1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით.
2. დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით.
3. დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია:
ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;
ბ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს და კომისიის წევრის პასუხისმგებლობის განსაზღვრა სასამართლოს მეშვეობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) კომისიის წევრთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;
დ) შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემის დაუშვებლობა.
ე) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სამართლებრივი გამიჯვნა და ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან;
ვ) შესაბამის რეგულირებულ სფეროში მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო ან კომერციული ინტერესისაგან, მათ შორის, სამთავრობო ან სხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ზეგავლენისაგან;
ზ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით თავისი ფუნქციების შესრულებისათვის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი განცალკევებული წლიური ბიუჯეტის ქონისა და დამოუკიდებლად განკარგვის, საკუთარი ადეკვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონის უფლება.
4. თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოდ.
5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას.
6. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №15
- ვებგვერდი,.1
.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5649 – ვებგვერდი, 27.12.2019წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5649
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. კანონის პრინციპები 1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით. 2. დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით. 3. დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია: ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით; ბ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს და კომისიის წევრის პასუხისმგებლობის განსაზღვრა სასამართლოს მეშვეობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) კომისიის წევრთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით; დ) შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემის დაუშვებლობა. ე) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სამართლებრივი გამიჯვნა და ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან; ვ) შესაბამის რეგულირებულ სფეროში მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო ან კომერციული ინტერესისაგან, მათ შორის, სამთავრობო ან სხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ზეგავლენისაგან; ზ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით თავისი ფუნქციების შესრულებისათვის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი განცალკევებული წლიური ბიუჯეტის ქონისა და დამოუკიდებლად განკარგვის, საკუთარი ადეკვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონის უფლება. 4. თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოდ. 5. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას. 6. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. თავი II. უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-152(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მეორე, მე-3 მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტზე, მე-4, მე-6, მე-12 და მე-13 მუხლებზე, ასევე სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2017 წლის სექტემბერი-ნოემბერი) მოქმედ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“…
- საქმე №ბს-1060(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2024
სასამართლომ არასწორად განმარტა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის მე-9-მე-11 მუხლები, რომლებითაც განსაზღვრულია კომისიის ნორმატიული აქტების მიღების, სალიცენზიო, სანებართვო და სატარიფო უფლებამოსილება, ასევე არასწორად განიმარტა „ელექტროენერგიტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია კომისიის სტატუსი და ფუნქციები, შესაბამისად, არასწორად განისაზღვრა კომისიის კომპეტენციად მომხმარებლის დავალიანების ხანდაზმულად აღიარება და ჩამოწერა.
- საქმე №ას-242-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
23.3. ამდენად, სასამართლოს სადავო საკითხის განხილვისას უნდა ეხელმძღვანელა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებით და არა სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლით დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ…
- საქმე №ბს-413(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
სადავო პერიოდში მოქმედი ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია კომისიის ძირითადი ფუნქციები, რომელთა შორის ერთ-ერთია: გ) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს,…
- საქმე №ბს-385(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
სადავო პერიოდში მოქმედი ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია კომისიის ძირითადი ფუნქციები: ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების,…
- საქმე №330310018002264258 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №330310117001970327 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №330310016001382834 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2018
- საქმე №330310014498432 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 30/09/2002.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება