1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის დელეგირებულია შესაბამისი კანონით.
2. ორმაგი, თანხვდენილი მარეგულირებელი უფლებამოსილება დაუშვებელია.
3. ნებისმიერი პირის ცდა, განახორციელოს იურისდიქცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, უკანონოა, ხოლო შედეგებს არა აქვს იურიდიული ძალა.
4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო შეიძლება გაწევრდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს.
5. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3970 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.337
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №15
- ვებგვერდი,.1
.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 13.09.2002).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. დამოუკიდებლობა 1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის დელეგირებულია შესაბამისი კანონით. 2. ორმაგი, თანხვდენილი მარეგულირებელი უფლებამოსილება დაუშვებელია. 3. ნებისმიერი პირის ცდა, განახორციელოს იურისდიქცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, უკანონოა, ხოლო შედეგებს არა აქვს იურიდიული ძალა. 4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო შეიძლება გაწევრდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს. 5. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3970 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.337 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ..2013
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-152(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
სააპელაციო პალატამ მიუთითა,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მეორე, მე-3 მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტზე, მე-4, მე-6, მე-12 და მე-13 მუხლებზე, ასევე სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2017 წლის სექტემბერი-ნოემბერი) მოქმედ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“…
- საქმე №330310016001382834 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.03.2018
…პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ამ კანონის 4.6-ე მუხლის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით. ამ კანონის 6.1-ე მუხლით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2022.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 30/09/2002.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება