საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №800 ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.012.195
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №800
2008 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 218 მუხლის მე-3 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. ჩიკვაიძე
მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს დებულება ადგენს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) აკრედიტაციის კრიტერიუმებს და აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის, აგრეთვე პროგრამის აკრედიტაციის პირობების შემოწმებისა და პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების წესს.
მუხლი 2. პროგრამის აკრედიტაციის მიზანი
პროგრამის აკრედიტაცია მიზნად ისახავს ამ პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფასა და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას.
თავი II
გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის შესახებ
მუხლი 3. გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ
1. პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭება, თუ ექსპერტთა ჯგუფის მიერ სააკრედიტაციო ვიზიტის პროცესში შესწავლილი დოკუმენტაციის ანალიზისა და დასკვნების შედეგად დასტურდება, რომ პროგრამა აკმაყოფილებს პროგრამის აკრედიტაციის ყველა კრიტერიუმს.
2. პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) გადაწყვეტილებით, რომელშიც აღინიშნება ამ პროგრამის კრედიტების რაოდენობაც.
3. პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭება ხდება 2 წლის ვადით.
მუხლი 4. გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
პროგრამას არ მიენიჭება აკრედიტაცია, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს პროგრამის აკრედიტაციის რომელიმე კრიტერიუმს.
თავი III
პროგრამის აკრედიტაციის ჩატარების წესი
მუხლი 5. პროგრამის აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები
1. პროგრამის აკრედიტაცია ემყარება ურთიერთშეთანხმების პრინციპს, რაც გულისხმობს პროგრამის აკრედიტაციის ნებაყოფლობითობას და დადგენილი წესით აკრედიტაციის ექსპერტთა კანდიდატურების შეთანხმებას აკრედიტაციის მაძიებელ იურიდიულ პირთან.
2. პროგრამის აკრედიტაციის მაძიებელი იურიდიული პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა მუშაობას, წარუდგინოს მათ პროგრამის აკრედიტაციის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია.
3. ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გამჭვირვალობა.
მუხლი 6. პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებისათვის განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
2. პროგრამის განმახორციელებელი პროგრამის აკრედიტაციის ჩატარების მიზნით ცენტრს, ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში წარუდგენს განცხადებას პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის სახელწოდებას;
ბ) იურიდიული პირის მისამართს;
გ) აკრედიტაციის მისანიჭებლად წარდგენილი პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალს შესაბამისი კრედიტების მითითებით;
დ) პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე მოთხოვნას;
ე) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ბეჭდით დამოწმებულ ხელმოწერას;
ვ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.
3. იურიდიული პირის განცხადებას პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პროგრამის პირველი აკრედიტაციის დროს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი პროგრამის ანოტაცია, ხოლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის დროს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების ანგარიში;
ბ) იურიდიული პირის საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის სადამფუძნებლო აქტი და იურიდიული პირის წესდების ასლი, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტრაციო მონაცემები. ასლები დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
გ) პროგრამის სპეციფიკის შესაბამისი, მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
დ) მონაცემები პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის შესახებ, ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელიც დასტურდება პერსონალის ხელმოწერით;
ე) საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია არსებობის შემთხვევაში;
ვ) პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშის ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ვ.ა) პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;
ვ.ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
ვ.გ) პროგრამის დასახელება ან პროგრამის კონკრეტული მოდულის/მოდულების დასახელება;
ვ.დ) მიღებული კრედიტების ოდენობა;
ვ.ე) ადგილი, სადაც სერტიფიკატი გაიცა;
ვ.ვ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (წელი, თვე. რიცხვი);
ვ.ზ) ბეჭდისა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერისათვის განკუთვნილი ადგილი;
ვ.თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
4. ცენტრის დირექტორი ადგენს წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენის ვადას.
მუხლი 7. მაძიებლად ცნობა
1. იურიდიული პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ცენტრი ამოწმებს ამ დებულების მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. თუ იურიდიული პირი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ცენტრი იურიდიულ პირს განუსაზღვრავს 5 დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც დაწესებულებამ უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში იურიდიული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტი ან ინფორმაცია შეესაბამება ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნებს, ცენტრის დირექტორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იურიდიული პირის აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ.
4. თუ იურიდიული პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, ცენტრის დირექტორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
5. რამდენიმე იურიდიული პირის მიერ ერთი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას პროგრამის აკრედიტაციის მოთხოვნის თაობაზე წარადგენს ერთ-ერთი იურიდიული პირი. ცენტრი აკრედიტაციის მაძიებლად ცნობს განცხადების წარმდგენ იურიდიულ პირს ამ მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა
1. დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ, ცენტრი აკრედიტაციის მაძიებელ იურიდიულ პირს შესათანხმებლად წარუდგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურის მიღებაზე თანხმობა უნდა განაცხადოს აკრედიტაციის მაძიებელმა იურიდიულმა პირმა არა უმეტეს 3 დღის ვადაში.
3. აკრედიტაციის მაძიებელს უფლება აქვს არა უმეტეს ორჯერ მისცეს აცილება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და ექსპერტთა ჯგუფის წევრების თითოეულ კანდიდატურას.
4. აკრედიტაციის მაძიებელი ვალდებულია დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრების კანდიდატურების აცილება არა უმეტეს 3 დღის ვადაში. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრების კანდიდატურის ამ დებულებით და/ან აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
5. აკრედიტაციის მაძიებელი კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ განცხადებული დაუსაბუთებელი აცილება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატის მიმართ, ჩაითვლება აკრედიტაციის პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმად, რომლის საფუძველზეც ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მაძიებლისთვის აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის გაუქმების შესახებ.
6. აკრედიტაციის მაძიებელთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში, ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი, თუ ტარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების აკრედიტაცია.
7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელთან სააკრედიტაციო ვიზიტის, ასევე ვიზიტის ხანგრძლივობის შესახებ.
მუხლი 9. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა
1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც არის სამეცნიერო-კვლევითი ან საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი, აგრეთვე პროგრამის სპეციფიკისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირი.
2. აკრედიტაციის ექსპერტის კანდიდატურის წარდგენა შეუძლია საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, საზოგადოებრივ გაერთიანებას, პროფესიულ ასოციაციას, საერთაშორისო და უცხო ქვეყნის ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო და სამცნიერო – კვლევით საქმიანობას.
3. ექსპერტთა კანდიდატის შერჩევის წესის და კრიტერიუმების დადგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება თავმჯდომარისა და არანაკლებ 2 ექსპერტისაგან. წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი, რაც აისახება ამ დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
მუხლი 10. აკრედიტაციის ექსპერტის სტატუსი
1. აკრედიტაციის ექსპერტი უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ იურიდიული პირისაგან, რომლის შეფასებასაც ახორციელებს იგი. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე ან/და იმ იურიდიული პირის ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელი, რომლის პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენასაც ახორციელებს იგი.
2. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია იცნობდეს აკრედიტაციის კრიტერიუმებს, აკრედიტაციის ჩატარების წესს, აგრეთვე ჰქონდეს განათლების სისტემის შესახებ შესაბამისი ცოდნა.
3. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია იცავდეს საქართველოს კანონმდებლობით და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ ნორმებს და მოქმედებდეს მის ფარგლებში.
მუხლი 11. აკრედიტაციის ექსპერტის მიერ ეთიკის ნორმების დაცვის ვალდებულება
1. ექსპერტი უნდა მოქმედებდეს სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით და იცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2. ექსპერტი ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მათ და სამსახურებრივი უფლებამოვალეობების განხორციელებისას იმოქმედოს ეთიკის ნორმების ფარგლებში.
3. აკრედიტაციის მაძიებელი იურიდიული პირის პირობების შეფასებისა და დადასტურებისას ექსპერტი ვალდებულია იყოს ობიექტური.
4. ექსპერტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იყოს კომპეტენტური და ვალდებულია დეტალურად იცნობდეს აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების უფლებები და მოვალეობები
1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე და თითოეული წევრი ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის დროს იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და ცენტრის დირექტორის ან სათანადოდ უფლებამოსილი პირის მითითებების შესაბამისად.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სააკრედიტაციო ვიზიტს, უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა შორის მოვალეობათა განაწილებას. იგი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს აკრედიტაციის მაძიებელის განცხადება და თანდართული დოკუმენტაციით წარდგენილი ინფორმაცია, შეაფასოს ამ დებულებით მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან მისი შესაბამისობა და მოახდინოს შესაბამისი ანალიზი;
ბ) აწარმოოს მოლაპარაკება აკრედიტაციის მაძიებელთან სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ და ამ დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად განახორცილოს სააკრედიტაციო ვიზიტი;
გ) უზრუნველყოს შეხვედრების ორგანიზება აკრედიტაციის მაძიებელთან;
დ) შეამოწმოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ე) აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე შეადგინოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნა.
3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეული წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შემოწმებას და მონაწილეობს დასკვნის მომზადებაში. იგი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო ვიზიტის დროს მიიღოს მონაწილეობა მასალების შეგროვებაში, შემოწმებასა და პროგრამის ანოტაციის და/ან თვითშეფასების ანგარიშის შინაარსის განხილვაში;
ბ) ჩაატაროს პროგრამის პერსონალის გამოკითხვა;
გ) მონაწილეობა მიიღოს აკრედიტაციის ექსპერტის დასკვნის და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის შედგენაში.
მუხლი 13. აკრედიტაციის ექსპერტთა მომზადება
1. ცენტრი უფლებამოსილია მომზადოს ექსპერტები ცენტრის მიერ დადგენილი წესით.
2. მომზადების დროს ექსპერტმა უნდა შეისწავლოს ჯგუფური მუშაობის ძირითადი პრინციპები, გამოკითხვის მეთოდები, თვითშეფასების ანგარიშის ან/და პროგრამის ანოტაციის და აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, მიღებული მასალების შეფასება, აკრედიტაციის ექსპერტის შესაბამისი დასკვნის შედგენა, აგრეთვე აკრედიტაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა.
3. ცენტრის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარდა, შეიძლება განისაზღვროს დამატებითი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აკრედიტაციის ექსპერტთა მოსამზადებელ პროგრამაში.
მუხლი 14. აკრედიტაციის ექსპერტთა შრომის ანაზღაურება
ცენტრის დირექტორი განსაზღვრავს აკრედიტაციის ექსპერტთა შრომისა და მივლინების ანაზღურების წესსა და ოდენობას.
მუხლი 15. სააკრედიტაციო ვიზიტი
1. სააკრედიტაციო ვიზიტის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს დაადგინოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფაქტობრივი პირობები, აგრეთვე თვითშეფასების ანგარიშთან ან/და პროგრამის ანოტაციასთან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იურიდიული პირის საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსისა და პირობების შესაბამისობა.
2. აკრედიტაციის ექსპერტები ამოწმებენ აკრედიტაციის მაძიებელთან არსებულ დოკუმენტაციას, ახორციელებენ დაწესებულებაში დასაქმებული პირების, მონაწილეთა და სხვა დაინტერესებული პირების გამოკითხვას და შენობა-ნაგებობის ბაზის ადგილზე დათვალიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით აკრედიტაციის ექსპერტები უფლებამოსილნი არიან მოიძიონ და გადაამოწმონ დამატებითი დოკუმენტაცია.
3. სააკრედიტაციო ვიზიტის კვალიფიციურად ჩატარების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.
4. აკრედიტაციის მაძიებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტებს სააკრედიტაციო ვიზიტის ჩატარებასა და ექსპერტთა დასკვნის მომზადებაში. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, იურიდიული პირი აგრეთვე ვალდებულია გამოყოს სამუშაო ადგილი, სადაც განათავსებს აკრედიტაციის კრიტერიუმების მიხედვით დახარისხებულ დოკუმენტებს.
მუხლი 16. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა
1. სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად თითოეულ პროგრამაზე დგება აკრედიტაციის ექსპერტის დასკვნა/დასკვნები და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნა.
2. ექსპერტის დასკვნის მიზანია ასახოს მაძიებლის მიერ წარდგენილი პროგრამის შესაბამისობა დოკუმენტაციაში მოყვანილ მონაცემებთან და პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან. დასკვნას ადგენს აკრედიტაციის ექსპერტი პროგრამის კონკრეტული კრიტერიუმის/კრიტერიუმების გადამოწმების შედეგად.
3. შემაჯამებელი დასკვნა დგება თითოეული ექსპერტის დასკვნების საფუძველზე და წარმოადგენს აკრედიტაციის მაძიებელის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ფაქტობრივი პირობების აღწერასა და ანალიზს. შემაჯამებელი დასკვნით დგინდება აკრედიტაციის მაძიებლის პროგრამის შინაარსისა და პირობების შესაბამისობა ამ დებულებით დადგენილ პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ადგენს შემაჯამებელ დასკვნას აკრედიტაციის თითოეული ექსპერტის დასკვნის საფუძველზე.
4. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულებისას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი აკრედიტაციის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენელს აცნობს ექსპერტთა დასკვნებს, რაც დასტურდება თითოეული ექსპერტის დასკვნაზე აკრედიტაციის ექსპერტისა და აკრედიტაციის მაძიებლის წარმომადგენლის, ხოლო შემაჯამებელ დასკვნაზე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის, წევრებისა და იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
5. აკრედიტაციის ექსპერტის დასკვნისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის ფორმა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 17. საბჭოს გადაწყვეტილების სახეები
1. საბჭო ექსპერტთა ჯგუფის შესაბამისი დასკვნების განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
2. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შესაბამისი დასკვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში.
3. საბჭომ შეიძლება განსაზღვროს პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დრო.
თავი IV
პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი
მუხლი 18. წლიური ანგარიშის წარდგენა
1. იურიდიული პირი ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად წარუდგინოს პროგრამის წლიური ანგარიში აკრედიტაციის კრიტერიუმებთან პროგრამის შესაბამისობის შესახებ.
2. წლიური ანგარიშის ფორმასა და მისი წარდგენის ვადას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 19. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლები
1. პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ ცენტრი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრთან ერთად, უფლებამოსილია შეამოწმოს იურიდიული პირის მიერ წარდგენილი პროგრამის შესაბამისობა პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იურიდიული პირი დადგენილ ვადაში არ წარადგენს წლიურ ანგარიშს;
ბ) წლიურ ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად პროგრამა აღარ აკმაყოფილებს პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები იწვევს აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;
გ) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროგრამა არ შეესაბამება პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს.
2. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ცენტრს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრთან ერთად, შეუძლია წელიწადში არა უმეტეს ორჯერ. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ დებულების მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმების დრო, პერიოდი და აკრედიტაციის ექსპერტთა ვინაობა არ ექვემდებარება შეთანხმებას შესაბამის დაწესებულებასთან.
4. შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ:
ა) თუ პროგრამა არ შეესაბამება პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის რომელიმე კრიტერიუმს;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად.
5. პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს მიმართოს პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების მოთხოვნით აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდეგ.
თავი V
პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმები
მუხლი 20. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმების ცნება
პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმები (შემდგომში – აკრედიტაციის კრიტერიუმები) განსაზღვრავს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც შესაბამისი პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის მისაღებად.
მუხლი 21. აკრედიტაციის კრიტერიუმები და დანიშნულება
1. აკრედიტაციის კრიტერიუმები გამოიყენება როგორც პროგრამის თვითშეფასების, ასევე ექსპერტთა მიერ შეფასების პროცესში და წარმოადგენს შესაბამისი პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
2. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებია:
ა) პროგრამის შინაარსი;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფა;
გ) რესურსები.
მუხლი 22. პროგრამის შინაარსი
პროფესიული განვითარების პროგრამა მოიცავს მასწავლებლისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ცოდნის ამა თუ იმ კომპონენტს და/ან აუმჯობესებს შესაბამისი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარჩვევებს შემდეგი მიმართულებებით:
ა) სწავლებისა და განვითარების თეორიები და მათი გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის;
ბ) საგნის (საგნობრივი ჯგუფის) ცოდნა და მისი სწავლების მეთოდიკა;
გ) შეფასება და თვითშეფასება;
დ) კლასის მართვა და დისციპლინა;
ე) სკოლაში უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობა;
ვ) ინკლუზიურ სწავლებაზე ორიენტირებული პროგრამა;
ზ) მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობა;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებაში;
ი) კვლევის მეთოდების გამოყენება პროფესიული მიზნების განსახორციელებლად.
მუხლი 23. ხარისხის უზრუნველყოფა
1. პროგრამის სტრუქტურა, მოცულობა და პროგრამის განმხორციელებელი კადრების კვალიფიკაცია უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. პროგრამა მოიცავს თვითშეფასების მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს პროგრამის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.
2. პროგრამა შემუშავებულია არსებულ ეტაპზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი, პროგრამის სამიზნე ჯგუფის, პროფესიული კავშირების, პროგრამის განმახორციელებელი კადრების და სხვა დაინტერესებული მხარეების პოზიციათა გათვალისწინების საფუძველზე.
3. პროგრამის ფარგლებში მონაწილეების შეფასება ხდება სამართლიანად და გამჭვირვალედ.
მუხლი 24. რესურსები
1. პროგრამის რესურსები მოიცავს პროგრამის ადამიანური რესურსებს, პროგრამის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებსა და რესურსების მართვის სტრატეგიას.
2. პროგრამას გააჩნია საკუთარი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო, სტრუქტურის, მოცულობისა და სპეციფიკის შესაბამისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები.
3. პროგრამის განხორციელებაში ჩართული ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები რაციონალურადაა გადანაწილებული პროგრამის შედეგების მისაღწევად.
4. პროგრამას განსაზღვრული აქვს საკუთარი რესურსების შენარჩუნების და გაუმჯობესების სტრატეგიები.
5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროგრამის ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით ეფუძნება შესაბამის საკანონმდებლო ბაზას.
+

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 მარტის ბრძანება №119 - სსმ Ш, №26, 10.03.2009 წ., მუხ.342
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს დებულება ადგენს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) აკრედიტაციის კრიტერიუმებს და აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის, აგრეთვე პროგრამის აკრედიტაციის პირობების შემოწმებისა და პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების წესს.
მუხლი 2. პროგრამის აკრედიტაციის მიზანი🔗
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს დებულება ადგენს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) აკრედიტაციის კრიტერიუმებს და აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის, აგრეთვე პროგრამის აკრედიტაციის პირობების შემოწმებისა და პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების წესს.
მუხლი 2. პროგრამის აკრედიტაციის მიზანი
პროგრამის აკრედიტაცია მიზნად ისახავს ამ პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფასა და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას.
თავი II
გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის შესახებ
მუხლი 3. გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ🔗
მუხლი 3. გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ
1. პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭება, თუ ექსპერტთა ჯგუფის მიერ სააკრედიტაციო ვიზიტის პროცესში შესწავლილი დოკუმენტაციის ანალიზისა და დასკვნების შედეგად დასტურდება, რომ პროგრამა აკმაყოფილებს პროგრამის აკრედიტაციის ყველა კრიტერიუმს.
2. პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება ამ პროგრამის კრედიტების რაოდენობა.
2. პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) გადაწყვეტილებით, რომელშიც აღინიშნება ამ პროგრამის კრედიტების რაოდენობაც.
3. პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭება ხდება 2 წლის ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 4. გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ🔗
მუხლი 4. გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ
პროგრამას არ მიენიჭება აკრედიტაცია, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს პროგრამის აკრედიტაციის რომელიმე კრიტერიუმს.
მუხლი 41. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო🔗
1. პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრთან არსებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომლის შემადგენლობას, პროგრამის აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ იურიდიულ პირთა განცხადებების ცენტრში წარდგენის ვადის დადგენამდე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
3. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 42. საბჭოს რეგლამენტი🔗
1. საბჭოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და საბჭოს მდივანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს მინისტრი.
2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ცენტრის დირექტორის მოთხოვნის ან/და საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში.
3. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
4. საბჭო პროგრამის აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე შემაჯამებელი დასკვნის საბჭოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
5. ცენტრი ვალდებულია საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომამდე გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე.
6. საბჭოს სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლია ცენტრის დირექტორს.
7. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.
9. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
10. ცენტრი ვალდებულია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი), საბჭოს სხდომის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში, მიაწოდოს ინფორმაცია აკრედიტებული და არააკრედიტებული პროგრამების თაობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
თავი III
პროგრამის აკრედიტაციის ჩატარების წესი
მუხლი 5. პროგრამის აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები🔗
1. პროგრამის აკრედიტაცია ემყარება ურთიერთშეთანხმების პრინციპს, რაც გულისხმობს პროგრამის აკრედიტაციის ნებაყოფლობითობას.
მუხლი 5. პროგრამის აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები
1. პროგრამის აკრედიტაცია ემყარება ურთიერთშეთანხმების პრინციპს, რაც გულისხმობს პროგრამის აკრედიტაციის ნებაყოფლობითობას და დადგენილი წესით აკრედიტაციის ექსპერტთა კანდიდატურების შეთანხმებას აკრედიტაციის მაძიებელ იურიდიულ პირთან.
2. პროგრამის აკრედიტაციის მაძიებელი იურიდიული პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა მუშაობას, წარუდგინოს მათ პროგრამის აკრედიტაციის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია.
3. ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გამჭვირვალობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 6. პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია🔗
მუხლი 6. პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებისათვის განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
11. პროგრამის აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ იურიდიულ პირთა განცხადებების ცენტრში წარდგენის ვადა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც განცხადებების მიღების ვადის დაწყებამდე 1 თვით ადრე საჯაროდ ცხადდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. პროგრამის განმხორციელებელი პროგრამის აკრედიტაციის ჩატარების მიზნით ცენტრს წარუდგენს განცხადებას პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს:
2. პროგრამის განმახორციელებელი პროგრამის აკრედიტაციის ჩატარების მიზნით ცენტრს, ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში წარუდგენს განცხადებას პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის სახელწოდებას;
ბ) იურიდიული პირის მისამართს;
გ) აკრედიტაციის მისანიჭებლად წარდგენილი პროგრამის/პროგრამების ჩამონათვალს შესაბამისი კრედიტების მითითებით;
დ) პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე მოთხოვნას;
ე) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ბეჭდით დამოწმებულ ხელმოწერას;
ვ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.
3. იურიდიული პირის განცხადებას პროგრამის/პროგრამების აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პროგრამის პირველი აკრედიტაციის დროს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი პროგრამის ანოტაცია, ხოლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის დროს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების ანგარიში;
ბ) იურიდიული პირის საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის სადამფუძნებლო აქტი და იურიდიული პირის წესდების ასლი, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტრაციო მონაცემები. ასლები დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
გ) პროგრამის სპეციფიკის შესაბამისი, მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
დ) მონაცემები პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის შესახებ, ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელიც დასტურდება პერსონალის ხელმოწერით;
ე) საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია არსებობის შემთხვევაში;
ვ) პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშის ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ვ.ა) პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;
ვ.ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი;
ვ.გ) პროგრამისა და პროგრამაში მოდულის/მოდულების არსებობის შემთხვევაში მოდულის/მოდულების დასახელება, აგრეთვე მათი განხორციელების ადგილი;
ვ.გ) პროგრამის დასახელება ან პროგრამის კონკრეტული მოდულის/მოდულების დასახელება;
ვ.დ) მიღებული კრედიტების ოდენობა;
ვ.ე) ადგილი, სადაც სერტიფიკატი გაიცა;
ვ.ვ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (წელი, თვე. რიცხვი);
ვ.ზ) ბეჭდისა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერისათვის განკუთვნილი ადგილი;
ვ.თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
31. იურიდიული პირი, რომელიც აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ, ცენტრში წარადგენს სხვა პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე ახალ განცხადებას, ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები განცხადებას დაურთოს მხოლოდ შესაბამის დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.
4. (ამოღებულია - 10.04.09 №206).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 7. მაძიებლად ცნობა🔗
4. ცენტრის დირექტორი ადგენს წერილობითი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენის ვადას.
მუხლი 7. მაძიებლად ცნობა
1. იურიდიული პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ცენტრი ამოწმებს ამ დებულების მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. თუ იურიდიული პირი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ცენტრი იურიდიულ პირს განუსაზღვრავს 5 დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც დაწესებულებამ უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში იურიდიული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტი ან ინფორმაცია შეესაბამება ამ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნებს, ცენტრის დირექტორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იურიდიული პირის აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შესახებ.
4. თუ იურიდიული პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ამ დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, ცენტრის დირექტორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
5. რამდენიმე იურიდიული პირის მიერ ერთი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას პროგრამის აკრედიტაციის მოთხოვნის თაობაზე წარადგენს ერთ-ერთი იურიდიული პირი. ცენტრი აკრედიტაციის მაძიებლად ცნობს განცხადების წარმდგენ იურიდიულ პირს ამ მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა🔗
1. პროგრამის აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარმდგენი იურიდიული პირის აკრედიტაციის მაძიებლად ცნობიდან 10 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თითოეული აკრედიტაციის მაძიებლისათვის ქმნის შესაბამისი კვალიფიკაციის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს და განსაზღვრავს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესა და აკრედიტაციის მაძიებელთა სააკრედიტაციო ვიზიტის ვადას.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის აკრედიტაციის მაძიებელს.
3. აკრედიტაციის მაძიებელი უფლებამოსილია, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან არა უგვიანეს 3 დღისა, შესაბამისი წერილობითი დასაბუთებით, მოითხოვოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შეყვანილი აკრედიტაციის ექსპერტის აცილება.
4. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან აკრედიტაციის ექსპერტის ამ დებულებით და/ან აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ასევე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან აკრედიტაციის ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელთან.
5. ცენტრი აცილების წარდგენიდან 2 დღის ვადაში იხილავს აკრედიტაციის მაძიებელი იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილ აცილებას და იღებს გადაწყვეტილებას აცილების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 9. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა🔗
5. რამდენიმე იურიდიული პირის მიერ ერთი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას პროგრამის აკრედიტაციის მოთხოვნის თაობაზე წარადგენს ერთ-ერთი იურიდიული პირი. ცენტრი აკრედიტაციის მაძიებლად ცნობს განცხადების წარმდგენ იურიდიულ პირს ამ მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა
1. დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის შემდეგ, ცენტრი აკრედიტაციის მაძიებელ იურიდიულ პირს შესათანხმებლად წარუდგენს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურის მიღებაზე თანხმობა უნდა განაცხადოს აკრედიტაციის მაძიებელმა იურიდიულმა პირმა არა უმეტეს 3 დღის ვადაში.
3. აკრედიტაციის მაძიებელს უფლება აქვს არა უმეტეს ორჯერ მისცეს აცილება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და ექსპერტთა ჯგუფის წევრების თითოეულ კანდიდატურას.
4. აკრედიტაციის მაძიებელი ვალდებულია დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრების კანდიდატურების აცილება არა უმეტეს 3 დღის ვადაში. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრების კანდიდატურის ამ დებულებით და/ან აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა.
5. აკრედიტაციის მაძიებელი კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ განცხადებული დაუსაბუთებელი აცილება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრობის კანდიდატის მიმართ, ჩაითვლება აკრედიტაციის პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმად, რომლის საფუძველზეც ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მაძიებლისთვის აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის გაუქმების შესახებ.
6. აკრედიტაციის მაძიებელთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში, ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი, თუ ტარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების აკრედიტაცია.
7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელთან სააკრედიტაციო ვიზიტის, ასევე ვიზიტის ხანგრძლივობის შესახებ.
მუხლი 9. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა
1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც არის სამეცნიერო-კვლევითი ან საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი, აგრეთვე პროგრამის სპეციფიკისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირი.
2. აკრედიტაციის ექსპერტის კანდიდატურის წარდგენა შეუძლია საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, საზოგადოებრივ გაერთიანებას, პროფესიულ ასოციაციას, საერთაშორისო და უცხო ქვეყნის ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო და სამცნიერო – კვლევით საქმიანობას.
3. ექსპერტთა კანდიდატის შერჩევის წესის და კრიტერიუმების დადგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება თავმჯდომარისა და არანაკლებ 2 ექსპერტისაგან. წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი, რაც აისახება ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 10. აკრედიტაციის ექსპერტის სტატუსი🔗
4. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება თავმჯდომარისა და არანაკლებ 2 ექსპერტისაგან. წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი, რაც აისახება ამ დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
მუხლი 10. აკრედიტაციის ექსპერტის სტატუსი
1. აკრედიტაციის ექსპერტი უნდა იყოს დამოუკიდებელი იმ იურიდიული პირისაგან, რომლის შეფასებასაც ახორციელებს იგი. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე ან/და იმ იურიდიული პირის ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელი, რომლის პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენასაც ახორციელებს იგი.
2. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია იცნობდეს აკრედიტაციის კრიტერიუმებს, აკრედიტაციის ჩატარების წესს, აგრეთვე ჰქონდეს განათლების სისტემის შესახებ შესაბამისი ცოდნა.
3. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია იცავდეს საქართველოს კანონმდებლობით და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსით დადგენილ ნორმებს და მოქმედებდეს მის ფარგლებში.
მუხლი 11. აკრედიტაციის ექსპერტის მიერ ეთიკის ნორმების დაცვის ვალდებულება🔗
მუხლი 11. აკრედიტაციის ექსპერტის მიერ ეთიკის ნორმების დაცვის ვალდებულება
1. ექსპერტი უნდა მოქმედებდეს სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით და იცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2. ექსპერტი ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მათ და სამსახურებრივი უფლებამოვალეობების განხორციელებისას იმოქმედოს ეთიკის ნორმების ფარგლებში.
3. აკრედიტაციის მაძიებელი იურიდიული პირის პირობების შეფასებისა და დადასტურებისას ექსპერტი ვალდებულია იყოს ობიექტური.
4. ექსპერტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იყოს კომპეტენტური და ვალდებულია დეტალურად იცნობდეს აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების უფლებები და მოვალეობები🔗
მუხლი 12. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების უფლებები და მოვალეობები
1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე და თითოეული წევრი ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის დროს იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და ცენტრის დირექტორის ან სათანადოდ უფლებამოსილი პირის მითითებების შესაბამისად.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სააკრედიტაციო ვიზიტს, უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა შორის მოვალეობათა განაწილებას. იგი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს აკრედიტაციის მაძიებელის განცხადება და თანდართული დოკუმენტაციით წარდგენილი ინფორმაცია, შეაფასოს ამ დებულებით მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან მისი შესაბამისობა და მოახდინოს შესაბამისი ანალიზი;
ბ) აწარმოოს მოლაპარაკება აკრედიტაციის მაძიებელთან სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ და ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად განახორცილოს სააკრედიტაციო ვიზიტი;
ბ) აწარმოოს მოლაპარაკება აკრედიტაციის მაძიებელთან სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ და ამ დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად განახორცილოს სააკრედიტაციო ვიზიტი;
გ) უზრუნველყოს შეხვედრების ორგანიზება აკრედიტაციის მაძიებელთან;
დ) შეამოწმოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ე) აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე შეადგინოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნა.
3. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეული წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შემოწმებას და მონაწილეობს დასკვნის მომზადებაში. იგი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო ვიზიტის დროს მიიღოს მონაწილეობა მასალების შეგროვებაში, შემოწმებასა და პროგრამის ანოტაციის და/ან თვითშეფასების ანგარიშის შინაარსის განხილვაში;
ბ) ჩაატაროს პროგრამის პერსონალის გამოკითხვა;
გ) მონაწილეობა მიიღოს აკრედიტაციის ექსპერტის დასკვნის და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის შედგენაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 13. აკრედიტაციის ექსპერტთა მომზადება🔗
მუხლი 13. აკრედიტაციის ექსპერტთა მომზადება
1. ცენტრი უფლებამოსილია მომზადოს ექსპერტები ცენტრის მიერ დადგენილი წესით.
2. მომზადების დროს ექსპერტმა უნდა შეისწავლოს ჯგუფური მუშაობის ძირითადი პრინციპები, გამოკითხვის მეთოდები, თვითშეფასების ანგარიშის ან/და პროგრამის ანოტაციის და აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, მიღებული მასალების შეფასება, აკრედიტაციის ექსპერტის შესაბამისი დასკვნის შედგენა, აგრეთვე აკრედიტაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა.
3. ცენტრის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარდა, შეიძლება განისაზღვროს დამატებითი საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აკრედიტაციის ექსპერტთა მოსამზადებელ პროგრამაში.
მუხლი 14. აკრედიტაციის ექსპერტთა შრომის ანაზღაურება🔗
მუხლი 14. აკრედიტაციის ექსპერტთა შრომის ანაზღაურება
ცენტრის დირექტორი განსაზღვრავს აკრედიტაციის ექსპერტთა შრომისა და მივლინების ანაზღურების წესსა და ოდენობას.
მუხლი 15. სააკრედიტაციო ვიზიტი🔗
მუხლი 15. სააკრედიტაციო ვიზიტი
1. სააკრედიტაციო ვიზიტის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს დაადგინოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფაქტობრივი პირობები, აგრეთვე თვითშეფასების ანგარიშთან ან/და პროგრამის ანოტაციასთან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იურიდიული პირის საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსისა და პირობების შესაბამისობა.
2. აკრედიტაციის ექსპერტები ამოწმებენ აკრედიტაციის მაძიებელთან არსებულ დოკუმენტაციას, ახორციელებენ დაწესებულებაში დასაქმებული პირების, მონაწილეთა და სხვა დაინტერესებული პირების გამოკითხვას და შენობა-ნაგებობის ბაზის ადგილზე დათვალიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით აკრედიტაციის ექსპერტები უფლებამოსილნი არიან მოიძიონ და გადაამოწმონ დამატებითი დოკუმენტაცია.
3. სააკრედიტაციო ვიზიტის კვალიფიციურად ჩატარების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.
4. აკრედიტაციის მაძიებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტებს სააკრედიტაციო ვიზიტის ჩატარებასა და ექსპერტთა დასკვნის მომზადებაში. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, იურიდიული პირი აგრეთვე ვალდებულია გამოყოს სამუშაო ადგილი, სადაც განათავსებს აკრედიტაციის კრიტერიუმების მიხედვით დახარისხებულ დოკუმენტებს.
მუხლი 16. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა🔗
1. .სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად თითოეულ პროგრამაზე, ამ დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არა უგვიანეს 20 დღისა, დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნა.
11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში უზრუნველყოს აკრედიტაციის ექსპერტების დასკვნების და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის ცენტრში წარმოდგენა.
მუხლი 16. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა
1. სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად თითოეულ პროგრამაზე დგება აკრედიტაციის ექსპერტის დასკვნა/დასკვნები და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნა.
2. ექსპერტის დასკვნის მიზანია ასახოს მაძიებლის მიერ წარდგენილი პროგრამის შესაბამისობა დოკუმენტაციაში მოყვანილ მონაცემებთან და პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან. დასკვნას ადგენს აკრედიტაციის ექსპერტი პროგრამის კონკრეტული კრიტერიუმის/კრიტერიუმების გადამოწმების შედეგად.
3. შემაჯამებელი დასკვნა დგება თითოეული ექსპერტის დასკვნების საფუძველზე და წარმოადგენს აკრედიტაციის მაძიებელის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ფაქტობრივი პირობების აღწერასა და ანალიზს. შემაჯამებელი დასკვნით დგინდება აკრედიტაციის მაძიებლის პროგრამის შინაარსისა და პირობების შესაბამისობა ამ დებულებით დადგენილ პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ადგენს შემაჯამებელ დასკვნას აკრედიტაციის თითოეული ექსპერტის დასკვნის საფუძველზე.
4. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულებისას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი აკრედიტაციის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენელს აცნობს ექსპერტთა დასკვნებს, რაც დასტურდება თითოეული ექსპერტის დასკვნაზე აკრედიტაციის ექსპერტისა და აკრედიტაციის მაძიებლის წარმომადგენლის, ხოლო შემაჯამებელ დასკვნაზე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის, წევრებისა და იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
5. აკრედიტაციის ექსპერტის დასკვნისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის ფორმა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 17. საბჭოს გადაწყვეტილების სახეები🔗
მუხლი 17. საბჭოს გადაწყვეტილების სახეები
1. საბჭო ექსპერტთა ჯგუფის შესაბამისი დასკვნების განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
ბ) პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
2. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტთა შესაბამისი დასკვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში.
3. საბჭომ შეიძლება განსაზღვროს პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 171. პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი🔗
პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების კონტროლი მოიცავს:
ა) იურიდიული პირის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენას;
ბ) ცენტრის მიერ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან პროგრამის შესაბამისობის შემოწმებას;
გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ პროგრამის ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასების განხორციელებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 მარტის ბრძანება №119 - სსმ Ш, №26, 10.03.2009 წ., მუხ.342
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
თავი IV
პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი
მუხლი 18. წლიური ანგარიშის წარდგენა🔗
მუხლი 18. წლიური ანგარიშის წარდგენა
1. იურიდიული პირი ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად წარუდგინოს პროგრამის წლიური ანგარიში აკრედიტაციის კრიტერიუმებთან პროგრამის შესაბამისობის შესახებ.
2. წლიური ანგარიშის ფორმასა და მისი წარდგენის ვადას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 19. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლები🔗
1. პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ ცენტრი, უფლებამოსილია შეამოწმოს იურიდიული პირის მიერ წარდგენილი პროგრამის შესაბამისობა პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იურიდიული პირი დადგენილ ვადაში არ წარადგენს წლიურ ანგარიშს;
ბ) წლიურ ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად პროგრამა აღარ აკმაყოფილებს პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები იწვევს აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;
გ) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროგრამა არ შეესაბამება პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს.
2. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ცენტრს, შეუძლია წელიწადში არა უმეტეს ორჯერ. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ დებულების III თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმების დრო და პერიოდი არ ექვემდებარება შეთანხმებას შესაბამის დაწესებულებასთან.
მუხლი 19. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლები
1. პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ ცენტრი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრთან ერთად, უფლებამოსილია შეამოწმოს იურიდიული პირის მიერ წარდგენილი პროგრამის შესაბამისობა პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იურიდიული პირი დადგენილ ვადაში არ წარადგენს წლიურ ანგარიშს;
ბ) წლიურ ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად პროგრამა აღარ აკმაყოფილებს პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები იწვევს აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;
გ) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროგრამა არ შეესაბამება პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს.
2. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ცენტრს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრთან ერთად, შეუძლია წელიწადში არა უმეტეს ორჯერ. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ დებულების მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმების დრო, პერიოდი და აკრედიტაციის ექსპერტთა ვინაობა არ ექვემდებარება შეთანხმებას შესაბამის დაწესებულებასთან.
4. შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ:
ა) თუ პროგრამა არ შეესაბამება პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის რომელიმე კრიტერიუმს;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად.
5. პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს მიმართოს პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების მოთხოვნით აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდეგ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 191. პროგრამის ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასება🔗
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს პროგრამების ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასება.
2. პროგრამების ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასება ხორციელდება:
ა) პროგრამაში მონაწილე მასწავლებლების და პროგრამის განხორციელებაში მონაწილე პირების ინტერვიუირებით;
ბ) პროგრამით გათვალისწინებულ კურსზე მასწავლებლების დასწრების აღრიცხვით.
3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უფლებამოსილია პროგრამის ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასება განახორციელოს შესაბამის იურიდიულ პირთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
4. თუ პროგრამის ხარისხისა და მიზნობრიობის შეფასების განხორციელების შემდეგ არსებობს ეჭვი პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შესახებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი შესაბამის ინფორმაციას აწვდის ცენტრს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 მარტის ბრძანება №119 - სსმ Ш, №26, 10.03.2009 წ., მუხ.342
თავი V
პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმები
მუხლი 20. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმების ცნება🔗
მუხლი 20. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმების ცნება
პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმები (შემდგომში – აკრედიტაციის კრიტერიუმები) განსაზღვრავს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც შესაბამისი პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის მისაღებად.
მუხლი 21. აკრედიტაციის კრიტერიუმები და დანიშნულება🔗
მუხლი 21. აკრედიტაციის კრიტერიუმები და დანიშნულება
1. აკრედიტაციის კრიტერიუმები გამოიყენება როგორც პროგრამის თვითშეფასების, ასევე ექსპერტთა მიერ შეფასების პროცესში და წარმოადგენს შესაბამისი პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
2. პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებია:
ა) პროგრამის შინაარსი;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფა;
გ) რესურსები.
მუხლი 22. პროგრამის შინაარსი🔗
1. პროგრამა მოიცავს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის ამა თუ იმ კომპონენტს ან/და აუმჯობესებს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული შესაბამისი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარჩვევებს. პროგრამის მიზნები, ამოცანები, შედეგები, სწავლების მეთოდები და მოცულობა შესაბამისობაში უნდა იყოს პროგრამის შინაარსთან და ხელს უნდა უწყობდეს მასწავლებლისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.
2. პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შესაბამისობა მოწმდება შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით:
ა) პროგრამა შესაბამისობაშია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებთან;
ბ) პროგრამაში მკაფიოდ არის განსაზღვრული სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები;
გ) ჩამოყალიბებულია პროგრამაში ჩართვის წინაპირობა;
დ) პროგრამაში მკაფიოდ არის განსაზღვრული პროგრამის მიზნები და ამოცანები;
ე) კონკრეტულად აღწერილი და ჩამოყალიბებულია სასურველი სასწავლო შედეგები ცოდნის გაღრმავების ან/და უნარჩვევების გამომუშავების თვალსაზრისით;
ვ) პროგრამა მოიცავს საკითხების ჩამონათვალს;
ზ) პროგრამის საკითხები შესაბამისობაშია დასახულ მიზნებთან და ამოცანებთან;
თ) პროგრამის საკითხები შესაბამისობაშია მოსალოდნელ შედეგებთან;
ი) პროგრამის მოცულობა მოსალოდნელი შედეგების ადეკვატურია;
კ) პროგრამას გააჩნია მიზნის მიღწევისათვის შესაბამისი სწავლების მეთოდოლოგია;
ლ) პროგრამას გააჩნია შესაბამისი საკითხების თანმიმდევრობის და მოცულობის ამსახველი სასწავლო გეგმა;
მ) პროგრამას გააჩნია შინაარსისა და მოცულობის ადეკვატური კრედიტების რაოდენობა ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 23. ხარისხის უზრუნველყოფა🔗
1. პროგრამის სტრუქტურა, მოცულობა და პროგრამის განმხორციელებელი ადამიანური რესურსების კვალიფიკაცია უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. პროგრამა მოიცავს თვითშეფასების მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს პროგრამის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. პროგრამა შემუშავებულია არსებულ ეტაპზე სახელმწიფო, პროგრამის სამიზნე ჯგუფის, პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების პოზიციათა გათვალისწინების საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში მონაწილეების შეფასება ხდება სამართლიანად და გამჭვირვალედ.
2. პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შესაბამისობა მოწმდება შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით:
ა) პროგრამას გააჩნია თვითშეფასებისა და ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგია;
ბ) განსაზღვრულია პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
გ) პროგრამის სამიზნე ჯგუფის წევრები უზრუნველყოფილი არიან სასწავლო შედეგების მიღწევისათვის საჭირო პირობებით და სასწავლო მასალებით;
დ) პროგრამას გააჩნია აქტუალურობის დასაბუთება;
ე) პროგრამას გააჩნია ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა;
ვ) დადგენილია სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები;
ზ) შემუშავებულია სერტიფიკატის გაცემის სანდო აღრიცხვიანობის უზრუნველყოფის მექანიზმები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 24. რესურსები🔗
1. პროგრამის რესურსები მოიცავს პროგრამის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო, შინაარსის, მოცულობისა და სპეციფიკის შესაბამის ადამიანურ რესურსებს, პროგრამის მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებსა და რესურსების მართვის სტრატეგიას.
2. პროგრამის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შესაბამისობა მოწმდება შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით:
ა) პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსების რაოდენობა რაციონალურადაა განსაზღვრული;
ბ) პროგრამის მოცულობის ადეკვატურადაა განსაზღვრული განმახორციელებელი ადამიანური რესურსების სამუშაო დატვირთვა;
გ) პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსებისათვის განსაზღვრულია საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
დ) არსებობს ინფორმაცია პროგრამის ადამიანური რესურსების კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ და მათი თანხმობის წერილები პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირთან თანამშრომლობის სურვილის დადასტურების თაობაზე ან პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანურ რესურსებთან გაფორმებულია შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებები;
ე) პროგრამას გააჩნია სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
ვ) პროგრამაში გაწერილია რესურსების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის განსაზღვრული სტრატეგია;
ზ) არსებობს პროგრამის შინაარსის შესაბამისი ლიტერატურა ან/და საკითხავი მასალები.
3. პროგრამის ადამიანური რესურსების შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გამოცდების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის), ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომლები, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე და საჯარო სკოლის ბუღალტერი.“.
2. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 10 აპრილის ბრძანება №206 - სსმ Ш, №45, 10.04.2009 წ., მუხ.508
მუხლი 22. პროგრამის შინაარსი
პროფესიული განვითარების პროგრამა მოიცავს მასწავლებლისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ცოდნის ამა თუ იმ კომპონენტს და/ან აუმჯობესებს შესაბამისი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარჩვევებს შემდეგი მიმართულებებით:
ა) სწავლებისა და განვითარების თეორიები და მათი გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის;
ბ) საგნის (საგნობრივი ჯგუფის) ცოდნა და მისი სწავლების მეთოდიკა;
გ) შეფასება და თვითშეფასება;
დ) კლასის მართვა და დისციპლინა;
ე) სკოლაში უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობა;
ვ) ინკლუზიურ სწავლებაზე ორიენტირებული პროგრამა;
ზ) მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობა;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებაში;
ი) კვლევის მეთოდების გამოყენება პროფესიული მიზნების განსახორციელებლად.
მუხლი 23. ხარისხის უზრუნველყოფა
1. პროგრამის სტრუქტურა, მოცულობა და პროგრამის განმხორციელებელი კადრების კვალიფიკაცია უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. პროგრამა მოიცავს თვითშეფასების მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს პროგრამის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.
2. პროგრამა შემუშავებულია არსებულ ეტაპზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი, პროგრამის სამიზნე ჯგუფის, პროფესიული კავშირების, პროგრამის განმახორციელებელი კადრების და სხვა დაინტერესებული მხარეების პოზიციათა გათვალისწინების საფუძველზე.
3. პროგრამის ფარგლებში მონაწილეების შეფასება ხდება სამართლიანად და გამჭვირვალედ.
მუხლი 24. რესურსები
1. პროგრამის რესურსები მოიცავს პროგრამის ადამიანური რესურსებს, პროგრამის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებსა და რესურსების მართვის სტრატეგიას.
2. პროგრამას გააჩნია საკუთარი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო, სტრუქტურის, მოცულობისა და სპეციფიკის შესაბამისი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები.
3. პროგრამის განხორციელებაში ჩართული ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები რაციონალურადაა გადანაწილებული პროგრამის შედეგების მისაღწევად.
4. პროგრამას განსაზღვრული აქვს საკუთარი რესურსების შენარჩუნების და გაუმჯობესების სტრატეგიები.
5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროგრამის ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით ეფუძნება შესაბამის საკანონმდებლო ბაზას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №800 ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №800 ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №800 ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.09.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №800. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.012195.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №800 ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.12.2009.
- სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №800 ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №800 ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“, №800, 19.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.012195 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1420526/