საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.02.2007 ძალადაკარგული 02.03.2009
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.300.009938
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 12/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.009.938

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №19

2007 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №42 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ და 2006 წლის №47 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის ბრძანება №39 - სსმ Ш, №33, 04.03.2008 წ., მუხ.366

საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვის, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით; ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისათვის ზრუნვა და ქართულ დიასპორასთან კავშირურთიერთობის გაღრმავება; საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მოძიების, ფიქსაციის, აღდგენისა და დაცვის სფეროში შესაბამისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის კოორდინაცია; იუნესკოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის ბრძანება №39 - სსმ Ш, №33, 04.03.2008 წ., მუხ.366

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

1. . დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი პოლიტიკური კურსის გატარებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით;

ბ) მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) დიპლომატიური საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით;

დ) დადგენილი წესით ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) საერთაშორისო კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში საქართველოს მაქსიმალურად ჩართვისა და კულტურულ- საგანმანათლებლო გაცვლების ხელშეწყობა;

ვ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

ზ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის კოორდინაცია; საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა;

თ) იუნესკოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია, იუნესკოს ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორცილება და მისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; იუნესკოს შტაბ-ბინასა და იუნესკოს მუდმივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა;

ი) დადგენილი წესით კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების პროექტების შესრულების თაობაზე წინადადებათა მომზადება; იუნესკოს კომპეტენციის სფეროებში საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობ ა.

2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;

დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის ბრძანება №39 - სსმ Ш, №33, 04.03.2008 წ., მუხ.366

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო-ბიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი.

6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

7. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

     მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

1. რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება, ასევე რეგიონალური საერთაშორისო ეკონომიკური ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება;

ბ) საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის, როგორც რეგიონალური სატრანზიტო ცენტრის, პოზიციების დამკვიდრებისა და განმტკიცების მიზნით საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და სხვ.) ანალიზი რეგიონალურ ჭრილში. შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე ოფიციალური ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სუამ-ისა და დსთ-ის ფარგლებში ეკონომიკური პრობლემატიკის დამუშავება, თანამშრომლობის ახალი მიმართულებების შესახებ წინადადებების მომზადება და მათი შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობა;

ე) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში (BSEC) თანამშრომლობის კოორდინაცია. მის ფარგლებში რეგიონალური პროექტების შემუშავების და რეალიზაციის ხელშეწყობა;

ვ) აქტიური მუშაობა პროექტების განვითარების ფონდის (PDF) ფარგლებში;

ზ) აქტიური თანამშრომლობა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) და მჭიდრო ურთიერთობების განმტკიცება BSEC-სა და BSTDB-ს შორის;

თ) საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ქსელებში სრულყოფილი ჩართვის ხელშეწყობა. TRACECA-ს და INOGATE-ს რეგიონალური პროგრამების, NATO-ს ეკონომიკური დირექტორატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიზნით საქართველოს შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით ახალი წინადადებების შემუშავება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელების დიპლომატიური უზრუნველყოფა;

კ) კასპიის მდიდარი ენერგორესურსების დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობის ხელშეწყობა.

2. მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, მათ შორის გაერო-ს ქვედანაყოფებთან, განყოფილე-ბებთან და სპეციალიზებულ სააგენტოებთან (ECOSOC, UNECE, UNESCAP, UNDP, WB, IMF, IFC, ICAO, FAO, WFP, UNCTAD, UPO, ILO და სხვ.), ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD), ეუთო-სთან და ნატო-სთან (ეკონომიკური განზომილება) თანამშრომლობის კოორდინაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WTO) ურთიერთობის ხელშეწყობა;

გ) თანამშრომლობის გააქტიურება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO), საერთაშორისო საბაჟო კავშირთან (ICU) და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ISO);

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებელი კანონპროექტების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონვენციებში ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით;

ე) ძირითად ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა პრობლემატიკის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეალიზაციის გზების მიმართულებით ანალიტიკური მასალების მომზადება;

ვ) საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი და მათ შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაზე;

თ) საქართველოს შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის სრულყოფის მიზნით მიმდინარე მრავალმხრივი მოლაპარაკებე-ბისათვის და ამ სისტემაში ჩართვის მსურველ ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებებისათვის;

ი) სატრანსპორტო-სატრანზიტო სექტორში არსებული საქართველოს შედარებითი უპირატესობების სრული ათვისების ხელშეწყობა;

კ) პრიორიტეტების მიხედვით რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კონტრიბუციების სათანადო და კომპლექსური უზრუნველყოფა;

ლ) ურთიერთობების გააქტიურება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფთან (G11);

მ) ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში (WWTG) საქართველოს გაწევრიანებისა და კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი კოოპერირების დიპლომატიური უზრუნველყოფა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიმზიდველ საერთაშორისო საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

3. საერ თაშორისო კულტურული თანამშრომლობისა და იუნესკოს საქმეთა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში საქართველოს მაქსიმალურად ჩართვისა და კულტურულ- საგანმანათლებლო გაცვლების ხელშეწყობა;

ბ) ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით, საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ შესაბამის საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს სათა-ნადო მონაწილეობის ხელშეწყობა;

გ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და შესრულება;

ე) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირი და თანამშრომლობა, საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური და ქართული კულტურის ცენტრების ჩამოყალიბებისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ ქართული ენის მხარდაჭერა;

ვ) გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) თანამშრომლობის კოორდინაცია, იუნესკოს ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორცილება და მისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; იუნესკოს შტაბ-ბინასთან აქტიური თანამშრომლობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან (კულტურის ძეგლთა კონსერვაციისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრთან – ICCROM, ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოსთან – ICOMOS, საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრთან და სხვა) საქართველოს თანამ-შრომლობის განვითარება, ბოლონიის პროცესის ფარგლებში განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი ჩართვის ხელშეწყობა;

თ) დადგენილი წესით კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების პროექტების შესრულების თაობაზე წინადადებათა მომზადება;

ი) იუნესკოს კომპეტენციის სფეროებში საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა.

4. უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო არენაზე საქართველოს ეკონომიკისა და ინვესტიციებისათვის მიმზიდველი სექტორების წარმოჩენა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ტრადიციულ ბაზრებზე საქართველოს ექსპორტის პოზიციების გამტკიცება და ახალი ბაზრების მოძიების ხელშეწყობა, ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის, დამკვიდრებისა და წინსვლის მიზნით;

გ) სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სათანადო შესრულება;

 დ) ინტენსიური მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალ სავაჭრო კავშირთან (EFTA) და ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების მხარდასაჭერად;

ე) დსთ-ის სივრცეში არსებული მრავალმხრივი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გადატანა ორმხრივ ფორმატში;

ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან დადებული ორმხრივი ჩარჩო სავაჭრო-ეკონომიკური, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და ინვესტიციების წახალისების შესახებ შეთანხმებების შესრულების თაობაზე წინადადებათა მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში უცხოურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის გეოგრაფიულ დასახელებათა და წარმოშობის ნიშნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

თ) ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან რეგულარული კონსულტაციების გამართვა საქართველოში მიმდინარე საბაზრო ეკნომიკური რეფორმების წარმოჩენისათვის;

ი) უცხოური ბაზრების კონკრეტულ სეგმენტებზე/სექტორებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დამკვიდრების მიზნით, სამარკეტინგო-სარეკლამო ღონისძიებების ხელშეწყობა;

კ) საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმებში, გამოფენებში, ბაზრობებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებში ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობის ხელშეწყობა;

ლ) ქართული საქმიანი წრეების მუდმივი ინფორმირება სხვადასხვა უცხოურ ბაზრებზე არსებული სავაჭრო რეჟიმების შესახებ;

მ) ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებსა და ბიზნეს-გაერთიანებებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარების ხელშეწყობა;

ნ) პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით სუბრეგიონალურ, რეგიონალურ და გლობალურ ორგანიზაციებ-თან კონსულტაციების გამართვა ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით;

ო) ქართული საბანკო და საინვესტიციო სექტორისათვის უცხოური კაპიტალის მოზიდვისათვის და საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პოტენციალის სრულად რეალიზების ხელშეწყობა;

პ) საქართველოს, როგორც ეკონომიკურად და ინვესტიციების წახალისების კუთხით, მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბების მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან რეგულარული კონსულტაციების გამართვა, რომლებიც ქვეყნებს ანიჭებენ განვითარებისა და საინვესტიციო რეიტინგებს;

ჟ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WTO).

5. სუამ-ის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ეროვნულ კოორდინატორების საბჭოს სხდომების, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომების და უმაღლესი დონის სამიტების მომზადება, მათში აქტიური მონაწილეობა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება;

ბ) სუამ-ის ფარგლებში ,,თავისუფალი ვაჭრობის“ შეთანხმების და ,,ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის“ სრულყოფილი რეალიზაცია;

გ) ორგანიზაციაში არსებული პრიორიტეტული მიმართულებებით (ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სავაჭრო-ეკონომიკური, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და სხვა) კოოპერირების გააქტიურება;

დ) გაერთიანების ფინანსური ინსტიტუტის შექმნის ხელშეწყობა;

ე) ორგანიზაციის ფარგლებში საქმიანობის გააქტიურება საწარმოო კოოპერაციის გაღრმავების მიზნით;

ვ) სუამ-ის სახელმწიფოების მონაწილეობით კავკასიის რეგიონის გავლით კასპიის ენერგომატარებლების ტრანსპორტირების და ახალი სატრანზიტო მარშრუტების შემუშავება;

ზ) სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიების გავლით ევროპიდან აზიისაკენ მიმართული შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარების ხელშეწყობა;

თ) თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია ტურიზმის სფეროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის ბრძანება №39 - სსმ Ш, №33, 04.03.2008 წ., მუხ.366

    მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს;

ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №19, 02.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.300.009938 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1414166-1/