საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №479 „სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.510
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №479
2005 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის, 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 269-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმა” და „სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის დანართი” (დანართი №1, №2).
2. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული „სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია”.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №1401-სსმIII,№156, 21.11.2006წ.,მუხ.2157
დანართი №1
ინსტრუქცია
სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დეკლარაციის შევსება წარმოებს მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.
2. დეკლარაციის შევსება ხდება გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ხელმოწერით. ამასთან, სახელი და გვარი, ხელმოწერის თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მიეთითება სრულად.
4. საგადასახადო დეკლარაცია ხელმოწერილი უნდა იყოს გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის (მისი არყოფნის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში, მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის) მიერ გვარის, სახელისა და თანამდებობის მითითებით. მონაცემები დამოწმებული უნდა იყოს გადამხდელის ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში). საგადასახადო ორგანოს წარედგინება საგადასახადო დეკლარაციების ორიგინალები ან დამოწმებული ასლები.
5. დეკლარაციის და დანართების უჯრებში (სტრიქონებში), რომლებშიც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო დასახელებულ სტრიქონებში შეიტანება განსხვავებული მონაცემები, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
6. საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დებულებებიდან გამომდინარე, გადამხდელები ვალდებულნი არიან შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ცალცალკე. ხარჯების ცალკეული ელემენტების ცალ-ცალკე აღრიცხვის შეუძლებლობის შემთხვევაში ხარჯების ასეთი ელემენტები სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობებზე ნაწილდება ასეთი საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლების პროპორციულად.
მაგალითი 1:
მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა მეფრინველეობას, პარალელურად, იჯარით გაცემული აქვს არასაწარმოო ნაგებობის ნაწილი, რომლის საექსპლოატაციო ხარჯების გაღება (მოვლა, დაცვა, კომუნალური გადასახადები და სხვა) სათანადო შეთანხმებით გამქირავებელს ეკისრება.
მეწარმე ფიზიკურმა პირმა საანგარიშო წელს ერთობლივი შემოსავლების სახით 150000 ლარი მიიღო, მათ შორის, სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან (ქათმის ხორცის და კვერცხის რეალიზაციიდან) – 140000 ლარი, შენობის იჯარით გაცემიდან – 10000 ლარი. აღნიშნული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით გამოქვითვას დაქვემდებარებულმა ხარჯმა შეადგინა 100000 ლარი, მ.შ. ფრინველების საკვების შეძენაზე დახარჯულია – 60000 ლარი, დაქირავებულთა ხელფასზე – 20000 ლარი (აქედან იჯარით გაცემული შენობის მოვლისათვის დასაქმებულ დაქირავებულებზე – 1000 ლარი), სარემონტო სამუშაოებზე – 5000 ლარი (სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა როგორც სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებულ, ასევე იჯარით გაცემული შენობების ფასადს) და სხვა საექსპლოატაციო სამუშაოებზე – 15000 ლარი (აქედან იჯარით გაცემული შენობის საექსპლოატაციო ხარჯია – 2000 ლარი).
მოცემულ შემთვევაში გადამხდელმა შენობის ფასადების რემონტზე დახარჯულ თანხები 5000 ლარი, უნდა გაანაწილოს სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების პორპორციულად, კერძოდ:
საანგარიშო პერიოდში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში (150000 ლარი) სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 140000 ლარს ანუ 93,4 პროცენტს, ხოლო არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი – 10000 ლარს, ანუ 6,6 პროცენტს. სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯებიც განაწილდება ასეთივე პროპორციით, შესაბამისად 4680 ლარი (5000X93,6%) და 320 ლარი (5000X6,6%).
მეწარმე ფიზიკური პირის საანგარიშო წლის სოციალური გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი (სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან) იქნება 43320 ლარი (140000-60000-19000-130004680).
მუხლი 2. დეკლარაციის შევსების წესი
1. სატიტულო გვერდის პირველი ნაწილის შესაბამის უჯრებში და სტრიქონებზე ჩაიწერება:
ა) უჯრებში „საიდენტიფიკაციო ნომერი“ – გადამხდელზე საგადასახადო რეგისტრაციისას საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) უჯრებში „საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის პირადი ნომერი“ – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი;
გ) უჯრაში „ეკონომიკური საქმიანობის კოდი“ – განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის კოდი (ეკონომიკური საქმიანობის სახის კოდი საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით);
დ) უჯრაში „საანგარიშო წელი“ – საანგარიშო წელი;
ე) უჯრაში „დეკლარაციის სახე“ ჩაიწერება „1“, თუ დეკლარაცია არის პირველი. თუ გადამხდელმა ამის შემდეგ წარმოადგინა იგივე საანგარიშო წლის შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაცია, აღნიშნულ უჯრაში ჩაიწერება „2“, რაც ნიშნავს, რომ დეკლარაცია არ არის პირველადი;
ვ) სტრიქონზე „საგადასახადო ორგანოს დასახელება“ – ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია;
ზ) სტრიქონზე „გადამხდელის სრული დასახელება – სახელი, გვარი“ მიეთითება მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი სრულად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;
თ) სტრიქონზე „მისამართი: ქალაქი/რაიონი, ბინა, ნაგებობა, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი“ – გადადამხდელის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.
2. დეკლარაციის ფორმის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. იგი მოიცავს მონაცემებს დეკლარაციის წარდგენის შესახებ, კერძოდ:
ა) დეკლარაციის წარმოდგენის ფორმას – ფოსტითაა გამოგზავნილი თუ წარმოდგენილია პირადად;
ბ) გვერდების და დანართების რაოდენობას;
გ) წარმოდგენის თარიღს;
დ) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერს;
ე) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომელმაც მიიღო დეკლარაცია და დაადასტურა ხელმოწერით;
ვ) გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. დეკლარაციის III ნაწილის უჯრებში ჩაიწერება:
ა) პირველ უჯრაში – საგადასახადო წლის მიხედვით მიღებული შემოსავალი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების გათვალისწინებით, რომელიც განიხილება სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტად (უჯრა 2+34+5);
ბ) მე-2 უჯრაში – საგადასახადო წლის მიხედვით სამეწარმეოეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალები საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
გ) მე-3 უჯრაში – შემოსავლები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან, კერძოდ: სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო და სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მ.შ. საგადასახადო კონსულტაცია), სასოფლოსამეურნეო ან სატყეოსამეურნეო საქმიანობიდან;
დ) მე-4 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამის უჯრაში ასახული მონაცემი;
ე) მე-5 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამის უჯრაში ასახული მონაცემი;
ვ) მე-6 უჯრაში – მე-2 და მე-3 უჯრებში ასახული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული და საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები;
ზ) მე-7 უჯრაში – პირველი და მე6 უჯრების მონაცემების სხვაობის დადებითი სიდიდე. უარყოფითი მონაცემის შემთხვევაში იწერება „0“.
მაგალითი: 2
გადამხდელმა საგადასახადო წლის მიხედვით სამეწარმეოეკონომიკური საქმიანობიდან მიიღო შემოსავალები 10000 ლარი, ხოლო გამოქვითვას დაქვემდებარებულმა ხარჯებმა შეადგინა 14000 ლარი.
სხვა დამატებითი პირობების არარსებობის შემთხვევაში წლიური დეკლარაციის მე7 უჯრაში ჩაიწერება „0“.
თ) მე-8 უჯრაში – მეწარმე ფიზიკური პირის მიერ წინა წლების საქმიანობიდან მიღებული ზარალი საგადასახადო კოდექსის 191ე და 192ე მუხლების ნორმების გათვალისწინებით;
ი) მე-9 უჯრაში – საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით სოციალური გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი;
კ) მე-10 უჯრაში – სოციალური გადასახადი ხელფასისა და სხვა სახის შრომის (მომსახურების) ანაზღაურებაზე;
ლ) მე-11 უჯრაში – დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 7-8-9-10);
მ) მე-12 უჯრაში – სოციალური გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე (უჯრა 11 X 20%);
ნ) მე-13 უჯრაში – საანგარიშო წელში დარიცხული მიმდინარე გადასახდელები;
ო) მე-14 უჯრაში – გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდისათვის (უჯრა 1213);
პ) მე-15 უჯრაში – საანგარიშო პერიოდის მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხა (უჯრა 131-2);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №1401-სსმIII,№156, 21.11.2006წ.,მუხ.2157
დანართი №2
სოციალური გადასახადის წლიური
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
I ნაწილი
| საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
| გვერდი |
|
|
|
| საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის პირადი ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||
| ეკონომიკური საქმიანობის კოდი |
|
|
|
|
|
|
| საანგარიშო წელი |
|
|
|
|
|
| დეკლარაციის სახე |
|
წარედგინება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გადამხდელის სრული დასახელება – გვარი, სახელი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, ნაგებობა, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი
| დეკლარაცია შედგენილია |
|
|
| ფურცელზე თანდართული დოკუმენტები |
|
|
|
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| გადამხდელი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| (სახელი, გვარი) |
| (ხელის მოწერა) |
| (თარიღი) (თვე) (წელი) | |||||||||
II ნაწილი
ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ
აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ:
| დეკლარაცია წარმოდგენილია ფოსტით |
| პირადად |
|
| |||||||||||||||||||||||||||
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||
| მოცემული დეკლარაცია შედგენილია |
| ფურცელზე | |||||||||||||||||||||||||||||
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
| თანდართული დოკუმენტები |
|
|
| გვერდზე |
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
| წარმოდგენის თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
| რეგისტრაციის ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||
–––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
| გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
III ნაწილი
სოციალური გადასახადის გაანგარიშება
| შემოსავალი (უჯრა 2+3–4+5) |
| 1 |
|
| |||
| შემოსავალი სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან | 2 |
|
| ||||
| შემოსავალი, `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონის 1ლი მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან | 3 |
|
| ||||
| საწყისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა | 4 |
|
|
| |||
| საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობა |
| 5 |
|
| |||
| მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვები | 6 |
|
| ||||
| შემოსავალი გამოქვითვების გამოკლებით (უჯრა 1 – 6) |
| 7 |
|
| |||
| გამოქვითვას დაქვემდებარებული წინა წლების ზარალი | 8 |
|
|
| |||
| საგადასახადო შეღავათები | 9 |
|
| ||||
| სოციალური გადასახადი ხელფასისა და სხვა სახის შრომის (მომსახურების) ანაზღაურებაზე | 10 |
|
| ||||
| დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 7 –8 – 9–10) |
| 11 |
|
| |||
| სოციალური გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე (უჯრა 11 X 20 %) | 12 |
| |||||
| საანგარიშო წელში დარიცხული მიმდინარე გადასახდელები | 13 |
|
| ||||
| გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდისათვის (უჯრა 12 – უჯრა 13) |
| 14 |
| ||||
| საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი თანხა (უჯრა 13 – უჯრა 12) | 15 |
|
| ||||
| |||||||
შენიშვნა:
– დეკლარაციას საგადასახადო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად წარადგენენ საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამხდელები.
– შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვისათვის საავადმყოფო ფურცლების საფუძველზე სოციალური დაზღვევის ფონდიდან ადგილზე გაცემული თანხები სოციალური გადასახადის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ ღებულობს.
გაანგარიშების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
| გადამხდელი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| (სახელი, გვარი) |
| (ხელის მოწერა) |
| (თარიღი), (თვე) (წელი) | |||||||||
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №1401-სსმIII,№156, 21.11.2006წ.,მუხ.2157
+
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №479 „სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.510
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №479
2005 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის, 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 269-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმა” და „სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის დანართი” (დანართი №1, №2).
2. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული „სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია”.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №1401-სსმIII,№156, 21.11.2006წ.,მუხ.2157
დანართი №1
ინსტრუქცია
სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. დეკლარაციის შევსება წარმოებს მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.
2. დეკლარაციის შევსება ხდება გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ხელმოწერით. ამასთან, სახელი და გვარი, ხელმოწერის თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მიეთითება სრულად.
4. საგადასახადო დეკლარაცია ხელმოწერილი უნდა იყოს გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის (მისი არყოფნის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში, მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის) მიერ გვარის, სახელისა და თანამდებობის მითითებით. მონაცემები დამოწმებული უნდა იყოს გადამხდელის ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში). საგადასახადო ორგანოს წარედგინება საგადასახადო დეკლარაციების ორიგინალები ან დამოწმებული ასლები.
5. დეკლარაციის და დანართების უჯრებში (სტრიქონებში), რომლებშიც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო დასახელებულ სტრიქონებში შეიტანება განსხვავებული მონაცემები, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
6. საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დებულებებიდან გამომდინარე, გადამხდელები ვალდებულნი არიან შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ცალცალკე. ხარჯების ცალკეული ელემენტების ცალ-ცალკე აღრიცხვის შეუძლებლობის შემთხვევაში ხარჯების ასეთი ელემენტები სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობებზე ნაწილდება ასეთი საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლების პროპორციულად.
მაგალითი 1:
მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა მეფრინველეობას, პარალელურად, იჯარით გაცემული აქვს არასაწარმოო ნაგებობის ნაწილი, რომლის საექსპლოატაციო ხარჯების გაღება (მოვლა, დაცვა, კომუნალური გადასახადები და სხვა) სათანადო შეთანხმებით გამქირავებელს ეკისრება.
მეწარმე ფიზიკურმა პირმა საანგარიშო წელს ერთობლივი შემოსავლების სახით 150000 ლარი მიიღო, მათ შორის, სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან (ქათმის ხორცის და კვერცხის რეალიზაციიდან) – 140000 ლარი, შენობის იჯარით გაცემიდან – 10000 ლარი. აღნიშნული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით გამოქვითვას დაქვემდებარებულმა ხარჯმა შეადგინა 100000 ლარი, მ.შ. ფრინველების საკვების შეძენაზე დახარჯულია – 60000 ლარი, დაქირავებულთა ხელფასზე – 20000 ლარი (აქედან იჯარით გაცემული შენობის მოვლისათვის დასაქმებულ დაქირავებულებზე – 1000 ლარი), სარემონტო სამუშაოებზე – 5000 ლარი (სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა როგორც სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებულ, ასევე იჯარით გაცემული შენობების ფასადს) და სხვა საექსპლოატაციო სამუშაოებზე – 15000 ლარი (აქედან იჯარით გაცემული შენობის საექსპლოატაციო ხარჯია – 2000 ლარი).
მოცემულ შემთვევაში გადამხდელმა შენობის ფასადების რემონტზე დახარჯულ თანხები 5000 ლარი, უნდა გაანაწილოს სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების პორპორციულად, კერძოდ:
საანგარიშო პერიოდში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში (150000 ლარი) სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 140000 ლარს ანუ 93,4 პროცენტს, ხოლო არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი – 10000 ლარს, ანუ 6,6 პროცენტს. სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯებიც განაწილდება ასეთივე პროპორციით, შესაბამისად 4680 ლარი (5000X93,6%) და 320 ლარი (5000X6,6%).
მეწარმე ფიზიკური პირის საანგარიშო წლის სოციალური გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი (სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან) იქნება 43320 ლარი (140000-60000-19000-130004680).
მუხლი 2. დეკლარაციის შევსების წესი
1. სატიტულო გვერდის პირველი ნაწილის შესაბამის უჯრებში და სტრიქონებზე ჩაიწერება:
ა) უჯრებში „საიდენტიფიკაციო ნომერი“ – გადამხდელზე საგადასახადო რეგისტრაციისას საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) უჯრებში „საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის პირადი ნომერი“ – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი;
გ) უჯრაში „ეკონომიკური საქმიანობის კოდი“ – განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის კოდი (ეკონომიკური საქმიანობის სახის კოდი საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით);
დ) უჯრაში „საანგარიშო წელი“ – საანგარიშო წელი;
ე) უჯრაში „დეკლარაციის სახე“ ჩაიწერება „1“, თუ დეკლარაცია არის პირველი. თუ გადამხდელმა ამის შემდეგ წარმოადგინა იგივე საანგარიშო წლის შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაცია, აღნიშნულ უჯრაში ჩაიწერება „2“, რაც ნიშნავს, რომ დეკლარაცია არ არის პირველადი;
ვ) სტრიქონზე „საგადასახადო ორგანოს დასახელება“ – ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია;
ზ) სტრიქონზე „გადამხდელის სრული დასახელება – სახელი, გვარი“ მიეთითება მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი სრულად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;
თ) სტრიქონზე „მისამართი: ქალაქი/რაიონი, ბინა, ნაგებობა, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი“ – გადადამხდელის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.
2. დეკლარაციის ფორმის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. იგი მოიცავს მონაცემებს დეკლარაციის წარდგენის შესახებ, კერძოდ:
ა) დეკლარაციის წარმოდგენის ფორმას – ფოსტითაა გამოგზავნილი თუ წარმოდგენილია პირადად;
ბ) გვერდების და დანართების რაოდენობას;
გ) წარმოდგენის თარიღს;
დ) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერს;
ე) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომელმაც მიიღო დეკლარაცია და დაადასტურა ხელმოწერით;
ვ) გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. დეკლარაციის III ნაწილის უჯრებში ჩაიწერება:
ა) პირველ უჯრაში – საგადასახადო წლის მიხედვით მიღებული შემოსავალი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების გათვალისწინებით, რომელიც განიხილება სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტად (უჯრა 2+34+5);
ბ) მე-2 უჯრაში – საგადასახადო წლის მიხედვით სამეწარმეოეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალები საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
გ) მე-3 უჯრაში – შემოსავლები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან, კერძოდ: სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო და სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მ.შ. საგადასახადო კონსულტაცია), სასოფლოსამეურნეო ან სატყეოსამეურნეო საქმიანობიდან;
დ) მე-4 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამის უჯრაში ასახული მონაცემი;
ე) მე-5 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამის უჯრაში ასახული მონაცემი;
ვ) მე-6 უჯრაში – მე-2 და მე-3 უჯრებში ასახული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული და საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები;
ზ) მე-7 უჯრაში – პირველი და მე6 უჯრების მონაცემების სხვაობის დადებითი სიდიდე. უარყოფითი მონაცემის შემთხვევაში იწერება „0“.
მაგალითი: 2
გადამხდელმა საგადასახადო წლის მიხედვით სამეწარმეოეკონომიკური საქმიანობიდან მიიღო შემოსავალები 10000 ლარი, ხოლო გამოქვითვას დაქვემდებარებულმა ხარჯებმა შეადგინა 14000 ლარი.
სხვა დამატებითი პირობების არარსებობის შემთხვევაში წლიური დეკლარაციის მე7 უჯრაში ჩაიწერება „0“.
თ) მე-8 უჯრაში – მეწარმე ფიზიკური პირის მიერ წინა წლების საქმიანობიდან მიღებული ზარალი საგადასახადო კოდექსის 191ე და 192ე მუხლების ნორმების გათვალისწინებით;
ი) მე-9 უჯრაში – საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით სოციალური გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი;
კ) მე-10 უჯრაში – სოციალური გადასახადი ხელფასისა და სხვა სახის შრომის (მომსახურების) ანაზღაურებაზე;
ლ) მე-11 უჯრაში – დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 7-8-9-10);
მ) მე-12 უჯრაში – სოციალური გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე (უჯრა 11 X 20%);
ნ) მე-13 უჯრაში – საანგარიშო წელში დარიცხული მიმდინარე გადასახდელები;
ო) მე-14 უჯრაში – გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდისათვის (უჯრა 1213);
პ) მე-15 უჯრაში – საანგარიშო პერიოდის მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხა (უჯრა 131-2);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №1401-სსმIII,№156, 21.11.2006წ.,მუხ.2157
დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ს ა გ ა დ ა ს ა ხ ა დ ო დ ე პ ა რ ტ ა მ ე ნ ტ ი
სოციალური გადასახადის წლიური
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
I ნაწილი
საიდენტიფიკაციო ნომერი
გვერდი
ეკონომიკური საქმიანობის კოდი
| საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის პირადი ნომერი
|
საანგარიშო წელი
დეკლარაციის სახე
წარედგინება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გადამხდელის სრული დასახელება სახელი, გვარი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)
დეკლარაცია შედგენილია
წარედგინება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გადამხდელის სრული დასახელება – გვარი, სახელი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, ნაგებობა, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი
| დეკლარაცია შედგენილია |
ფურცელზე თანდართული დოკუმენტები
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
გადამხდელი
(სახელი, გვარი)
(ხელის მოწერა)
(თარიღი), (თვე) (წელი)
(თარიღი) (თვე) (წელი)
II ნაწილი
ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ
აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ:
დეკლარაცია წარმოდგენილია ფოსტით
| დეკლარაცია წარმოდგენილია ფოსტით |
პირადად
მოცემული დეკლარაცია შედგენილია
მოცემული დეკლარაცია შედგენილია
ფურცელზე
თანდართული დოკუმენტები
თანდართული დოკუმენტები
გვერდზე
წარმოდგენის თარიღი
წარმოდგენის თარიღი
რეგისტრაციის ნომერი
–––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––
(სახელი გვარი) (ხელმოწერა)
–––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი
ნაწილი III – სოციალური გადასახადის გაანგარიშება
III ნაწილი
სოციალური გადასახადის გაანგარიშება
შემოსავალი (უჯრა 2+3–4+5)
1
შემოსავალი სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან
2
შემოსავალი, `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონის 1ლი მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან
შემოსავალი, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 1 მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან
3
საწყისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობა
4
საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობა
5
მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვები
გამოქვითვები: (უჯრა 7დან 18ის ჩათვლით)
6
შემოსავალი გამოქვითვების გამოკლებით (უჯრა 1 – 6)
ხელფასის სახით განაცემები, რომელიც უკავშირდება შემოსავლების მიღებას
7
გამოქვითვას დაქვემდებარებული წინა წლების ზარალი
შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეული
8
საგადასახადო შეღავათები
ელენერგია
9
სოციალური გადასახადი ხელფასისა და სხვა სახის შრომის (მომსახურების) ანაზღაურებაზე
ამორტიზაცია
10
დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 7 –8 – 9–10)
შესყიდული, ლიზინგით მიღებული ან საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებები
11
სოციალური გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე
(უჯრა 11 X 20 %)
ძირითადი საშუალებების რემონტი
12
საანგარიშო წელში დარიცხული მიმდინარე გადასახდელები
კრედიტისათვის გადახდილი პროცენტი
13
ხარჯები უიმედო ვალებზე
14
სადაზღვევო ხარჯები
15
წარმომადგენლობითი ხარჯები
16
შეძენილი მომსახურება, გარდა სხვა სტრიქონებში ასახულისა
17
გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები
18
შემოსავალი ხარჯების გამოკლებით (უჯრა 1 – 6)
19
გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდისათვის
წინა წლების ზარალის გამოქვითვა
20
(უჯრა 12 – უჯრა 13)
საგადასახადო შეღავათები
21
ბიუჯეტის კუთვნილი სოციალური გადასახადი
22
დასაბეგრი შემოსავალი (უჯრა 19 –20 – 21–22)
23
14
სოციალური გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე
(უჯრა 23 X 20 %)
24
გადახდილი მიმდინარე გადასახდელები:
25
საგადასახადო დავალება №
თარიღი
თანხა
გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდისათვის
(უჯრა 24 – უჯრა 25)
საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი თანხა
26
(უჯრა 13 – უჯრა 12)
ზედმეტად გადახდილი თანხა საანგარიშო პერიოდისათვის
(უჯრა 25 – უჯრა 24)
27
15
შენიშვნა:
– დეკლარაციას საგადასახადო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად წარადგენენ საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამხდელები.
– დეკლარაციას საგადასახადო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად წარადგენენ საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამხდელები.
– შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვისათვის საავადმყოფო ფურცლების საფუძველზე სოციალური დაზღვევის ფონდიდან ადგილზე გაცემული თანხები სოციალური გადასახადის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ ღებულობს.
გაანგარიშების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
გადამხდელი
(სახელი, გვარი)
(ხელის მოწერა)
(თარიღი), (თვე) (წელი)
დანართი №2
სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის დანართი
№
შემოსავლების დასახელება
თანხა ლარებში
1
შემოსავლები სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან
(სტ.+2+3+4+5+6+7+8+9+10+11+12)
2
საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები; მ.შ. საქონლის (მომსახურების გამოყენება საკუთარი მოხმარებისათვის თუ ამ საქონლის (მომსახურების) ღირებულება არ მიეკუთვნება წარმოებისა და მიმოქცევის ხარჯებს
3
სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი
4
სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვის ან საწარმოს დახურვის შედეგად მიღებული შემოსავლები
5
ძირითად საშუალებათა და სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული არამატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული თანხები რომლებიც შემოსავალში შეიტანება საგადასახდო კოდექსის 183ე მუხლის მე7 ნაწილის მიხევით.
6
კომპენსირებული გამოქვითვები საგადასახადო კოდექსის 209ე მუხლის მიხედვით
7
ქონების ლიზინგით, იჯარით ან სხვა ასეთი ფორმით გაცემით მიღებული შემოსავლები
8
სხვაობა საბაზრო ფასსა და აქტივების სარეალიზაციო ფასს შორის აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას
9
აქციზური მარკების დანაკლისი ან/და იმპროტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში იმპორტის განუხორციელებლობა.
10
საქონლის დანაკლისი
11
საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის ან ფასიანი ქაღალდების შეძენით (რეალიზაციით), ობლიგაციებისა და სხვა სავალო ვალდებულებათა შეძენით (რეალიზაციით), საპაიო საინვესტიციო ფონდში პაის შეძენით (რეალიზაციით), აგრეთვე გამყიდველის საკუთებაში არსებული საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლებების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი
12
სხვა სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები
13
შემოსავლები "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 1 მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან (სტ.14+15+16+17+18+19+20+21)
14
სახელოვნებო საქმიანობიდან
15
სამეცნიერო საქმიანობიდან
16
სამედიცინო საქმიანობიდან
17
არქიტექტურული საქმიანობიდან
18
საადვოკატო და სანოტარო საქმიანობიდან
19
სააუდიტო საქმიანობიდან
20
საკონსულტაციო საქმიანობიდან
21
სასოფლოსამეურნეო ან სატყეოსამეურნეო საქმიანობიდან
(სახელი, გვარი)
(ხელის მოწერა)
(თარიღი), (თვე) (წელი)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №1401-სსმIII,№156, 21.11.2006წ.,მუხ.2157
ინსტრუქცია
სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. გადამხდელი, ეკონომიკური საქმიანობის შეწყვიტისას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს 30 დღის ვადაში.
2. დეკლარაციაში შემოსავლები და ხარჯები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ დასაბეგრი შემოსავლების (გამოქვითვების) განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან მრავალჯერ ჩართული.
3. დეკლარაციის შევსება წარმოებს მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.
4. დეკლარაციის შევსება ხდება გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
5. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ხელმოწერით. ამასთან, სახელი და გვარი ხელმოწერის თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მიეთითება სრულად.
6. საგადასახადო დეკლარაცია ხელმოწერილი უნდა იყოს გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის (მისი არყოფნის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში – მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის) მიერ გვარის, სახელისა და თანამდებობის მითითებით. მონაცემები დამოწმებული უნდა იყოს გადამხდელის ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში). საგადასახადო ორგანოს წარედგინება საგადასახადო დეკლარაციების ორიგინალები ან დამოწმებული ასლები.
7. დეკლარაციის და დანართების უჯრებში (სტრიქონებში), რომლებშიც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო დასახელებულ სტრიქონებში შეიტანება განსხვავებული მონაცემები, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
8. იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეწარმე ფიზიკური პირებისა და ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირების სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სამეწარმეო საქმიანობით მიღებული და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავლები, გადამხდელები ვალდებულნი არიან შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ცალცალკე. ხარჯების ცალკეული ელემენტების ცალცალკე აღრიცხვის შეუძლებლობის შემთხვევაში დასაშვებია ხარჯების ასეთი ელემენტები სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობებზე განაწილდეს ასეთი საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლების პროპორციულად.
მაგალითი 1
მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა მეფრინველეობის მოშენებას, მის პარალელურად იჯარით გაცემული აქვს არასაწარმოო კორპუსის ნაწილი, რომლის საექსპლოატაციო ხარჯების გაღება (მოვლა, პატრონობა, კომუნალური გადასახადები და სხვა) სათანადო შეთანხმებით გამქირავებელს ეკისრება.
პირობითად აღნიშნულმა მეწარმემ საანგარიშო წელში ერთობლივი შემოსავლების სახით 150000 ლარი მიიღი, მათ შორის, სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან (ქათმის და კვერცხის რეალიზაციიდან) – 140000 ლარი, შენობის გაქირავებიდან – 10000 ლარი. აღნიშნული ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით გამოქვითვას დაქვემდებარებულმა ხარჯმა შეადგინა 100000 ლარი, მ.შ. ფრინველების საკვების შეძენაზე დახარჯულია – 60000 ლარი, დაქირავებულთა ხელფასზე – 20000 ლარი, (აქედან იჯარით გაცემული შენობის მოვლისათვის დასაქმებულ დაქირავებულებზე – 1000 ლარი), სარემონტო სამუშაოებზე – 5000 ლარი (სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა როგორც სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებულ, ასევე იჯარით გაცემული შენობების ფასადს) და სხვა საექსპლოატაციო სამუშაოებზე –15000 ლარი (აქედან იჯარით გაცემული შენობის საექსპლოატაციო ხარჯია – 2000 ლარი).
როგორც მაგალითიდან ჩანს, გადამხდელმა ცალკე ვერ აღრიცხა შენობის ფასადების რემონტზე დახარჯული თანხები. ამ პირობებში სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხა – 5000 ლარი უნდა განაწილდეს სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების პორპორციულად.
საანგარიშო პერიოდში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში (150000 ლარი) სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 140000 ლარს, ანუ 93,4 პროცენტს, ხოლო არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი – 10000 ლარს, ანუ 6,6 პროცენტს. სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯებიც განაწილდება ასეთივე პროპორციით, შესაბამისად, 4680 ლარი (5000X93,6%) და 320 ლარი (5000X6,6%).
ამ მეწარმე ფიზიკური პირის საანგარიშო წლის სოციალური გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი (სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან) იქნება 43320 ლარი (140000–60000–19000–13000–4680).
9. დეკლარაციის ფორმის III ნაწილის უჯრებში მაჩვენებლების გაანგარიშება და ასახვა ხდება ლარებში.
მუხლი 2. დეკლარაციის შევსების წესი
1. სატიტულო გვერდის პირველი ნაწილის შესაბამის უჯრებში და სტრიქონებზე ჩაიწერება:
ა) უჯრებში „საიდენტიფიკაციო ნომერი” – გადამხდელზე საგადასახადო რეგისტრაციისას საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) უჯრაში „ეკონომიკური საქმიანობის კოდი” – განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის კოდი (ეკონომიკური საქმიანობის სახეობების კლასიფიკატორის მიხედვით);
გ) უჯრაში „საანგარიშო წელი” – საანგარიშო წელი;
დ) უჯრაში „დეკლარაციის სახე” – „1". თუ დეკლარაცია წარმოდგენილია დაზუსტების (კორექტირების) მიზნით, მაშინ უჯრაში ერთის ნაცვლად ჩაიწერება „2”.
მაგალითი 2
გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში პირველ აპრილს წარმოადგინა გასული საანგარიშო წლის წლიური დეკლარაცია. ამ პირობებში დეკლარაციის ამ უჯრაში ჩაიწერება “1”, რაც ნიშნავს, რომ დეკლარაცია არის პირველი. თუ გადამხდელმა ამის შემდეგ წარმოადგინა იგივე საანგარიშო წლის წლიური დეკლარაცია დაზუსტების მიზნით, ამ უჯრაში ჩაიწერება “2”, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაცია წარმოდგენილია მეორედ დაზუსტების მიზნით.
ე) სტრიქონზე „საგადასახადო ორგანოს დასახელება”– ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია;
ვ) სტრიქონზე „გადამხდელის სრული დასახელება – სახელი, გვარი” მიეთითება მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი სრულად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;
ზ) სტრიქონზე „მისამართი ქალაქი/რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი” – გადადამხდელის საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.
2. დეკლარაციის ფორმის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. იგი მოიცავს მონაცემებს დეკლარაციის წარდგენის შესახებ, კერძოდ:
ა) დეკლარაციის წარმოდგენის ფორმას – ფოსტითაა გამოგზავნილი თუ წარმოდგენილია პირადად;
ბ) გვერდების და დანართების რაოდენობას;
გ) წარმოდგენის თარიღს;
დ) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერს;
ე) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომელმაც მიიღო დეკლარაცია და დაადასტურა ხელმოწერით;
ვ) გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
3. დეკლარაციის III ნაწილის უჯრებში და გრაფებში ჩაიწერება:
ა) პირველ უჯრაში – შემოსავალი (უჯრა 2+3–4+5);
ბ) მე-2 უჯრაში – დანართი №2-ის პირველი სტრიქონის მონაცემი;
გ) მე-3 უჯრაში – დანართი №2-ის მე13 სტრიქონის მონაცემი;
დ) მე-4 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-5 უჯრაში ასახული მონაცემი;
ე) მე-5 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-6 უჯრაში ასახული მონაცემი;
ვ) მე-7 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-8 უჯრაში ასახული მონაცემი (გარდა არასამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელფასისა);
ზ) მე-8 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-9 უჯრაში ასახული მონაცემი;
თ) მე-9 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-10 უჯრაში ასახული მონაცემი;
ი) მე-10 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-11 უჯრაში ასახული მონაცემი;
კ) მე-11 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-12 უჯრაში ასახული მონაცემი;
ლ) მე-12 უჯრაში –საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-13 უჯრაში ასახული მონაცემი;
მ) მე-13 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-14 უჯრაში ასახული მონაცემი;
ნ) მე-14 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-15 უჯრაში ასახული მონაცემი;
ო) მე-15 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-16 უჯრაში ასახული მონაცემი;
პ) მე-16 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-17 უჯრაში ასახული მონაცემი;
ჟ) მე-17 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-18 უჯრაში ასახული მონაცემი;
რ) მე-18 უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის მე-19 უჯრაში ასახული მონაცემი, გარდა სოციალური გადასახადისა და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირბული გამოქვითვას დაქვემდებარებული საჯარიმო სანქციებისა;
ს) მე-20 უჯრაში – მეწარმე ფიზიკური პირის მიერ წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა;
ტ) 21-ე უჯრაში – საგადასახადო კოედქსის 270-ე მუხლის მიხედვით სოციალური გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი;
უ) 22-ე უჯრაში – ყოველთვიურად ხელფასის ან შრომის სხვა ანაზღაურების გაცემული თანხების მიხედვით ბიუეჯეტის კუთვნილი სოციალური გადასახადი (გადმოიცემა საანგარიშო წლის დეკემბრის სოციალური გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის II ნაწილის მე-12 უჯრაში ნაზარდი ჯამით გამოანგარიშებული და ასახული სოციალური გადასახადი);
ფ) 23-ე უჯრაში – სოციალური გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი;
ქ) 24-ე უჯრაში – სოციალური გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც განისაზღვრება 23ე უჯრის 20 %ს ოდენობით;
ღ) 25-ე უჯრაში – საანგარიშო წელში მიმდინარე გადასახადელების სახით ბიუჯეტში გადახდილი თანხების ჯამური მონაცემი;
ყ) 26-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში გადასახდელი სოციალური გადასახადი, ანუ 24-ე და 25ე უჯრების სხვაობის დადებითი სალდო;
შ) 27-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდისათვის ზედმეტად გადახდილი სოციალური გადასახადი, ანუ 24-ე და 25-ე უჯრების უარყოფითი სალდო;
ჩ) საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მითითებული უჯრებიდან და მისი დანართების შესაბამისი სტრიქონებიდან სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის მითითებულ უჯრებში გადმოიტანება მხოლოდ სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემები.
4. „სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის დანართის” სტრიქონების შესაბამის უჯრებში ჩაიწერება:
ა) პირველი სტრიქონის უჯრაში – შემოსავლები სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან (სტრ. 2+3+4+5+6+7+8+9+10+11+12);
ბ) მე-2 სტრიქონის უჯრაში – შემოსავლები გადამხდელის ძირითადი საქმიანობიდან. კერძოდ, საქონლის (მომსახურების) მიწოდებით მიღებული შემოსავლები, მათ შორის, საქონლის (მომსახურების) გამოყენება საკუთარი მოხმარებისთვის, თუ მისი ღირებულება არ მიეკუთვნება წარმოებისა და მიმოქცევის ხარჯებს;
გ) მე-3 სტრიქონის უჯრაში – აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლები, მათ შორის, არაამორტიზირებადი და ერთეულის 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშულებების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
დ) მე-4 სტრიქონის უჯრაში – სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვის ან საწარმოს დახურვის შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე) მე-5 სტრიქონის უჯრაში გადმოიტანება საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის დანართი №2-ის მე-17 სტრიქონის მოანცემები;
ე) მე-6 სტრიქონის უჯრაში – შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის მიხედვით;
ვ) მე-7 სტრიქონის უჯრაში – ქონების ლიზინგით, იჯარით ან სხვა ასეთი ფორმით გაცემით (საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით) მიმღებული შემოსავალი, თუ არსებობს საგადასახადო კოდექსის მე13 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ერთერთი პირობა, რომელიც განასხვავებს სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობებს;
ზ) მე-8 სტრიქონის უჯრაში – სხვაობა საბაზრო ფასსა და აქტივების სარეალიზაციო ფასს შორის აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას (საგადასახადო კდოექსის 210-ე მუხული) საშემოსავლო გადასახადო წლიური დეკლარაციის დანართი №2-ის 24-ე სტრიქონის მონაცემი;
თ) მე-9 სტრიქონის უჯრაში – საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის დანართი №2ის 25ე სტრიქონზე ასახული მონაცემი;
ი) მე-10 სტრიქონის უჯრაში – საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 26-ე ნაწილისა და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული დებულებების მიხედვით, საქონლის დანაკლისი (საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის დანართი №2ის 26-ე სტრიქონი);
კ) მე-11 სტრიქონის უჯრაში – საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის ან ფასიანი ქაღალდების შეძენით (რეალიზაციით), ობლიგაციებისა და სხვა სავალო ვადებულებათა შეძენით (რეალიზაციით), საპაიოსაინვესტიციო ფონდში პაის შეძენით (რეალიზაციით), აგრეთვე გამყიდველის საკუთრებაში არსებული საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლებების რეალიზაციით (საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის ერთერთი პირობა, რომელიც განასხვავებს სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას);
ლ) მე-12 სტრიქონის უჯრაში – სხვა ისეთი სამეწარმეო ეკონმიკური საქმიანობიდან მღებული შემოსავლები, რომლებიც არ არის ასახული აღნიშნულ დანართში;
მ) მე-13 სტრიქონის უჯრაში – „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საქმიანობდიან მიღებული შემოსავლების ჯამური მონაცემი.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №479 „სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №479, 27.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.007510 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1415874-1/