საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №281 ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.06.2005 ძალადაკარგული 25.09.2008
ნომერი
№281
სარეგისტრაციო კოდი
430060000.22.022.007463
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ვებგვერდი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.22.022.007.463

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №281

2005 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო” ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის  „ნ” ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის თანდართული ფორმა (დანართი 1).

2. დიპლომის ფორმა წარმოადგენს მეორე კატეგორიის ,,დაცულ’’ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დანართი 2-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. თანდართული ფორმის შესაბამისი დიპლომის კონკრეტული ფორმების შემუშავებას, დიპლომების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრასა და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებას ახორციელებენ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები დიპლომის კონკრეტული ფორმის ორ ეგზემპლარს შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი წარწერით ,,შეთანხმებულია’’ უბრუნდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

5. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებულ დიპლომის კონკრეტულ ფორმას სარეგისტრაციოდ წარადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

6. ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალსუბიექტები ამტკიცებენ დიპლომის კონკრეტული ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს, აგრეთვე ნიშნავენ შესაბამის პასუხისმგებელ პირს.

7. ამ ბრძანების მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი.

8. არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ფორმის დიპლომის გაცემა აკრძალულია.

9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

10. ამ ბრძანების მე-8 პუნქტი ამოქმედდეს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი ინსტიტუციური აკრედიტაციის დასრულებისთანავე.

ა. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის ბრძანება №475-სსმIII,№71,29.05.2006წ.,მუხ.896

დანართი 1

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა

(ტექსტი დიპლომში იბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე)

 

წარწერა ,,საქართველო“, მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში;

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიმბოლიკა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

(საგანმანათლებლო საფეხურის დასახელება)

 

დიპლომი

 

სერია, ნომერი

(უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება)-ის (ფაკულტეტის სახელწოდება)-ის გადაწყვეტილებით,

(სახელი, გვარი)-ს, დაბადების (წელი, თვე, რიცხვი) მიენიჭა

(სპეციალობის დასახელება)-ის ბაკალავრის/დიპლომირებული სპეციალისტის/ მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხი შეფასებით —————————— (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

– ფაკულტეტის დეკანის, რექტორის ხელმოწერები;

– ქალაქი, რომელშიც გაცემულ იქნა დიპლომი;

– დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე);

– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი.

ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

– დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმო (სახელწოდება);

– დამკვეთი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება);

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“;

– დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) რეესტრში (არანაკლებ 6 ციფრი);

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული დიპლომის რეგისტრაციის ნომერი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის ბრძანება №475-სსმIII,№71,29.05.2006წ.,მუხ.896

დანართი 2

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომისათვის წაყენებული მოთხოვნები:

1. დიპლომი უნდა დამზადდეს წყლის ნიშნიან ქაღალდზე A4 ზომით.

2. დიპლომის მთელი ზედაპირი უნდა იყოს დაფარული დამცავი (გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით.

3. ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიპლომის სერიისა და ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

4. ყველა ხაზი დიპლომში უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

5. საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.

6. დიპლომის სახიან მხარეზე უნდა იყოს დატანილი ნიშანი (ლოგო), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

7. დიპლომის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6-ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის ბრძანება №475-სსმIII,№71,29.05.2006წ.,მუხ.896

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №281 ,,უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №281, 08.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.007463 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1412218-1/