ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.010.066
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №155
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვე-პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 მაისის №452 ბრძანება (სსმ III, 25.05.2006 წ., №70, მუხ. 883).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №563 - სსმ Ш, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1227
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 აპრილის ბრძანება №239 - სსმ Ш, №53, 01.05.2009 წ., მუხ.611
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს სხვადასხვა მიზეზით საქართველოს ან სხვა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას (შემდგომში – სკოლას) ჩამოცილებულ პირთა მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან ტრიმესტრის/ტრიმესტრების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევისა და გამოცდების ჩაბარების გზით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას.
2. ექსტერნი წარმოადგენს პირს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით დარეგისტრირდება შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.
მუხლი 2. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება
1. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ცალკეული კლასის ტრიმესტრის/ტრიმესტრების სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამა, თუ ეს პირი ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩატარების წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხდება 18 ან მეტი წლის. ამ შემთხვევაში პირს არ მოეთხოვება სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
მუხლი 3. ექსტერნების რეგისტრაციაზე და ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. ზოგადი განათლების კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი).
2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდას, რომელიც შეიძლება ჩატარდეს წერითი ან ზეპირი ფორმით, ატარებს სკოლა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების მიზნით სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საგამოცდო კომისია. საგამოცდო კომისია შედგება იმ სკოლის დირექციის წარმომადგენლისაგან, სადაც ტარდება ექსტერნატის გამოცდა, მინიმუმ ერთი იმ საგნის მასწავლებელთაგან, რომელშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა და იმ რესურსცენტრის წარმომადგენლისაგან, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს სკოლა.
4. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №563 - სსმ Ш, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1227
მუხლი 4. ექსტერნატის ფორმით ჩასაბარებელი საგნები და გამოცდისათვის მომზადება
1. ექსტერნატის ფორმით ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების დაძლევისათვის, სკოლა აწესებს გამოცდებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად კონკრეტული კლასის/კლასებისათვის გათვალისწინებულ ყველა საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა. გამოცდის ფორმას და შინაარსს ადგენს სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.
2. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების გზით სრული ზოგადი განათლების დაძლევის გამოცდები ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დამამთავრებელი კლასისათვის გათვალისწინებულ ყველა საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა.
2 1 . ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების გზით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის გამოცდები ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დამამთავრებელი კლასისათვის გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში და ერთ-ერთ არჩევით საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა.
3. ექსტერნატის ფორმით გამოცდა არ შეიძლება ჩატარდეს შემდეგ საგნებში:
ა) ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდა;
ბ) სახელობო განათლება.
4. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების დაძლევა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ექსტერნები, რომლებიც გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით.
5. (ამოღებულია - 30.04.09 №239).
6. სკოლა, რომელშიც უნდა ჩატარდეს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების გამოცდები, ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ექსტერნი ყველა საგამოცდო საგანში კონსულტაციის მიღებით;
ბ) უზრუნველყოს ექსტერნი ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული ყველა საჭირო სასწავლო ლიტერატურით და სკოლაში არსებული ტექნიკური საშუალებებით.
7. რესურსცენტრი, რომელშიც ექსტერნი დარეგისტრირდა, ვალდებულია უზრუნველყოს ექსტერნებისათვის ამ დებულების ხელმისაწვდომობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 აპრილის ბრძანება №239 - სსმ Ш, №53, 01.05.2009 წ., მუხ.611
მუხლი 5. ექსტერნატის გამოცდა
1. პირს აქვს უფლება ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს რამდენიმე კლასის/ტრიმესტრის დაძლევის გამოცდა შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) თუ პირის ასაკი სასკოლო ასაკს არ აღემატება, გამოცდა ტარდება თითოეული ტრიმესტრის ან/და კლასისათვის ცალ-ცალკე. ამ პუნქტის მიზნებისათვის სასკოლო ასაკის მაქსიმალური ზღვარი წარმოადგენს სწავლის დაწყების მინიმალურ სასკოლო ასაკს მიმატებული სრული ზოგადი განათლების მიღებისათვის საჭირო სწავლების წლების რაოდენობა;
ბ) თუ პირის ასაკი აღემატება სასკოლო ასაკს, რამდენიმე კლასის ან/და ტრიმესტრის გამოცდა ტარდება გაერთიანებულად, გარდა სრული ზოგადი განათ-ლების დამამთავრებელი კლასის დამადასტურებელი გამოცდისა;
გ) სრული ზოგადი განათლების საფეხურებში შემავალი რამდენიმე კლასის დაძლევის სურვილის არსებობის შემთხვევაში, რომელთა შორის არის საფეხურის დამამთავრებელი კლასი, პირი, რომლის ასაკი შეესაბამება ან აღემატება სასკოლო ასაკს, გადის მხოლოდ საფეხურის დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში პირს დაძლეულად ეთვლება ზოგადი განათლების ყველა წინა საფეხურის და ყველა კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდები ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით.
3. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დაძლევისათვის ექსტერნმა ყოველ გამოცდაში უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულების 40% ან მეტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
მუხლი 6. ექსტერნების რეგისტრაცია
1. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სრულწლოვანი მსურველი ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენელი ნებისმიერ რესურსცენტრში, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სათანადო საბუთებთან ერთად, წარადგენს განცხადებას ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სურვილის შესახებ.
2. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სრულწლოვანი მსურველის ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და მამის სახელი;
ა.ბ) რომელი კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება სურს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს;
ა.გ) ენა, რომელზეც სურს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.დ) უცხო ენა, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის კონკრეტული გამოცდა/გამოცდები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის მსურველს;
ა.ვ) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობა;
გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის მიერ იმ კლასის/ტრიმესტრის სასწავლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უძღვის დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამას. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ.
3. რესურსცენტრის უფროსი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 5 დღის განმავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ექსტერნების ნუსხას;
ბ) იმ კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ჩამონათვალს თითოეული ექსტერნისათვის, რომლის დაძლევაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ენობრივი თავისებურებების მითითებით;
ბ 1 ) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის გამოცდის/გამოცდების ჩამონათვალს თითოეული ექსტერნისათვის, რომელთა დადებითი შედეგები გამოყენებულ უნდა იქნეს ექსტერნის მიერ სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის გამოცდებისას;
ბ 2 ) ენას, რომელზეც თითოეულ ექსტერნს სურს ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ბ 3 ) უცხო ენას, რომელშიც თითოეულ ექსტერნს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის ფორმით გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
გ) სკოლას, სადაც უნდა ჩატარდეს ექსტერნატის გამოცდები თითოეული ექსტერნისათვის.
4. რესურსცენტრი, თუ მის სამოქმედო ტერიტორიაზე არ არსებობს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს შესაბამის არაქართულ ენაზე, უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრას არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს ექსტერნად დარეგისტრირებაზე და ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველთან შეთანხმებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები სარეგისტრაციოდ გადაუგზავნოს იმ რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
მუხლი 7. ექსტერნატის გამოცდის ორგანიზება
1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების ცალკეული კლასის გამოცდები ტარდება რესურსცენტრის უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სკოლის მიერ, ამავე ან/და იმ რესურსცენტრის ტერიტორიაზე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სკოლა.
2. სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში რესურსცენტრი მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს ექსტერნების მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ დოკუმენტიაციასთან ერთად უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სკოლას და უზრუნველყოფს ექსტერნებისათვის მის ხელმისაწვდომობას.
3. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის მსურველ ექსტერნებთან დაკავშირებით რესურსცენტრი სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ამ დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ასლებს უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს და უზრუნ-ველყოფს მის ხელმისაწვდომობას.
4. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრება სამინისტროს მიერ. გამოცდების ჩატარების განრიგს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განრიგი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად რამდენიმე კლასის/ტრიმესტრის გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში.
5. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის ვადებს ადგენს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით. სკოლაში ან რესურსცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს გამოცდას, გამოცდის ჩატარებისათვის დადგენილი თარიღიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. გამოცდის თარიღს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ შესაბამის სკოლაში ან რესურსცენტრში გამოცდაზე მიტანას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრული დაცვით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №563 - სსმ Ш, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1227
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
მუხლი 8. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის დასწრებაზე უფლებამოსილი პირები
1. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის მიმდინარეობისას იმ სკოლაში ან რესურსცენტრში, რომელშიც ტარდება გამოცდა (შემდგომში – საგამოცდო ცენტრი) დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) სამინისტროსა და ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;
ბ) მეთვალყურე – ცენტრის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს გამოცდის ჩატარების პროცესს.
2. საგამოცო ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ექსტერნის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
მუხლი 9. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის პროცედურა
1. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის დაწყებამდე ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად ცენტრის მიერ ხდება საგამოცდო ტესტების კოდირება.
2. საგამოცდო ცენტრში ექსტერნი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად ექსტერნი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. რეგისტრაციის შემდეგ ექსტერნი განთავსებულ იქნება მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
5. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე ექსტერნი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
6. გამოცდის დაწყებამდე ექსტერნებს მოკლედ გააცნობენ გამოცდის ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მათ უფლებამოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულში. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ექსტერნებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება.
7. ექსტერნთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნველსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე, ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი კოდირება.
8. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ექსტერნს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურც-ლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი მეთვალყურის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირის თანხლებით.
9. საგამოცდო დროის ამოწურვის ან ექსტერნის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული ექსტერნის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე კოდის დაუზიანებლობას და ექსტერნის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
10. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება, ილუქება და იგზავნება ცენტრში.
მუხლი 10. ექსტერნის ვალდებულებები
1. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსტერნი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე, რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ ექსტერნი გამოცდაზე არ დაიშვება;
ბ) თან იქონიოს ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);
გ) სამუშაოს დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს საგამოცდო უწყისში;
დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და მეთვალყურის მითითებანი.
2. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის ტესტირების მსვლელობისას ექსტერნს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება, აგრეთვე პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ექსტერნებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ დებულების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილ ერთ-ერთ პირთან ერთად.

მუხლი 11. საგამოცდო პროცესის კონტროლი
1. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება.
2. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში შემჩნეულ ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება და ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
3. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის, წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის შემთხვევაში ექსტერნი მოიხსნება გამოცდიდან.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები ფორმდება ცენტრის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმებით, რომელთა ფორმა დამტკიცებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან) არ გასწორდება.

მუხლი 12. ექსტერნატის გამოცდის შედეგები
1. სკოლის დირექტორი, საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს:
ა) იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით გამოცდები დაძლიეს წარმატებით;
ბ) იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით გამოცდები ვერ დაძლიეს.
2. ექსტერნატის ფორმით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის გამოცდების ჩატარებიდან 15 დღის ვადაში ცენტრი რესურსცენტრში აგზავნის ექსტერნების მიერ ჩაბარებული გამოცდების შედეგებს, სადაც აღინიშნება თითოეული ექსტერნის მიერ თითოეულ გამოცდაში მიღებული ქულები, მათ შორის იმ პირთა ნუსხა, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
21 . ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში სამინისტროში წარადგენს იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი, იმ ინფორმაციის მითითებით, თუ რომელ რესურსცენტრში დარეგისტრირდა თითოეული ასეთი პირი ექსტერნად.
2 2 . ექსტერნს შეუძლია მის მიერ წარმატებით დაძლეული სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის კონკრეტული გამოცდის/გამოცდების და-დებითი შედეგები გამოიყენოს უვადოდ, სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის გამოცდებში.
3. ექსტერნების განცხადებები, პირადი საქმეები, ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია, საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინახება სკოლაში, თუ ექსტერნატის ფორმით გამოცდები ტარდება სკოლაში. იმ ექსტერნებთან დაკავშირებული განცხადებები, პირადი საქმეები და სხვა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელთაც გამოთქვეს სრული ზოგადი განათლების დამამთავრე-ბელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის სურვილი, ინახება იმ რესურსცენტრში, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო მათი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია – ცენტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
მუხლი 13. აპელაცია
1. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევასთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე და საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის ოქმზე საჩივრები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის მიზნით, საპრეტენზიო საბჭო ქმნის საგნობრივ კომისიას/კომისიებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც გამოცდების შედეგები არ მოწმდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში.
3. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების პროცედურასთან დაკავშირებული საჩივრები სამინისტროში შეიძლება წარდგენილ იქნეს გამოცდის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში.
4. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრები სამინისტროში შეიძლება წარდგენილ იქნეს შედეგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილება საჩივრების დაკმაყოფილების/არდაკმაყოფილების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით ამ პირებისათვის ტარდება განმეორებითი გამოცდა საჩივრის დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში. გამოცდის ჩატარების თარიღს ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 14. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
1. ექსტერნატის ფორმით განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა გამოცდისა და აპელაციის შედეგების საფუძველზე.
2. თუ პირი ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს რამდენიმე კლასის სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს საბაზო საფეხურის დამამთავრებელ კლასს, მასზე უნდა გაიცეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატს გასცემს სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატებს ავსებს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი და შევსებულ ატესტატებს გადასცემს იმ რესურსცენტრს, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს მათ გაცემას შესაბამისი პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 15. ცვლილებები და დამატებები
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი
1. სამინისტრო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატს, ექსტერნატის ფორმით შესაბამისი გამოცდების გავლის გარეშე, გასცემს იმ ლტოლვილებზე, რომელთა მიმართ სახელმწიფომ ვერ შეასრულა 1997 წლის ,,ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით“ გათვალისწინებული ვალდებულება დაედასტურებინა მათ მიერ სრული ზოგადი განათლების მიღება და რომელთაც 2006 ან 2007 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს აკრედიტებულ უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება.
2. სამინისტროს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემა უნდა მოხდეს შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ლტოლვილის მოწმობისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების 2006 ან 2007 წლის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.010.066
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №155
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვე-პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 მაისის №452 ბრძანება (სსმ III, 25.05.2006 წ., №70, მუხ. 883).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №563 - სსმ Ш, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1227
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 აპრილის ბრძანება №239 - სსმ Ш, №53, 01.05.2009 წ., მუხ.611
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს სხვადასხვა მიზეზით საქართველოს ან სხვა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას (შემდგომში – სკოლას) ჩამოცილებულ პირთა მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან ტრიმესტრის/ტრიმესტრების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევისა და გამოცდების ჩაბარების გზით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას.
2. ექსტერნი წარმოადგენს პირს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით დარეგისტრირდება შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.
მუხლი 2. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება
1. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ცალკეული კლასის ტრიმესტრის/ტრიმესტრების სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამა, თუ ეს პირი ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩატარების წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხდება 18 ან მეტი წლის. ამ შემთხვევაში პირს არ მოეთხოვება სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
მუხლი 3. ექსტერნების რეგისტრაციაზე და ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. ზოგადი განათლების კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი).
2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდას, რომელიც შეიძლება ჩატარდეს წერითი ან ზეპირი ფორმით, ატარებს სკოლა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების მიზნით სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საგამოცდო კომისია. საგამოცდო კომისია შედგება იმ სკოლის დირექციის წარმომადგენლისაგან, სადაც ტარდება ექსტერნატის გამოცდა, მინიმუმ ერთი იმ საგნის მასწავლებელთაგან, რომელშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა და იმ რესურსცენტრის წარმომადგენლისაგან, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს სკოლა.
4. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №563 - სსმ Ш, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1227
მუხლი 4. ექსტერნატის ფორმით ჩასაბარებელი საგნები და გამოცდისათვის მომზადება
1. ექსტერნატის ფორმით ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების დაძლევისათვის, სკოლა აწესებს გამოცდებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად კონკრეტული კლასის/კლასებისათვის გათვალისწინებულ ყველა საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა. გამოცდის ფორმას და შინაარსს ადგენს სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.
2. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების გზით სრული ზოგადი განათლების დაძლევის გამოცდები ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დამამთავრებელი კლასისათვის გათვალისწინებულ ყველა საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა.
21 . ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების გზით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის გამოცდები ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დამამთავრებელი კლასისათვის გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში და ერთ-ერთ არჩევით საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა.
3. ექსტერნატის ფორმით გამოცდა არ შეიძლება ჩატარდეს შემდეგ საგნებში:
ა) ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდა;
ბ) სახელობო განათლება.
4. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების დაძლევა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ექსტერნები, რომლებიც გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით.
5. (ამოღებულია - 30.04.09 №239).
6. სკოლა, რომელშიც უნდა ჩატარდეს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების გამოცდები, ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ექსტერნი ყველა საგამოცდო საგანში კონსულტაციის მიღებით;
ბ) უზრუნველყოს ექსტერნი ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული ყველა საჭირო სასწავლო ლიტერატურით და სკოლაში არსებული ტექნიკური საშუალებებით.
7. რესურსცენტრი, რომელშიც ექსტერნი დარეგისტრირდა, ვალდებულია უზრუნველყოს ექსტერნებისათვის ამ დებულების ხელმისაწვდომობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 აპრილის ბრძანება №239 - სსმ Ш, №53, 01.05.2009 წ., მუხ.611
მუხლი 5. ექსტერნატის გამოცდა
1. პირს აქვს უფლება ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს რამდენიმე კლასის/ტრიმესტრის დაძლევის გამოცდა შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) თუ პირის ასაკი სასკოლო ასაკს არ აღემატება, გამოცდა ტარდება თითოეული ტრიმესტრის ან/და კლასისათვის ცალ-ცალკე. ამ პუნქტის მიზნებისათვის სასკოლო ასაკის მაქსიმალური ზღვარი წარმოადგენს სწავლის დაწყების მინიმალურ სასკოლო ასაკს მიმატებული სრული ზოგადი განათლების მიღებისათვის საჭირო სწავლების წლების რაოდენობა;
ბ) თუ პირის ასაკი აღემატება სასკოლო ასაკს, რამდენიმე კლასის ან/და ტრიმესტრის გამოცდა ტარდება გაერთიანებულად, გარდა სრული ზოგადი განათ-ლების დამამთავრებელი კლასის დამადასტურებელი გამოცდისა;
გ) სრული ზოგადი განათლების საფეხურებში შემავალი რამდენიმე კლასის დაძლევის სურვილის არსებობის შემთხვევაში, რომელთა შორის არის საფეხურის დამამთავრებელი კლასი, პირი, რომლის ასაკი შეესაბამება ან აღემატება სასკოლო ასაკს, გადის მხოლოდ საფეხურის დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში პირს დაძლეულად ეთვლება ზოგადი განათლების ყველა წინა საფეხურის და ყველა კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდები ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით.
3. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დაძლევისათვის ექსტერნმა ყოველ გამოცდაში უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულების 40% ან მეტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
მუხლი 6. ექსტერნების რეგისტრაცია
1. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სრულწლოვანი მსურველი ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენელი ნებისმიერ რესურსცენტრში, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სათანადო საბუთებთან ერთად, წარადგენს განცხადებას ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სურვილის შესახებ.
2. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სრულწლოვანი მსურველის ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და მამის სახელი;
ა.ბ) რომელი კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება სურს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს;
ა.გ) ენა, რომელზეც სურს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.დ) უცხო ენა, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის კონკრეტული გამოცდა/გამოცდები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის მსურველს;
ა.ვ) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობა;
გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის მიერ იმ კლასის/ტრიმესტრის სასწავლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უძღვის დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამას. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ.
3. რესურსცენტრის უფროსი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 5 დღის განმავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ექსტერნების ნუსხას;
ბ) იმ კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ჩამონათვალს თითოეული ექსტერნისათვის, რომლის დაძლევაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ენობრივი თავისებურებების მითითებით;
ბ1 ) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის გამოცდის/გამოცდების ჩამონათვალს თითოეული ექსტერნისათვის, რომელთა დადებითი შედეგები გამოყენებულ უნდა იქნეს ექსტერნის მიერ სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის გამოცდებისას;
ბ2 ) ენას, რომელზეც თითოეულ ექსტერნს სურს ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ბ3 ) უცხო ენას, რომელშიც თითოეულ ექსტერნს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის ფორმით გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

2. ექსტერნატის ფორმით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის გამოცდების ჩატარებიდან 15 დღის ვადაში ცენტრი რესურსცენტრში აგზავნის ექსტერნების მიერ ჩაბარებული გამოცდების შედეგებს, სადაც აღინიშნება თითოეული ექსტერნის მიერ თითოეულ გამოცდაში მიღებული ქულები, მათ შორის იმ პირთა ნუსხა, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.
2. ექსტერნატის ფორმით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის გამოცდების ჩატარებიდან 15 დღის ვადაში ცენტრი რესურსცენტრში აგზავნის ექსტერნების მიერ ჩაბარებული გამოცდების შედეგებს, სადაც აღინიშნება თითოეული ექსტერნის მიერ თითოეულ გამოცდაში მიღებული ქულები, მათ შორის იმ პირთა ნუსხა, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
21 . ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში სამინისტროში წარადგენს იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი, იმ ინფორმაციის მითითებით, თუ რომელ რესურსცენტრში დარეგისტრირდა თითოეული ასეთი პირი ექსტერნად.
21 . ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში სამინისტროში წარადგენს იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი, იმ ინფორმაციის მითითებით, თუ რომელ რესურსცენტრში დარეგისტრირდა თითოეული ასეთი პირი ექსტერნად.
22 . ექსტერნს შეუძლია მის მიერ წარმატებით დაძლეული სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის კონკრეტული გამოცდის/გამოცდების და-დებითი შედეგები გამოიყენოს უვადოდ, სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის გამოცდებში.
3. ექსტერნების განცხადებები, პირადი საქმეები, ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია, საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინახება სკოლაში, თუ ექსტერნატის ფორმით გამოცდები ტარდება სკოლაში. იმ ექსტერნებთან დაკავშირებული განცხადებები, პირადი საქმეები და სხვა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელთაც გამოთქვეს სრული ზოგადი განათლების დამამთავრე-ბელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის სურვილი, ინახება იმ რესურსცენტრში, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო მათი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია – ცენტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
მუხლი 13. აპელაცია
1. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევასთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე და საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის ოქმზე საჩივრები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის მიზნით, საპრეტენზიო საბჭო ქმნის საგნობრივ კომისიას/კომისიებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც გამოცდების შედეგები არ მოწმდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში.
3. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების პროცედურასთან დაკავშირებული საჩივრები სამინისტროში შეიძლება წარდგენილ იქნეს გამოცდის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში.
4. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრები სამინისტროში შეიძლება წარდგენილ იქნეს შედეგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილება საჩივრების დაკმაყოფილების/არდაკმაყოფილების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით ამ პირებისათვის ტარდება განმეორებითი გამოცდა საჩივრის დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში. გამოცდის ჩატარების თარიღს ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 14. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
1. ექსტერნატის ფორმით განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა გამოცდისა და აპელაციის შედეგების საფუძველზე.
2. თუ პირი ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს რამდენიმე კლასის სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს საბაზო საფეხურის დამამთავრებელ კლასს, მასზე უნდა გაიცეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის შემთხვევაში ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებულ დოკუმენტს – სერტიფიკატს გასცემს სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატს გასცემს სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს ავსებს სამინისტრო და შევსებულ სერტიფიკატებს გადასცემს იმ რესურსცენტრს, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო რესურს-ცენტრი უზრუნველყოფს მათ გაცემას შესაბამისი პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატებს ავსებს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი და შევსებულ ატესტატებს გადასცემს იმ რესურსცენტრს, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს მათ გაცემას შესაბამისი პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
მუხლი 15. ცვლილებები და დამატებები
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი🔗
მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი🔗
1. გამოცდების ეროვნული ცენტრი სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს, ექსტერნატის ფორმით შესაბამისი გამოცდების გავლის გარეშე, გასცემს იმ ლტოლვილებზე, რომელთა მიმართ სახელმწიფომ ვერ შეასრულა 1997 წლის ,,ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით“ გათვალისწინებული ვალდებულება დაედასტურებინა მათ მიერ სრული ზოგადი განათლების მიღება და რომელთაც 2006 ან 2007 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება.
1. სამინისტრო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატს, ექსტერნატის ფორმით შესაბამისი გამოცდების გავლის გარეშე, გასცემს იმ ლტოლვილებზე, რომელთა მიმართ სახელმწიფომ ვერ შეასრულა 1997 წლის ,,ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით“ გათვალისწინებული ვალდებულება დაედასტურებინა მათ მიერ სრული ზოგადი განათლების მიღება და რომელთაც 2006 ან 2007 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს აკრედიტებულ უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გაცემა უნდა მოხდეს შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ლტოლვილის მოწმობისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების 2006 ან 2007 წლის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
2. სამინისტროს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემა უნდა მოხდეს შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ლტოლვილის მოწმობისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების 2006 ან 2007 წლის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის შევსებასა და გაცემას უზრუნველყოფს ცენტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.010.066
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №155
2007 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვე-პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 მაისის №452 ბრძანება (სსმ III, 25.05.2006 წ., №70, მუხ. 883).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №563 - სსმ Ш, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1227
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 აპრილის ბრძანება №239 - სსმ Ш, №53, 01.05.2009 წ., მუხ.611
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს სხვადასხვა მიზეზით საქართველოს ან სხვა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას (შემდგომში – სკოლას) ჩამოცილებულ პირთა მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან ტრიმესტრის/ტრიმესტრების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევისა და გამოცდების ჩაბარების გზით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას.
1. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს პირის მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან ტრიმესტრის/ტრიმესტრების, ასევე საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევისა და ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების გზით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას.
2. ექსტერნი წარმოადგენს პირს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით დარეგისტრირდება შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.
2. ექსტერნი წარმოადგენს პირს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით დარეგისტრირდება, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 2. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება🔗
1. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ცალკეული კლასის ტრიმესტრის/ტრიმესტრების სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
1. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების ან/და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის, ხოლო საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების შემთხვევაში, იმ კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, რომელშიც შემავალი საგნის/საგნების დაძლევა უნდა მოხდეს ექსტერნატის ფორმით და თუ მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამა, თუ ეს პირი ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩატარების წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხდება 18 ან მეტი წლის. ამ შემთხვევაში პირს არ მოეთხოვება სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 3. ექსტერნების რეგისტრაციაზე და ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები🔗
1. ზოგადი განათლების კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი).
1. ზოგადი განათლების კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი).
2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდას, რომელიც შეიძლება ჩატარდეს წერითი ან ზეპირი ფორმით, ატარებს სკოლა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით და მას ატარებს სკოლა, გარდა ამ მუხლის 31 , 33 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების მიზნით სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საგამოცდო კომისია. საგამოცდო კომისია შედგება იმ სკოლის დირექციის წარმომადგენლისაგან, სადაც ტარდება ექსტერნატის გამოცდა, მინიმუმ ერთი იმ საგნის მასწავლებელთაგან, რომელშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა და იმ რესურსცენტრის წარმომადგენლისაგან, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს სკოლა.
4. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი).
31 . საშუალო საფეხურის ცალკეული კლასის/კლასების და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდას, გარდა ამ მუხლის 33 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ატარებს ამ მუხლის 32 პუნქტის საფუძველზე განსაზ-ღვრული რესურსცენტრი.
32 . სამინისტრო, ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოცემიდან არა უგვიანეს 2 დღისა ეგზავნება ყველა რესურსცენტრს, განსაზღვრავს:
ა) რესურსცენტრებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ საშუალო საფეხურის ცალკეული კლასის/კლასების და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა, გარდა ამ მუხლის 33 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
ბ) იმ რესურსცენტრებს, რომელთა მიერ დარეგისტრირებულმა ექსტერნებმა, ექსტერნატის გამოცდა უნდა ჩააბარონ ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ერთ-ერთ რესურსცენტრში.
33 . საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის – რუსულის, სომხურის, აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენისა და ლიტერატურის ექსტერნატის გამოცდას, ატარებს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სკოლა.
4. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №563 - სსმ Ш, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1227
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 4. ექსტერნატის ფორმით ჩასაბარებელი საგნები და გამოცდისათვის მომზადება🔗
1. ექსტერნატის ფორმით ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების დაძლევისათვის, სკოლა აწესებს გამოცდებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად კონკრეტული კლასის/კლასებისათვის გათვალისწინებულ ყველა საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა. გამოცდის ფორმას და შინაარსს ადგენს სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.
1. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის/ტრიმესტრისათვის ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) გათვალის-წინებულ ყველა სავალდებულო საგანში და ექსტერნის მიერ არჩევითი საგნებიდან შერჩეულ საგანში/საგნებში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
2. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების გზით სრული ზოგადი განათლების დაძლევის გამოცდები ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დამამთავრებელი კლასისათვის გათვალისწინებულ ყველა საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა.
2. (ამოღებულია - 01.12.09 №1066).
21 . ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების გზით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის გამოცდები ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დამამთავრებელი კლასისათვის გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში და ერთ-ერთ არჩევით საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა.
21 . (ამოღებულია - 01.12.09 №1066).
3. ექსტერნატის ფორმით გამოცდა არ შეიძლება ჩატარდეს შემდეგ საგნებში:
ა) ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდა;
ბ) სახელობო განათლება.
4. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების დაძლევა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ექსტერნები, რომლებიც გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით.
31 . ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის გამოცდის შემთხვევაში, პირი არ არის უფლებამოსილი არჩევითი საგნის გამოცდა ჩააბაროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში.
32 . მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეული კლასის ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის გაცდენების დაგროვების შემთხვევაში, აღნიშნული საგნის ზოგადსაგანმანთლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდას, სკოლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე.
4. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების ან/და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების დაძლევა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ექსტერნები, რომლებიც ექსტერნატის გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით.
5. (ამოღებულია - 30.04.09 №239).
6. სკოლა, რომელშიც უნდა ჩატარდეს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების გამოცდები, ვალდებულია:
51 . ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების ან/და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის შინაარსს, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, განსაზღვრავს სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს ექსტერნატის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგებას.
6. სკოლა, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების ან/და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების დაძლევის გამოცდები, ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ექსტერნი ყველა საგამოცდო საგანში კონსულტაციის მიღებით;
ბ) უზრუნველყოს ექსტერნი ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული ყველა საჭირო სასწავლო ლიტერატურით და სკოლაში არსებული ტექნიკური საშუალებებით.
7. რესურსცენტრი, რომელშიც ექსტერნი დარეგისტრირდა, ვალდებულია უზრუნველყოს ექსტერნებისათვის ამ დებულების ხელმისაწვდომობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 აპრილის ბრძანება №239 - სსმ Ш, №53, 01.05.2009 წ., მუხ.611
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 5. ექსტერნატის გამოცდა🔗
1. პირს აქვს უფლება ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს რამდენიმე კლასის/ტრიმესტრის დაძლევის გამოცდა შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) თუ პირის ასაკი სასკოლო ასაკს არ აღემატება, გამოცდა ტარდება თითოეული ტრიმესტრის ან/და კლასისათვის ცალ-ცალკე. ამ პუნქტის მიზნებისათვის სასკოლო ასაკის მაქსიმალური ზღვარი წარმოადგენს სწავლის დაწყების მინიმალურ სასკოლო ასაკს მიმატებული სრული ზოგადი განათლების მიღებისათვის საჭირო სწავლების წლების რაოდენობა;
ბ) თუ პირის ასაკი აღემატება სასკოლო ასაკს, რამდენიმე კლასის ან/და ტრიმესტრის გამოცდა ტარდება გაერთიანებულად, გარდა სრული ზოგადი განათ-ლების დამამთავრებელი კლასის დამადასტურებელი გამოცდისა;
ბ) თუ პირის ასაკი აღემატება სასკოლო ასაკს, რამდენიმე კლასის ან/და ტრიმესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება გაერთიანებულად, გარდა სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისა;
გ) სრული ზოგადი განათლების საფეხურებში შემავალი რამდენიმე კლასის დაძლევის სურვილის არსებობის შემთხვევაში, რომელთა შორის არის საფეხურის დამამთავრებელი კლასი, პირი, რომლის ასაკი შეესაბამება ან აღემატება სასკოლო ასაკს, გადის მხოლოდ საფეხურის დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში პირს დაძლეულად ეთვლება ზოგადი განათლების ყველა წინა საფეხურის და ყველა კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდები ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით.
2. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის გამოცდები ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით.
3. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დაძლევისათვის ექსტერნმა ყოველ გამოცდაში უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულების 40% ან მეტი.
3. (ამოღებულია - 01.12.09 №1066).
4. საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა თითოეულ საგანში ტარდება ცალ-ცალკე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 6. ექსტერნების რეგისტრაცია🔗
1. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სრულწლოვანი მსურველი ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენელი ნებისმიერ რესურსცენტრში, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სათანადო საბუთებთან ერთად, წარადგენს განცხადებას ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სურვილის შესახებ.
1. 1. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარ-მომადგენელი, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:
2. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში, განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სრულწლოვანი მსურველის ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და მამის სახელი;
2. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:
ა.ბ) რომელი კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება სურს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს;
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:
ა.გ) ენა, რომელზეც სურს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);
ა.დ) უცხო ენა, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასი/კლასები, ტრიმესტრი/ტრიმესტრები ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ა.ე) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის კონკრეტული გამოცდა/გამოცდები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის მსურველს;
ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.ვ) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის მსურველს;
ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობა;
ა.ე) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის მიერ იმ კლასის/ტრიმესტრის სასწავლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უძღვის დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამას. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ.
ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს.
3. რესურსცენტრის უფროსი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 5 დღის განმავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა) ექსტერნების ნუსხას;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასე-ბის ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/ტრიმესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/ტრიმესტრს. იმ შემთხვევაში თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს „საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენ-ტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №1163 ბრძანებით დადგენილი წესით;
ბ) იმ კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ჩამონათვალს თითოეული ექსტერნისათვის, რომლის დაძლევაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ენობრივი თავისებურებების მითითებით;
დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ბ1 ) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის გამოცდის/გამოცდების ჩამონათვალს თითოეული ექსტერნისათვის, რომელთა დადებითი შედეგები გამოყენებულ უნდა იქნეს ექსტერნის მიერ სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის გამოცდებისას;
3. რესურსცენტრი, ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რესურსცენტრის გადაწყვეტილება პირის ექსტერნად რეგისტრაციის შესახებ ფორმდება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თითოეული ექსტერნისათვის შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ბ2 ) ენას, რომელზეც თითოეულ ექსტერნს სურს ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების ან/და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ჩამონათვალს, რომლის დაძლევაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ენობრივი თავისებურებების მითითებით;
ბ3 ) უცხო ენას, რომელშიც თითოეულ ექსტერნს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის ფორმით გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში შემავალ საგანს/საგნებს, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნს;
გ) სკოლას, სადაც უნდა ჩატარდეს ექსტერნატის გამოცდები თითოეული ექსტერნისათვის.
გ) უცხო ენას/ენებს, რომელშიც თითოეულ ექსტერნს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
დ) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და 33 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში იმ სკოლის სახელწოდებას და მისამართს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის გამოცდა;
ე) ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში იმ სკოლის სახელწოდებას და მისამართს, სადაც რესურსცენტრი ატარებს ექსტერნატის გამოცდას.
4. რესურსცენტრი, თუ მის სამოქმედო ტერიტორიაზე არ არსებობს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს შესაბამის არაქართულ ენაზე, უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრას არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს ექსტერნად დარეგისტრირებაზე და ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველთან შეთანხმებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები სარეგისტრაციოდ გადაუგზავნოს იმ რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 7. ექსტერნატის გამოცდის ორგანიზება🔗
1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების ცალკეული კლასის გამოცდები ტარდება რესურსცენტრის უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სკოლის მიერ, ამავე ან/და იმ რესურსცენტრის ტერიტორიაზე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სკოლა.
1. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და 33 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ექსტერნატის გამოცდები ტარდება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, ამავე რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლის მიერ.
2. სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში რესურსცენტრი მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს ექსტერნების მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ დოკუმენტიაციასთან ერთად უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სკოლას და უზრუნველყოფს ექსტერნებისათვის მის ხელმისაწვდომობას.
2. რესურსცენტრი, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ სკოლას, მის მიერ ჩასატარებელ ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებით, უგზავნის ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს ექსტერნების მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ დოკუმენტიაციასთან ერთად და უზრუნველყოფს ექსტერნებისათვის მის ხელმისაწვდომობას.
3. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის მსურველ ექსტერნებთან დაკავშირებით რესურსცენტრი სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ამ დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ასლებს უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს და უზრუნ-ველყოფს მის ხელმისაწვდომობას.
3. რესურსცენტრი, ექსტერნატის გამოცდებში მონაწილე ექსტერნებთან დაკავშირებით, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2, 33 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდებში მონაწილე ექსტერნებისა, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს, მისი გამოცემიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აგზავნის სამინისტროში.
4. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრება სამინისტროს მიერ. გამოცდების ჩატარების განრიგს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განრიგი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად რამდენიმე კლასის/ტრიმესტრის გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში.
4. რესურსცენტრი, ამ დებულების მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამის რესურსცენტრს უგზავნის ექსტერნების მიერ წარ-მოდგენილ ყველა დოკუმენტაციას და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს.
5. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის ვადებს ადგენს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით. სკოლაში ან რესურსცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს გამოცდას, გამოცდის ჩატარებისათვის დადგენილი თარიღიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. გამოცდის თარიღს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის მსურველ ექსტერნებთან დაკავშირებით რესურსცენტრი სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ამ დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხდებისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ასლებს უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს და უზრუნველყოფს მის ხელ-მისაწვდომობას.
6. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ შესაბამის სკოლაში ან რესურსცენტრში გამოცდაზე მიტანას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრული დაცვით.
6. ამ დებულების მე-3 მუხლის 32 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული რესურსცენტრი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში გამოცდების ეროვნულ ცენტრს უგზავნის მოთხოვნას საშუალო საფეხურის მე-10-მე-11 კლასებისა და ამ კლასებში შემავალი საგნების საგამოცდო ტესტების დამზადების შესახებ და აწვდის შევსებულ ანკეტას, რომლის ფორმას, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამინისტრო.
7. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფისათვის, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ ექსტერნატის გამოცდაზე მიტანას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრული დაცვით.
8. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის რესურსცენტრის მიერ ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე საგამოცდო ტესტებს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
9. რესურსცენტრი, საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრული დაცვით, ექსტერნატის გამოცდის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 დღით ადრე უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი და დამზადებული საჭირო რაოდენობის საგამოცდო ტესტებისა და შესაბამისი პასუხების გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წაღებას.
10. რესურსცენტრი და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრულ დაცვაზე.
11. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდები ტარდება რესურსცენტრის/გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის ან რესურსცენტრის შენობაში (შემდგომში – საგამოცდო ცენტრი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №563 - სსმ Ш, №110, 03.08.2007 წ., მუხ.1227
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
მუხლი 8. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის დასწრებაზე უფლებამოსილი პირები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
1. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის მიმდინარეობისას იმ სკოლაში ან რესურსცენტრში, რომელშიც ტარდება გამოცდა (შემდგომში – საგამოცდო ცენტრი) დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
მუხლი 71 . ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადები და ექსტერნატის გამოცდის განრიგი🔗
ა) სამინისტროსა და ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;
1. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადებს, ასევე საშუალო საფეხურის ცალკეული კლასის/კლასების და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების განრიგს და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით გამოცდის დაწყებისა და დასრულების დროს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ადგენს სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ბ) მეთვალყურე – ცენტრის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს გამოცდის ჩატარების პროცესს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადების დაცვით, ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და 33 პუნქტებით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის ჩატარების განრიგს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შესაბამისი სკოლის დირექტორი.
3. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის ჩატარების განრიგს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული განრიგი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადებში ზოგადი განათლების რამდენიმე კლასის/ტრიმესტრის/საგნის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის შესაძლებლობა.
5. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის ან ამ კლასში შემავალი საგნის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს მაისის თვისა, ხოლო ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ ტრიმესტრის/ტრიმესტრების და საშუალო საფეხურის ცალ-კეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა – წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს აგვისტოს თვისა.
6. ფორს-მაჟორული გარემოების არსებობისას, გამოცდების ეროვნული ცენტრი/რესურსცენტრი/სკოლა ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტროს. ექსტერნატის გამოცდა ტარდება ამ გარემოების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად უზრუნველყოფს ახალი საგამოცდო ტესტების შექმნას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 8. ექსტერნატის გამოცდაზე დასწრება🔗
1. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდების მიმდინარეობისას საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის/რესურსცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;
ბ) მეთვალყურე – გამოცდების ეროვნული ცენტრის/რესურსცენტრის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების პროცესს.
2. საგამოცო ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ექსტერნის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
მუხლი 9. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის პროცედურა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
1. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის დაწყებამდე ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად ცენტრის მიერ ხდება საგამოცდო ტესტების კოდირება.
მუხლი 9. ექსტერნატის გამოცდის პროცედურა🔗
2. საგამოცდო ცენტრში ექსტერნი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია.
1. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდების დაწყებამდე ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხდება საგამოცდო ტესტების კოდირება.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად ექსტერნი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. საგამოცდო ცენტრში ექსტერნი უნდა გამოცხადდეს ექსტერნატის გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად ექსტერნი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარი წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. რეგისტრაციის შემდეგ ექსტერნი განთავსებულ იქნება მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
5. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე ექსტერნი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით.
5. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე ექსტერნი ექსტერნატის გამოცდაზე არ დაიშვება.
6. გამოცდის დაწყებამდე ექსტერნებს მოკლედ გააცნობენ გამოცდის ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მათ უფლებამოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულში. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ექსტერნებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება.
6. ექსტერნატის გამოცდაზე გამოუცხადებლობა ექსტერნს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ექსტერნატის გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
7. ექსტერნთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნველსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე, ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი კოდირება.
7. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე ექსტერნი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმო-წერით.
8. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ექსტერნს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურც-ლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი მეთვალყურის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირის თანხლებით.
8. გამოცდის დაწყებამდე ექსტერნებს მოკლედ გააცნობენ გამოცდის ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მათ უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ექსტერნებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება.
9. საგამოცდო დროის ამოწურვის ან ექსტერნის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული ექსტერნის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე კოდის დაუზიანებლობას და ექსტერნის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
9. ექსტერნატის გამოცდა ყველა საგამოცდო ცენტრში იწყება და მთავრდება ერთდროულად.
10. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება, ილუქება და იგზავნება ცენტრში.
10. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ექსტერნს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი მეთვალყურის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირის თანხლებით.
11. საგამოცდო დროის ამოწურვის ან ექსტერნის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული ექსტერნის ტესტურ დავა-ლებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე კოდის დაუზიანებლობას და ექსტერნის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
12. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის რესურსცენტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 10. ექსტერნის ვალდებულებები🔗
1. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსტერნი ვალდებულია:
1. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ექსტერნატის გამოცდებზე ექსტერნი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე, რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ ექსტერნი გამოცდაზე არ დაიშვება;
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე;
ბ) თან იქონიოს ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);
გ) სამუშაოს დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს საგამოცდო უწყისში;
დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და მეთვალყურის მითითებანი.
2. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის ტესტირების მსვლელობისას ექსტერნს ეკრძალება:
2. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოც-დის მსვლელობისას ექსტერნს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
3. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ექსტერნატის გამოცდების მსვლელობისას ექსტერნს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება, აგრეთვე პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე...) მელნის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ექსტერნებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ დებულების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილ ერთ-ერთ პირთან ერთად.
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ დებულების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილ ერთ-ერთ პირთან ერთად;
ვ) სამუშაო მაგიდაზე ტესტურ დავალებათა რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) საგამოცდო ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ საგამოცდო ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 11. საგამოცდო პროცესის კონტროლი🔗
1. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება.
1. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთების აღმოჩენისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება.
2. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში შემჩნეულ ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება და ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
2. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში შემჩნეულ ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება და ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
3. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის, წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის შემთხვევაში ექსტერნი მოიხსნება გამოცდიდან.
3. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ექსტერნი მოიხსნება ექსტერნატის გამოცდიდან.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები ფორმდება ცენტრის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმებით, რომელთა ფორმა დამტკიცებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. გაფრთხილების გარეშე ექსტერნის მოხსნა ექსტერნატის გამოცდიდან შესაძლებელია:
5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან) არ გასწორდება.
ა) ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ-ქტებით გათვალისწინებული მოქმედებები ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის/რესურსცენტრის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმებით, რომელთა ფორმა დამტკიცებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის/რესურსცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 111 . ექსტერნების ნაშრომების გასწორება🔗
1. სკოლის მიერ ჩატარებულ ექსტერნატის გამოცდაზე ექსტერნის შეფასება ხდება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საგამოცდო კომისიის მიერ გამოცდის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
2. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდების შემთხვევაში რესურსცენტრი, ექსტერნის საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცლების გასწორებას ახდენს შრომითი ხელშკრულების საფუძველზე დაქირავებული გამსწორებლების მიერ გამოცდის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში. გამსწორებლები პასუხების ფურცელში მითითებულ მონაცემებს უდარებენ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რესურ-სცენტრისათვის მიწოდებულ შესაბამისი საგამოცდო ტესტის სწორ პასუხებს.
3. რესურსცენტრის მიერ მოწვეულ გამსწორებლებს საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი გადაეცემათ კოდირებული ფორმით. გამსწორებლებისთვის არ უნდა იქნეს ცნობილი იმ ექსტერნის სახელი და გვარი, რომელმაც შეავსო საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი.
4. საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებულ იქნება ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან) არ გასწორდება.
5. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
6. რესურსცენტრი და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდების ჩატარებიდან არა უგვიანეს 7 დღისა, უზრუნველყოფენ რესურსცენტრის მიერ ჩატარებული ექსტერნატის გამოცდაზე გამოყენებული საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდების შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრი ექსტერნის საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცლების გასწორებას უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 112 . ექსტერნის შეფასება🔗
1. ექსტერნის შეფასება ხდება 10-ქულიანი სისტემის მეშვეობით.
2.ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ცალკეული კლასის ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება არანაკლებ 4 ქულისა, დამრგვალების გარეშე. ზოგადი განათლების კლასის/ტრიმესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის წარმატებით დაძლევისათვის ექსტერნის მიერ საგამოცდო საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამრგვალების შედეგად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5.1 ქულას.
3. საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის წარმატებით დაძლევისათვის ექსტერნის მიერ შესაბამისი საგნის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაში მიღებული შეფასება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამრგვალების შედეგად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ქულას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოცდო საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული მრგვალდება ათეულის სიზუსტით (მაგალითად, 6.55 მრგვალდება 6.6-ზე, 7.58 მრგვალდება 7.6-ზე, ხოლო 9.43 მრგვალდება 9.4-ზე). აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა შეფასება, რომელიც მეტია 5.0-ზე და ნაკლებია 5.1-ზე მრგვალდება 5.1-მდე.
5. საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაში მიღებული შეფასება მრგვალდება ერთეულების სიზუსტით (მაგალითად, შეფასება, რომელიც მეტია 4.0-ზე და ნაკლებია 5.0-ზე მრგვალდება 5-მდე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 12. ექსტერნატის გამოცდის შედეგები🔗
1. სკოლის დირექტორი, საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს:
1. სკოლის დირექტორი/რესურსცენტრის უფროსი/გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამ დებულების 111 მუხლის პირველი, მე-2, მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღისა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ექსტერნატის გამოცდების შედეგებს, კერძოდ:
ა) იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით გამოცდები დაძლიეს წარმატებით;
ა) ექსტერნატის გამოცდაზე მიღებული შეფასებების მითითებით იმ ექსტერნების ნუსხას, რომლებმაც ექსტერნატის გამოცდა დაძლიეს წარმატებით;
ბ) იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით გამოცდები ვერ დაძლიეს.
ბ) ექსტერნატის გამოცდაზე მიღებული შეფასებების მითითებით იმ ექსტერნების ნუსხას, რომლებმაც ექსტერნატის გამოცდები ვერ დაძლიეს.
2. ექსტერნატის ფორმით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის გამოცდების ჩატარებიდან 15 დღის ვადაში ცენტრი რესურსცენტრში აგზავნის ექსტერნების მიერ ჩაბარებული გამოცდების შედეგებს, სადაც აღინიშნება თითოეული ექსტერნის მიერ თითოეულ გამოცდაში მიღებული ქულები, მათ შორის იმ პირთა ნუსხა, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი ექსტერნატის გამოცდების ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში იმ რესურსცენტრში, რომელშიც პირი დარეგისტრირდა ექსტერნად, აგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს.
21 . ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში სამინისტროში წარადგენს იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი, იმ ინფორმაციის მითითებით, თუ რომელ რესურსცენტრში დარეგისტრირდა თითოეული ასეთი პირი ექსტერნად.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრი ექსტერნატის გამოცდების ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში სამინისტროში წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს და პირთა ნუსხას, რომლებმაც მოიპოვეს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი, იმ ინფორმაციის მითითებით, თუ რომელ რესურსცენტრში დარეგისტრირდა თითოეული ასეთი პირი ექსტერნად.
22 . ექსტერნს შეუძლია მის მიერ წარმატებით დაძლეული სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის კონკრეტული გამოცდის/გამოცდების და-დებითი შედეგები გამოიყენოს უვადოდ, სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის გამოცდებში.
4. ექსტერნს უფლება აქვს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაში მიღებული დადებითი შედეგები გამოიყენოს უვადოდ.
3. ექსტერნების განცხადებები, პირადი საქმეები, ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია, საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინახება სკოლაში, თუ ექსტერნატის ფორმით გამოცდები ტარდება სკოლაში. იმ ექსტერნებთან დაკავშირებული განცხადებები, პირადი საქმეები და სხვა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელთაც გამოთქვეს სრული ზოგადი განათლების დამამთავრე-ბელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის სურვილი, ინახება იმ რესურსცენტრში, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო მათი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია – ცენტრში.
5. ექსტერნების განცხადებები, წერითი ნამუშევრები, ექსტერნატის გამოცდასთან დაკავშირებული და ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია ინახება იმ რესურსცენტრში, რომელმაც ჩაატარა გამოცდა. სკოლის მიერ ჩატარებულ ექსტერნატის გამოცდაზე შექმნილი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და გამოცდასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია ინახება შესაბამის სკოლაში. იმ ექსტერნებთან დაკავშირებული განცხადებები და ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია, რომელთაც ჩააბარეს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდები, ინახება იმ რესურსცენტრში, რომელშიც პირი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო მათი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია – გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 16 მარტის ბრძანება №131 - სსმ Ш, №30, 16.03.2009 წ., მუხ.367
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
მუხლი 13. აპელაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
1. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევასთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე და საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის ოქმზე საჩივრები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
მუხლი 13. გასაჩივრების წესი🔗
2. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის მიზნით, საპრეტენზიო საბჭო ქმნის საგნობრივ კომისიას/კომისიებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც გამოცდების შედეგები არ მოწმდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში.
1. ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება სამინისტროში ექსტერნატის გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში.
3. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების პროცედურასთან დაკავშირებული საჩივრები სამინისტროში შეიძლება წარდგენილ იქნეს გამოცდის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში.
2. ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება შემდეგი წესით:
4. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრები სამინისტროში შეიძლება წარდგენილ იქნეს შედეგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილება საჩივრების დაკმაყოფილების/არდაკმაყოფილების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
ა) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2, 31 და 33 პუნქტებით გათვალისწინებულ ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებით – სამინისტროში, გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში;
5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით ამ პირებისათვის ტარდება განმეორებითი გამოცდა საჩივრის დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში. გამოცდის ჩატარების თარიღს ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ბ) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებით – სამინისტროში, ექსტერნატის გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.
3. ექსტერნატის გამოცდასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის მიზნით სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქნება საპრეტენზიო საბჭო (შემდგომში – საბჭო). ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს მდივანი.
4. საბჭო განიხილავს სკოლის/რესურსცენტრის/გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვე-ვებთან და ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
5. საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვა-ლეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
6. საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი საპრეტენზიო განაცხადების წარდგენიდან დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
7. საბჭოს უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები აისახება შესაბამისი სხდომის ოქმში, რომელიც მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით და რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8. საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 131 . ექსტერნატის გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება🔗
1. ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი ექსტერნის მიერ წარდგენილ უნდა იქნას სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
2. ექსტერნატის გამოცდის პროცედურული დარღვევების თაობაზე ექსტერნის მიერ წარდგენილი დასაბუთებული საპრეტენზიო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი ექსტერნის უფლებების დარღვევას ექსტერნატის გამოცდის მონაწილე სხვა პირის მიერ;
ბ) სხვა ექსტერნის მიმართ ექსტერნატის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას გამოცდის პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (ექსტერნისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
3. ექსტერნატის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საბჭომ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ქვემომოყვანილი გადაწყვეტილება:
ა) ექსტერნის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში);
ბ) ექსტერნის მიერ ექსტერნატის გამოცდის პროცედურული დარღვევისას – მისი ნაშრომის არ შეფასების თაობაზე;
გ) ექსტერნატის გამოცდის პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
4. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რესურსცენტრი/გამოცდების ეროვნული ცენტრი ექსტერნატის გამოცდის პროცესის მონაწილესთან შეწყვეტს ხელშეკრულებას და არ აუნაზღაურებს ექსტერნატის გამოცდის პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.
5. სამინისტრო უზრუნველყოფს საბჭოს გადაწყვეტილებების განმცხადებლებისათვის, ასევე შესაბამისი სკოლის/რესურსცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის გაცნობას საპრეტენზიო განაცხადების განხილვის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 132 . ექსტერნატის გამოცდის შედეგების გასაჩივრება🔗
1. ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული ექსტერნის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ საკითხის/დავალების შესახებ, რომლის თაობაზეც წარდგენილია საპრეტენზიო განაცხადი. საბჭო იხილავს მხოლოდ იმ საკითხის/დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში საკითხზე/დავალებაზე მითითების არ არსებობის შემთხვევაში, განიხილება ექსტერნის ნამუშევარში შემავალი ყველა საკითხის/დავალების შეფასების სისწორე.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს საბჭოს გადაწყვეტილებების განმცხადებლებისათვის, ასევე შესაბამისი სკოლის/რესურსცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის გაცნობას საპრეტენზიო განაცხადების განხილვის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 14. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა🔗
1. ექსტერნატის ფორმით განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა გამოცდისა და აპელაციის შედეგების საფუძველზე.
1. ექსტერნატის ფორმით განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ექსტერნატის გამოცდისა და გასაჩივრების შედეგების საფუძველზე.
2. თუ პირი ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს რამდენიმე კლასის სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს საბაზო საფეხურის დამამთავრებელ კლასს, მასზე უნდა გაიცეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატს გასცემს სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატებს ავსებს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი და შევსებულ ატესტატებს გადასცემს იმ რესურსცენტრს, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს მათ გაცემას შესაბამისი პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატებს ავსებს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი და შევსებულ ატესტატებს გადასცემს იმ რესურსცენტრს, რომელშიც დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს მათ გაცემას შესაბამისი პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
მუხლი 15. ცვლილებები და დამატებები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი🔗
1. სამინისტრო საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატს, ექსტერნატის ფორმით შესაბამისი გამოცდების გავლის გარეშე, გასცემს იმ ლტოლვილებზე, რომელთა მიმართ სახელმწიფომ ვერ შეასრულა 1997 წლის ,,ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით“ გათვალისწინებული ვალდებულება დაედასტურებინა მათ მიერ სრული ზოგადი განათლების მიღება და რომელთაც 2006 ან 2007 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს აკრედიტებულ უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება.
2. სამინისტროს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემა უნდა მოხდეს შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ლტოლვილის მოწმობისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების 2006 ან 2007 წლის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
3. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დასასრულამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 იანვრის ბრძანება №04 - სსმ Ш, №4, 14.01.2009 წ., მუხ.28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3 ივნისის ბრძანება №364 - სსმ Ш, №68, 03.07.2009 წ., მუხ.743
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1066 - სსმ Ш, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1751
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“, №155, 01.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.010066 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1389833-5/