საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2006 ძალადაკარგული 08.12.2009
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
480010000.22.030.008117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 08/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.008.117

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №44

2006 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარდულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის №170 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

 1.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის ბრძანება №152-სსმIII,№58,27.04.2006წ., მუხ.69

2.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 20 თებერვლის ბრძანება №27-სსმIII,№29, 25.02.2008წ.,მუხ.309

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობების წარმართვა და საქართველოს საკონსულო დაწესესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია; საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობების შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება; საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საერთო ხელმძღვანელობა და მათთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეწყობა;

ბ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისა და გაფართოების შესახებ წინადადებების მომზადება;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება;

დ) საგარეო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;

ე) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა;

ვ) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მომზადებაში მონაწილეობა და წინადადებების შემუშავება;

ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;

თ) საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში არსებული საკონსულო-სავიზო პუნქტების საქმიანობის ხელმძღვანელობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

ნ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისა მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია);

ო) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებათა შემუშავება;

პ) საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალური დოკუმენტების საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან და საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვა;

ჟ) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზეკვატურის გაფორმება;

რ) საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების დაარსების, საკონსულო დაწესებულებების მეთაურთა და საკონსულო დაწსებულებების მუშაკთა, აგრეთვე საპატიო კონსულების ფუნქციების შესასრულებლად პირთა დაშვების საკითხის შესწავლა, რეკომედაციის მომზადება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია იქონიოს მიმოწერა საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან, თუ ორგანიზაციებთან, კერძო პირებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან, საკონსულო დაწესებულებებთან.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ წერილებს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

თ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ლ) კურატორი მინისტრის მოდგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტა-მენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურებს;

მ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დირექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

6. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას;

ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;

დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.

     მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცა-ნები და ფუნქციები:

1. სავიზო ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს ვიზების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და გაუქმება;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა სავიზო საქმიანობის ზოგადი კოორდინაცია;

გ) საქართველოს სავიზო ეტიკეტების, ანკეტებისა და სხვა სავიზო დოკუმენტაციის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ინფორმირება იმ პირთა შესახებ, რომელთაც ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

ვ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;

ზ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალი ოფიციალური დელეგაციებისა და საჯარო მოხელეთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;

თ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, ასევე მძიმე ავადმყოფი ახლო ნათესავის მოსანახულებლად ან გარდაცვლილი ახლო ნათესავის გადმოსასვენებლად მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა;

ი) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე, სემინარებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;

კ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;

ლ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა მოწვევით მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა;

მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ან მინისტრის მოადგილის დავალებით საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა.

2. მოქალაქეობისა და საპასპორტო საკითხთა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;

ბ) სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე საქართველოს პასპორტის გაცემა, თუ იმ სახელმწიფოში არ არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება;

გ) საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვის ზოგადი კოორდინაცია და საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარება;

დ) საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციის ზოგადი კოორდინაცია და რეგისტრაციის განხორციელებაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარება, ასევე საქართველოში საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის;

ე) საქართველოს მოქალაქის პასპორტების, დასაბრუნებელი მოწმობისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების გაცემაში, პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელებაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარება;

ვ) საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, ჩამორთმევა, შენახვა, მათში ცვლილებების შეტანა და გაუქმება.

3. საკონსულო ურთიერთობების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოსა და უცხო ქვეყნის სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ბ) ექსტრადაციისა და მსჯავრდებულების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;

გ) საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა ოპერატიული გადაწყვეტა იმ უცხო ქვეყანაში, სადაც არ არის დაარსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება;

დ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია);

ე) საქართველოსა და უცხო ქვეყნის უწყებებიდან დოკუმენტების გამოთხოვა;

ვ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;

ზ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდება;

თ) საქართველოში დაკავებულ უცხოელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის;

ი) მოქალაქეთა იმ კერძო წერილებზე მუშაობა, რაც შეეხება საზღვარგარეთ მათი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფას.

4. საკონსულო-ანალიტიკური სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე საკონსულო სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი და საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება;

ბ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად შესაბამისი მონაცემების მოპოვება-დამუშავება, საკონსულო-საინფორმაციო მასალისა და წინადადებების მომზადება; საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის შესახებ ანგარიშების დამუშავება და ანალიზი, ასევე მათი საქმიანობის შეფასება; აღნიშნულის თაობაზე საინფორმაციო დასკვნის სისტემატური მომზადება;

დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთკავშირების განვითარება-გაღრმავების სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მუშაობის ანალიზი და მათი სრულყოფისათვის წინადადებათა მომზადება;

ე) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა;

ვ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;

ზ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების, მათ შორის, საპატიო საკონსულოების, გახსნასა და დახურვის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხების შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება;

თ) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ი) საკონსულო სფეროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის, მათ შორის, საპატიო საკონსულოსათვის, ზოგადსაკონსულო და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა და მეთოდური მითითებების მიცემა;

კ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების, მათ შორის, საპატიო საკონსულოს, გახსნისა და დახურვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ლ) საკონსულო პატენტის მომზადება;

მ) საკონსულო ეგზეკვატურის მომზადება;

ნ) საკონსულო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინადადებებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ო) საკონსულო-საინფორმაციო ბანკში საკონსულო ინფორმაციის აღრიცხვის უზრუველყოფა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 27 აპრილის ბრძანება №152-სსმIII,№58,27.04.2006წ., მუხ.69

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 20 თებერვლის ბრძანება №27-სსმIII,№29, 25.02.2008წ.,მუხ.309

   

მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტში შემავალ ქვედანაყოფებს (სამმართველოებს) ხელმძღანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №44, 31.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 480010000.22.030.008117 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1421578-2/