1. კომისიის წევრი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება შესაბამისი კანონით დადგენილი წესით.
2. თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:
ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ბ) ეთიკის ნორმების დარღვევა;
გ) შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა. ამ ვადაში არ შედის ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში გამოყენებული დღეები;
გ1) ამ კანონითა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნათა დარღვევა;
გ2) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევა;
დ) სასამართლოს მიერ კომისიის წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ვ) გადადგომა;
ზ) გარდაცვალება.
3. კომისიის წევრს უფლება აქვს, გაასაჩივროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1584 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3377 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5649 – ვებგვერდი, 27.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2221 – ვებგვერდი, 15.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.11.2022 კანონი №2221
- 20.12.2019 კანონი №5649
- 20.03.2015 კანონი №3377
- 20.11.2013 კანონი №1584
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. კომისიის წევრი 1. კომისიის წევრი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება შესაბამისი კანონით დადგენილი წესით. 2. თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით: ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ბ) ეთიკის ნორმების დარღვევა; გ) შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა. ამ ვადაში არ შედის ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში გამოყენებული დღეები; გ1) ამ კანონითა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნათა დარღვევა; გ2) „საჯარო„კორუფციის დაწესებულებაშიწინააღმდეგ ინტერესთაბრძოლის შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილდადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნათამოთხოვნების დარღვევა; დ) სასამართლოს მიერ კომისიის წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ვ) გადადგომა; ზ) გარდაცვალება. 3. კომისიის წევრს უფლება აქვს, გაასაჩივროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310016001409021 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.11.2018
ხოლო, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 30/09/2002.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება