​/ პირადი ნომერი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2. დოკუმენტის გაცემის  საფუძველი: ------------------------------------------------------------------

                                                                          ​სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი

3. მონაცემები (არამარკირებული) ხე-ტყის მოცულობისა და ჯიშის შესახებ:

​1

ხე-ტყის ჯიში

​ 

​ 

​ 

​ 

​2

ხე-ტყის მოცულობა

 

 

    

 

4. მონაცემები მარკირებული მრგვალი ხე -ტყის (მორის ) შესახებ :

​№

მორების რაოდენობა

​1

​2

​3

​4

​5

​6

​7

​8

​1

ფირნიშის ნომერი

 

 

 

 

 

    

 

 

​2

ჯიში

 

 

 

 

 

 

 

 

​3

მორების სიგრძე, დიამეტრი ბოლოების მიხედვით

სიგრძე (მ)

 

 

 

 

 

 

 

 

მსხვილი (სმ)

 

 

 

 

 

 

 

 

წვრილი (სმ)

 

 

 

 

 

 

 

 

​ 

მორის მოცულობა

 

 

 

 

 

 

 

 

​№

მორების რაოდენობა

​9

​10

​11

​12

​13

​14

​15

​16

​1

ფირნიშის ნომერი

 

 

 

 

 

    

 

 

​2

ჯიში

 

 

 

 

 

 

 

 

​3

მორების სიგრძე, დიამეტრი ბოლოების მიხედვით

სიგრძე (მ)

 

 

 

 

 

 

 

 

მსხვილი (სმ)

 

 

 

 

 

 

 

 

წვრილი (სმ)

 

 

 

 

 

 

 

 

​ 

მორის მოცულობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. დამზადების ადგილი: ------------------------------------------------------------------------------------

​                                                                                  მიეთითება სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი და ლიტერი, სხვა შემთხვევაში – განთავსების

----------------------------------------------------------- ტყეკაფის № -------------------------------------

​                                             ზუსტი მისამართი

6. სატრანსპორტო საშუალება: ----------------------------------------------------------------------------

​                                                                                                                                                         სახეობა, სახელმწიფო ნომერი

7. დანიშნულების ადგილი: -------------------------------------------------------------------------------

​                                                                                                                                                                                                ზუსტი მისამართი

8. ხე-ტყის გადამზიდავი პირი: ---------------------------------------------------------------------------

                                                                     ​ხე-ტყის გადამზიდავი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), პირადი ნომერი

9. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი:      ------ სთ  ------წთ    ”-------” ”----------------------------” 201 წ.

10. დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი ---------------- გვარი ----------------

 

თანამდებობა ------------------------------------------------------------------------------------------------

                                      ​ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ დოკუმენტის შევსების შემთხვევაში სავალდებულოა ამ გრაფის შევსება

                                              ხელმოწერა -----------------------------------

დამამზადებელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დამკვეთი: --------------------------------------------------------------------------------

 

სფს-ს რეგისტრაციის № ––––––––––––––––––––––––––––––––––––


დანართი №13

                                                                                                    ( ამოღებულია )

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.


დანართი №14

                                                                                                                                               [ ამოღებულია - ამოქმედდეს 2012 წლის 15 ივნისიდან}

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №164 - ვებგვერდი, 18.05.2012წ.

 

    

სახერხი საამქროების ყოველთვიური ანგარიში

 

 

ანგარიშგების პერიოდი

1

თვე

წელი

 

 

 

 

 

 

 

2

მეწარმის (იურიდიული პირის) დასახელება ან მეწარმის (ფიზიკური პირის) სახელი, გვარი

3

მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

4

მისამართი

5 

ტელეფონის ნომერი

 

 

 

 

6

საქმიანობის შეწყვეტის თარიღი

 

 

 

ნაწილი I

 

მონაცემები საანგარიშო პერიოდში მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშების ნუმერაციის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საანგარიშო პერიოდში მიღებული მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) რაოდენობა მ​3 (სულ)

 

გადასამუშავებელი მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ფაქტ ობრივი ნაშთი ანგარიშგების პერიოდამდე მ ​3 (სულ)

 

ნაწილი II

მონაცემები საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ფირნიშების ნუმერაცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი III

მონაცემები საანგარიშო პერიოდში ამ დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე მიღებული ხე-ტყის ჯიშის და რაოდენობის შესახებ (მ3 )

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი

სახეობა (ჯიში)

მ3

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი

სახეობა (ჯიში)

მ3

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი

სახეობა (ჯიში)

მ3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საანგარიშო პერიოდში მიღებული ხე-ტყის (მორის) რაოდენობა მ3 (სულ)

 

გადასამუშავებელი ხე-ტყის ფაქტობრივი ნაშთი ანგარიშგების პერიოდამდე მ3 (სულ)

 

ნაწილი IV

 

მონაცემები საანგარიშო პერიოდში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის ჯიშის და რაოდენობის შესახებ (მ​3)

სახეობა (ჯიში)

მ​3

სახეობა (ჯიში)

მ​3

სახეობა (ჯიში)

მ​3

სახეობა (ჯიში)

მ​3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი V

 

მონაცემები საანგარიშო პერიოდში სახერხ საამქროში ნაშთად დარჩენილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის ჯიშის და  რაოდენობის შესახებ (მ​3)

სახეობა (ჯიში)

მ​3

სახეობა (ჯიში)

მ​3

სახეობა (ჯიში)

მ​3

სახეობა (ჯიში)

მ​3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. ვადასტურებ, რომ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად ასახავს საანგარიშო პერიოდისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების, გადამუშავებისა და პირველადი გადამუშავების პროდუქტის მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) და გადამუშავებული პროდუქტის ნაირსახეობის ან რაოდენობიდან გამომდინარე ანგარიშგებისას საკმარისი არ არის ანგარიშის ერთი ფორმა, ერთდროულად გამოიყენება ანგარიშის რამდენიმე ფორმა.

მეწარმის ხელმოწერა ------------------------------------   რიცხვი,  თვე, წელი ------------------------------------------

 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №234- ვებგვერდი, 11.11.2011წ.

 

დანართი №15

ფაქტ ობრივად არსებული თითოეული მრგვალი ხე- ტყის ( მორის) მონაცემები

№

 

ფაქტ ობრივად არსებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მონაცემები (თითოეული მორის მიხედვით)

 

2011 წლის პირველი იანვიდან გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან/და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები

ჯიში

მოცულობა

მ​3

განთავსების ადგილი (ზუსტი მისამართი)

ნომერი

გაცემის თარიღი

1

N

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

ხე-ტყით მოსარგებლე ----------------------------------------------------------------------------,  ხელმოწერა -----------------

                          (გვარი, სახელი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება)

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, №96, 24.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1384495-6/