ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.06.2011 ძალადაკარგული 27.11.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.115.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110708006, 11/07/2011

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №31

201 1 წლის 24 ივნისი

დაბა ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემდეგი რედაქციით:

1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულოობა:

ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობების დასაკავებლად.

2. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ა) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან;

ბ) მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელისათვის;

გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერ ი ლობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების (ტერიტორიული ორგანოების) მიხედვით და მოიცავს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო  მოხელეთა ყოველ თანამდებობას.

3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები

საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები;

ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები;

გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები.

4. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში

 საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად      სავალდებულოა:

ა) შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ) საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა:

ა) საქ ა რთველოს კონსტიტუცია;  

ბ) ევროპული  ქარტ ი ა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;   

გ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი;

დ),,საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონი;  

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;   

ვ)  „ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოების   საქმიანობის სახელმწიფო ზ ედამხედველობის შესახებ“საქართველოს კანონი;    

ზ)„საქმისწარმოების  ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების  შესახებ“საქართველოს         პრეზიდენტის  1999 წლის 1  ივლისის № 414  ბრძანებ ულებ ა;  

თ) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);     

ი)  საკრებულოს აპარატის დებულება;  

კ) გამგეობის დებულება.  

 5. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში

საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

  6. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში

1. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:

ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად - მაგისტრის აკადემიური ხარისხი და უფროს  საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის  3-წლიანი გამოცდილება მაინც.

ბ) საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის სამსახურის უფროსის, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად - მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 3-წლიანი გამოცდილება მაინც.

გ) გამგეობის სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის, თვითმმართველი ერთეულის სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად - წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის ან სპეციალისტის საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის დადგენილება № 03 - ვებგვერდი, 04.02.2013წ.

 7. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში

1. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:

ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები;

ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები.

2. წამყვან ი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 22 ივლისის დადგენილება № 37 - ვებგვერდი, 09.08.2011წ.

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

  საკრებულოს თავმჯდომარე    ვ. ქურასბედიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 ივლისის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 09.08.2011წ.

2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 იანვრის დადგენილება №03 - ვებგვერდი, 04.02.2013წ.

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №31, 24.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.115.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399045-2/