საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.007.980
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №357
2005 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება.
2. ბრძანებას გაეცნონ მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და უშუალო შემსრულებლები.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ი. ოქრუაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.
2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეებზე.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია), შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით.
3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებსა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე, დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან პროფესიული ნიშნით.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
5. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი მეცნიერ-ექსპერტები.
მუხლი 3. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მათი მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
5. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონკურსის მოწყობისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას.
მუხლი 4. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიაში მოწვეულ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. კონკურსისა და ატესტაციის პირობები
1. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პირობებს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით.
2. კონკურსი და/ან ატესტაცია ტარდება ტესტირების და/ან გასაუბრების ფორმით. ტესტირების ან გასაუბრების შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული. ტესტირების საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას.
თავი III
კონკურსი
მუხლი 6. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.
მუხლი 7. კონკურსის გამოცხადება
1. მოხელის თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი თავდაცვის მინისტრის წინადადებით.
2. კონკურსი ცხადდება პრესით და/ან სხვა საინფორმაციო საშუალებებით.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ გამოცხადების დღიდან.
მუხლი 8. საკონკურსო კომისიის სამდივნო
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. სამდივნოს მოვალეობაა კონკურსის ჩატარების მოსამზადებელი ორგანიზებული საკითხების გადაწყვეტა, კანდიდატთა განცხადებების რეგისტრაცია, დოკუმენტების შემოწმება და კომისიისათვის წარდგენა.
3. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 3 წელი.
4. კონკურსის დამთავრებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
მუხლი 9. მოთხოვნები, რომლებიც წარედგინება კონკურსში მონაწილე კანდიდატს
მოხელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით წაყენებულ სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 10. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
დ) შრომის წიგნაკი (ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) ორი ფოტოსურათი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორი კვირისა ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
3. საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი რეგისტრაციის ნომერი, კონკურსის ჩატარების დრო, ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა განცხადება.
4. კანდიდატს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით ან გამოიტანოს თავისი განცხადება.
მუხლი 11. კომისიის მიერ კანდიდატის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია ტესტირების და/ან გასაუბრების შემდეგ სხდომაზე კანდიდატის საკითხს განიხილავს მის დაუსწრებლად და აფასებს მის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
4. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 12. კონკურსის შედეგი
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, საქართველოს თავდაცვის მინისტრს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიტატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
3. საქართველოს თავდაცვის მინისტრი კომისიის დასკვნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
4. პირი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე (კომისიის გადაწყვეტილებიდან ორი კვირის განმავლობაში) ვალდებულია წარმოადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
5. პირი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა, შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.
მუხლი 13. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს აცხადებს წამოაყენოს კანდიდატი თანამდებობაზე დასანიშნად.
თავი IV
ატესტაცია
მუხლი 14. ატესტაციის მიზანი
მოხელეთა ატესტაციის მიზანია თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული დონის კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 15. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.
მუხლი 16. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ ეცნობება ერთი თვით ადრე.
მუხლი 17. ატესტაციის ჩატარების წესი
1. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და იმ მოხელეთა სიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას.
2. ატესტაცია ტარდება ზეპირი ან/და ტესტირებული ფორმით, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის თანდასწრებით. ტესტირებული ატესტაციისათვის ტესტირების თემატიკას საჯარო მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი.
3. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელობის მიერ. დახასიათება ასახავს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებას და მუშაობის ანაზღაურებას.
4. მოხელეს უფლება აქვს გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
5. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მოხელეზე წარდგენილ დახასიათებას, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 18. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. გასაუბრების ან ტესტირების შედეგების გათვალისწინებით კომისია იღებს ერთ-ერთ შემდგომ გადაწყვეტილებას:
ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) არ შეესებამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას;
ე) არ შეესებამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს.
2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
3. კენჭისყრის შედეგები მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მოხელის ხელმოწერით. საატესტაციო ფურცელი დაერთვის მოხელის პირად საქმეს.
მუხლი 19. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. მინისტრი ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, პირის წახალისების, გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
მუხლი 20. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
ატესტაციებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
მოხელეთა რეზერვი
მუხლი 21. მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანი
თავდაცვის სამინისტროში მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანია:
ა) ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევა;
ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით ჩაბარების ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის გამოძებნა.
მუხლი 22. რეზერვში ჩარიცხვის წესი
1. რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარებიან:
ა) პირები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო;
ბ) პირი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა მოხელეობაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ დაინიშნა თანამდებობაზე.
2. რეზერვში არ ჩაირიცხება:
ა) პირი, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ უფლება აქვს, მაგრამ არ სურს ჩაირიცხოს რეზერვში;
ბ) პირი, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა სამსახურის ვადის გასვლის გამო.
მუხლი 23. რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვა და მისი სტატუსი
1. რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურო-საატესტაციო კომისია.
2. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-120-ე მუხლებით.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 24.
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
+

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბერის ბრძანება №336-სსმIII,№143, 09.12.2005წ.,მუხ.1593
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბერის ბრძანება №336-სსმIII,№143, 09.12.2005წ.,მუხ.1593
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება.
2. ბრძანებას გაეცნონ მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და უშუალო შემსრულებლები.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ი. ოქრუაშვილი
ი. ოქრუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 5 მაისის ბრძანება №249-სსმIII,№69,07.05.2008წ.,მუხ.743
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. გამოყენების სფერო🔗
1. ეს დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესებს.
2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეებზე და კანდიდატზე.
ზოგადი დებულება
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.
2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეებზე.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2. კომისიის მიზანი და ფუნქციები🔗
1. კომისიის მიზანია:
ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი პირის კონკურსის წესით შერჩევა;
ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის შეფასება;
გ) საკადრო რეზერვის შექმნა;
დ) საჯარო მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისა და მისთვის საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
2. კომისიის ფუნქციებია:
ა) პიროვნების პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვი-სებების შესაფასებელი პროცედურების წარმართვა;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კანდიდატის (ატესტანტის) შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის წარდგენა.
მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა🔗
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები ხმის უფლებით.
მუხლი 4. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა🔗
საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შეიძლება შეიქმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. კომისიის სპეციალიზებულ შემადგენლობას და თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 5. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი🔗
კომისიის წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე შემდეგი წესით:
ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და მათი პროფესიული დონის გათვალისწინებით.
ბ) მოწვეული მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.
მუხლი 6. კომისიის რეგლამენტი🔗
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი, გადაწყვეტილება, დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 7. საპრეტენზიო კომისია🔗
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობასა და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. კანდიდატებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ კომისიის გადაწყვეტილების ან/და ტესტური გამოცდების შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს 48 საათისა. თუ კომისიის გადაწყვეტილება ან/და ტესტური გამოცდების შედეგები ეხება 50-ზე მეტ პირს, გაცნობა ხდება შედეგების/გადაწყვეტილების თვალსაჩინო ადგილას გამოკვრით. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება გონივრულ ვადაში (არა უმეტეს 7 დღის ვადაში) და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მხოლოდ კომისიას.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია), შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით.
3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს და კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებსა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე, დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან პროფესიული ნიშნით.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
5. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი მეცნიერ-ექსპერტები.
მუხლი 3. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მათი მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
5. თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონკურსის მოწყობისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას.
მუხლი 4. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიაში მოწვეულ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. კონკურსისა და ატესტაციის პირობები
1. კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პირობებს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით.
2. კონკურსი და/ან ატესტაცია ტარდება ტესტირების და/ან გასაუბრების ფორმით. ტესტირების ან გასაუბრების შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული. ტესტირების საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას.
თავი III
კონკურსი
მუხლი 8. კონკურსის მიზანი🔗
კონკურსის მიზანია საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.
მუხლი 9. კონკურსის გამოცხადება🔗
1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წარდგინებით.
2. კონკურსი ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. კონკურსი შეიძლება გამოცხადდეს მასობ-რივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 10. საკონკურსო კომისიის სამდივნო🔗
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისთვის წარდგენა.
3. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 11. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს🔗
კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს კონკურსით დასაკავებელი თანამდებობისათვის შესაბამისი განათლება და/ან გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 12. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები🔗
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
მუხლი 6. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.
მუხლი 7. კონკურსის გამოცხადება
1. მოხელის თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი თავდაცვის მინისტრის წინადადებით.
2. კონკურსი ცხადდება პრესით და/ან სხვა საინფორმაციო საშუალებებით.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ გამოცხადების დღიდან.
მუხლი 8. საკონკურსო კომისიის სამდივნო
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. სამდივნოს მოვალეობაა კონკურსის ჩატარების მოსამზადებელი ორგანიზებული საკითხების გადაწყვეტა, კანდიდატთა განცხადებების რეგისტრაცია, დოკუმენტების შემოწმება და კომისიისათვის წარდგენა.
3. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 3 წელი.
4. კონკურსის დამთავრებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
მუხლი 9. მოთხოვნები, რომლებიც წარედგინება კონკურსში მონაწილე კანდიდატს
მოხელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით წაყენებულ სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 10. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
ე) ორი ფოტოსურათი (3x4);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
დ) შრომის წიგნაკი (ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) ორი ფოტოსურათი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორი კვირის ვადა განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
3. საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი რეგისტრაციის ნომერი.
მუხლი 13. კანდიდატის უფლება საკონკურსო ადგილის შეცვლაზე და არჩევაზე🔗
1. კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით ან განცხადება ერთდროულად შემოიტანოს მხოლოდ ორ თანამდებობაზე.
2. თუ კანდიდატის განცხადებას თან არ ერთვის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საბუთები, სამდივნო არ მიიღებს განცხადებას. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ კანდიდატებს, რომელთა განცხადება მიღებული იქნება სამდივნოს მიერ და რომელთა მიერ წარმოდგენილი საბუთები ადასტურებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა წევრი წერილობით აცნობებს მიღებულ გადაწყვეტილებას იმ პირს, რომელიც არ იქნება დაშვებული კონკურსზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ხდება სამდივნოს წარდგინებით და მას არ სჭირდება კომისიის სხდომაზე განხილვა.
მუხლი 14. კონკურსის პირობები🔗
კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების გზით.
მუხლი 15. ტესტირება🔗
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას, პროგრამასა და ჩატარების წესებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ტესტირების საკითხთა პროგრამა, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გაეცნოს ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც დაშვებული იქნება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გარდა ამისა პროგრამა განთავსებულ უნდა იქნეს სამინისტროში თვალსაჩინო ადგილას.
3. კანდიდატმა დადებითი შეფასების მისაღებად უნდა დააგროვოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინადადებით მინისტრის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობა (მინიმალური ზღვარი).
4. კონკურსის მხოლოდ ტესტირების ფორმით ჩატარების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ქულათა რაოდენობის მიხედვით იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც გადალახეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მინიმალური ზღვარი. ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება კომისიის მიერ.
მუხლი 16. გასაუბრება🔗
კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით.
მუხლი 17. კომისიის მიერ კანდიდატურის განხილვა🔗
კომისია კანდიდატების ტესტირებისა და/ან გასაუბრების შედეგებს განიხილავს თავის სხდომაზე მათ დაუსწრებლად.
მუხლი 18. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება🔗
1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.
2. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
3. თუ კენჭისყრის შედეგად ხმების რაოდენობით გამარჯვებულ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ, კენჭისყრა ტარდება ხელმეორედ, რომელშიც მონაწილობას იღებს საუკეთესო ორი შედეგის მქონე კანდიდატი. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 19. კონკურსის შედეგები🔗
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებას კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა წევრი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. თუ კონკურში მონაწილეთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს, გადაწყვეტილების გაცნობა ხდება კომისიის სხდომის ოქმის სამინისტროში თვალსაჩინო ადგილას გამოკვრის გზით. ამავე ვადაში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს ეცნობება წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატურის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
3. კონკურსის შედეგების შესახებ მინისტრს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
4. მინისტრი ან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
5. ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე პირმა უნდა წარმოადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. აღნიშნული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განიხილოს შემდეგი 2 საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი.
მუხლი 20. ჩაშლილი კონკურსი🔗
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ არანაკლებ ორი კვირისა ვაკანტური თანამდებობის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
3. საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი რეგისტრაციის ნომერი, კონკურსის ჩატარების დრო, ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც შემოიტანა განცხადება.
4. კანდიდატს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით ან გამოიტანოს თავისი განცხადება.
მუხლი 11. კომისიის მიერ კანდიდატის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია ტესტირების და/ან გასაუბრების შემდეგ სხდომაზე კანდიდატის საკითხს განიხილავს მის დაუსწრებლად და აფასებს მის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კონკრეტულ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
4. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 12. კონკურსის შედეგი
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, საქართველოს თავდაცვის მინისტრს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიტატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
3. საქართველოს თავდაცვის მინისტრი კომისიის დასკვნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
4. პირი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე (კომისიის გადაწყვეტილებიდან ორი კვირის განმავლობაში) ვალდებულია წარმოადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
5. პირი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა, შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.
მუხლი 13. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს აცხადებს წამოაყენოს კანდიდატი თანამდებობაზე დასანიშნად.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 21. ატესტაცია🔗
1. მოხელეთა ატესტაციის მიზანია თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული დონის, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდში), ამასთან, ერთი ატესტაციიდან მე-2 ატესტაციამდე პერიოდი არ შეიძლება იყოს 6 თვეზე ნაკლები;
ბ) საჯარო მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
ატესტაცია
მუხლი 14. ატესტაციის მიზანი
მოხელეთა ატესტაციის მიზანია თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა და მის სისტემაში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული დონის კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 15. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ;
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
3. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს აგრეთვე რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების ან შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირება. ამ დროს ატესტაციის ჩატარება არ არის სავალდებულო. ამასთან, ასეთ შემთხვევაში ატესტაციის ჩატარებისას არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.
მუხლი 22. ატესტაციის დრო🔗
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს არანაკლებ ერთი თვით ადრე.
მუხლი 23. ატესტაციის ჩატარების წესი🔗
1. ატესტაციის ჩასატარებლად 2 კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებს.
2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
3. ატესტაცია ტარდება წერილობითი ტესტირებით ან/და გასაუბრებით. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს თავდაცვის მინის-ტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე არსებულ დახასიათებას, ამოწმებს ტესტების შედეგებს (ტესტირების ჩატარების შემთხვევაში).
5. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად. საპატიოდ არ განიხლება ის მიზეზი, რომელიც არ იქნება დადასტურებული შესაბამისი საბუთით ან/და რომელიც მოხელეს შეეძლო ეცნობებინა ატესტაციის ჩატარებამდე და არ აცნობა კომისიას.
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.
მუხლი 24. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება🔗
1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) ექვემდებარება დაწინაურებას;
გ) ექვემდებარება ჩამოქვეითებას;
დ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს.
3. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ორი დღის ვადაში. თუ ატესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს, გადაწყვეტილების გაცნობა ხდება კომისიის სხდომის ოქმის სამინისტროში თვალსაჩინო ადგილას გამოკვრის გზით.
მუხლი 25. ატესტაციის შედეგები🔗
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.
მუხლი 16. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ ეცნობება ერთი თვით ადრე.
მუხლი 17. ატესტაციის ჩატარების წესი
1. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და იმ მოხელეთა სიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას.
2. ატესტაცია ტარდება ზეპირი ან/და ტესტირებული ფორმით, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის თანდასწრებით. ტესტირებული ატესტაციისათვის ტესტირების თემატიკას საჯარო მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს თავდაცვის მინისტრი.
3. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის სტრუქტურული ხელმძღვანელობის მიერ. დახასიათება ასახავს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებას და მუშაობის ანაზღაურებას.
4. მოხელეს უფლება აქვს გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
5. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მოხელეზე წარდგენილ დახასიათებას, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 18. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. გასაუბრების ან ტესტირების შედეგების გათვალისწინებით კომისია იღებს ერთ-ერთ შემდგომ გადაწყვეტილებას:
ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) არ შეესებამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას;
ე) არ შეესებამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს.
2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
3. კენჭისყრის შედეგები მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მოხელის ხელმოწერით. საატესტაციო ფურცელი დაერთვის მოხელის პირად საქმეს.
მუხლი 19. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. მინისტრი კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლისათვის მოხელის წახალისების, საკლასო ჩინის მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მინისტრი ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, პირის წახალისების, გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.
მუხლი 20. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
ატესტაციებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი V
საჯარო მოხელეთა რეზერვი
მუხლი 26. საჯარო მოხელეთა რეზერვთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება🔗
საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი სტატუსი, უფლება-მოვალეობანი და თანამდებობაზე დანიშვნა ხდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე-120-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბერის ბრძანება №336-სსმIII,№143, 09.12.2005წ.,მუხ.1593
მოხელეთა რეზერვი
მუხლი 21. მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანი
თავდაცვის სამინისტროში მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანია:
ა) ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევა;
ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით ჩაბარების ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის გამოძებნა.
მუხლი 22. რეზერვში ჩარიცხვის წესი
1. რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარებიან:
ა) პირები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო;
ბ) პირი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა მოხელეობაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ დაინიშნა თანამდებობაზე.
2. რეზერვში არ ჩაირიცხება:
ა) პირი, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ უფლება აქვს, მაგრამ არ სურს ჩაირიცხოს რეზერვში;
ბ) პირი, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა სამსახურის ვადის გასვლის გამო.
მუხლი 23. რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვა და მისი სტატუსი
1. რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურო-საატესტაციო კომისია.
2. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-120-ე მუხლებით.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 24.
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.05.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №357. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.026.007980.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.05.2009.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.05.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №357, 27.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.007980 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.05.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1413466/