„საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.06.2006 ძალადაკარგული 20.03.2007
ნომერი
№717
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.008837
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 30/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.008.837

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №717

2006 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

,,საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 52-ე, მე-100 და 101-ე, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-5, 5​1, 5​2, 5​3 მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საწარმოების (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო/ საგადასახადო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის, ასევე სხვა გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვისათვის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებად განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის:

ა) ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია;

ბ) ბათუმის საგადასახადო ინსპექცია;

გ) რუსთავის საგადასახადო ინსპექცია;

დ) ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია;

ე) ფოთის საგადასახადო ინსპექცია;

ვ) გორის საგადასახადო ინსპექცია;

ზ) თელავის საგადასახადო ინსპექცია;

თ) ახალციხის საგადასახადო ინსპექცია;

ი) აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია;

კ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (ცვლილებათა რეგისტრაცია, ამონაწერის გაცემა);

ლ) აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (ცვლილებათა რეგისტრაცია, ამონაწერის გაცემა).

2. დამტკიცდეს:

ა) საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ” ინსტრუქცია (დანართი №1);

ბ) სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის (დანართი №2);

გ) სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის (დანართი №3);

დ) სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი) სააქციო საზოგადოებისათვის (დანართ ი №4);

ე) სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი) კოოპერატივებისათვის (დანართი №5);

ვ) სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი) კომანდიტური საზოგადოებისათვის (დანართი №6);

ზ) სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი) ინდივიდუალური საწარმოსათვის (დანართი №7);

თ) სამეწარმეო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი) უცხოური საწარმოს ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის) (დანართი №8);

ი) სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, მისი ფილიალებისათვის (წარმომადგენლობები-სათვის) (დანართი №9);

კ) სახელმწიფო რეესტრის სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი) უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის) (დანართი № 10);

ლ) საწარმოს, ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომად გ ენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილებების შესახებ განცხადების ფორმა და მისი შევსების წესი (დანართი №11);

მ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების შესახებ განცხადების ფორმა და მისი შევსების წესი (დანართი №12);

ნ) ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ ცვლილებების შესახებ განცხადების ფორმა და მისი შევსების წესი (დანართი №13);

ო) გადასახადის გადამხდელის (გარდა საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციას დაქვემდებარებული გადასახადის გადამხდელისა) საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების ფორმა და მისი შევსების წესი (დანართი №14);

პ) ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების/ განცხადების ფორმა და მისი შევსების წესი (დანართი №15);

ჟ) საწარმოს, უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ფორმა (დანართი №16);

რ) საწარმოს, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ფორმა (დანართი №17);

ს) ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ფორმა (დანართი №18);

ტ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ფორმა (დანართი №19);

უ) ა რასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ფორმა (დანართი №20);

ფ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ფორმა (დანართი №21);

ქ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ფორმა („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისათვის) (დანარი №22);

ღ) სახელმწიფო რეესტრის ამონაწერის ფორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული პირებისათვის და მათი ფილიალებისათვის) (დანართი №23);

ყ) გადასახადის გადამხდელზე საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით სამეწარმეო და საგადასახადო რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილ საგადასახადო ინსპექციებში შემავალი ტერიტორიული ერთეულებისათვის განსაზღვრული შვიდციფრა (მე-2 – მე-7 ციფრის ჩათვლით) დიაპაზონები (დანართი №24);

შ) სამეწარმეო რეესტრის წარმოებაზე და საგადასახადო აღრიცხვაზე უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციების უფლებამოსილების განხორციელების ქალაქებისა და რაიონული ერთეულების შესაბამისი კოდები (დანართი №25);

ჩ) საგადასახადო მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმების აღმნიშვნელი შესაბამისი კოდები (დანართი №26).

3. 2006 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №27 და ,,ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №26 ბრძანებები.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობის), მათ შორის უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა საგადასახადო ორგანოებმა განახორციელონ 2006 წლის 1 სექტემბრიდან და, შესაბამისად, ინსტრუქციის სათანადო მარეგულ ი რებელი დებულებები ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

მინისტრის პირველი მოადგილე           

ლ. გოცირიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

დანართი №1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

სა წარმოთა (მათ შორის, ინივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 52-ე, მე-100 და 101-ე მუხლების, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-5, 5​1, 5​2 და 5​3 მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა (კავშირი, ფონდი), ფილიალების (წარმომადგენლობების), მათ შორის, უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის და სხვა გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესს.

2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა

ა) ,,საწარმო” – ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის წარმონაქმნები (ინდივიდუალურ საწარმოს გარდა);

ბ) ინდივიდუალური საწარმო – ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის წარმონაქმნი;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირები;

დ) ,,გადასახადის გადამხდელი” – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული ,,გადასახადის გადამხდელი” და ,,საგადასახადო აგენტი”;

ე) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი – საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი, რომლის მოვალეობაში შედის საწარმოთა, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვისათვის განცხადებების მიღება, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების განხორციელება ან ამ პროცესების ზედამხედველობა;

ვ) სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრი – საჯარი (სახელმწიფო ნუსხა იმ ფაქტებისა, რომელთაც ეკონომი კ ურ ურთიერ თ ობებში სამართლებრივი მნიშვნელობა აქვთ.

ზ) ერთიანი სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრები – ამ ბრძანებით გ ანსაზღვრული უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციების მიერ სახელწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრებში შეტანილი მონაცემების სისტემატიზაციის შედეგად მიღებული კონსოლიდირებული (ნაერთი) ინფორმაცია (ელექტრონული ვერსიის სახით), რომელსაც აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;

თ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვა – ახლადშექმნილი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაცია და მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;

ი) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული ნომერი. გადასახადის გადამხდელის (გარდა ფიზიკური პირისა – საქართველოს მოქალაქისა) საიდენტიფიკაციო ნომერი შედგება 9 ციფრისაგან, რომლის პირველი ციფრი განასხვავებს ფიზიკურ პირს იურიდიული პირისაგან, შემდეგი 7 ციფრი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის სერიულ ნომერს, ხოლო მეცხრე ციფრი წარმოადგენს საკონტროლო ციფრს.

ი) კომპიუტიზირებული განყოფილება – საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს შესაბამისი რაიონული განყოფილება, რომელიც ჩართულია ადმინისტრირების ერთიან კომპიუტერულ ქსელში და უფლებამოსილია საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების შეტანა.

3. იმ ფიზიკური პირის – საქართველოს მოქალაქის (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირისა), რომელიც ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დებულებების ამოქმედებამდე არ იყო აყვანილი საგადასახადო აღრიცხვაზე გადასახადის გადამხდელად, საინდენტიფიკაციო ნომერს წარმოადგენს ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში ფიქსირებული პირადი (თერთმეტნიშნა) ნომერი.

4. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან განმეორება აკრძალულია.

5. საგადასახადო ორგანო თითოეულ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც უშუალოდ აკისრია გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, ანიჭებს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც გამოიყენება ყველა გადასახადის, მათ შორის, საბაჟო გადასახდელების გადახდისთვისაც.

6. ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე (გარდა მოცემული ინსტრუქციით განსაზღვრული ნორმების ამოქმედებამდე არსებული წესის მიხედვით საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილი ფიზიკური პირისა), უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის პროცედურების გავლის გარეშეც, წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას, ასევე საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას, მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ფიქსირებული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი).

7. ფილიალებს საიდენტიფიკაციო ნომერი არ ენიჭებათ. მათ მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სათა ვ ო საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერი.

8. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (მოწმ ო ბაზე ხელის მოწერის) უფლება საგადასახადო ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სათანადოდ უფლებამოსილ პირს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

    მუხლი 2. სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრი და გადამხდელის აღრიცხვის ფორმა

1. სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრების წარმოება არის საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისას განსახორციელებელი იმ სათანადო ღონისძიებების პროცესი, რომლებიც განსაზღვრულია ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ამ ინსტრუქციით.

2. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების), უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციის, სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრების წარმოების და გადასახადის გადამხელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის პროცედურებს ახორციელებს უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექცია (გადამხდელთა მომსახურების სამმართველო), აგრეთვე ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30-26 აგვისტოს №823-876 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე ,,ერთი ფანჯრის” პრინციპით საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირები, ამავე ბრძანებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელ ფიზიკურ პირებთან მიმართებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით.

3. სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) რეესტრის მონაცემებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ხოლო სამეწარმეო რეესტრის ასლს (ელექტრონულ ვერსიას) უგზავნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა. სააქციო საზოგადოების სამეწარმეო რეესტრის ასლს (ელექტრონულ ვერსიას) საგადასახადო დეპარტამენტი იმავე ვადაში უგზავნის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას.

4. საგადასახადო ინსპექციები გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი აწარმოებს გადასახადის გადამხდელთა ერთიან კომპიუტერულ ელექტრონულ აღრიცხვას.

    მუხლი 3. სახელმწიფო (მათ შორის, სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის (განცხადების) ფორმები

1. საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია ყოველგვარი საზღაურის გარეშე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ყველა საწარმო (მათ შორის, ინდივიდუალური საწარმო), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ფილიალი (წარმომადგენლობა) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის, ხოლო სხვა გადასახადის გადამხდელები საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების ფორმებით და რეგისტრაციებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციით.

2. საწარმო (გარდა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წარმონაქმნებისა)/ორგანიზაცია (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი კარის მეორე თავში განსაზღვრული წარმონაქმნებისა) ვალდებულია, რეგისტრაციიდან ან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში, საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს თავისი საქმიანობის ადგილის მიხედვით.

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში.

4. ფიზიკური პირი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირისა, გადასახადის გადამხდელის მოწმობის მისაღებად მიმართავს საგადასახადო ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის (მათ შორის, ინდივიდუალური) საწარმო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს უფლებამოსილ საგადასახადო ინსპექციას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით.

6. საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), ასევე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების), უცხოურ საწარმოთა ფილიალების (წარმომადგენლობების), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე მათი ფილიალების (წარმომადგენლობების), უცხოურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაცია სავალდებულოა. მათი უფლებამოსილება წარმოიშობა მხოლოდ მათი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/ აღრიცხვის შესახებ მოწმობის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გამოცემის და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

7. საწარმოს (მათ შორის, ინდივიდუალური საწარმოსი) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო საწარმოს/ორგანიზაციის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე აყვანის თარიღად ჩაითვლება ამავე საკითხზე საგადასახადო ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემულ ინდივიდიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე (სახელმწიფო და, აგადასახადო რეგისტრაციის მოწმობაზე) ფიქსირებული თარიღი, საწარმოს/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღად ჩაითვლება ამავე საკითხზე საგადასახადო ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემულ ინდივიდიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე (სახელმწიფო რეგისტრაციის შესაბამის მოწმობაზე) ფიქსირებული თარიღი, ხოლო სხვა გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის თარიღად ჩაითვლება საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობაზე ფიქსირებული თარიღი. გადასახადის გადამხდელის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე აყვანა არ ათავისუფლებს მას საგადასახადო რეგისტრაციამდე არსებული საგადასახადო ვალდებულებებისაგან.

    მუხლი 4. გადამხდელთა საქმიანობის აქტივობის მაჩვენებელი სტატუსი

1. გადასახადის გადამხდელების საქმიანობის აქტივობის შეფასების მიზნით დგინდება შემდეგი სტატუსები:

ა) მოქმედი გადასახადის გადამხდელი;

ბ) უმოქმედო გადასახადის გადამხდელი;

გ) ლიკვიდირებული (ან რეორგანიზებული) გადასახადის გადამხდელი.

 2. გადასახადის ყველა გადამხდელს აუცილებლად ენიჭება ჩამოთვლილ სტატუსტთაგან ერთ-ერთი, მის მიერ დეკლარაციების წარდგენისა და გადასახადების გადახდის ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

3. გადასახადის გადამხდელის სტატუსის განსაზღვრა ხდება ავტომატიზებული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყოველ 6 თვეში ერთხელ ბოლო 12 თვის მანძილზე საგადასახადო ინსპექციაში ერთხელ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების ან გადასახადის დამადასტურებელი (აღმნიშვნელი) დოკუმენტების საფუძველზე.

4. ლიკვიდირებული (ან რეორგანიზებული) გადასახადის გადამხდელებად ითვლებიან:

ა) გარდაცვლილი ფიზიკური პირები;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდირებული (ან რეორგანიზებული) იურიდიული პირები ან სხვა გადამხდელებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუქმების (ან რეორგანიზაციის) სხვა შემთხვევები.

5. გადასახადის გადამხდელისათვის სტატუსის (გარდა ლიკვიდირებული (ან რეორგანიზებული) გადასახადის გადამხდელის სტატუსისა) მინიჭება ხორციელდება წელიწადში ორჯერ (1 ივლისისა და 1 იანვრისათვის), საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების პროგრამის მეშვეობით.

    მუხლი 5. საგადასახადო ინსპექციებში საწარმოს, უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის, საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურები

1. საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის შესახებ განცხადება (დანართი №11) შეიტანება საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში (წარედგინება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც უზრუნველყოფს შემოსული განცხადების სათანადო წესით საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციას).

2. განცხადება სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს (ყველა საწარმოსათვის):

ა) საფირმო სახელწოდებას (ფირმას);

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;

გ) ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

დ) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის/კომანდიტის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს, პირად ნომერს, თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და (საიდენტიფიკაციო) ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები);

ე) წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.

3. კომანდიტური საზოგადოებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა და წარმოდგენილი იქნეს საბუთი ფაქტობრივად განხორციელებული შენატანის შესახებ.

4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების და კოოპერატივისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს:

ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ;

ბ) საწარმოს ხელმძღვანელის (ყოველი დირექტორის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება, ნომერი, პირადი ნომერი.

5. საწარმოს განცხადებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ხელს აწერს ხელმძღვანელობითი (წარმომადგენლობითი) უფლებამოსილების პირი. განცხადება რეგისტრაციის შესახებ არ მოითხოვს ნოტარიალურ დამოწმებას.

6. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის გირავნობის შემთხვევაში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დამგირავებლისა და მოგირავნის მიერ შედგენილი განცხადება;

ბ) სანოტარო წესით დამოწმებული წილის გირავნობის ხელშეკრულება;

გ) საზოგადოების ან პარტნიორთა თანხმობა, თუ ეს გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით.

7. განცხადებას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:

ა) სა ზ ოგადოების წესდება (2 ეგზემპლარი);

ბ) არაფულადი შესატანით დაფუძნებისას – შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებებისათვის დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საწარმო, ვალდებულნი არიან წარადგინონ ხელმოწერის ის ნიმუში, რომელსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ.

9. სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის წარსადგენი დოკუმენტები, ხელმძღვანელის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის) ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე სხვა თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას (დადასტურებას).

10. საგადასახადო ინსპექციაში საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/ აღრიცხვის შესახებ განცხადების შემოტანისთანავე (მისი სათანადო რეგისტრაციისთანავე) მოწმდება განცხადებაში შეტანილი მონაცემების სისრულე, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და თუ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის დადგენილ პირობებს, განცხადება დასტ უ რდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. ინსპექციის უფროსი/მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას მისი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/ აღრიცხვის თაობაზე. გადაწყვეტილება საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/ აღრიცხვის თაობაზე მიიღება შემოსული განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. საწარმოს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი და გაიცემა საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №16). მოწმობაზე ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ინსპექცია დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მონაცემების საწარმოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო რეესტრში (შესაბამისად, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6), ასევე ელექტრონულ ვერსიებში და საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანას.

 11. საწარმოს ფილიალის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ განცხადება (დანართი №11), შეიტანება საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში, რომელსაც თან უნდა დაერთოს:

ა) ცნობა ფილიალის ადგილმდებარეობის შესახებ;

ბ) საწარმოს მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილება ფილიალის შექმნის შესახებ;

გ) გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის) დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის (წარმომადგენლობითი) უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.

12. საგადასახადო ინსპექცია საწარმოს ფილიალის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ განცხადების სათანადო წესით განხილვის შემდეგ (განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღისა) რეგისტრაციისათვის საბუთებს უგზავნის ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ საგადასახადო ინსპექციას, რომელიც არსებული საბუთების საფუძველზე 2 სამუშაო დღის განმავლობაში ახდენს ფილიალის რეგისტრაციას (მონაცემები შეაქვს სათა ვ ო საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესაბამის სამეწარმეო რეესტრში), ხოლო რეგისტრაციის ფაქტის თაობაზე აცნობებს საწარმოს მარეგისტრირებელ საგადასახადო ინსპექციას. ამასთან, ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) გაიცემა საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა (თანდართი №17). საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექცია ახდენს (საჭიროების შემთხვევაში) საწარმოს საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში სათანადო ცვლილებების განხორციელებას.

13. უცხოურ საწარმოებს შეუძლიათ საქართველოში დააარსონ ფილიალები (წარმომადგენლობები), რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს (საგადასახადო კაონმდებლობის მიზნებისათვის ისინი განიხილებიან უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებად). უცხოური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას ახორციელებს ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექცია.

14. უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის საგადასახადო ორგანოს განცხადებასთან (დანართი №11) ერთად წარედგინება:

ა) ცნობა ფილიალის ადგილსამყოფლის შესახებ;

ბ) უცხოური საწარმოს მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილება საქართველოში ფილიალის (წარმომადგენლობის) გახსნის შესახებ, დამოწმებული ნოტარიულად;

გ) უცხოური საწარმოს (ლეგალიზებული) წესდების ასლი ან იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესდების შემცვლელი დოკუმენტი, დამოწმებული ნოტარიულად;

დ) ამონაწერი უცხოური საწარმოს სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის დოკუმენტებიდან (რეესტრიდან), დამოწმებული ნოტარიულად;

ე) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, დამოწმებული ნოტარიულად.

15. საგადასახადო ინსპექციაში უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის ტარდება იგივე პროცედურები, რაც გათვალისწინებულია საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის, იმ განსხვავებით, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები შეიტანება №8 დანართით გათვალისწინებულ სამეწარმეო რეესტრის ფორმულარში.

16. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავს კანონით დადგენილ საფუძველს საწარმოს ან/და მისი ფილიალის (წარმომადგენლობის), მათ შორის, უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე უარის თქმის თაობაზე, საგადასახადო ინსპექციაში ხორციელდება ის პროცედურები, რაც გათვალისწინებულია მოცემული ინსტრუქციის მე-16 მუხლში. საგადასახადო ორგანოს უარი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე ან/და საწარმოს ან/და ფილიალის სახელმწიფო რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

17. საწარმო, უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგე ნ ლობა) რეგისტრირებულად (სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა) ითვლება მისი სამეწარმეო რეესტრში და საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანის, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შემდეგ. საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) რეგისტრირებულად (სახელწიფო რეგისტრაცია) ითვლება მისი სამეწარმეო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანისა და სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ სათანადო მოწმობის გაცემის შემდეგ.

18. სახელმწიფო რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების, ასევე საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების ყოველი ცვლილება საჭიროებს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას, რა მიზნითაც საწარმოს, ასევე უცხოური საწარმოს ფილიალის ხელმძღვანელმა (ხელმძღვანელებმა) კანონით დადგენილი წესით (პროცედურებით) განცხადებით და თანდართული დოკუმენტებით უნდა მიმართონ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას (ცვლილების შემთხვევაში ცვლილების სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მიზნით გამოიცემა ინსპექციის უფროსის/მოადგილის ინდივ ი დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება), ახდენს ცვლილების რეგისტრაციას შესაბამის სამეწარმეო და საგადასახადო რეესტრის ფორმულარებში შეტანის გზით. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

    მუხლი 6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის პროცედურები

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ განცხადება (დანართი №12) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის შესახებ, რომელსაც თან უნდა ერთოდეს მისი წესდება და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, შეიტანება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში (რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც უზრუნველყოფს შემოსული განცხადების სათანადო წესით საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციას).

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ განცხადების შემოტანისთანავე საგადასახადო ინსპექციაში მოწმდება განცხადებაში შეტანილი მონაცემების სისრულე, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და თუ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის დადგენილ პირობებს, განცხადება დასტურდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. ინსპექციის უფროსი/მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას მისი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის. გადაწყვეტილება მიიღება განცხადების და მასზე თანდართული დოკუმენტების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. პირს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი და გაიცემა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (დანართი №19). ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საგადასახადო ინსპექცია დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს შესაბამისი მონაცემების სახელმწიფო რეესტრის ფორმულარში (დანართი №9) და საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანას.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ განცხადება (დანართი №12), შეიტანება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში (რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც უზრუნველყოფს შემოსული განცხადების სათანადო წესით საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციას), რომელსაც თან უნდა დაერთოს:

ა) მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;

ბ) წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

დ) მის მიერ დამტკიცებული ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება;

ე) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.

4. საგადასახადო ინსპექცია განცხადების სათანადო წესით განხილვის შემდეგ (განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღისა) რეგისტრაციისათვის საბუთებს უგზავნის ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ საგადასახადო ინსპექციას, რომელიც არსებული საბუთების საფუძველზე 2 სამუშაო დღის განმავლობაში ახდენს ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას (დანართი №9), ხოლო რეგისტრაციის ფაქტის თაობაზე აცნობებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მარეგისტრირებელ საგადასახადო ინსპექციას. ფილიალზე (წარმომადგენლობაზე) გაიცემა სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №20). არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექცია ახდენს იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში სათანადო ცვლილებების განხორციელებას.

5. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს შეუძლიათ საქართველოში დაარსონ ფილიალები (წარმომადგენლობები), რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს (საგადასახადო კაონმდებლობის მიზნებისათვის ისინი განიხილებიან უცხოური ორგანიზაციების მუდმივ დაწესებულებად). უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას ახორციელებს ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექცია.

6. უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგე ნ ლობის) რეგისტრაციისათვის განცხადებასთან (დანართი №12) ერთად წარედგინება:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდების ან შესაბამის ქვეყანაში წესდების შესატყვისი სადამფუძნებლო დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, თუ ასეთი საბუთის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა;

დ) ფილიალის (წარმომადგენლობის) დებულება, თუ ასეთის არსებობას ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა;

ე) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილები ს მინიჭების თაობაზე.

7. საგადასახადო ინსპექციაში უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის ტარდება იგივე პროცედურები, რაც გათვალისწინებულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათ ვ ის/ აღრიცხვისათვის, იმ განსხვავებით, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები შეიტანება დანართი №10-ით გათვალისწინებულ სახელმწიფო რეესტრის ფორმულარში.

8. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავს კანონით დადგენილ საფუძვლებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან/და მისი ფილიალის (წარმომადგენლობის), მათ შორის, უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე უარის თქმის თაობაზე, საგადასახადო ინსპექციაში ხორციელდება ის პროცედურები, რაც გათვალისწინებულია მოცემული ინსტრუქციის მე-16 მუხლში. საგადასახადო ორგანოს უარი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე ან/და სახელმწიფო რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

9. სახელმწიფო რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების, ასევე საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების ყოველი ცვლილება საჭიროებს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას, რა მიზნითაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ასევე უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის ხელმძღვანელმა (ხელმძღვანელებმა), კანონით დადგენილი წესით (პროცედურებით) განცხადებით და თანდართული დოკუმენტებით უნდა მიმართონ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას, რომელიც ახდენს ცვლილების რეგისტრაციას შესაბამის სახელმწიფო/საგადასახადო რეესტრის ფორმულარებში შეტანის გზით. ცვლილების სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მიზნით გამოიცემა ინსპექციის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება)

10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგე ნ ლობა) რეგისტრირებულად (სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა) ითვლება მისი სახელმწიფო რეესტრში და საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში სათანადო მონაცემების შეტანის, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მოწმობის გაცემის შემდეგ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) რეგისტრირებულად (სახელწიფო რეგისტრაცია) ითვლება მისი სახელმწიფო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანისა და სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ სათანადო მოწმობის გაცემის შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

           მუხლი 7. ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის პროცედურები

1. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას ახორციელებს ინდივიდუალური საწარმოს ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ინსპექცია, რომელიც ვალდებულია შექმნას სამეწარმეო რეესტრი (დანართი №7). საგადასახადო აღრიცხვის მონაცემები შეიტანება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში.

2. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაცია ხორციელდება ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების წარდგენის შემდეგ, სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით.

3. ინდივიდუალური საწარმო სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის ვალდებულია სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე, მისი საქმიანობის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში წარადგინოს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (დანართი №13) ორ ეგზემპლარად, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საფირმო სახელწოდებას. ინდივიდუალური მეწარმე საფირმო სახელწოდებად იყენებს თავის სახელსა და გვარს. საფირმო სახელწოდებას დაერთვება დამატებები, თუ ეს საჭიროა სხვა ფორმებისაგან განსასხვავებლად. საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან გაუგებრობა საწარმოს ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის შესახებ.

ბ) ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს;

გ) მოქალაქეობას;

დ) საცხოვრებელ ადგილს (მისამართს);

ე) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, პასპორტის) ნომერს, პირად ნომერს;

ვ) ინდივიდუალური საწარმოს ადგილსამყოფელს (საქმიანობის ადგილს);

ზ) ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას.

4. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციისათვის დაუშვებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესით გათვალისწინებულის გარდა რაიმე სხვა დოკუმენტაციის ან ინფორმაციის მოთხოვნა.

5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საგადასახადო ინსპექციაში დაუბრკოლებლად მიიღოს განცხადება, აგრეთვე თავისუფლად და უნებართვოდ გადაიღოს განცხადების ასლი.

6. განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს გამოიყენოს ამ ინსტრუქციით დადგენილი განცხადების ფორმა ან განცხადების ასლი.

7. იმ ინდივიდუალური საწარმოებისათვის, რომელთა საქმიანობის ადგილი არ წარმოადგენს მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერიტორიას (დანართი №28), ან მისი საქმიანობის ადგილი ემთხვევა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებული განყოფილების ადგილსამყოფელს, ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის ინდივიდუალური მეწარმე ან ინდივიდუალური საწარმოს წარმომადგენელი (უფლებამოსილი) პირი წარუდგენს (ან დაზღვეული წერილით უგზავნის) შესაბამის საგადასახადო ინსპექციას ან კომპიუტიზირებულ განყოფილებას (რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს) სანოტარო წესით დამოწმებულ ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის შესაბამის განცხადებას ორ ეგზემპლარად;

ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს კანონით და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი დასტურდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით, რის შემდგომ მონაცემები შედის ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო (დანართი №7) და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში, ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიქსირდება რეგისტრაციის თარიღი. მონაცემთა დამუშავების კომპიუტერული ბაზიდან ამოიბეჭდება მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული ფორმა – „ინფორმაცია ინდივიდუალური საწარმოს შესახებ” (დანართი №26) (მონაცემი საქმიანობის სახეობების შესახებ შეიტანება განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე) ორ ეგზემპლარად, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ადასტურებს განმცხადებელი და რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი. რეგისტრაციის მონაცემები შედის ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრში. რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოზე გაიცემა ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მოწმობა (დანართი №18), რომელსაც ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე ან სათანადოდ უფლებამოსილი პირი. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის განცხადების, ასევე კომპიუტერული ბაზიდან ამობეჭდილი ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ინსპექციაში (გადამხდელთა მომსახურების სამმართველოში ან კომპიუტიზირებულ განყოფილებაში), ხოლო მეორე ეგზემპლარები უბრუნდება განმცხადებელს ან ეგზავნება დაზღვეული ფოსტით.

8. იმ ინდივიდუალური საწარმოებისათვის, რომელთა საქმიანობის ადგილს წარმოადგენს მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერიტორია (დანართი №28) (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმიანობის ადგილი ემთხვევა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებული განყოფილების ადგილსამყოფელს, ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) ინდივიდუალური მეწარმე ან ინდივიდუალური საწარმოს წარმომადგენელი (უფლებამოსილი) პირი წარუდგენს შესაბამის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს რაიონულ განყოფილებას ან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს – მისი საქმიანობის ადგილის მიხედვით, სანოტარო წესით დამოწმებულ ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის შესაბამის განცხადებას, ორ ეგზემპლარად;

ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს კანონით და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ივსება განცხადების დანარჩენი მონაცემები, ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს (შესაბამისი რაიონის საიდენტიფიკაციო ნომრის დიაპაზონიდან), ადასტურებს ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. ამასთან, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი ავსებს მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართულ ფორმას – „ინფორმაცია ინდივიდუალური საწარმოს შესახებ” (დანართი №26) (მონაცემი საქმიანობის სახეობების შესახებ შეიტანება განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე) ორ ეგზემპლარად, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ადასტურებს განმცხადებელი და რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი. მონაცემები შეაქვს ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო (დანართი №7) რეესტრში. რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოზე გაიცემა ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მოწმობა (დანართი №18), რომელსაც ხელს აწერს სათანადოდ უფლებამოსილი პირი. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის განცხადების, ასევე შევსებული ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება განყოფილებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი უბრუნდება განმცხადებელს (გადაეცემა მოწმობასთან ერთად);

 გ) მონაცემების სამეწარმეო რეესტრში ჩართვის შემდგომ წარმოდგენილი განცხადების ფორმა, აგრეთვე ფორმა – „ინფორმაცია ინდივიდუალური საწარმოს შესახებ” (დანართი №26) თვის 1, 11 და 21 რიცხვებში წარედგინება საგადასახადო ინსპექციის გადამხელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებულ განყოფილებას (წარდგენის ადგილი განისაზღვრება საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელის ადმინისტრაციული აქტით), მონაცემების ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში შეტანის მიზნით. მონაცემები მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეიტანება ფორმების წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომპიუტერულ ბაზაში მონაცემთა შეტანის შემდეგ, ინდივიდუალური საწარმოს განცხადება და ფორმა – „ინფორმაცია ინდივიდუალური საწარმოს შესახებ” (დანართი №26) უბრუნდება განყოფილებას ან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო ასლები რჩება გადამხდელთა მომსახურების სამმართველოში ან კომპიუტიზირებულ განყოფილებაში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ცალკეულ შემთხვევებში (ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, როდესაც შეუძლებელია განცხადების ფორმების წარდგენა დადგენილ ვადაში), დასაშვებია განცხადების მონაცემები ტელეფონოგრამის, ფაქსის ან სხვა საშუალებებით გადაეცეს შესაბამის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებულ განყოფილებას (დადგენილი პროცედურების ჩატარების მიზნით), რომელიც შემდგომში შესაძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარდეგინება შესაბამისი ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან კომპიუტიზირებულ განყოფილებას.

10. ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება შესაბამისი განცხადების წარდგენიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე ვადაში საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე, სათანადოდ უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა უარის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება, ინდივიდუალური საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად. საგადასახადო ინსპექცია, განყოფილება, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი (დადგენილ შემთხვევებში) ვალდებულია რეგისტრირებული ინდივიდუალური საწარმო გაატაროს რეგისტრაციაში დადგენილი წესით და მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ინსპექციის უფროსი/მოადგილე სათანადოდ უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გასცემს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მოწმობას.

11. ინდივიდუალური საწარმო რეგისტრირებულად (სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაცია/ აღრიცხვა) ითვლება მისი სამეწარმეო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და სამეწარმეო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შემდეგ.

12. ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია ტარდება იგივე წესითა და ვადებში, რაც დადგენილია მისი პირველადი რეგისტრაციისათვის (საჭიროების შემთხვევაში გაიცემა რეგისტრაციის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა).

13. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის არ გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა გადასახდელი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

    მუხლი 8. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების რეორგანიზაციის რეგისტრაციის თავისებურებები

1. საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლისას არ ხდება ახალი საწარმოს რეგისტრაცია, არამედ განხორციელდება რეგისტრირებული საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება (შესაბამისად, ცვლილების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში), დადგენილი წესის შესაბამისად.

2. საწარმოთა შერწყმისას საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რომლის საფუძველზეც ცვლილებები შედის თითოეული საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემებში. შერწყმის შესახებ ბრძანების საფუძველზე გაუქმებული იქნება მათი სახელმწიფო რეგისტრაცია. შესაბამისად, სამეწარმეო რეესტრის ფორმულარებში გაკეთდება იმდენი ჩანაწერი, რამდენი საწარმოც გაერთიანდა, სადაც შენიშვნის გრაფაში მიეთითება – გაუქმებულია შერწყმის (გაერთიანების) შედეგად, შესაბამისი ბრძანების თარიღი და ნომერი. იმ საწარმოს სამეწარმეო რეესტრის ფორმულარში, რომელთანაც შერწყმა განხორციელდა, შეიტანება ყველა ის მონაცემი (ცვლილება), რომელიც განხორციელდა აღნიშნული შერწყმის შედეგად.

3. რამდენიმე საწარმოს გაერთიანების შედეგად ახალი საწარმოს ჩამოყალიბების შემთხვევაში, ამავე საწარმოს ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) მიხედვით საგადასახადო ინსპექციის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციაში/აღრიცხვაში გატარდება ახალი საწარმო (ამ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ყველა ის დოკუმენტი რომელიც საჭიროა საწარმოს თავდაპირველი სახელმწიფო რეგისტრაციისათვის, მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად). საწარმოთა შერწყმის შესახებ ბრძანების ასლი, სამეწარმეო და საგადასახადო რეესტრებში სათანადო ჩანაწერების შეტანის მიზნით ეგზავნებათ იმ საგადასახადო ინსპექციებს, სადაც სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ გაერთიანებაში მონაწილე საწარმოები.

4. საწარმოთა გაყოფის შედეგად განხორციელებული ცვლილების სამეწარმეო/საგადასახადო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს აღნიშნული საწარმოების ცალ-ცალკე სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაცია/ აღრიცხვა, სამეწარმეო/საგადასახადო რეესტრში ჩართვა (ფორმულარის შევსებისას თითოეულის შენიშვნის გრაფაში ჩაიწერება, თუ რომელი საწარმოს გაყოფის შედეგად დაფუძნდა აღნიშნული საწარმო).

5. საწარმოს გამოყოფისას, გამოყოფილი საწარმოს სამეწარმეო/საგადასახადო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს გამოყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ საწარმოთა სახელმწიფო/ საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა სამეწარმეო/საგადასახადო რეესტრში (თითოეულს ფორმულარის შევსებისას შენიშვნის გრაფაში უნდა მიეთოთოს რომელი საწარმოს გამოყოფის შედეგად შეიქმნა). რეორგანიზებული საწარმოს მიმართებაში იმავე ბრძანებით სამეწარმეო/ საგადასახადო რეესტრში გატარდება ცვლილებათა რეგისტრაცია.

6. მოცემული მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში (გაყოფა, გამოყოფა) ბრძანებას (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) გამოსცემს ის საგადასახადო ინსპექცია, სადაც სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა გავლილი აქვს თავდაპირველ საწარმოს (ბრძანების გამოცემის საფუძველია ნოტარიუსის მიერ დამოწმებული გაყოფის ხელშეკრულება, საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება და ახლად დაფუძნებული საწარმოს (საწარმოთა) წესდება ყველა იმ დოკუმენტთან ერთად, რასაც ითვალისწინებს ,,მეწარმეთა შესახებ” კანონი საწარმოს რეგისტრაციისას). ბრძანების ასლები ეგზავნება გაყოფის შედეგად დაფუძნებული საწარმოების ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) მიხედვით საგადასახადო ინსპექციებს. სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციაში/ აღრიცხვაში გატარების მიზნით.

    მუხლი 9. სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრის მონაცემეთა საჯაროობა

1. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრის მონაცემები საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს საწარმოს და იურიდიული პირის ან მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) შესახებ სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების ამონაწერის მიღების მიზნით განცხადებით მიმართოს საწარმოს და იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით საგადასახადო ინსპექციას.

2. სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრის ამონაწერი წარმოადგენს კონკრეტულ საწარმოზე (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოზე) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ან მათ ი ფილიალების (წარმომადგენლობების) შესახებ სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრებში შეტანილი ძირითადი სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტების შემცველ დადგენილი ფორმის დოკუმენტს.

3. საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცეს მოთხოვნილ საწარმოზე ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ან მათ ფილიალებზე (წარმომადგენლობებზე) რეესტრის ამონაწერი.

 4. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ინსპექციაში სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების ფორმულარების საარქივო ბაზა (მ.შ. ელექტრონული) არ შეიცავს საწარმოზე ან/და იურიდიულ პირზე ან მათ ფილიალებზე (წარმომადგენლობებზე) მოთხოვნილ ინფორმაციას, ინსპექცია საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მეშვეობით აზუსტებს მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილ საგადასახადო ინსპექციას და აღნიშნულის თაობაზე შესაბამის ინფორმაციას არა უგვიანეს 10 დღისა აწვდის განმცხადებელს.

5. სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების ამონაწერი უნდა მოიცავდეს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ფიქსირდება პირის სახელმწიფო (სამეწარმეო) რეგისტრაციისას სახელმწიფო (სამეწარმეო) რეესტრში. ამასთან, ამონაწერი უნდა მოიცავდეს იმ მონაცემებს, რაც ფიქსირებულია ბრძანების №23 და №24 დანართებში (ფორმაში). გარდა ამისა, რეესტრში საწარმოს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) შესახებ არსებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, რეესტრის ამონაწერი უნდა მოიცავდეს მონაცემებს ცვლილებების გათვალისწინებით, მისი გაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.

6. რეესტრის ამონაწერზე ხელს აწერს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი და ხელმოწერა მოწმდება საგადასახადო ინსპექციის ბეჭდით.

    მუხლი 10. გადასახადის გადამხდელების (გარდა მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებში მითითებული გადასახადის გადამხდელებისა) საგადასახადო ინსპექციებში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურები

1. უცხოური საწარმოები, უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებენ ფილიალის (წარმომადგენლობის) ან/და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მუდმივი დაწესებულებების შექმნის გარეშე, საგადასახადო ინსპექციებში სავალდებულო სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას არ ექვემდებარებიან. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან საგადასახადო აღრიცხვაზე დადგნენ საქართველოში განხორციელებული საქმიანობის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებში, საქართველოს საწარმოსათვის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, განცხადებას (დანართი №14) საგადასახადო აღრიცხვის შესახებ თან უნდა დაერთოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (ლეგალიზებული) საკუთარი წესდება ან იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესდების შემცვლელი დოკუმენტი, ამონაწერი სახელმწიფო/ საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის დოკუმენტებიდან (რეესტრიდან) და რწმუნება.

2. გადასახადის გადამხდელი (გარდა სახელმწიფო რეგისტრაციას დაქვემდებარებული გადასახადის გადამხდელისა და საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) სრულად შევსებულ საგადასახადო აღრიცხვის განცხადებას (დანართი №14) (ერთ ეგზემპლარად) წარუდგენს საგადასახადო ინსპექციას (რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს) თავისი ადგილსამყოფლის (საქმიანობის ადგილის) მიხედვით, რომელსაც თან უნდა ახლდეს (არსებობის შემთხვევაში) სადამფუძნებლო და სახელმწიფო რეგისტრაციისათვის სავალდებულო სხვა დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) თითო ეგზემპლარი (ამხანაგობის შემთხვევაში წარმოდგენილი ხელშეკრულება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით, თუკი ეს გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით). საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადება განიხილება საგადასახადო ინსპექციაში მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად. თუ წარდგენილი საგადასახადო აღრიცხვის განცხადების მონაცემები შემდგომ დაზუსტებას აღარ საჭიროებს, შეივსება საგადასახადო აღრიცხვისათვის განცხადების შესაბამისი მონაცემები. განცხადება დასტურდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო აღრიცხვის განცხადების მონაცემები, განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა შეიტანება საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში, გადამხდელს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი და 2 ეგზემპლარად ამოიბეჭდება გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის განცხადების კომპიუტერული ვერსია. საგადასახადო აღრიცხვის განცხადებას ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი (ბეჭდის დასმით). ამობეჭდილი განცხადების ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ინსპექციის მომსახურების სამმართველოში და მოთავსდება გადასახადის გადამხდელის საქმეში (,,ფაილში”), ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს პირადად (შესაბამისი რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მეშვეობით) ან გაეგზავნება საფოსტო გზავნილით. ამასთან, გადასახადის გადამხდელზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მოწმობა (დანართი №21), რომელსაც ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე.

3. ამ მუხლში მითითებული გადასახადის გადამხდელები საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილებად ითვლებიან მათი საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანის, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და საგადასახადო აღრიცხვის შესაბამისი მოწმობის გაცემის შემდეგ.

4. ამ მუხლში განხილული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია ხორციელდება ი მა ვე წესითა და ვადებში, რაც დადგენილია მისი პირველადი საგადასახადო აღრიცხვისათვის.

    მუხლი 11. ფიზიკური პირების საგადასახადო ინსპექციებში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურები

 1. გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის – საქართველოს მოქალაქის, საგადასახადო აღრიცხვა (ფიქსირება) ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და საბანკო დაწესებულებაში წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე. ფიზიკურ პირს – საქართველოს მოქალაქეს, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური პირისა, გადასახადის გადამხდელის მოწმობის მისაღებად შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 2. ფიზიკური პირი, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირისა, ვალდებულია საიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად მიმართოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (დეკლარაციის წარდგენის ან გადასახადის გადახდის ადგილის მიხედვით) საგადასახადო ინსპექციას, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (მათ შორის, მიმდინარე გადასახდელების) ან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადამდე არანაკლებ 10 დღით ადრე, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი – ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში.

3. იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილი არ წარმოადგენს მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერიტორიას (დანართი №28), ან მისი საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებული განყოფილების ადგილსამყოფელს, ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვისათვის წარუდგენს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას ან კომპიუტიზირებულ განყოფილებას (რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს) ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის შესაბამის დადგენილი ფორმის განცხადებას (ბრძანების დანართი №15);

ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი დასტურდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით, რის შემდგომ მონაცემები შედის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში, ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი. რეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის შესაბამისი მოწმობა (დანართი №21), რომელსაც ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე ან სათანადოდ უფლებამოსილი პირი. ფიზიკური პირის განცხადება რჩება საგადასახადო ინსპექციაში (გადამხდელთა მომსახურების სამმართველოში ან კომპიუტიზირებულ განყოფილებაში).

4. იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა საქმიანობის ან საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერიტორია (დანართი №28) (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებული განყოფილების ადგილსამყოფელს), ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) ფიზიკური პირი წარუდგენს შესაბამის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს რაიონულ განყოფილებას ან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს – მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე შესაბამის განცხადებას;

ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ივსება განცხადების დანარჩენი მონაცემები, ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს (შესაბამისი რაიონის საიდენტიფიკაციო ნომრის დიაპაზონიდან), ადასტურებს ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. რეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის შესაბამისი მოწმობა (დანართი №21), რომელსაც ხელს აწერს სათანადოდ უფლებამოსილი პირი. წარმოდგენილი განცხადება რჩება განყოფილებაში;

გ) გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და მოწმობის გაცემის შემდგომ, წარმოდგენილი განცხადების ფორმა, თვის 1, 11 და 21 რიცხვებში წარედგინება საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებულ განყოფილებას (წარდგენის ადგილი განისაზღვრება საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელის ადმინისტრაციული აქტით) მონაცემების საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში შეტანის მიზნით. მონაცემები მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეიტანება ფორმების წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომპიუტერულ ბაზაში მონაცემთა შეტანის შემდეგ, განცხადება უბრუნდება განყოფილებას ან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო ასლები რჩება გადამხდელთა მომსახურების სამმართველოში ან კომპიუტიზირებულ განყოფილებაში.

5. მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ცალკეულ შემთხვევებში (ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, როდესაც შეუძლებელია განცხადების ფორმების წარდგენა დადგენილ ვადაში), დასაშვებია განცხადების მონაცემები ტელეფონოგრამის, ფაქსის ან სხვა საშუალებებით გადაეცეს შესაბამის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებულ განყოფილებას (დადგენილი პროცედურების ჩატარების მიზნით), რომელიც შემდგომში შესაძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარდეგინება შესაბამის ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან კომპიუტიზირებულ განყოფილებას.

6. ფიზიკური პირის, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირისა, საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება შესაბამისი განცხადების წარდგენიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე ვადაში საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე, სათანადოდ უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა უარის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება, გადასახადის გადამხდელი ჩაითვლება რეგისტრირებულად. საგადასახადო ინსპექცია, განყოფილება, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გადასახადის გადამხდელი გაატაროს საგადასახადო აღრიცხვაზე დადგენილი წესით და მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ინსპექციის უფროსი/მოადგილე, სათანადოდ უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გასცემს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მოწმობას.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტებში მოცემული გადასახადის გადამხდელთა, საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია ტარდება მათი საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებში, საგადასახადო აღრიცხვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

8. ამ მუხლში მითითებული გადასახადის გადამხდელები საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილად ითვლებიან საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

    მუხლი 12. არარეზიდენტი ფიზიკური პირის ან საქართველოში უცხოური საწარმოს და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მუდმივი დაწესებულების (გარდა ფილიალებისა და წარმომადგენლობებისა) საგადასახადო აღრიცხვა და რეესტრის წარმოება

1. არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ინსპექცია. აღრიცხვა ხორციელდება მოცემული ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პროცედურების გათვალისწინებით.

2. უცხოური საწარმოს ან უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება ი მა ვე წესით, რაც გათვალისწინებულია ამავე ინსტრუქციის მე-10 მუხლში მითითებულ პირთა საგადასახადო აღრიცხვისათვის. ამასთან, განცხადებას (დანართი №14) საგადასახადო აღრიცხვის შესახებ თან უნდა დაერთოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (ლეგალიზებული) უცხოური საწარმოს საკუთარი წესდება ან იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესდების შემცვლელი დოკუმენტი, ამონაწერი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის დოკუმენტებიდან (რეესტრიდან) და რწმუნება.

3. საგადასახადო მიზნებისათვის საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილმდებარეობა, რომლის გამოყენებით ეს პირი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება საქართველოში ითვლება ასეთ დაწესებულებად მისი დადგენილი წესით აღრიცხვის (დაფუძნების), შესაბამისი უფლებამოსილებების მინდობის ან წარმომადგენლობითი საქმიანობის განხორციელების მომენტიდან.

5. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვისათვის არ გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა გადასახდელი.

მუხლი 13. საგადასახადო რეგისტრაციის იძულებითი წესით უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. თუ საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეკონომიკური საქმიანობის განმხორციელებელი პირი ნებაყოფლობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისიწინებული საგადასახადო სამართლადარღვევის აღმოჩენიდან 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით, განცხადებით არ მიმართავს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის თაობაზე, საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია უზრუნველყოს მისი საგადასახადო რეგისტრაცია.

2. საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ინსპექციის უფროსის/მოადგილის შესაბამისი მითითებითა და საგადასახადო ინსპექციაში არსებული და ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმის მონაცემების საფუძველზე ავსებს დადგენილი ფორმის შესაბამისი საგადასახადო აღრიცხვის განცხადების ფორმას, მონაცემები შე ჰ ყავს მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში და ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს.

3. გადასახადის გადამხდელს (დაზღვეული საფოსტო გზავნილით), მოცემული მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების შემდეგ, ეგზავნება დადგენილი ფორმის და დადგენილი წესით შევსებული შესაბამისი გადასახადის გადამხდელის მოწმობა და შეტყობინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე.

    მუხლი 14. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვა საქონლის იმპორტის შემთხვევაში

1. პირებს, საქონლის იმპორტის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოეთხოვება საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომა. საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომა არ მოეთხოვებათ:

ა) დიპლომატიურ მისიებს;

ბ) დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებსა და მათი ოჯახის წევრებს;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს და მათი ოჯახის წევრებს;

დ) ფიზიკურ პირებს (გარდა საქართველოს მოქალაქეებისა), რომლებსაც უცხოეთიდან ყოველი შემოსვლისას შემოაქვთ საქონელი ,,საბაჟო ტარიფებისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ლ” პუნქტის შესაბამისად (გარდა ავტომობილების იმპორტისა).

2. საბაჟო დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე მითითებული უნდა იყოს გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

3. გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა დაფიქსირდეს გადაზიდვისწინა შემოწმების საბუთზეც.

4. თუ გადამხდელი საგადასახადო აღრიცხვისათვის განაცხადს აკეთებს საქონლის იმპორტის მიზნებისთვის, მის საგადასახადო აღრიცხვის ფორმას უნდა მიენიჭოს უპირატესობა და დამუშავდეს არა უგვიანეს ერთ სამუშაო დღის განმავლობაში.

    მუხლი 15. გადასახადის გადამხდელის სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის პროცედურები

1. საგადასახადო რეგისტრაციაზე აყვანილი ყოველი გადასახადის გადამხდელი, (გარდა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საწა რ მოებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე ფილ ი ალებისა (წარმომადგენლობების) ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის განმავლობაში (ბანკებში და საბანკო ოპერაციების განმ ა ხორციელებელ სხვა ორგანიზაციებში საბანკო ან სხვა ანგარიშების გახსნისას – 5 დღის განმავლობაში) აცნობოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო აღრიცხვის ფორმაში მოცემული ინფორმაციის კონკრეტული ცვლილების შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს წარედგინება შესწორებული საგადასახადო აღრიცხვის განცხადების ფორმა. გადასახადის გადამხდელის აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ცვლილებები ხორციელდება სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემებში.

2. გადასახადის გადამხდელთა ერთი საგადასახადო ინსპექციიდან სხვა საგადასახადო ინსპექციაში სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე გადასვლისას (გარდა საგად ა სახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა და აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციებისა), სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის ცენტრალურ კომპიუტერულ ბაზაში შესაბამისი ცვლილება (საგადასახადო ინსპექციის კოდის შეცვლა) უნდა განხორციელდეს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ინსპექციიდან შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ. ცვლილების განხორციელების შემდეგ საგადასახადო ინსპექცია სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციასთან/აღრიცხვასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას უგზავნის გადასახადის გადამხდელის ახალი ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ინსპექციას, ხოლო გადაგზავნილი დოკუმენტაციის ასლი, ხელმოწერილი რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ და დამოწმებული საგადასახადო ინსპექციის ბეჭდით, ინახება დოკუმენტაციის გამგზავნ ინსპექციაში, გარდა მოცემული მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით საწარმოს (მათ შორის, ინდივიდუალური საწარმოს) ან იურიდიული პირის საგადსახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა/აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციებში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანის შემთხვევაში, სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციასთან/აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ეგზავნება სპეციალიზებულ საგადასახადო ინსპექციას, რომელიც უფლებამოსილია შემდგომში განახორციელოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებები და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის გაცემა, ხოლო გადაგზავნილი დოკუმენტაციის ასლი, ხელმოწერილი რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ და დამოწმებული საგადასახადო ინსპექციის ბეჭდით, ინახება დოკუმენტაციის გამგზავნ ინსპექციაში.

4. მსხვილ გადამხდელთა/აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში (ინსპექციიდან) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა (გადაყვანა) ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

5. გადასახადის გადამხდელის ერთი საგადასახადო ინსპექციიდან სხვა საგადასახადო ინსპექციაში სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე გადასვლისას (აყვანისას), გადასახადის გადამხდელზე გაცემული სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობები ბარდება წინა საგადასახადო ინსპექციას (მოთავსდება გადამხდელის საქმეში), ხოლო ახალი მოწმობა გაიცემა სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე ამყვანი საგადასახადო ინსპექციის მიერ. სახელმწიფო (სამეწარმეო)/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის ადგილის მონაცემების ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადების ფორმა გადასახადის გადამხდელის მიერ წარედგინება (საგადასახადო დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების ცენტრალურ კომპიუტერულ ბაზაში სათანადო ცვლილების განხორციელების შემდეგ) იმ საგადასახადო ინსპექციას, სადაც გადასახადის გადამხდელი გადადის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციაზე, რომელიც ახორციელებს ცვლილებების ფაქტების დადგენილი წესით რეგისტრაციას.

    მუხლი 16. უარი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე

1. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) სახელმწიფო რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სახელმწიფო რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავს კანონით დადგენილ საფუძვლებს საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე;

ბ) წარმოდგენილი განცხადება ხარვეზიანია და დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზები არ იქნება შევსებ უ ლი;

გ) თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავს კანონით დადგენილ საფუძვლებს საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) რეგისტრაციისათვის უარის თქმის თაობაზე, ინსპექციის უფროსი/მოადგილე 3 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რაც წერილობით ეცნობება განმცხდებელს. საგადასახადო ინსპექციის მიერ წერილთან ერთად განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია. თუ განმცხადებელს დადგენილ ვადაში წერილობით არ ეცნობა უარის შესახებ გადაწყვეტილება, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად. საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია რეგისტრირებული საწარმო გაატაროს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში დადგენილი წესით.

2. თუ განცხადება ხარვეზიანია, საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა უგზავნის წერილს განმცხადებელს არსებული ხარვეზების თაობაზე და აძლევს მას 15-დღიან ვადას ხარვეზების შევსებისათვის. ხარვეზების აღმოფხვრამდე განცხადების განხილვის ვადა შეჩერებულად ითვლება. 15 დღის ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში ინსპექციის უფროსი/მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც წერილობით ეცნობება განმცხადებელს. საგადასახადო ინსპექციის მიერ ამ წერილთან ერთად განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია. 15 დღის ვადაში ხარვეზების შევსების შემთხვევაში, ინსპექციის უფროსი/მოადგილე იღებს გადაწყვეტილებას (გასცემს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას) საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ.

3. საგადასახადო ინსპექციის უფროსს/მოადგილეს შეუძლია უარი უთხრას ინდივიდუალურ მეწარმეს სამეწარმეო რეესტრში ჩართვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ არის სრულყოფილად შევსებული, არ არის წარმოდგენილი ორ ეგზემპლარად და/ან განცხადების თითოეული ეგზემპლარი არ არის დამოწმებული სანოტარო წესით.

4. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სახელმწიფო რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) წესდება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი იურიდიული პირის მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ან ქონება (ფონდის შემთხვევაში) თუ არ მიესადაგება დასახულ მიზნებს ან არასაკმარისია;

ბ) წარმოადგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის, განცხადება) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს რეგისტრაციისათვის;

გ) თუ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავს კანონით დადგენილ საფუძვლებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის უარის თქმის თაობაზე, ინსპექციის უფროსი/მოადგილე განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რაც წერილობით ეცნობება განმცხდებელს. საგადასახადო ინსპექციის მიერ წერილთან ერთად განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. თუ განმცხადებელს დადგენილ ვადაში წერილობით არ ეცნობა უარის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩაითვლება რეგისტრირებულად. საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია რეგისტრირებული პირი გაატაროს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში დადგენილი წესით.

5. გადასახადის გადამხდელს (გარდა საწარმოებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) საგადასახადო აღრიცხვაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელი უკვე დგას საგადასახადო აღიცხვაზე და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) საგადასახადო აღრიცხვის განცხადებაში წარმოდგენილი მონაცემები არასრულია და/ან ვერ დგინდება განცხადებაში მოყვანილი მონაცემების სიზუსტე;

გ) თუ გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საგადასახადო აღრიცხვაზე, საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია წერილობით აცნობოს მას უარის თქმის კონკრეტული მიზეზის მითითებით. წერილს საგადასახადო აღრიცხვის განცხადების ფორმის არასრულყოფილებისა და უარის თაობაზე ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოაადგილე.

    მუხლი 17. საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების პირობები

1. საგადასახადო ინსპექციის უფროსმა/მოადგილემ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვა შეიძლება გააუქმოს გადასახადის გადამხდელის შეცდომით საგადასახადო აღრიცხვის (განმეორებით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის) შემთხვევაში. აღრიცხვის გაუქმების შესახებ წერილობით ეცნობება გადასახადის გადამხდელს.

2. გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საგადასახადო ინსპექციაში, წერილობით განმარტონ იმ შეცდომით, არასწორად ან განმეორებით საიდენტიფიკაციო ნომრის მიღების გარემოებების შესახებ, რომლებიც ქმნიან საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების საფუძველს.

    მუხლი 18. ლიკვიდირებული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების პროცედურები

1. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) შემთხვევაში ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების (ფიზიკური პირის შემთხვევაში ასევე – გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის) საფუძველზე საგადასახადო ინსპექციაში კეთდება სათანადო ჩანაწერი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის ფორმაში (აღნიშვნით – ,,ლიკვიდირებულია” ან ,,რეორგანიზებულია”, ასევე მიეთითება ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი). აღნიშვნები კეთდება აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის კომპიუტერულ ბაზაში, შესაბამისი პროგრამიდან ამობეჭდილ ფორმებში და გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო (სამეწარმეო)/საგადასახადო რეესტრში. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) შესაბამისი პროცედურების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 სამუშაო დღეს (ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) დამადასტურებელი დოკუმენტების მიღების დღიდან);

 ბ) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მოწმობა (საწარმოს/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილიალის, ასევე უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ფილიალის, სხვა გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის (რეორგანზაციის) შემთხვევაში – გადამხდელის მიერ, ხოლო ფიზიკური პირის გარდაცვალებისას – შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ბარდება საგადასახადო ინსპექციაში და ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად მოთავსდება ლიკვიდირებული (რეორგანიზებული) გადასახადის გადამხდელის საქმეში.

2. გადასახადის გადამხდელის (მ.შ. ფიზიკური პირის) ლიკვიდაცია, ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, ნიშნავს გადამხდელის ლიკვიდაციას (ფიზიკური პირის გარდაცვალებას). მისი საიდენტიფიკაციო ნომრის შემდგომში სხვა პირზე (გადამხდელზე) მინიჭება არ წარმოებს.

    მუხლი 19. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია

გადამხდელი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია ან უფლება აქვს გატარდეს დღგ-ი ს გადამხდელად რეგისტრაციაში, ამის შესახებ აკეთებს წერილობით შეტყობინებას საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მიხედვით საგადასახადო ორგანოში, გადის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებით დამტკიცებული ,,დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად და იღებს დადგენილი ფორმის სერტიფიკატს.

    მუხლი 20. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება და რეესტრის წარმოება

საგადასახადო ინსპექციების მიერ ორგანიზაციისათვის საქვე ლ მოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება და საქველმოქმედო ორგანიზაციის ერთიანი რეესტრის წარმოება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებით დამტკიცებული ,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად.

    მუხლი 21. პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელად საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) დადგომის არსებული წესის დარღვევისათვის

საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევა, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობა საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და საგადასახადო აღრიცხვის გარეშე, იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

 

 

 

 


 

 

 

საწარმოს, საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის), უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების შევსების წესი

საწარმოს (,,საწარმო“ – მოიცავს საწარმოს, მის ფილიალს (წარმომადგენლობას), უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოს ფილიალს (წარმომადგენლობას)) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადება ივსება მოცემული გადასახადის გადამხდელების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ან უკვე არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების მიზნით. ფორმა ივსება ერთ ეგზემპლარად (ინსტრუქციის შესაბამისად). განცხადება ბარდება იმ ინსპექციას, სადაც გადასახადის გადამხდელი დგება სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში.

სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების შევსების წესში მოცემული ნუმერაცია შეესაბამება სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების ნუმერაციას.

ნაწილი I. ინფორმაცია მარეგისტრირებელი საგადასახადო ინსპექციის, საწარმოს სახელწოდების, სამართლებრივი ფორმისა და მარეგისტრირებელი ორგანოს შესახებ.

1. მარეგისტრირებელი საგადასახადო ინსპექციის დასახელება – მიეთითება იმ საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც უნდა მოხდეს საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ან იმ საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილება. უჯრაში ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, სადაც მიენიშნება იმ რაიონის კოდი, რომელი რაიონის საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონიდანაც უნდა მიენიჭოს გადასახადის გადამხდელს საიდენტიფიკაციო ნომერი (პირველადი რეგისტრაციისას), ან იმ რაიონის კოდი, სადაც იგი იმყოფება (ან გადადის) საგადასახადო აღრიცხვაზე.

2. საწარმოს საფირმო სახელწოდება – შეიტანება საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება.

3. საწარმოს ტიპი (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა) – საწარმოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის უჯრაში კეთდება აღნიშვნა „ν“, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის კოდში – შესაბამისი ნომერი, ინსტრუქციის №19 დანართის შესაბამისად (ავსებს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი).

4. საწარმოს ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) – მიეთითება საწარმოს იურიდიული მისამართი სადამფუძნებლო (სახელმწიფო რეგისტრაციის) დოკუმენტებში ფიქსირებული მისამართის მიხედვით (ქალაქი, რაიონი, ქუჩა, ნომერი, სოფელი, საფოსტო ინდექსი).

ნაწილი II. ინფორმაცია (მონაცემები) საწარმოს ხელმძღვანელის (დირექტორ(ებ)ის), წარმომადგენლის შესახებ

5. აღნიშნულ გრაფაში მიეთითება:

ა) უფლებამოსილების სახე, რაც მინიჭებულია სადამფუძნებლო დოკუმენტებით;

ბ) ფიზიკური პირის გვარი;

გ) ფიზიკური პირის სახელი;

დ) დირექტორის, წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) დირექტორის, წარმომადგენლის მოქალაქეობა. თუ არ გააჩნია მოქალაქეობა – მიეთითება ,,მოქალაქეობის არმქონე პირი“;

ვ) დირექტორის, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება;

ზ) დირექტორის, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

თ) დირექტორის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირებული პირადი (11-ნიშნა) ნომერი;

ი) დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით.

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ სტრიქონებში არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, როდესაც საწარმოს დირექტორების რაოდენობა განცხადების ფორმაში არსებულ სტრიქონებზე მეტია (არ ეტევა), დამატებით ივსება ამავე განცხადების ცარიელი ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები (განცხადების ფორმის პირველი, მეორე და მეთორმეტე პუნქტები).

ნაწილი III. ინფორმაცია დამფუძნებლების/კომანდიტების და საწესდებო კაპიტალში მათი წილის/შენატანების შესახებ

6. დამფუძნებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება დამფუძნებლის:

ა) გვარი;

ბ) სახელი;

გ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, თუ მას მინიჭებული აქვს საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით;

დ) საცხოვრებელი ადგილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) მოქალაქეობა. თუ არ გააჩნია მოქალაქეობა – მიეთითება ,,მოქალაქეობის არმქონე პირი“;

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება;

ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

თ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირებული პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) თითოეული დამფუძნებლის წილი საწესდებო კაპიტალში – როგორც თანხაში (რიცხვით ფორმაში, ერთეულებში), ასევე პროცენტში. კომანდიტური საზოგადოების კომანდიტის შემთხვევაში – შესატანის დადგენილი ოდენობა სადამფუძნებლო დოკუმენტებით და დადგენილი ოდენობიდან ფაქტობრივად შეტანილი თანხა.

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ სტრიქონებზე არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, როდესაც საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირების რაოდენობა განცხადების ფორმაში არსებულ სტრიქონებზე მეტია (არ ეტევა), დამატებით ივსება ამავე განცხადების ცარიელი ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები (განცხადების ფორმის პირველი, მეორე და მეთორმეტე პუნქტები).

7. დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება დამფუძნებელი იურიდიული პირის:

ა) საფირმო სახელწოდება (ან სრული სახელწოდება). უცხოელი დამფუძნებლის შემთხვევაში შეიტანება მისი სრული სახელწოდება. ფილიალის დაფუძნების შემთხვევაში დამფუძნებლად მიეთითება სათაო საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება (სრული სახელწოდება);

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. უცხოელი დამფუძნებლის შემთხვევაში არ ივსება;

გ) ხელმძღვანელის (წარმომადგენლის) სახელი, გვარი – აისახება იმ ფიზიკური პირის გვარი და სახელი, რომელიც დამფუძნებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი (წარმომადგენლობითი) უფლებამოსილი პირია;

დ) ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი);

ე) დამფუძნებელი იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (თუ მას მინიჭებული აქვს იგი საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით);

ვ) დამფუძნებელი იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

ზ) დამფუძნებლის წილი საწესდებო კაპიტალში, როგორც თანხობრივ (რიცხვით ფორმაში ერთეულებში), ასევე პროცენტულ მაჩვენებლებში;

თ) კომანდიტის შემთხვევაში – შესატანის ოდენობა სადამფუძნებლო დოკუმენტებით და სადამფუძნებლო დოკუმენტებით შესატანი თანხიდან ფაქტობრივად შეტანილი თანხა.

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ სტრიქონებზე არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, როდესაც საწარმოს დამფუძნებელი იურიდიული პირების რაოდენობა განცხადების ფორმაში არსებულ სტრიქონებზე მეტია (არ ეტევა), დამატებით ივსება ამავე განცხადების ცარიელი ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები (განცხადების ფორმის პირველი, მეორე და მეთორმეტე პუნქტები).

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი კაპიტალური ტიპის საზოგადოებებისათვის, როგორიცაა – „ს/ს“ და „კოოპერატივი“, რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში შეიტანება ყველა დამფუძნებლის შესახებ ინფორმაცია, რომლის წილი საწესდებო კაპიტალში მეტია ან ტოლია 10 პროცენტზე (ესეთი დამფუძნებლის არარსებობის შემთხვევაში განცხადებაში შეიტანება ხუთი დამფუძნებელი, რომელთა წილი საწესდებო კაპიტალში სხვა დამფუძნებლებთან შედარებით ყველაზე მეტს შეადგენს). შპს-ი ს რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში შეიტანება მონაცემები ყველა დამფუძნებლის (პარტნიორის) შესახებ. რაც შეეხება სპს-ს, რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში შეიტანება მონაცემები ყველა დამფუძნებლის (ფიზიკური პირი) შესახებ, ხოლო კომანდიტურ ი საზოგადოების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში შეიტანება ინფორმაცია ყველა კომანდიტის შესახებ.

8. საწესდებო კაპიტალის ოდენობა (შპს, სს კოოპერატივი) – მონაცემი შეიტანება მხოლოდ შპს-ის, სს-ის და კოოპერატივის შემთხვევაში. თანხა აისახება სადამფუძნებლო დოკუმენტებით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის თანხის ოდენობით შესაბამის ვალუტაში (რიცხვით ფორმაში, ერთეულებში).

ნაწილი IV. ინფორმაცია საბანკო ანგარიშებისა და საწარმოს საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

9. ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ – შეიტანება მომსახურე ბანკ(ებ)ის, მათ შორის, უცხოური ბანკების სრული დასახელება, სადაც ანგარიშებია გახსნილი, ბანკ(ებ)ის კოდი, ანგარიშის ნომერი ნებისმიერ ვალუტაში.

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ სტრიქონებზე არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, როდესაც საწარმოს საბანკო ანგარიშის ნომრების რაოდენობა განცხადების ფორმაში არსებულ სტრიქონებზე მეტია (არ ეტევა), დამატებით ივსება ამავე განცხადების ცარიელი ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები (განცხადების ფორმის პირველი, მეორე და მეთორმეტე პუნქტები).

10. საკონტაქტო მონაცემები: მიეთითება საწარმოს ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. უფლებამოსილი პირის (დირექტორის) ხელმოწერა – განცხადებაში შეტანილი მონაცემების სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილი (ხელმძღვანელობითი) პირი (დირექტორი, წარმომადგენელი), სადაც ხელმოწერასთან ერთად ფიქსირდება ხელმოწერის თარიღი.

ნაწილი V. ინფორმაცია საიდენტიფიკაციო ნომრის, საქმიანობის სახისა და რეგისტრაციის (ცვლილების) თარიღის შესახებ

12. საიდენტიფიკაციო ნომერი – ჩაიწერება საგადასახადო ინსპექციის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (პირველადი რეგისტრაციისას ავსებს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი). ფილიალებს საიდენტიფიკაციო ნომერი არ ენიჭებათ. მათ მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სათავო საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერი.

13. რეგისტრაციის (ცვლილების) თარიღი

– საწარმოს პირველადი რეგისტრაციისას მიეთითება სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობაზე ფიქსირებული რეგისტრაციის თარიღი;

– ცვლილებათა რეგისტრაციისას მიეთითება საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემული ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) თარიღი.

ამასთან, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობაზე ფიქსირებული მონაცემების ცვლილებისას, საგადასახადო ინსპექცია გასცემს ახალ (რეგისტრაციის) მოწმობას, სადაც ინსპექციის მხრიდან ხელმოწერის თარიღი ასევე ბოლო ცვლილების თარიღს წარმოადგენს.

14. თუ განცხადება წარმოდგენილია პირველადი რეგისტრაციისათვის, მასში შესაბამის უჯრაში კეთდება აღნიშვნა „ν“, ხოლო ცვლილების რეგისტრაციისას, იგივე აღნიშვნა კეთდება შესაბამის უჯრაში.

15. საქმიანობის სახე (NAСE კოდი) – ჩანაწერი კეთდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით. საქმიანობის სახეების კოდების აღმნიშვნელ უჯრებში მიეთითება შესაბამისი კოდები. პირველ რიგში მიეთითება ძირითადი საქმიანობის აღმნიშვნელი კოდი, ხოლო შემდეგ სხვა საქმიანობები, მოცულობიდან გამომდინარე (კლებადობის პრინციპით).

16. საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა – ფიქსირდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, ხელმოწერის თარიღი.

შენიშვნა: გადასახადის გადამხდელის მიერ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებებზე განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებელმა აუც ი ლებლად უნდა შეავსოს განცხადების პირველ, მე-2 და მე-12 პუნქტებში მითითებული მონაცემები, სხვა პუნქტების მონაცემებიდან შეივსება მხოლოდ ის პუნქტები, სადაც წარმოებს ცვლილების შეტანა საწარმოს/ორგანიზაციის სარეგისტრაციო მონაცემებში, ხოლო უცვლელ გრაფებში მონაცემების ნაცვლად მიეთითება აღნიშვნა – ,,იგივე“. 2005 წლის 1 სექტემბრამდე საერთო სასამართლოების მიერ რეგისტრირებული საწარმოების მიერ საგადასახადო ინსპექციებში პირველადი სამეწარმეო/საგადასახადო ცვლილების განხორციელებისას უნდა შეივსოს შესაბამისი განცხადების ყველა პუნქტი, ხოლო შემდგომი ცვლილებების განხორციელებისას – აუცილებელი წესით შეივსება პირველ, მე-2 და მე-12 პუნქტებში მითითებულ მონაცემები, სხვა პუნქტების მონაცემებიდან შეივსება მხოლოდ ის პუნქტები, სადაც წარმოებს ცვლილების შეტანა საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში, ხოლო უცვლელ გრაფებში მონაცემების ნაცვლად მიეთითება აღნიშვნა – ,,იგივე“.

 

 

 

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილილალის (წარმომადგენლობის), უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების შევსების წესი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილილ ი ალის (წარმომადგენლობის), უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) (შემდგომში – იურიდიული პირი) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადება ივსება მოცემული გადასახადის გადამხდელების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის, ან უკვე არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების მიზნით. ფორმა ივსება ერთ ეგზემპლარად (ინსტრუქციის შესაბამისად). განცხადება ბარდება იმ ინსპექციას, სადაც გადასახადის გადამხდელი დგება სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში.

სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების შევსების წესში მოცემული ნუმერაცია შეესაბამება სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების ნუმერაციას.

ნაწილი I. ინფორმაცია სახელწოდებისა და სამართლებრივი ფორმის შესახებ

1. მარეგისტრირებელი საგადასახადო ინსპექციის დასახელება – მიეთითება იმ საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც უნდა მოხდეს განმცხადებლის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, ან იმ საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილება. უჯრაში ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, სადაც მიენიშნება იმ რაიონის კოდი, რომელი რაიონის საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონიდანაც უნდა მიენიჭოს გადასახადის გადამხდელს საიდენტიფიკაციო ნომერი (პირველადი რეგისტრაციისას), ან იმ რაიონის კოდი, სადაც იგი იმყოფება (ან გადადის) საგადასახადო აღრიცხვაზე.

2. სრული სახელწოდება – შეიტანება იურიდიული პირის სრული სახელწოდება სადამფუძნებლო დოკუმე ნ ტების მიხედვით.

3. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა – შეიტანება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სახე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. უჯრაში მიეთითება ამავე ინსტრუქციის 24-ე დანართში მითითებული შესაბამისი კოდი.

4. ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) – მიეთითება იურიდიული პირის იურიდიული მისამართი სადამფუძნებლო (სახელმწიფო რეგისტრაციის) დოკუმენტებში ფიქსირებული მისამართის მიხედვით (ქალაქი, რაიონი, ქუჩა, ნომერი, სოფელი, საფოსტო ინდექსი).

ნაწილი II. ინფორმაცია (მონაცემები) გამგეობის წევრთა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვების შესახებ

5. აღნიშნულ გრაფაში მიეთითება:

ა) ფიზიკური პირის გვარი;

ბ) ფიზიკური პირის სახელი;

გ) საცხოვრებელი ადგილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) მოქალაქეობა, თუ არ გააჩნია მოქალაქეობა – მიეთითება ,,მოქალაქეობის არმქონე პირი“;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება (პირადობის მოწმობა, პასპორტი და სხვა);

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

ზ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირებული პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში);

თ) გამგეობის წევრის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვები – სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიხედვით.

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ გრაფებში არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, ივსება ამავე განცხადების დამატებითი, ცარიელი განცხადების ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები.

ნაწილი III. ინფორმაცია დამფუძნებლების შესახებ

6. დამფუძნებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება დამფუძნებელი ფიზიკური პირის:

ა) გვარი;

ბ) სახელი;

გ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, თუ მას მინიჭებული აქვს (გააჩნია) მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით;

დ) საცხოვრებელი ადგილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) მოქალაქეობა. თუ არ გააჩნია მოქალაქეობა – მიეთითება ,,მოქალაქეობის არმქონე პირი“;

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება (პირადობის მოწმობა, პასპორტი და სხვა);

ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

თ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირებული პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში);

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ გრაფებში არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, ივსება ამავე განცხადების დამატებითი, ცარიელი განცხადების ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები.

7. დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება დამფუძნებელი იურიდიული პირის:

ა) სრული სახელწოდება;

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა – სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით;

გ) იურიდიული მისამართი – სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით;

დ) დამფუძნებელი იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (თუ მას მინიჭებული აქვს იგი საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით);

ე) იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ გრაფებში არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, ივსება ამავე განცხადების დამატებითი, ცარიელი განცხადების ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები.

8. საქმიანობის მიზანი – მიზანი, განსაზღვრული სადამფუძნებლო დოკუმენტებით.

ნაწილი IV. ინფორმაცია საბანკო ანგარიშებისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ

9. ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ – შეიტანება მომსახურე ბანკ(ებ)ის, მათ შორის, უცხოური ბანკების სრული დასახელება, სადაც ანგარიშებია გახსნილი, ბანკ(ებ)ის კოდი, ანგარიშის ნომერი ნებისმიერ ვალუტაში.

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ გრაფებში არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, ივსება ამავე განცხადების დამატებითი, ცარიელი განცხადების ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები.

10. საკონტაქტო მონაცემები: მიეთითება საწარმოს/ორგანიზაციის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამარათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა – განცხადებაში შეტანილი მონაცემების სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს იურიდიული პირი უფლებამოსილი პირი, სადაც ხელმოწერასთან ერთად ფიქსირდება ხელმოწერის თარიღი.

ნაწილი V. ინფორმაცია საიდენტიფიკაციო ნომრის, საქმიანობის სახისა და რეგისტრაციის (ცვლილების) თარიღის შესახებ

12. საიდენტიფიკაციო ნომერი – ჩაიწერება გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (პირველადი რეგისტრაციისას ავსებს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი). ფილიალებს საიდენტიფიკაციო ნომერი არ ენიჭებათ. მათ მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სათავო საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერი.

13. რეგისტრაციის (ცვლილების) თარიღი – მიეთითება ,,საწარმოს, უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის), ორგანიზაციის, უცხოური ორგანიზაციის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობაზე ფიქსირებული თარიღი.

14. თუ განცხადება წარმოდგენილია პირველადი რეგისტრაციისათვის, მაშინ შესაბამის უჯრაში კეთდება აღნიშვნა „ν “, ხოლო ცვლილების რეგისტრაციისას, იგივე აღნიშვნა კეთდება შესაბამის უჯრაში.

15. საქმიანობის სახე (NACE კოდი) – ჩანაწერი კეთდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. საქმიანობის სახეების კოდების აღმნიშვნელ უჯრებში მიეთითება შესაბამისი კოდები. პირველ რიგში მიეთითება ძირითადი საქმიანობის აღმნიშვნელი კოდი, ხოლო შემდეგ სხვა საქმიანობები, მოცულობიდან გამომდინარე (კლებადობის პრინციპით).

16. საგადასახადო ინსპექციის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი ხელმოწერა – ფიქსირდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, ხელმოწერის თარიღი.

შენიშვნა: გადასახადის გადამხდელის მიერ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებებზე განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებელმა აუცილებლობის წესით უნდა შეავსოს განცხადების პირველ, მე-2 და მე-12 პუნქტებში მითითებულ მონაცემები, ხოლო სხვა პუნქტების მონაცემებიდან შეივსება მხოლოდ ის პუნქტები, სადაც წარმოებს ცვლილების შეტანა საწარმოს/ორგანიზაციის სარეგისტრაციო მონაცემებში. დანარჩენ, უცვლელ გრაფებში მონაცემების ნაცვლად მიეთითება აღნიშვნა – ,,იგივე“.

 

 

 

 

 

ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების შევსების წესი

ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადება ივსება მოცემული გადასახადის გადამხდელების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ან უკვე არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების მიზნით. ფორმა ივსება ერთ ეგზემპლარად (ინსტრუქციის შესაბამისად). განცხადება ბარდება იმ ინსპექციას, სადაც გადასახადის გადამხდელი დგება სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში.

სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების შევსების წესში მოცემული ნუმერაცია შეესაბამება სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების ნუმერაციას.

1. რეგისტრაციის განმხორციელებელი ინსპექციის დასახელება – მიეთითება იმ საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც უნდა მოხდეს განმცხადებლის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, ან იმ საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილება. უჯრაში ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, სადაც მიენიშნება იმ რაიონის კოდი, რომელი რაიონის საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონიდანაც უნდა მიენიჭოს გადასახადის გადამხდელს საიდენტიფიკაციო ნომერი (პირველადი რეგისტრაციისას), ან იმ რაიონის კოდი, სადაც იგი იმყოფება (ან გადადის) საგადასახადო აღრიცხვაზე.

2. ინდ. საწარმოს საფირმო სახელწოდება – მიეთითება ინდ. საწა რ მოს სრული საფირმო სახელწოდება.

3. ინფორმაცია ინდ. მეწარმის შესახებ – მიეთითება:

ა) ინდ. მეწარმის გვარი;

ბ) ინდ. მეწარმის სახელი;

გ) ინდ. მეწარმის მოქალაქეობა; თუ არ გააჩნია მოქალაქეობა – მიეთითება ,,მოქალაქეობის არმქონე პირი”;

დ) ინდ. მეწარმის საცხოვრებელი ადგილი – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება – მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი და სხვა;

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი – მიეთითება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დოკუმენტის ნომერი;

ზ) პირადი ნომერი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირებული მოქალაქის პირადი ნომერი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე).

4. ინდ. საწარმოს ადგილსამყოფელი (საქმიანობის ადგილი) – მიეთითება იურიდიული მისამართი (ქალაქი, ქუჩა, ნომერი, რაიონი, სოფელი, უჯრებში – ოთხნიშნა საფოსტო ინდექსი);

ინდ. მეწარმის საკონტაქტო მონაცემები – მიეთითება ინდ. მეწარმის ტელეფონის ნომერი, ელქტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. ინდივიდუალური მეწარმის ან მისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა – განცხადებაში შეტანილი მონაცემების სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ინდ. მეწარმე ან მოქმედი კანონმდებლობით მისგან უფლებამოსილი პირი, სადაც ხელმოწერასთან ერთად ფიქსირდება ხელმოწერის თარიღი.

შენიშვნა: გადასახადის გადამხდელის მიერ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებებზე განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებელმა აუცილებლობის წესით უნდა შეავსოს განცხადების პირველ, მე-2 და მე-7 პუნქტებში მითითებული მონაცემები, ხოლო სხვა პუნქტების მონაცემებიდან შეივსება მხოლოდ ის პუნქტები, სადაც წარმოებს ცვლილების შეტანა, ხოლო უცვლელ გრაფებში მონაცემების ნაცვლად მიეთითება აღნიშვნა – ,,იგივე”.

 

 

 

გადასახადის გადამხდელის (გარდა საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციას დაქვემდებარებული გადასახადის გადამხდელისა) საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების შევსების წესი

გადასახადის გადამხდელის (გარდა საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციას დაქვემდებარებული გადასახადის გადამხდელისა) საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადება ივსება მოცემული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო რეგისტრაციის, ან უკვე არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების მიზნით. ფორმა ივსება ერთ ეგზემპლარად (ინსტრუქციის შესაბამისად). განცხადება ბარდება იმ ინსპექციას, სადაც გადასახადის გადამხდელი დგება საგადასახადო რეგისტრაციაზე; საგადასახადო რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში.

საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების შევსების წესში მოცემული ნუმერაცია შეესაბამება საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების ნუმერაციას.

1. მარეგისტრირებელი საგადასახადო ინსპექციის დასახელება – მიეთითება იმ საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც უნდა მოხდეს განმცხადებლის საგადასახადო რეგისტრაცია, ან იმ საგადასახადო ინსპექციის დასახელება, სადაც უნდა განხორციელდეს საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილება. უჯრაში ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, სადაც მიენიშნება იმ რაიონის კოდი, რომელი რაიონის საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონიდანაც უნდა მიენიჭოს გადასახადის გადამხდელს საიდენტიფიკაციო ნომერი (პირველადი რეგისტრაციისას), ან იმ რაიონის კოდი, სადაც იგი იმყოფება (ან გადადის) საგადასახადო აღრიცხვაზე.

2. გადამხდელის სრული დასახელება – მიეთითება გადამხდელის სრული სახელწოდება, სადამფუძნებლო დაკუმენტაციის მიხედვით.

3. გადამხდელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა – მიეთითება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესაბამისი სახე, ხოლო უჯრაში მიეთითება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესაბამისი (ინსტრუქციის №24 დანართის შესაბამისად) კოდი.

4. გადამხდელის ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) – მიეთითება გადამხდელის იურიდიული მისამართი სადამფუძნებლო დოკუმენტებში ფიქსირებული მისამართის მიხედვით (ქალაქი, რაიონი, ქუჩა, ნომერი, სოფელი, საფოსტო ინდექსი).

5. ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის (დირექტორის), წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირის შესახებ – მიეთითება ხელმძღვანელის (დირექტორის), წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირის:

ა) გვარი;

ბ) სახელი;

გ) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) მოქალაქეობა; თუ არ გააჩნია მოქალაქეობა – მიეთითება ,,მოქალაქეობის არმქონე პირი“;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება – მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი და სხვა;

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი – მიეთითება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დოკუმენტის ნომერი;

ზ) პირადი ნომერი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირებული მოქალაქის პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში);

თ) უფლებამოსილების სახე – წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით.

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ გრაფებში არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, ივსება ამავე განცხადების დამატებითი, ცარიელი განცხადების ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები.

6. ინფორმაცია დამფუძნებლებლებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

დამფუძნებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება დამფუძნებელი ფიზიკური პირის:

ა) გვარი;

ბ) სახელი;

გ) მოქალაქეობა; თუ არ გააჩნია მოქალაქეობა – მიეთითება ,,მოქალაქეობის არმქონე პირი“;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება – მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი და სხვა;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი – მიეთითება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დოკუმენტის ნომერი;

ვ) პირადი ნომერი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირებული მოქალაქის პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში).

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ გრაფებში არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, ივსება ამავე განცხადების დამატებითი, ცარიელი განცხადების ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები.

დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება დამფუძნებელი იურიდიული პირის:

ა) სრული დასახელება;

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (უცხო პირის შემთხვევაში არ შეივსება);

გ) საიდენტიფიკაციო ნომერი – ასეთის არსებობის შემთხვევაში (თუ მას მინიჭებული აქვს იგი საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით);

დ) ადგილსამყოფელი (მისამართი);

ე) იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

ვ) ხელმძღვანელის გვარი, სახელი.

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ გრაფებში არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, ივსება ამავე განცხადების დამატებითი, ცარიელი განცხადების ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები.

7. ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ – შეიტანება მომსახურე ბანკ(ებ)ის, მათ შორის, უცხოური ბანკების სრული დასახელება, სადაც ანგარიშებია გახსნილი, ბანკ(ებ)ის კოდი, ანგარიშის ნომერი ნებისმიერ ვალუტაში.

თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ გრაფებში არ ეტევა შესაბამისი ინფორმაცია, ივსება ამავე განცხადების დამატებითი, ცარიელი განცხადების ფორმა (მხოლოდ ამ ნაწილში). ამასთან, დამატებით ფორმაში აუცილებლად მიეთითება საწარმოს აუცილებელი რეკვიზიტები.

8. საკონტაქტო მონაცემები: მიეთითება გადამხდელის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამარათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

9. გადამხდელის მხრიდან უფლებამოსილი პირის ხელმოწერა – განცხადებაში შეტანილი მონაცემების სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გადამხდელის მხრიდან უფლებამოსილი პირი (დირექტორი), სადაც ხელმოწერასთან ერთად ფიქსირდება ხელმოწერის თარიღი.

10. საიდენტიფიკაციო ნომერი – ჩაიწერება გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (პირველადი რეგისტრაციისას ავსებს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი).

11. რეგისტრაციის/ცვლილების თარიღი – მიეთითება საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობაზე ფიქსირებული თარიღი.

12. პირველადი რეგისტრაცია/ცვლილების რეგისტრაცია – თუ განცხადება წარმოდგენილია პირველადი რეგისტრაციისათვის, მაში ნ შესაბამის უჯრაში კეთდება აღნიშვნა „ν“, ხოლო ცვლილების რეგისტრაციისას, იგივე აღნიშვნა კეთდება შესაბამის უჯრაში.

13. საქმიანობის სახე (NACE კოდი) – ჩანაწერი კეთდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. საქმიანობის სახეების კოდების აღმნიშვნელ უჯრებში მიეთითება შესაბამისი კოდები. პირველ რიგში, მიეთითება ძირითადი საქმიანობის აღმნიშვნელი კოდი, ხოლო შემდეგ სხვა საქმიანობები, მოცულობიდან გამომდინარე (კლებადობის პრინციპით);

14. რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა – ფიქსირდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, ხელმოწერის თარიღი.

შენიშვნა: გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებებზე განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებელმა აუც ი ლებლობის წესით უნდა შეავსოს განცხადების პირველ, მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებულ მონაცემები, ხოლო სხვა პუნქტების მონაცემებიდან შეივსება მხოლოდ ის პუნქტები, სადაც წარმოებს ცვლილების შეტანა საწარმოს/ორგანიზაციის სარეგისტრაციო მონაცემებში, ხოლო უცვლელ გრაფებში მონაცემების ნაცვლად მიეთითება აღნიშვნა – ,,იგივე“.

 

 

 

 

 

 

 

 

ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების შევსების წესი

საგადასახადო რეგისტრაციის განცხადება ივსება ფიზიკური პირის – გადასახადის გადამხდელის მიერ საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში ჩართვის ან საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების მონაცემებში ცვლილებების შეტანის მიზნით. განცხადება ივსება მიღებული წესების შესაბამისად, ერთ ეგზემპლარად (ინსტრუქციის შესაბამისად), დასტურდება შემვსები ფიზიკური პირის ხელმოწერით და ბარდება საგადასახადო ინსპექციას, სადაც ფიზიკური პირი დგება აღრიცხვაზე ან უკვე დგას აღრიცხვაზე ან ცვლილებები შეაქვს საგადასახადო რეგისტრაციის განცხადებაში.

საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების შევსების წესში მოცემული ნუმერაცია შეესაბამება საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების ნუმერაციას:

1. მარეგისტრირებელი საგადასახადო ინსპექციის დასახელება – ჩაიწერება იმ ინსპექციის დასახელება, სადაც ფიზიკური პირი – გადასახადის გადამხდელი დგება საგადასახადო აღრიცხვაზე ან მიმართავს ცვლილების განხორციელების თაობაზე. უჯრაში ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, სადაც მიენიშნება იმ რაიონის კოდი, რომელი რაიონის საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონიდანაც უნდა მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი.

2. ინფორმაცია ფიზიკური პირის შესახებ, სადაც მიეთითება:

ა) პირველ სვეტში – ფიზიკური პირის გვარი;

ბ) მე-2 სვეტში – ფიზიკური პირის სახელი;

გ) მე-3, მე-4 და მე-5 სვეტში – ფიზიკური პირის დაბადების თარიღი, შესაბამისი თანმიმდევრობით;

დ) მე-6 სვეტში – ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) მე-7 სვეტში – ფიზიკური პირის მოქალაქეობა. თუ ფიზიკურ პირს არ გააჩნია მოქალაქეობა – მიეთითება „მოქალაქეობის არმქონე პირი“;

ვ) მე-8 სვეტში – ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება;

ზ) მე-9 სვეტში – ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

თ) მე-10 სვეტში – ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირებული პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომელიც მის პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში წარმოადგენს მის საიდენტიფიკაციო ნომერს);

ი) საცხოვრებელი ადგილის საფოსტო ინდექსი – უჯრებში ჩანაწერი კეთდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მითითების შემთხვევაში, სადაც ჩაიწერება ოთხნიშნა საფოსტო ინდექსი.

3. საკონტაქტო მონაცემები – შეიტანება უჯრებში მითითებული შესაბამისი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. ფიზიკური პირის ან მისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა – განცხადებას ხელს აწერს უშუალოდ განმცხადებელი ამ მისგან უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, უთითებს ხელმოწერის თარიღს (რიცხვს, თვეს, წელს).

5. საიდენტიფიკაციო ნომერი – მიეთითება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭებული 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (პირველადი რეგისტრაციისას ავსებს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი). თუ ფიზიკურ ი პირი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და იგი ეწევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, მის საიდენტიფიკაციო ნომერს წარმოადგენს პირადობის მოწმობაში ფიქსირებული პირადი ნომერი, რომელიც აღინიშნება მე-2 სტრიქონის მე-10 გრაფაში და აღნიშნულ შემთხვევაში მოცემული სტრიქონი არ შეივსება.

6. რეგისტრაციის/ცვლილების თარიღი – პირველადი რეგისტრაციისას მიეთითება საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობაზე, ხოლო ცვლილების რეგისტრაციისას – ფიქსირებული თარიღი.

7. პირველადი რეგისტრაცია/ცვლილების რეგისტრაცია – თუ განცხადება წარმოდგენილია პირველადი რეგისტრაციისათვის, მაშინ შესაბამის უჯრაში კეთდება აღნიშვნა „ν“, ხოლო ცვლილების რეგისტრაციისას, იგივე აღნიშვნა კეთდება შესაბამის უჯრაში.

8. საქმიანობის აღწერა (თუ ფიზიკური პირი ეწევა არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას) – ივსება იმ შემთხვევაში, როცა ფიზიკური პირი (გარდა ინდმეწარმისა) ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ჩანაწერი კეთდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. საქმიანობის სახეების კოდების აღმნიშვნელ უჯრებში მიეთითება შესაბამისი კოდები. პირველ რიგში მიეთითება ძირითადი საქმიანობის აღმნიშვნელი კოდი, ხოლო შემდეგ სხვა საქმიანობები, მოცულობიდან გამომდინარე (კლებადობის პრინციპით).

9. საქმიანობის ადგილი – მიეთითება საქმიანობის ადგილის მისამართი, საქმიანობის ადგილის საფოსტო ინდექსი (როცა ფიზიკური პირი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას).

10. რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა – რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი თავისი ხელმოწერით ადასტურებს ფორმის მონაცემების სისრულეს და უთითებს ხელმოწერის თარიღს (რიცხვს, თვეს, წელს).

შენიშვნა: გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებებზე განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებელმა აუცილებლობის წესით უნდა შეავსოს განცხადების პირველ, მე-2 (პირველი და მე-2 სვეტი) და მე-5 პუნქტებში მითითებულ ი მონაცემები, ხოლო სხვა პუნქტების მონაცემებიდან შეივსება მხოლოდ ის პუნქტები, სადაც წარმოებს ცვლილების შეტანა საწარმოს/ორგანიზაციის სარეგისტრაციო მონაცემებში, ხოლო უცვლელ გრაფებში მონაცემების ნაცვლად მიეთითება აღნიშვნა – „იგივე“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573


 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი №26

გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმების აღმნიშვნელი შესაბამისი კოდები

 1. ინდივიდუალური საწარმო                                                                                           – 01

 2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება                                                    – 02

 3. კოოპერატივი                                                                                                              – 03

 4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება                                                  – 04

 5. სააქციო საზოგადოება                                                                                              – 05

 6. კომანდიტური საზოგადოება                                                                                   – 06

 7. არასამეწარმეო (არაკომერციული იურიდიული პირი)                                         – 07

 8. სახელმწიფო ორგანოები                                                                                               – 09

 9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი                                                                 – 10

 10 საქართველოს საწარმოს (ორგანიზაციის) ფილიალი                                               – 11

 11. უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება                                                         – 12

 12. ამხანაგობა (რომელიც საგადასახადო კოდექსის

 შესაბამისად განიხილება ,,საწარმოდ“)                                                                            – 13

 13. უცხოური, დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციები                             – 14

 14. პოლიტიკური ორგანიზაციები                                                                               – 15

 15. ფიზიკური პირები                                                                                                   – 16

 16. უცხოური საწარმო                                                                                                  – 18

 17. არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება                                  – 19

 18. უცხოური ორგანიზაცია                                                                                          – 20

 19. უცხოური ორგანიზაციის მუდმივი დაწესებულება                                            – 21

 20. სხვა პირები, რომლებიც არ არიან მითითებულები 1-20 პუნქტებში                – 17

 

 

 

 

 

 

 

 

ს აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

დანართი №28

მაღალმთიანი რაიონების სია, სადაც ინდივიდუალურ საწარმოებს და ფიზიკურ პირებს საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული აქვთ მოცემული რაიონის ტერიტორიაზე და მათ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პროცესებზე ვრცელდება განსხვავებული წესი

1. ბათუმის საგადასახადო ინსპექცია

ა) ხულოს რაიონი;

ბ) შუახევის რაიონი;

გ) ქედის რაიონი.

2. ახალციხის საგადასახადო ინსპექცია

ა) ადიგენის რაიონი;

ბ) ასპინძის რაიონი;

გ) ახალქალაქის რაიონი;

დ) ნინოწმინდის რაიონი.

3. თელავის საგადასახადო ინსპექცია

ა) ახმეტის რაიონი.

4. რუსთვის საგადასახადო ინსპექცია

ა) დმანისის რაიონი;

ბ) წალკის რაიონი.

5. გორის საგადასახადო ინსპექცია

ა) თიანეთის რაიონი;

ბ) ყაზბეგის რაიონი.

6. ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია

ა) ამბროლაურის რაიონი;

ბ) ლენტეხის რაიონი;

გ) ონის რაიონი;

დ) ცაგერის რაიონი.

7. ფოთის საგადასახადო ინსპექცია

ა) მესტიის რაიონი;

ბ) ჩოხატაურის რაიონი.

ს აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტო ს ბრძანება №1031 - სსმ III, №114, 29.08.2006 წ.,მუხ.1573

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №717, 29.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.008837 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1384618-1/