შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესახებ TGR ENERGY ELECTRI-CITY WHOLESALE TRADE CO-სთან 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვრის) განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.16.009.011.089
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №21
2007 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესახებ TGR ENERGY ELECTRI-CITY WHOLESALE TRADE CO-სთან 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვრის) განსაზღვრის შესახებ
შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2007 წლის 8 ოქტომბრის №01/883 წერილის და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2007 წლის 20 სექტემბრის 53/154-7 წერილის შესაბამისად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1
1) ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესახებ შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და TGR ENERGY ELECTRICITY WHOLESALE TRADE CO-ს შორის 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული №400-07/12 ხელშეკრულებისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და TGR ENERGY ELECTRICITY WHOLESALE TRADE CO-ს შორის 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული №400-07/14 ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:
T = (T იმპ. X E + U საბ. + U მომს. + U რეგ..) / E
სადაც: T – იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ლარი/კვტსთ);
Tიმპ. – ელექტროენერგიის იმპორტის ფაქტობრივი ღირებულება (ლარი/კვტსთ);
E – ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტსთ);
U საბ. – საბაჟო მოსაკრებელი (ლარი);
U რეგ. – რეგულირების საფასური (ლარი);
U მომს. – შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების საფასური (შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ განხორციელებული იმპორტის შემთხვევაში U მომს.= 0).
2) ელექტროენერგიის იმპორტის ფაქტობრივი ღირებულება (Tიმპ.) განისაზღვრება ექსპორტირებული ერთეული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ღირებულებით საქართველოს საზღვარზე, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული კოეფიციენტის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის იმპორტს წინ არ უსწრებს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგიის ექსპორტი, ელექტროენერგიის იმპორტის ფაქტობრივი ღირებულება განისაზღვრება საექსპორტო ერთეული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ღირებულებით საქართველოს საზღვარზე, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული კოეფიციენტის გათვალისწინებით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 28 მარტი ს დადგენილება №8 - სსმ Ш, №51, 04.04.2008 წ., მუხ.589
მუხლი 2. იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრულმა ტარიფმა არ უნდა გამოიწვიოს მოქმედი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა.
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ. გაბელაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 28 მარტი ს დადგენილება №8 - სსმ Ш, №51, 04.04.2008 წ., მუხ.589
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.16.009.011.089
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №21
2007 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესახებ TGR ENERGY ELECTRI-CITY WHOLESALE TRADE CO-სთან 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვრის) განსაზღვრის შესახებ
შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2007 წლის 8 ოქტომბრის №01/883 წერილის და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2007 წლის 20 სექტემბრის 53/154-7 წერილის შესაბამისად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1🔗
1) ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესახებ შპს ,,ელექტროენერეგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ და TGR ENERGY ELECTRICITY WHOLESALE TRADE CO-ს შორის 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული №400-07/12 ხელშეკრულებისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და TGR ENERGY ELECTRICITY WHOLESALE TRADE CO-ს შორის 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული №401-07/12 ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:
1) ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესახებ შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და TGR ENERGY ELECTRICITY WHOLESALE TRADE CO-ს შორის 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული №400-07/12 ხელშეკრულებისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და TGR ENERGY ELECTRICITY WHOLESALE TRADE CO-ს შორის 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული №400-07/14 ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:
T = (T იმპ. x E + U საბ. + U მომს. + U რეგ.) / E
T = (T იმპ. X E + U საბ. + U მომს. + U რეგ..) / E
სადაც: T – იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი (ლარი/კვტსთ);
Tიმპ. – ელექტროენერგიის იმპორტის ფაქტობრივი ღირებულება (ლარი/კვტსთ);
E – ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტსთ);
U საბ. – საბაჟო მოსაკრებელი (ლარი);
U რეგ. – რეგულირების საფასური (ლარი);
U მომს. – შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების საფასური (შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ განხორციელებული იმპორტის შემთხვევაში U მომს.= 0).
U მომს. – შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების საფასური (შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ განხორციელებული იმპორტის შემთხვევაში U მომს. =0);
2) ელექტროენერგიის იმპორტის ფაქტობრივი ღირებულება (Tიმპ.) განისაზღვრება ექსპორტირებული ერთეული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ღირებულებით საქართველოს საზღვარზე, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული კოეფიციენტის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის იმპორტს წინ არ უსწრებს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგიის ექსპორტი, ელექტროენერგიის იმპორტის ფაქტობრივი ღირებულება განისაზღვრება საექსპორტო ერთეული ელექტროენერგიის ფაქტობრივი ღირებულებით საქართველოს საზღვარზე, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული კოეფიციენტის გათვალისწინებით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №8 - სსმ Ш, №51, 04.04.2008 წ., მუხ.589
მუხლი 2. იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრულმა ტარიფმა არ უნდა გამოიწვიოს მოქმედი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა.🔗
მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.🔗
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ. გაბელაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება №8 - სსმ Ш, №51, 04.04.2008 წ., მუხ.589
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ. გაბელაია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის შესახებ TGR ENERGY ELECTRI-CITY WHOLESALE TRADE CO-სთან 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვრის) განსაზღვრის შესახებ“, №21, 07.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 300280010.16.009.011089 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1410566-1/