1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სხდომები საჯაროა, გარდა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით.
2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით. კომისიის წევრსა და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად მიიღონ შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი.
3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს ეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №15
- ვებგვერდი,.1
.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 13.09.2002).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სხდომები. ინფორმაციის კონფიდენციალობა 1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სხდომები საჯაროა, გარდა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით. 2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით. კომისიის წევრსა და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად მიიღონ შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი. 3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს ეს ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ..2013
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-589(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
…პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კომისიის მიერ განხორციელდა სხდომის აუდიოჩაწერა, თუმცა არ მომხდარა აუდიოჩანაწერის შენახვა და მისი გაცემა დაინტერესებულ პირზე იმ საფუძვლით, რომ აუდიოჩანაწერი იყო შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტი. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომების ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 30/09/2002.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება