საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირთა წრისა და დანიშვნის წესის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.08.2007 ძალადაკარგული 23.02.2009
ნომერი
№279
სარეგისტრაციო კოდი
070030000.22.027.010768
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 21/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.010.768

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №279

2007 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირთა წრისა და დანიშვნის წესის განსაზღვრის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსი, გარდა ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის №206 ბრძანებით დამტკიცებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისა.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 17 ივლისიდან.

გ. ქავთარაძე