მუხლი 9. ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება
თავი II — უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლები
1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს სამართლებრივი ხასიათის ზოგადსავალდებულო ქცევის წესები (ნორმატიული აქტები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება.
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება 1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს სამართლებრივი ხასიათის ზოგადსავალდებულო ქცევის წესები (ნორმატიული აქტები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება. 3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1859 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.259 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ..2013
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 მუხლებით განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილებანი, კერძოდ, ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება, სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილება და სატარიფო უფლებამოსილება.
კომისიამ არ გამოიყენა,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-11 მუხლები, რომლებითაც განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილებანი, კერძოდ, ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება, სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილება და…
…აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს სამართლებრივი ხასიათის ზოგადსავალდებულო ქცევის წესები (ნორმატიული აქტები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, მუხლი 9, №1666, 13.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.05.001.001.135 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14062/muxli-9/