საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი“ დაწესების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2003 ძალადაკარგული 18.01.2007
ნომერი
№102
სარეგისტრაციო კოდი
010330000.11.118.005735
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 25/03/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.11.118.005.735

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №102

2003 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი“ დაწესების შესახებ

1. „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის I პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაწესდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთათვის სამკერდე ნიშანი „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი”.

2. დამტკიცდეს დებულება „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესის შესახებ (დანართი  №1).

3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარმა სამმართველომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დაკვეთის შესაბამისად, უზრუნველყოს „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშნების და მოწმობების დამზადება.

4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.

კ. ნარჩემაშვილი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №121-სსმIII,№32,10.04.2003წ., მუხ.266

დებულება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” დაჯილდოების წესის შესახებ

    მუხლი 1

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან წახალისების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები.

2. „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

3.(ამოღებულია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №121-სსმIII,№32,10.04.2003წ., მუხ.266

 

    მუხლი 2

1. სამკერდე ნიშნით „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი” ჯილდოვდებიან შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით – საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წარდგინებით.

2. სამკერდე ნიშნის გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში.

3. დაჯილდოებისას, სამკერდე ნიშანთან ერთად ხდება დადგენილი მოწმობის გადაცემა (დებულების დანართი 2).

4. შსს ბრძანების ამონაწერის საფუძველზე კეთდება ჩანაწერი დაჯილდოებულის პირადი საქმის სამსახურებრივ ნუსხაში, დაჯილდოების ბრძანების თარიღის ნომრისა და სამკერდე ნიშნის დასახელების მითითებით.

    მუხლი 3

1. სამკერდე ნიშანს „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი” ატარებენ მკერდის მარცხენა მხარეს.

    მუხლი 4

1. „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის” სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ბაროკალურ ფარზე, წითელ (შინდისფერ) ველზე ლომის გამოსახულებას. ფარის ქვემოთ გამოხატულია ხმალი და სასწორი.

2. სადევიზო ბაფთაზე წარწერაა „წარჩინებული გამომძიებელი”.

3. სამკერდე ნიშანს ზემოდან ამშვენებს წარწერა – „საქართველოს შსს”.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი“ დაწესების შესახებ“, №102, 21.03.2003, სარეგისტრაციო კოდი 010330000.11.118.005735 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1395173-1/