საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.084
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №71/ნ
2007 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ
,,ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლისა და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნეთა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის თანდართული წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესი
მუხლი 1
ეს წესი აწესრიგებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ სპეციალური შტამპის – ,,აპოსტილის“ სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესს.
მუხლი 2
სამინისტროს მიერ აპოსტილით მოწმდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში, სამინისტროს სისტემაში გაცემული შემდეგი ოფიციალური დოკუმენტები:
ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
ბ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზია და ნებართვა.
მუხლი 3
1. სამინისტროში აპოსტილის დასმაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს რეგულირების დეპარტამენტი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების/სისტემის დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებულნი არიან დოკუმენტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის ნიმუშები, ასევე იმ ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებიც, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათთან წარდგენილ დოკუმენტზე, გადასცენ სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტს.
მუხლი 4
საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სამინისტროს აპოსტილის დასმაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია დასამოწმებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით მიმართოს მის გამცემ ორგანოს ან პირს.
მუხლი 5
1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს აპოსტილის შტამპი;
ბ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და აპოსტილის დასმის თარიღი;
გ) შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
2. აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
3. ჟურნალის წარმოებასა და შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგულირების დეპარტამენტს.
+

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ბრძანება №159/ნ - სსმ Ш, №4, 25.05.2007 წ., მუხ.794
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №339/ნ - სსმ Ш, №113, 13.08.2007 წ., მუხ.1254
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №350/ნ - სსმ Ш, №179, 18.12.2007 წ., მუხ.1976
დანართი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესი
მუხლი 1🔗
მუხლი 1
ეს წესი აწესრიგებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ სპეციალური შტამპის – ,,აპოსტილის“ სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესს.
მუხლი 2🔗
სამინისტროს მიერ აპოსტილით მოწმდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში გაცემული შემდეგი ოფიციალური დოკუმენტები:
ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ბ) დამოუკიდებელი საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
გ) ლიცენზია/ნებართვა;
დ) სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის ან მასთან გათანაბრებული პირის მოწმობა;
ე) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირების მიერ მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ბრძანება №159/ნ - სსმ Ш, №4, 25.05.2007 წ., მუხ.794
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №339/ნ - სსმ Ш, №113, 13.08.2007 წ., მუხ.1254
მუხლი 3🔗
1. სამინისტროში აპოსტილის დასმაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს სამინისტროს დებულების შესაბამისად უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების/სისტემის დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებულნი არიან დოკუმენტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის ნიმუშები, ასევე იმ ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებიც, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათთან წარდგენილ დოკუმენტზე, გადასცენ სამინისტროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №350/ნ - სსმ Ш, №179, 18.12.2007 წ., მუხ.1976
მუხლი 4🔗
მუხლი 2
სამინისტროს მიერ აპოსტილით მოწმდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში, სამინისტროს სისტემაში გაცემული შემდეგი ოფიციალური დოკუმენტები:
ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
ბ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზია და ნებართვა.
მუხლი 3
1. სამინისტროში აპოსტილის დასმაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს რეგულირების დეპარტამენტი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების/სისტემის დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს აპოსტილით დასამოწმებელი დოკუმენტების გაცემა, ვალდებულნი არიან დოკუმენტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის ნიმუშები, ასევე იმ ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებიც, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათთან წარდგენილ დოკუმენტზე, გადასცენ სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტს.
მუხლი 4
საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სამინისტროს აპოსტილის დასმაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია დასამოწმებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით მიმართოს მის გამცემ ორგანოს ან პირს.
მუხლი 5🔗
მუხლი 5
1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ჟურნალში, სადაც აღინიშნება:
ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს აპოსტილის შტამპი;
ბ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და აპოსტილის დასმის თარიღი;
გ) შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა.
2. აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული.
3. ჟურნალის წარმოებასა და შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №350/ნ - სსმ Ш, №179, 18.12.2007 წ., მუხ.1976
3. ჟურნალის წარმოებასა და შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეგულირების დეპარტამენტს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.09.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №71/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.350.010084.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2009.
- სად არის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“, №71/ნ, 06.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.350.010084 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1417706/