1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა. განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს.
2. მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები საჯარო მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. მოწვევის შესახებ ცნობის გამოქვეყნება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით. ცნობაში უნდა მიეთითოს საჯარო მოსმენაზე განსახილველი საკითხი, მოსმენის გამართვის თარიღი, ადგილი და დრო.
3. საჯარო მოსმენას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამსწრე პირთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება. საჯარო მოსმენის შესახებ დგება ოქმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საჯარო მოსმენის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მხარეთა შორის სადავო საკითხის მორიგებით გადაწყვეტა.
5. საჯარო მოსმენის შესახებ ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რომლის შესრულება მხარეებისათვის სავალდებულოა. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.
6. მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.
7. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.
საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.164
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №15
- ვებგვერდი,.1
.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 13.09.2002).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. მომხმარებელთა უფლებების დაცვა 1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა. განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს. 2. მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები საჯარო მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. მოწვევის შესახებ ცნობის გამოქვეყნება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით. ცნობაში უნდა მიეთითოს საჯარო მოსმენაზე განსახილველი საკითხი, მოსმენის გამართვის თარიღი, ადგილი და დრო. 3. საჯარო მოსმენას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამსწრე პირთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება. საჯარო მოსმენის შესახებ დგება ოქმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საჯარო მოსმენის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მხარეთა შორის სადავო საკითხის მორიგებით გადაწყვეტა. 5. საჯარო მოსმენის შესახებ ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რომლის შესრულება მხარეებისათვის სავალდებულოა. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში. 6. მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით. 7. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური. საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2535 - სსმ I, №22, 08.08.2003 წ., მუხ.164 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ..2013
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-152(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მეორე, მე-3 მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტზე, მე-4, მე-6, მე-12 და მე-13 მუხლებზე, ასევე სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2017 წლის სექტემბერი-ნოემბერი) მოქმედ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის…
- საქმე №ბს-1060(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2024
კომისიის მიერ ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტით დაირღვა მხარის უფლება, რომ მის მიმართ სამოქალაქო დავა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
- საქმე №330310017001981962 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.01.2020
…მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა.
- საქმე №330310016001288820 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.07.2019
კომისიის მიერ ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტით დარღვეულია მხარის (მოცემულ შემთხვევაში, შპს „ჯ----------------------------------ს“) უფლება, რომ მის მიმართ სამოქალაქო დავა გადაწყვეტილი ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
- საქმე №330310017002201292 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2019
…მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა.
- საქმე №330310018002264258 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №330310016001409021 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.11.2018
- საქმე №330310017001678473 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2018
- საქმე №330310019003158316 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №330310018002749066 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №330310018002504711 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.10.2018
- საქმე №330310018002344633 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 30/09/2002.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება