აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.05.2007 ძალადაკარგული 14.07.2009
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
170050000.22.027.010327
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 11/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.22.027.010.327

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №131

2007 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე

,,ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლისა და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისი ს ბრძანება №201-სსმIII,№98,11.07.2007წ., მუხ.1055

 

 

აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესი

    მუხლი 1

ეს წესი აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ სპეციალური შტამპის – აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესს.

    მუხლი 2

1. აპოსტილი წარმოადგენს შტამპს ზომით 10X10 სმ, რომელშიც განთავსებულია შესაბამისი ტექსტი.

2. აპოსტილი დაისმება ოფიციალურ დოკუმენტზე (შემდგომში – დოკუმენტი), საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულებით დადგენილი წესით.

3. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყენებს გერბიან, ორენოვან ბეჭედს, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 3

1. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დოკუმენტის მფლობელის ან სხვა ნებისმიერი პირის მომართვის საფუძველზე.

2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის, დოკუმენტის წარმომდგენი პირი ავსებს განცხადების სპეციალურ ფორმას (დანართი №1).

3. დადგენილი წესით შევსებული განცხადება აპოსტილით დასამოწმებელ დოკუმენტთან და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად ბარდება სამინისტროს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

     მუხლი 4

1. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე სამინისტროს პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველო.

2. სამინისტროს ის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები, ასევე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებულნი არიან დოკუმენტის გაცემაზე/ხელმოწერაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის, ასევე იმ ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშები, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათ მიერ გაცემულ დოკუმენტზე მოაწოდონ სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტს. აღნიშნული ვალდებულება ძალაშია მაშინაც, როდესაც იცვლება დოკუმენტზე ხელმომწერი უფლებამოსილი პირი, ბეჭედი ან შტამპი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისი ს ბრძანება №201-სსმIII,№98,11.07.2007წ., მუხ.1055

     მუხლი 5

1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ჟურნალში, სადაც აღინიშნება:

ა) აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) წარმომდგენი პირის ვინაობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები;

ბ) დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ შევსებული განცხადების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

გ) დოკუმენტის დასახელება;

დ) დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა, ხოლო ხელმოუწერელი დოკუმენტის შემთხვევაში – ბეჭდის ან შტამპის დამსმელი ორგანოს მითითება;

ე) აპოსტილით დოკუმენტის დამმოწმებელი ორგანოს დასახელება;

ვ) აპოსტილის რიგითი ნომერი და დამოწმების თარიღი;

ზ) აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო;

თ) გრაფა „შენიშვნებისათვის“.

2. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისას, აპოსტილის დანომვრა ხორციელდება უწყვეტი ნუმერაციით. აპოსტილის ნუმერაცია იწყება ერთიდან. ყოველი წლის დასაწყისში ნუმერაცია იწყება თავიდან. ნუმერაციაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში სავალდებულოა შეცდომის შესახებ აღინიშნოს გრაფაში „შენიშვნებისათვის“.

3. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი კეთდება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შემდეგ, მასზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერისთანავე.

4. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერს ასრულებს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველოს უფროსი ან მთავარი სპეციალისტი. დაუშვებელია სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით.

5. ჩანაწერის გაკეთებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესწორების შეტანის შესახებ უნდა აღინიშნოს სარეგისტრაციო ჟურნალის გრაფაში ,,შენიშვნებისათვის“ და დაესვას შესწორების შემტანი პირის ხელმოწერა და თარიღი.

6. თუ აპოსტილით დამოწმების მიზნით წარმოდგენილი იქნება ერთი დოკუმენტი რამდენიმე ეგზემპლარად, მას მიენიჭება აპოსტილის ერთი და იგივე რიგითი ნომერი და სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება ეგზემპლარების რაოდენობა.

7. აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისი ს ბრძანება №201-სსმIII,№98,11.07.2007წ., მუხ.1055

     მუხლი 6

1. აპოსტილის ბეჭედი, შტამპი და სარეგისტრაციო ჟურნალი ინახება სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველოს უფროსთან სამუშაო ადგილზე, სათანადოდ დაცულ ადგილას (ლითონის სეიფში).

2. სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი მთლიანობის დარღვევა ან დაკარგვა.

3. აპოსტილის შტამპის, ბეჭდის გამოყენებასა და სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის III სამმართველოს უფროსს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისი ს ბრძანება №201-სსმIII,№98,11.07.2007წ., მუხ.1055

 

 

დანართი №1

დამტკიცებულია საქართველოს

იუსტიციის მინისტრის 2007 წ. „ ____ “

--------------- №------ ბრძანებით.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო

საკითხთა დეპარტამენტს

                                                                                     მოქალაქის ____________________________________

 

განცხადება

 

I. ინფორმაცია განმცხადებლ ის შესახებ:

 

ა) დოკუმენტის წარმომდგენი პირი ________________________________________________________

                                                                                               სახელი, გვარი

 

ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი)

 

   ___________________________________________________________________________________________________________________________________

 

II. განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

 

III. აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტი (დოკუმენტები), მისი რაოდენობა და რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე, ნომერი, ხელმომწერი პირის სტატუსი):

1) _________________________________________________________________________________________________

2) _________________________________________________________________________________________________

3) _________________________________________________________________________________________________

4) _________________________________________________________________________________________________

5) _________________________________________________________________________________________________

6) _________________________________________________________________________________________________

7) _________________________________________________________________________________________________

8) _________________________________________________________________________________________________

9) _________________________________________________________________________________________________

10) ________________________________________________________________________________________________

 

IV. აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო:

______________________________________________________________________________________

 

V. დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:

 

_____________________________________________ ლარი

 

განცხადების შემომტანი პირის ხელმოწერა                დოკუმენტის მიმღები პირის ხელმოწერა

 

____________________________________________________________                                        _______________________________________________________________

               შემოტანის თარიღი                                             (სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის

                                                                                                                        III სამმართველოს უფლებამოსილი პირი)

                                     

____________________________________________________________

                         რიცხვი/თვე/წელი

 

__________________________________________________________________

 (გაცემის თარიღი)

 

 

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის                         აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის    

                        მიმღები პირი                                                                      გამცემი პირი

--------------------------------------------------                    ----------------------------------------------------

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)                                                        (სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტის

III სამმართველოს უფლებამოსილი პირის

სახელი, გვარი, ხელმოწერა)   

 

-----------------------------------------------                       -----------------------------------------------------

                   (რიცხვი/თვე/წელი)                                                                                       (რიცხვი/თვე/წელი)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისი ს ბრძანება №201-სსმIII,№98,11.07.2007წ., მუხ.1055

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე“, №131, 11.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 170050000.22.027.010327 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1415036-1/