ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.010.561
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №11
2007 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ 02.05.07, №340/22–7 და შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიის“ 04.05.07, №1214/1 წერილებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1. დამტკიცდეს გამანაწილებელი კომპანიების (გარდა სს ,,თელასისა“ და სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციისა“) მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფები კვალიფიციური საწარმოებისათვის ძაბვების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
| № | ძაბვა | თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე |
| 1. | 35 –110 კილოვოლტი | 0,206 |
| 2. | 6 –10 კილოვოლტი | 0,580 |
| 3. | 220/380 ვოლტი | 1,320 |
მუხლი 11. სს ,,თელასის“ მიერ კვალიფიციური საწარმოებისათვის ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განისაზღვროს:
1. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“:
ა) 2008 წლის 1 მაისამდე შემდეგი ოდენობით:
| № | ძაბვა | თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე |
| 1 | 35–110 კილოვოლტი | 0,799 |
| 2 | 6–10 კილოვოლტი | 2,058 |
| 3 | 220/380 ვოლტი | 1,320 |
ბ) 2008 წლის 1 მაისიდან შემდეგი ოდენობით:
| № | ძაბვა | თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე |
| 1 | 35–110 კილოვოლტი | 0,206 |
| 2 | 6–10 კილოვოლტი | 0,580 |
| 3 | 220/380 ვოლტი | 1,320 |
2. თუ ეს დადგენილება სხვა წესს არ ითვალისწინებს, სს ,,თელასის“ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის, რომლებიც არიან კვალიფიციური საწარმოები, გატარების ტარიფები (შესაბამის ძაბვაზე) განსაზღვრულია ,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებითა და ,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ სემეკის 2006 წლის 6 ივლისის №22 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 იანვარი ს დადგენილება №2-სსმIII,№12,25.01.2008წ.,მუხ.
მუხლი 2. ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისთვის (გარდა კვალიფიციური საწარმოებისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მომხმარებლებისა) ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განისაზღვროს „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დონეზე.

მუხლი 3. გამანაწილებელმა კომპანიებმა ელექტროენერგიის გატარებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა აწარმოონ განცალკავებულად და შესაბამისი ინფორმაცია ყოველკვარტალურად მიაწოდონ სემეკს.
მუხლი 4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
თავმჯდომარე გ. თავაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 იანვარი ს დადგენილება №2-სსმIII,№12,25.01.2008წ.,მუხ.171
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.010.561
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №11
2007 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ 02.05.07, №340/22–7 და შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიის“ 04.05.07, №1214/1 წერილებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ 02.05.07, №340/22–7 და შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიის“ 04.05.07, №1214/1 წერილებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1. დამტკიცდეს გამანაწილებელი კომპანიების (გარდა სს ,,თელასისა“ და სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციისა“) მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფები კვალიფიციური საწარმოებისათვის ძაბვების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:🔗
№
ძაბვა
თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე
1.
35 –110 კილოვოლტი
0,206
2.
6 –10 კილოვოლტი
0,580
3.
220/380 ვოლტი
1,320
მუხლი 11. სს ,,თელასის“ მიერ კვალიფიციური საწარმოებისათვის ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განისაზღვროს:🔗
1. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“:
ა) 2008 წლის 1 მაისამდე შემდეგი ოდენობით:
№
ძაბვა
თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე
1
35–110 კილოვოლტი
0,799
2
6–10 კილოვოლტი
2,058
3
220/380 ვოლტი
1,320
ბ) 2008 წლის 1 მაისიდან შემდეგი ოდენობით:
№
ძაბვა
თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე
1
35–110 კილოვოლტი
0,206
2
6–10 კილოვოლტი
0,580
3
220/380 ვოლტი
1,320
2. თუ ეს დადგენილება სხვა წესს არ ითვალისწინებს, სს ,,თელასის“ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის, რომლებიც არიან კვალიფიციური საწარმოები, გატარების ტარიფები (შესაბამის ძაბვაზე) განსაზღვრულია ,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებითა და ,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ სემეკის 2006 წლის 6 ივლისის №22 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 იანვარის დადგენილება №2-სსმIII,№12,25.01.2008წ.,მუხ.
მუხლი 2. ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისთვის (გარდა კვალიფიციური საწარმოებისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მომხმარებლებისა) ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განისაზღვროს „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დონეზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 იანვარის დადგენილება №2-სსმIII,№12,25.01.2008წ.,მუხ.
მუხლი 2. ელექტროენერგიის სხვა მომხმარებლებისათვის (გარდა კვალიფიციური საწარმოებისა) გამანაწილებელი კომპანიების (გარდა სს ,,თელასისა“ და სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციისა“) ელექტროენერგიის გატარების ტარიფები დადგინდეს ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების მე-8 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დონეზე.🔗
მუხლი 3. გამანაწილებელმა კომპანიებმა ელექტროენერგიის გატარებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა აწარმოონ განცალკავებულად და შესაბამისი ინფორმაცია ყოველკვარტალურად მიაწოდონ სემეკს.🔗
მუხლი 4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.🔗
თავმჯდომარე გ. თავაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 იანვარის დადგენილება №2-სსმIII,№12,25.01.2008წ.,მუხ.171
თავმჯდომარე გ. თავაძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის გატარების ტარიფების შესახებ“, №11, 06.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.010561 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1416572-1/