ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2007 ძალადაკარგული 05.09.2008
ნომერი
№1149
სარეგისტრაციო კოდი
410010000.22.023.010759
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 117, 20/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 410.010.000.22.023.010.759

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1149

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების მე-11 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №1-ის  შესაბამისად.

2. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად სანებართვო მოწმობის მიღებამდე ნებართვის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №784 ბრძანება.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი